ეგვიპტეში, ალექსანდრიაში, ქრ.შ-დან 249 წელს, გავრცელდა ე.წ "კიპრიანული ეპიდემია" . დიონისემ, ალექსანდრიის ორთოდოქსული ეკლესიის პატრიარქმა, თავის სამწყსოს მიმართა: "არ უნდა შეწყდეს ღვთისმსახურება და აღვლენა წირვის წმინდა რიტუალისა.". რამდენიმე დღეში პანდემიის მთავარ გამავრცელებელ კერად სწორედ ეკლესია იქცა. პირველი, ვინც გაიქცა და თავს უშველა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად ბერმონაზვნობა იყო.
საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო უაღრესად სარისკო გადაწყვეტილება, უარი თქვა ზიარების წესის შეცვლაზე, როცა პანდემიის საშიშროების გამო, პირველად 1400 წლის მანძილზე, საუდის არაბეთმა მუსლიმთა წმინდა ქალაქები, მექა და მედინა ჩაკეტა და მუსლიმებს მოლოცვა აუკრძალა. 14 საუკუნის განმავლობაში ასეთ რამ არ მომხდარა. ყველაზე კონსერვატორული სალაფიტური ფრთაც კი არ შეწინააღმდეგებია ამ გადაწყვეტილებას.
#news