სწრაფი ტესტით ორსულ ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა
1483 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის, ლალი ტურძელაძის ინფორმაციით, ბოლნისიდან თბილისში ფეხმძიმე ქალი გადმოჰყავთ, რომელსაც სწრაფი ტესტით კორონავირუსი დაუდასტურდა.

მისივე განცხადებით, ინფიცირებული ქლბატონი 22 კვირის ორსულია და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე არ არის.

მან ასევე აღნიშნა, რომ ფეხმძიმე ქალს ჩივილები არ აქვს და მას მხოლოდ დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. ანალიზებს ლუგარის ლაბაროტორიაში გადაამოწმებენ.

„ბოლნისიდან საგანგებო სიტუაციების სამმართველომ დაგვირეკა და შეგვატყობინა, რომ ბოლნისიდან მოჰყავთ ორსული, არის დადებითი კორონავირუსზე, ველოდებით პაციენტს, რომ ვნახოთ მისი მდგომარეობა. მას აღენიშნება ცხელება“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტურძელაძემ.

#კორონავირუსი #ინფიცირება #ორსული #დარჩისახლში #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
8
Write a comment