იმერეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
3228 Views
Kutaisi Daily
Kutaisi · 6 months ago

დღეს კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი იმერეთში დაფიქსირდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტი ქუთაისში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფებოდა, რის შემდეგაც საჩხერეში გადაიყვანეს.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის თქმით, პაციენტი თერჯოლის მკვიდრია და მათთან ქუთაისიდან გუშინ გვიან შეიყვანეს.

პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც ესპანეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.

#ქუთაისი #კორონავირუსი #ეპიდემია #kutaisidaily
Kutaisi Daily
Kutaisi · 6 months ago
7
Write a comment