11 votes
3 comments
0 shares
Save
120 views
Natali Sulava-Devdariani
Kyiv · 3 months ago

როგორ ატარებთ დროს თვით იზოლაციაში? 😌

#დარჩისახლში
Natali Sulava-Devdariani
Kyiv · 3 months ago
Similar Posts
Natali Sulava-Devdariani
Kyiv, Ukraine · 3 months ago
😌❗️ #დარჩისახლში
Sandro Ilariani
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სანამ სიტუაცია გაუარესდებოდა და მეც გადავიდოდი თვით იზოლაციაში და დავრჩებოდი სახლში, თითქმის ყოველდ დღე მზიურის ახალ პარკში (პარკურ პარკში)გავდიოდით მეგობრები და ვვარჯიშობდით, ეხლა კიდე ამდენი სახლში ჯდომით აღარ ვიცოდი რა მეკეთებინა და გეიმინგზე გადავედი (მობაილ გეიმინგზე) 😂 ცოტა ძააან ძნელია ამდენი ხანი სახლში ჩაკეტვა მარა მთავარია გავაანალიზოთ რისთვისაა საჭირო და გავიაზროთ რომ იგივეს მსოფლიოს მაშტაბით აკეთებენ და რჩებიან სახლში. ნუ ვიქნებით ეგოისტები და მაქსიმალურად შევიკავოთ თავი გარეთ გასვლისგან🙏 #დარჩისახლში
იზოლაციის დღიურები
Tbilisi, Georgia · 2 months ago
გამარჯობათ მე მარიამი ვარ 🥰 ისეთივე გულისტკივილით განვიცდი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს როგორც ყველა 😔 ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა ეს სივრცე სადაც გაგიზიარებდით რჩევებს,ფილმებს,წიგნებს სხვადახვა კერძებს მოკლედ ყველაფერს თუ როგორ გავატაროთ იზოლაციაში დრო და რაც მთავარია! პროდუქტიულად და ნაყოფიერად🥰 ამიტომ თვალი ადევნეთ ჩემს სივრცეს და ერთად შევქმნათ ჩვენი საკუთარი “იზოლაციის დღიური”#დარჩისახლში#იზოლაცია#იზოლაციიადღიური#stopcovid19
Kutaisi Daily
Kutaisi, Georgia · 3 months ago
ქუთაისის უნივერსიტეტის ონლაინ-ლექციები პროფესიის არჩევის შესახებ იწყება
ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალური კამპანია ,,შენ გადაწყვიტე" აქტიურ ფაზაში შედის. აბიტურიენტებისა და არამხოლოდ მათთვის , თერაპევტი მერი გელაშვილი ფეისბუქის ლაივ ჩართვებში ისაუბრებს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ის ყურადღების მიღმა არც დღევანდელ რეალობას დატოვებს და შეეცდება სტრესის მართვაში დაგეხმაროთ. პირველი ლაივ-ლექცია ჩატარდება დღეს, 29 მარტს, 14:00 საათზე, თემაზე ,,როგორ გავუმკლავდეთ სტრესს იზოლაციის პირობებში და როგორ გამოვიყენოთ დრო ეფექტურად". ლაივი გაეშვება ქუთაისის უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: ,,ეპიდემიის მიუხედავად, ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მხადასაჭერ აქციას "შენ გადაწყვიტე" აგრძელებს. ვთვლით, რომ ახლა, როცა ირგვლივ ასეთი დაძაბული გარემოა და სტრესიც, შიშთან ერთად იმატებს, აბიტურიენტებს ჩვენი დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ. ეპიდემიის ფონზე, ჩვენი კამპანია მცირედით შეიცვალა, მაგრამ მთავარი მიზნისაგან არ გადაგვიხვევია. ის გავამდიდრეთ დღეისათვის აქტუალური საკითხებით (სტრესთან ბრძოლა, შიშის დაძლევა...) როგორც იცით, ქუთაისის უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო ფსიქოთერაპიის სახლთან "კამარა", რომლის თერაპევტი მერი გელაშვილი Facebook live-ებს შემოგთავაზებთ და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს პროფესიის არჩევასთან და აბიტურიენტობასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. ასევე, ის შეეცდება გაგიმარტივოთ იზოლაციაში ყოფნა და ისაუბრებს სტრესის მართვაზე. თემა: როგორ გავუმკლავდეთ სტრესს იზოლაციის პირობებში და როგორ გამოვიყენოთ დრო ეფექტურად. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი, სადაც თქვენც გელოდებით: დეტალები კამპანიის შესახებ იხილეთ აქ: " , - წერია განცხადებაში#შენგადაწყვიტე#დარჩისახლში#unik#unikonline
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
სალამი, მე ვარ კატო...
ესპანეთში მცხოვრები ქართველი გოგონა Facebook-ზე პოსტა აქვეყნებს, სადაც ის დეტალურად იხსენებს თუ როგორ დაეწყო სიმპტომები და რა გზა გაიარა. მკაფიოდ აღწერს თუ რატომ ვერ უძლებენ ვირუსს მოხუცები და ქრონიკული დაავადების მქონე პირები; ან ადამიანები ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვთ: “სალამი, მე ვარ კატო. უკვე სათვალავი ამერია მერამდენე დღეა სახლში ვარ გამოკეტილი. ესპანეთში ვცხოვრობ აგერ უკვე 11 წელია.😊 მოკლედ მოგიყვებით ჩემი, როგორც ექიმები მეუბნებიან covid 19 თვით მკურნალობის პროცესს. ადრე მქონდა დასმული კითხა იყო თუ არა ვინმე ამ ვირუსით და ლამის ქვები მესროლეს. მინდა გითხრათ და დაგამშვიდოთ რომ ეს არ არის სირცხვილი. იმიტომ რომ არც ფერი აქვს და არც ანათებს. ასე რომ შეიძლება ყველას შეხვდეს. ჩემს შემთხვევაში ძალიან ვფრთხილობდი და სანამ ჩემს ქალაქში დაფიქსირდებოდა covid 19 მომარაგებული მქონდა სადეზინფექციო გელები და მოკლედ ყველაფერი. მეტროში ვცდილობდი რომ ახლოს არავისთან არ დავმდგარიყავი და ა.შ. მაგრამ ამ ვირუსის დროს ხშირად გვგონია რომ უცხო ადამიანი შეიძლება იყოს ჩვენი ინფიცირების წყარო რაც მცდარია, შეიძლება იყოს ჩვენივე ოჯახის წევრი, მეგობარი, თანამშრომელი და ა. შ. რაც შეეხება სიმპტომებს იყო შემდეგნაირად. დაახლოებით 10 დღის წინ დამეწყო ყელის ტკივილი, არ მქონდა სურდო, არც ცემინება. იმავე დღეს დამეწყო მშრალი ხველება. მეგონა გაციებული ვიყავი და დიდად ყურადღება არ მიმიქცევია. მე3 და მე4 დღე ალბათ იყო ყველაზე რთული. სუნთქვის პრობლემები შემექმნა და ფილტვებიდან ყოველჯერზე ჰაერის ჩასუნთვა, ამოსუნთვა იყო ტკივილთან დაკავშირებული. შეგრძნება , ვეცდები აღვწერო. თითქოს მტვერი შეგაყარეს ფილტვებშიო და ჟანგბადს ვერ იღებ, ან კიდევ დამსხვრეული ბოთლის პატარა ნაწილაკები რომ გერჭობოდეს . არ ვიცი რამდენად გასაგებად ვხსნი . მოკლედ დავრეკე ჩემს პირად ექიმთან. რომელთანაც უკვე ამ დროოსთვის ვიზიტის ჩანიშვნა უკვე გაუქმებული იყო და მარტო შემეძლო სატელეფონო კომუნიკაცია. ხო კიდევ მახლდა თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. სიმპტომები როცა მოვუყევი ჩემს ექიმს მითხრა რომ covid 19 სიმტომები მქონდა და რადგანაც რისკ ჯგუფში არ შევდიოდო ვერაფერს გამიკეთებდნენ და უნდა დავრჩენილიყავი სახლში. ვერც გავიდოდი, ვერც ვერავინ შემოვიდოდა ჩემთან. თავიდან მეგონა რომ მე არა, რანაირად საიდან. შემდეგ აღმოჩნდა რომ ჩემი მეგობარი რომელიც მადრიდში იყო და ვისთანაც კონტაქტი მქონდა 10 დღის წინ ისიც იგივე სიმპტომებით ცუდად იყო და covid 19 დაუდგინდა. ის რისკ ჯგუფში შედიოდა და მას ჩაუტარეს ტესტი. მოკლედ ვაგრძელებ მოყოლას. 5 ,6 დღეს სუნთქვა უფრო მიძნელდებოდა და ამას დაემატა სიცხეები. სიცხეები არც ისე მაღალი მქონდა 37.8 , 37.9. პარაცეტამოლით ვაგდებდი და ჩემს უჟანგბადობას ინგალატორით ვებრძოდი მაგრამ დიდად არ მეხმარებოდა. საუბარი მიჭირდა იმიტომ რომ ისტერიული ხველა მემართებოდა. ამიტომ უმეტესად ვცდილობდი მშვიდად ვყოფილიყავი და ჩუმად😁 . ყველაზე რთული ალბათ მე-8 დღე აღმოჩნდა 2 ჯერ მქონდა შეტევა და მეგონა რომ ვიგუდებოდი. (ჩემი ექიმი ყოველდღე სატელეფონო კონსულტაციას გადიოდა ჩემთან და როგორც აქამდე quedate tranquila en casa იყო პასუხი) მოკლედ გადავწყვიტე ჩემით ექიმთან წასვლა. მანამდე დავრეკე სასწრაფოში და ვიკითხე თუ როგორ უნდა წავსულიყავი ისე რომ სხვისთვის საფრთხე არ შემექმა. გვიან ღამით ჩემი ნიღბით ხელთათმანით ფეხით წავედი გოსპიტალში. ქუჩაში არავინ იყო, ალაბთ სულ 2 ადამიანი შემხვდა და ორივეჯერ გზის მეორე მხარეს გადავედი. როცა მივედი გოსპიტალში , ალბათ ეს იყო ყველაზე რთული. მოკლედ ეკიპირებული ექიმი კითხვით რატომ მოხვედი? პასუხი: ვიხრჩობი მოკლედ შეშინებული ექიმები, შეშინებული მე, კეთროვანივით ვიგრძენი თავი და ვიყავი კიდევაც ახლოს არ მეკარებოდნენ. მათიც მესმის . შიშველი ხელებით არიან დარჩენილები და არანაირი მატერიალი არ აქვთ იმისთვის რომ თავი დაიცვან. მოკლედ გამიგრძელდა. გადამიღეს რენდგენი. დამინიშნეს წამალი და წამოვედი ისევ სახლში. დღეს მე10 დღეა. თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ. ნაკლებად მახველებს. იმედია ხვალ და ზეგ უკეთ ვიქნები. ერთადერთი ის მინდა რომ დროზე მორჩეს და ჩემი შვილები ჩავიხუტო ისევ გულში. მინდა გითხრათ რომ არც ისეთი მომაკვდინებელია covid 19. უბრალოდ მინდა გთხოვოთ და გირჩიოთ რომ თუ ვინმე გყავთ უფროსები ,ბებიები ბაბუები, მშობლები. ან ისეთი ოჯახის წევრები ვისაც პათოლოეგიები აქვთ, შეეცადეთ მაქსიმალურად იზოლაციაში ამყოფოთ. არ მიხვიდეთ, საკვები დაუტოვეთ კარებთან. 10 დღე. პირში მგრძნობელობა დავკარგე რაც სულაც არ არის სასიამოვნო შეგრძნება. იმედია ესეც მალე დამიბრუნდება.💖 მე რამოდენიმე დღე კი ვიყავი ცუდად მაგრამ არა ისე რომ ადამიანმა ვერ გაუძლოს, მაგრამ ვისაც სუნთქვის პრობლემები აქვს და ასე შემდეგ იმათვის რთულად გადასატანი იქნება. რაც მთავარია განეწყვეთ დადებითათ. არ აყვეთ ნერვებს. ნერვიულობა აქვეითებს იმუნიტეტს და უფრო გაგიგრძელდებათ. მიიღეთ ბერვი სითხე . მადლობა და ბოდიში ასეთი დიდი პოსტისთვის. თავს გაუფრთხილდით და გაუფრთხილდით სხვებს. პ.ს რაც შეეხებათ ბავშვებს. როგორც აქ ამბობენ ბავშვები ჩუმი მატარებლები არიან და ამიტომაც გვყაბს ბავსვები სახლებში გამოკეტილი. ნუ გეშინიათ, თქვენ შვილებს არაფერი დაემართებათ. უმჯობესია ბებია ბაბუებთამ არ დატოვოთ და არც იმ ადამიანებთან ვინც მაღალი რისკ ჯგუფშია. ნუ გეშინიათ. თუ მე შევძელი თქვენც აუცილებლად შეძლებთ გამკლავებას. 🙏🙏🙏 💖”
Gori Daily
Gori, Georgia · 2 months ago
გორის მუნიციპალიტეტში ავტომობილების გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა
გორის მუნიციპალიტეტში, მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილებაზე შეღავათები დაწესდა. ამის შესახებ ნათქვამია, გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ. „ყურადღება !!! 22 აპრილიდან 27 აპრილამდე მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების განხორციელების მიზნით. ავტომობილით მოძრაობა შესალებელია მხოლოდ მითითებულ დროს - დილის 6:00 საათიდან 8:00 საათამდე და საღამოს 18:00 საათიდან 19:00 საათამდე. მსუბუქი ავტომობლით გადაადგილების შემთხვევაში აუცილებლად უნდა დაიცვათ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესები - ავტომობილში დაიშვება მაქსიმუმ სამი პიროვნება პირბადეებით.#დარჩისახლში“. შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთი თვით, 22 მაისამდე გაგრძელდა, რასაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა.#რეგულაციები #გორი #გორისმუნიციალიტეტი #კორონავირუსი #goridaily
Beautyblogs Bymashh
Tbilisi, Georgia · 2 months ago
კორეული “10 step skin care routine”
დღეს მინდა გაგიზიაროთ სახის კანის მოვლის საკმაოდ გავრცელებული და ეფექტური მეთოდი 🥰 რომლის სრულყოფილად შესრულებაც ყოველდღიურად,მაშინ როცა დროის ფუფუნება აღარ გვექნება შეუძლებელი არა მაგრამ დროის მხრივ ალბათ რთული იქნება,ამიტომ ვცდილობ გაგიზიაროთ ისეთი საჭირო იიფირმახუა რაც ამ იზოლაციაში საკმაოდ კარგ სარგებელს მოგცემთ და დროის გაყვანის საუკეთესო,რაც მთავარია სასარგებლო საშუალება იქნება. მაშ ასე❤️ ალბათ ყველამ ვიცით რა გამორჩეული სახის კანი აქვთ კორეელს ქალბატონებს,ეგრედწოდებული “glass skin” ამ ყველაფერს ისინი მათი ცხოვრების სტილით,ჯანსაღი საკვებით და სახის კანის მოვლით აღწევენ. მათთვის ზედმეტად მნიშვნელოვანია სრულყოფილება რაც ამ სიტუაციაშიც ნათლად ჩანს ამიტომ მათი ათ ნაბიჯიანი routine ყოვედღიურობის განუყრელი ნაწილია 1️⃣მაკიაჟის მოშორება თუ მაკიაჟს ატარებთ, მაშინ სახის კანის მოვლის პროცედურების დაწყებამდე, აუცილებლად უნდა მოიშოროთ დეკორატიული კოსმეტიკა. ამისთვის უმჯობესია, გამოიყენოთ მაკიაჟის მოსაშორებელი ზეთოვანი სითხე. დაიწვეთეთ მშრალ კანზე და თითების ნელი მოძრაობით გადაინაწილეთ. შემდეგ დაამატეთ ნელთბილი წყალი, რომ ზეთოვანი გამწმენდი და მოშორებული მაკიაჟი გადაიქცეს თხელ მასად, რათა ადვილად ჩამოიბანოთ წყლით. 2️⃣წყალზე დამზადებული დასაბანი სითხე როგორც ნახეთ, კანის მოვლის პირველ ეტაპზე იყენებთ ზეთოვან გამწმენდს, რომელიც სახიდან აშორებს მაკიაჟს, ხოლო მეორე ეტაპზე უკვე იყენებთ წყალზე დამზადებულ დასაბან საშუალებებს, რათა კანს მოაცილოს ნებისმიერი ნარჩენი და იდეალურად გაწმინდოს. შესაძლებელია, გამოიყენოთ როგორც დილის, ისე საღამოს რუტინის დროს. დასაბან საშუალებას წაისვამთ სახეზე, წრიული მოძრაობით გადაინაწილებთ და შემდეგ ჩამოიბანთ თბილი წყლით. 3️⃣ ექსფოლიაცია პირველ რიგში, განგიმარტავთ, რომ ექსფოლიაცია კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორებას ნიშნავს. მათი გამოყენება დასაშვებია კვირაში მაქსიმუმ ორჯერ, რათა კანის ზედაპირი არ დააზიანოს. არსებობს ექსფოლიაციის ორი მეთოდი – ქიმიური და ფიზიკური. ფიზიკური ექსფოლიანტებია სკრაბები, რომელთა შემადგენლობაში არის მცირე ზომის შედარებით უხეში ნაწილაკები, რომელიც სახის ამქერცლავის როლს ასრულებს. ქიმიური ექსფოლიანტები არ შეიცავს სახის ამქერცლავ უხეშ ნაწილაკებს. ამ ტიპის პროდუქტებს ძირითადად თხელი ტექსტურა აქვს, მათ შორის არის სალიცილის მჟავა. როგორც დერმატოლოგები ამბობენ, ქიმიური ექსფოლიანტები სახის კანისთვის ნაკლებად საზიანოა, რადგან უხეშ ნაწილაკებს არ მოიცავს. კანიდან მკვდარი უჯრედების მოშორება იმისთვის არის აუცილებელი, რომ სხვა პროდუქტები, მაგალითად, დამატენიანებლები და აკნეს სამკურნალო საშუალებები უკეთ შეიწოვოს. 4️⃣ტონერები ტონერი არის ერთგვარად წინამოსამზადებელი ეტაპი, ვიდრე სახეზე დამატენიანებელსა და სხვა პროდუქტებს მოიხმართ. გარდა იმისა, რომ ტონერი სახიდან აშორებს ჭუჭყსა და სხვა ნარჩენებს, ასევე ხურავს ფორებს. სასურველია კიტრისა და ალოე ვერას ექსტრაქტით დამზადებული ტონერების მოხმარება. 5️⃣შუალედური ეტაპი მეხუთე ეტაპი არის ერთგვარი შუალედური ტონერსა და კანის კონკრეტული პრობლემის, მაგალითად, აკნეს სამკურნალო საშუალებების გამოყენებას შორის. მეხუთე ეტაპზე შეგიძლიათ, მოიხმაროთ მაგალითად, ჰიალურონის შემცველი პროდუქტები, რაც დაბერების პროცესს ანელებს და ხელს უწყობს კანის კარგად დატენიანებას. 6️⃣ კანის კონკრეტული პრობლემის მკურნალობა მეექვსე ეტაპი არის კანის კონკრეტული პრობლემების მოგვარების ეტაპი. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს აკნეს მკურნალობა, სახეზე შავი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა, თვალის გარშემო სიშავეების გაქრობა, პიგმენტური ლაქები და ნაოჭები. 7️⃣სახის ნიღბები სახის კანის კორეული მოვლის მეთოდებში ნიღბებს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, რადგან ის კანის დატენიანებას უწყობს ხელს და ასევე ხდის უფრო გლუვსა და მბზინვარეს. ასევე მიიჩნევა, რომ ნიღბები კანისთვის მედიტაციის ფუნქციასაც ასრულებს და ამშვიდებს. კორეელები რეკომენდაციას უწევენ კიტრის, მწვანე ჩაისა და ვარდის ექსტრაქტის ნიღბებს 8️⃣თვალის კრემი თვალის გარშემო კანი სახის ყველაზე თხელი და ნაზი ადგილია, რომელსაც რეგულარული მოვლა სჭირდება. თვალის კრემის რეგულარული გამოყენება თავიდან აგარიდებთ სიშავეებს. სახის მოვლის კორეულ მეთოდებში თვალის გარშემო პროდუქტების გამოყენება რუტინის მერვე ეტაპია. 9️⃣დატენიანება ეს არის კანის რუტინის ერთ-ერთი ბოლო და აუცილებელი ეტაპი. თუ ზამთარში ძლიერი დამატენიანებლის გამოყენებაა რეკომენდებული, ზაფხულში დერმატოლოგები შედარებით მსუბუქი დამატენიანებლის გამოყენებას გირჩევენ, განსაკუთრებით ცხიმიანი კანის შემთხვევაში, რადგან ზაფხულში ცხიმი განსაკუთრებით დიდი ოდენობით გამოიყოფა. თუ ძალიან მშრალი კანი არ გაქვთ, შეგიძლიათ, დამატენიანებლის ნაცვლად, მხოლოდ მზისგან დამცავი გამოიყენოთ, რადგან მზისგან დამცავი კარგი კრემი თავისთავად შეიცავს დამატენიანებელს. კრემის შერჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ, რამდენ „ესპეეფს“ (SPF) შეიცავს პროდუქტი. 🔟მზისგან დამცავი კორეული რუტინის ბოლო ეტაპი არის მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენება. მზისგან დამცავი იმ შემთხვევაშიც კი უნდა გამოიყენოთ, თუ მთელ დღეს დახურულ სივრცეში ატარებთ. კორეელები მიიჩნევენ, რომ ეს დაბერებისა და კანის კიბოს პრევენციისთვის აუცილებელია. მზისგან დამცავი, წესით, მთელი წლის განმავლობაში უნდა გამოიყენოთ, რადგან მზე შედარებით სუსტად, მაგრამ მაინც ანათებს ზამთ
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 2 months ago
ერთიანია საქართველო Covid-19-თან ბრძოლაში ?
სანამ დავიწყებთ მსჯელობას იმის შესახებ, არის თუ არა ერთიანი საქართველო კორონავირუსთან ბრძოლაში, გავიხსენოთ ბოლო ათწლეულში განვითარებული მოვლენები. საქართველო (თუ არ ჩავთვლით 1918-1921 წლებს) როგორც სახელმწიფო სულ რამდენიმე ათწლეულია რაც არსებობს. ამ პერიოდში არჩევნების გზით მხოლოდ ერთი პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. იქამდე იყო გადატრიალებები, აჯანყებები და ვარდების რევოლუცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს უკვალოდ არ ჩაუვლია და შედეგადაც დაქსაქსული და პოლარიზებული საზოგადოება მივიღეთ. საყოველთაო კეთილდღეობისათვის საჭიროა დამოუკიდებელი სასამართლო, არასამთავრობო სექტორი, თვითმმართველობა, მედია, პროფკავშირები თუ სხვა ინსტიტუტები, თუმცა ამის ნაცვლად, ქვეყანაში კონკრეტულ სუბიექტებს აქვთ გადანაწილებული ინსტიტუტების მართვა და ყველგან საკუთარ ნარატივს ავრცელებენ. კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დაფიქსირდა, ნელ-ნელა ჩაიკეტა საზღვრები, დაწესდა რეგულაციები, შემოიღეს საგანგებო მდგომარეობა, კარანტინი, კომენდანტის საათი, თუმცა ვერაფერი მოუხერხდა პოლარიზებულ საზოგადოებას და დაქსაქსულ ინსტიტუტებს. ყველა სფერო ცდილობდა, საკუთარი არგუმენტი გაეხადა ლეგიტიმური, ახლა კი დეტალურად განვიხილოთ ეს პროცესები. ლოზუნგმა #დარჩისახლში პირველ რიგში ბიზნეს სექტორს დაარტყა, რადგან საზოგადოებრივი მიმოსვლის გარეშე შეუძლებელია იარსებოს მოგებაზე ორიენტირებულმა ორგანიზაციამ. კერძო პირებმა დანაკარგის პრობლემა თანამშრომლების დათხოვნით აღმოფხვრეს, ზოგს ამანაც არ უშველა და საერთოდ დაიხურა. ბიზნესის მეორე მხარეა ის ქსელური დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას თუ სხვა ინიციატივებს ამოეფარნენ და უხეშად არღვევდნენ თანამშრომლების უფლებებს, მაგალითად მოვიყვან ყველასათვის ცნობილ "სპარს", რომელიც კომენდანტის საათის დაწესების შემდეგ 21:00-06:00 მდე თანამშრომლებს მაღაზიაში, კერძოდ სარდაფში ტოვებდა. ბიზნესის სხვადასხვა სფეროებმა შეიმუშავეს ე.წ ანტიკრიზისული გეგმა, თუმცა საბოლოო ხელწერა ყველგან ერთი იყო. სახელმწიფო უნდა დაეხმაროს ბიზნეს სექტორს გადასახადების დაწევით თუ სხვა ინვესტიციებით, თუმცა საინტერესოა, როგორ შეძლებს ამას სახელმწიფოს შეზღუდული ბიუჯეტი, როდესაც კერძო პირებმა ამდენი ადამიანი გაათავისუფლეს სამსახურებიდან, რითაც ქვეყანაში არსებული ეკონომიკური უფსკრული კიდევ უფრო გააღრმავეს, აქედან გამომდინარე ახლა სწორედ ეს მოწყვლადი ჯგუფი საჭიროებს ყველაზე დიდ დახმარებას. ქვეყანაში არსებული მუდმივი პარტიული დავა არც კორონავირუსს ჩამორჩა. ოპოზიციური პარტიები ხშირად აკრიტიკებდნენ მთავრობას. ხელისუფლება გარკვეული ოპოზიციის არგუმენტებს ითვალისწინებდა, ხოლო ზოგჯერ მათ გამოსვლას, მაგალითად გიორგი ვაშაძის მოთხოვნას სწრაფ ტესტებთან დაკავშირებით პოლიტიკურ პიარსა და აბსურდს აწერდა. ამის საპირწონედ ოპოზიციური პარტიები, აკრძალვის მიღმა ითხოვდნენ რეგულაციების შედეგად მიღებული კრიზისის მოკლე და გრძელვადიან გეგმას, რაც ჯერ-ჯერობით არ აქვს ხელისუფლებას შემუშავებული, თუმცა ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან განცხადებაში გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ასეთ დროს, ყველა ვალდებულია მიიღოს თანამოქალაქეთა კეთილდღეობაში მონაწილეობა, ხოლო ვინც ამას არ შეასრულებს, ყველა საკადრის პასუხს მიიღებს. საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა ეთანხმება იმ არგუმენტს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ახლა პირველ ადგილზეა, თუმცა ამ სფეროშიც კი განვითარდა სხვადასხვა ტიპის დავები. პირველ ეტაპზე აღმოჩნდა, რომ საქართველოში ყოველი მეორე ეპიდემიოლოგია და თამამად აკრიტიკებდნენ პაატა იმნაძეს, თუმცა მათი არგუმენტები ეპიდემიოლოგის წინააღმდეგ სუსტი აღმოჩნდა. ამ ფაქტორმა სხვადასხვა ცვლადები შემოიტანა და გაჟღერდა აქამდე დამალული ისტორიები, მაგალითად იმნაძე-სააკაშვილის კონფლიქტის შესახებ. ცალკე აღნიშვნის ღირსია საპატრიარქოს მოქმედებების სერია. სეკულარულ სახელმწიფოში გაფორმებული კონკორდატი საპატრიარქოს საკმაოდ დიდ პრივილეგიებს აძლევს, ამიტომ მათთან დაპირისპირებას სახელისუფლებო პარტიები ყველა დროში ერიდებოდნენ. კორონავირუსთან ბრძოლის გამო დაწესებული რეგულაციები საპატრიარქოს მხოლოდ ირიბად შეეხო. არ შეცვლილა ზიარებისა და საზოგადოებრივ ადგილებში თავშეყრის წესი, მრევლი მხოლოდ დისტანციას იცავდა, ისიც ყოველთვის ვერ ხერხდებოდა ხალხმრავლობის გამო. წინასააღდგომოდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება აეკრძალა ნებისმიერი ტრანსპორტით გადაადგილება. აქედან გამომდინარე შეიქმნა ფონი, თითქოს ეს რეგულაცია აღდგომის დღესასწაულზე ხალხმრავლობის პრევენციის მიზნით იყო მიღებული, თუმცა მეორე დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საპატრიარქოს ეს შეზღუდვა არ ეხება. სახელმწიფომ ინდივიდს გადააბარა მთლიანი პასუხისმგებლობა და ეკლესიის პრივილეგირებულობა კიდევ ერთხელ დაგვანახა. შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ეკლესიაში ჩატარდა წირვა-ლოცვა, ხოლო რამდენად სწორი იყო ეს ნაბიჯი ამას დროთა განმავლობაში ციფრები გვიჩვენებს. საერთო ჯამში COVID-19 გამოავლინა, რომ არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს და გათავისუფლდეს ვიწრო წრის კერძო ინტერესებისაგან, რადგან ზემოთ ხსენებული იწვევს პოლარიზაციას, ხოლო ერთიანობა შეუძლებელია ეკონომიკურად შემდგარი, განათლებული და ერთიანი საზოგადოების გარეშე.#კორონავირუსი #სახელმწიფო #ერი #ეპიდემია #ოპოზიცია #TbilisiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi, Georgia · 3 months ago
კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის მსუბუქი შემთხვევების შინ და საკარანტინე ზონებში მკურნალობის პროტოკოლი შეიმუშავა. პროტოკოლის თანახმად, კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი პაციენტების მართვა პირველადი ჯანდაცვის რგოლს, ოჯახის ექიმებს და თავად პაციენტებს დაეკისრათ. დოკუმენტში კონკრეტულად არის გაწერილი, რა შემთხვევაში უკავშირდება პაციენტი ოჯახის ექიმს და როგორ უნდა მოხდეს პაციენტის თვითიზოლაცია. დოკუმენტში ასვე დეტალურად არის გაწერილი რეკომენდაციები ექიმებისთვისაც. „კერძოდ, თუ მას აქვს ცხელება, ხველა და ქოშინი, ან ასევე სხვა ნიშნები, მაგ.: დაღლილობა (ხშირი) ან შეუძლოდ ყოფნა (პაციენტის გადმოცემით) - 38-69%-ში; ანორექსია (მადის დაქვეითება) - 40%-ში; ნახველის გამოყოფა (ხშირი) - 26-33%-ში; ყელის ტკივილი (ხშირი) - 5-17%-ს - ავადმყოფობის ადრეულ ეტაპზე; დაბნეულობა (იშვიათი) - 9%-ში; თავბრუსხვევა (იშვიათი) - 9%-ში; თავის ტკივილი (იშვიათი) - 6-14%-ში; ცხვირიდან წყალივით გამონადენი (იშვიათი) - 4-5%-ში; ტკივილი გულმკერდის არეში (იშვიათი) - 2-5%-ში; შესაძლოა, პნევმონიის გამო; გასტროინტესტინური სიმპტომები (იშვიათი) - 1-10%-ში; კონიუნქტივის ჰიპერემია (იშვიათი) - 1%-ში. დიაგნოზი; ბრონქული სუნთქვა (იშვიათი) - შესაძლოა, ასახავდეს პნევმონიის არსებობას; ყნოსვისა და გემოს შეგრძნების დაკარგვა (ანოსმია და აგევზია) - ბოლო დროს დაგროვილი კლინიკური გამოცდილებით ეს სიმპტომები ზოგჯერ შესაძლოა, წინაც კი უსწრებდეს ხველისა და ცხელების განვითარებას; ასევე ოჯახის ექიმს პაციენტი ატყობინებს იმ შემთხვევაშიც, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში ან თავად იყო საზღვარგარეთ ან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ უცხოეთიდან ჩამოსულ პირთან; ან ჰქონდა მჭიდრო კონტაქტი გასული 14 დღის განმავლობაში COVID-19–ის დადასტურებული ან შესაძლო შემთხვევის მქონე პირებთან, მათ შორის სამედიცინო დაწესებულებაში მომუშავე პირთან. პაციენტი მსუბუქი სიმპტომებით - ურჩიეთ „დარჩეს სახლში“ და მოახდინოს თვითიზოლაცია 14 დღის განმავლობაში. მიაწოდეთ თვითმოვლის რეკომენდაციები. თუ თვითიზოლაცია შეუძლებელია სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყავით პაციენტის გადაყვანა საკარანტინე სივრცეში ურჩიეთ ტემპერატურის გაზომვა სულ მცირე დღეში ორჯერ (დილა-საღამოს) და მაჩვენებლების დოკუმენტირება შეაფასეთ პაციენტის ბინაზე დარჩენის პირობები: თუ პაციენტს ყავს შესაბამისი მზრუნველი პირები ოჯახში, აქვს იზოლირებული ოთახი, სადაც არ შევლენ ოჯახის სხვა წევრები; აქვს ადეკვატური რესურსი საკვებისა და სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. რაც შეეხება რეკომენდაციებს, პაციენტმა დღის მანძილზე უნდა მიიღოთ საკმარისი რაოდენობით სითხე, რათა შარდს შეუნარჩუნდეს ღია გამჭვირვალე ფერი. შესაძლებელია მიიღოთ პარაცეტამოლი სიმპტომების გაუმჯობესების მიზნით. მედიკამენტი მიიღეთ ინსტრუქციის შესაბამისად და არ გადააჭარბოთ დოზას. თუ თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრი საჭიროებს დაუყოვნებელ სამედიცინო რჩევებს; დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ თქვენი ან ოჯახის სხვა წევრის მდგომარეობა გაუარესდება. რა შემთხვევაში ახორციელებს შასაძლო ინიფიცირებულთან ექიმი ვიზიტს: თუ სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტი საჭიროებს პირის პირშეფასებას, მაგრამ არ შეუძლია კლინიკაში მოსვლა ინფექციის კონტროლის წესების შესაბამისი დაცვით. სატელეფონო ტრიაჟის საფუძველზე პაციენტის მდგომარეობა განისაზღვრა როგორც მძიმე, მაგრამ პაციენტი 112-ს უარს უცხადებს ჰოსპიტალურ მკურნალობაზე. ბინაზე ვიზიტების დროს აუცილებელია სპეციალური ჩანთების ტარება, სადაც იქნება საფრთხის შემთხვევაში გამოსაყენებელი ყველა საშუალება (შიგთავსის გაკონტროლება უნდა მოხდეს ყოველი გასვლის წინ). დასუფთავება და დეკონტამინაცია უნდა განხორციელდეს სახელმწიფო სტანდარტების შესაბამისად. ამასთან, ექიმს ვალდებულება უჩნდება პაციენტთან მუდმივი მონიტორინგი აწარმოოს. განახორციელეთ სატელეფონო მონიტორინგი მე-3 დღეს; მესამე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-6 დღეს, მეოთხე კომუნიკაცია ხორციელდება არაუგვიანეს მე-10 დღეს და მეხუთე კომუნიკაცია არაუგვიანეს მე-14 დღეს; მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში პაციენტის ჰოსპიტალში გადასაყვანად დაუკავშირდით სსიპ „112“-ს. კორონავირუსზე საეჭვო პაციენტებს, ურჩიეთ, გადადონ თავის ოჯახის ექიმთან, თუ სხვა სპეციალისტთან რუტინულად დანიშნული ვიზიტი და გააუქმონ აღნიშნული წინასწარი ჩაწერა. ყურადღებით და ფრთხილად დაგეგმეთ პაციენტის ვიზიტი ისე, რომ რაც შეიძლება, შემცირდეს მოსაცდელში მისი დაყოვნების ხანგრძლივობა. თუ განცალკევებული დროების გამოყოფა შეუძლებელია, რეკომენდებულია, პაციენტს ურჩიოთ მოიცადოს კლინიკის გარეთ (თუ ის თანახმაა და არ გამოთქვამს უკმაყოფილებას) – თუ შესაძლებელია, ურჩიეთ დაელოდოს საკუთარ ავტომანქანაში, სხვა შემთხვევაში დარჩეს გარეთ და დაიცვას სულ მცირე 2-მეტრიანი დისტანცია, ინფექციის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით. – მოუხმეთ პაციენტს მას შემდეგ, რაც იზოლირებული ოთახი მზად იქნება პაციენტის მისაღებად. თუკი პაციენტის მდგომარეობა მწვავეა, გამოიძახეთ სასწრაფო გადაუდებელი დახმარება, მიაწოდეთ ინფორმაცია ოპერატორს შესაძლო COVID-19-ის შესახებ და განახორციელეთ პაციენტის ჰოსპიტალიზაცია", - ნათქვამია განცხადებებაში#კორონავირუსი #პანდემია #წესები #დარჩისახლში #tbilisdaily
Mediamall
Tbilisi, Georgia · 3 months ago
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში თქვენთვის
გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! - ამის შესახებ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სახლში დარჩენა მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...) ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს, რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის). უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისათვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული) წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე. აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სირტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა! სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ) ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!“, -წერს დეკანოზი. მისივე თქმით, ეს არის მისი, როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შეეძლო არ დაეფიქსირებინა. „ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია! გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!” - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.#დარჩისახლში #კორონავირუსი