ზუგდიდში აქციის ორგანიზატორი 15 000 ლარით დაჯარიმდა

ByM.m.m.Georgia
0
შსს-ის განცხადებით, ზუგდიდში ხალხმრავალი ჰუმანიტარული აქციის ორგანიზების გამო ამ ღონისძიების წამომწყები 15 000 ლარით დაჯარიმდა. სამინისტროს ცნობით, კორონავირუსის პანდემიის გამო გამოცხადებული საგანგებო ვითარების შედეგად საქართველოში 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. აღნიშნული წესის დარღვევისთვის ფიზიკური პირი 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 15 000 ლარით დაჯარიმდება. ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე 150-მდე ადამიანი შეიკრიბა. შეგახსენებთ, 26 მარტს საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით საპრეზიდენტო ბიბლიოთეკამ მოქალაქეებს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები - პირბადეები, ხელთათმანები და სადეზინფექციო სხნარები უფასოდ დაურიგა. სადეფიციტო პროდუქციის ხელმისაწვდომობამ ხალხმრავლობა გამოიწვია, რასაც საზოგადოების კრიტიკა მოჰყვა. სამინისტროს ინფორმაციით, საჯარიმო ოქმი ახალი ლიდერების ხელმძღვანელს, კრისტინა მარია კოდი პეშოუს გადაეცა.
#სააკაშვილი
#კორონავირუსი
#პანდემია
#პირბადე
#ზუგდიდი
#პოლიტიკა
#სამეგრელო
#coronavirus
#zugdidi
#news
#politics
#events
#business
ByM.m.m.Georgia
0