გენიალური კამპანია ნეტფლიქსისათვის: თუ გარეთ გახვალ, საყვარელი სერიალების სპოილერები დაგხვდება

0
კორონავირუსის მასობრივად გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ყველას მოუწოდებს, რომ უსაფრთხოების გამო თვითიზოლაციაში დარჩნენ და სახლიდან მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდნენ. ამის მიუხედავად, მთელ მსოფლიოში არაერთი ფაქტი ფიქსირდება, როცა ადამიანები ამ ყველასათვის მნიშვნელოვან რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს თავს არ არიდებენ. სწორედ ამის გამო, Miami Ad School-ის სტუდენტს ახალი კრეატიული იდეა მოაფიქრდა: ადამიანებისთვის სახლიდან გასვლა ნაკლებად მიმზიდველი რომ გამხდარიყო, ქუჩებში ცნობილი სერიალების სპოილერების ბილბორდებზე გამოფენა გადაწყვიტა. ამის ამსახველი სარეკლამო რგოლი პლატფორმა Ads of Brands-მა გამოაქვეყნა:
#news
#politics
#კორონავირუსი
0