გამყრელიძე – სახლში 20-კაციანი სუფრა საჭირო არაა, ეპიდემიის შემდეგ ერთად წავიდეთ სადმე

0
სახლში 20-კაციანი სუფრა საჭირო არაა, ეპიდემიის ჩავლის მერე ერთად წავიდეთ სადმე, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. „სრულად კიდევ არ არის დაცული სოციალური დისტანცირების მოწოდებები. ლისის ტბაზე, კუს ტბაზე დარბიან კიდევ. არ არის საჭირო ეს ერთი თვე სახლებში 10-კაციანი და 20-კაციანი სუფრები. გვიყვარს, რა ჯობს, მერე მე დაგპატიჟებთ, ერთად წავიდეთ სადმე როცა დამთავრდება ეს ეპიდემია. სიამოვნებით, ვიმხიარულოთ. მაგრამ, ახლა თვენახევარი, ორი თვე გავიჭირვოთ სულ ყველამ. ვიყოთ იზოლირებულნი, განსაკუთებით ჩემი ასაკის ადამიანები. მე ახლა არ შემიძლია, თორემ სიამოვნებით, “ – განაცხადა გამყრელიძემ. https://primetime.ge/gamkrelidze-sakhlshi-20-katsiani-sufra-satchiro-araa-epidemiis-shemdeg-ertad-tsavidet-sadme/
0