შავი პანტერის როლის შემსრულებელი ჩედვიკ ბოსმენი 43 წლის ასაკში გარდაიცვალა

0
ამერიკელი მსახიობი ჩედვიკ ბოსმენი, რომლის ყველაზე დასამახსოვრებელი როლი MARVEL-ის სუპერგმირი შავი პანტერა იყო, 43 წლის ასაკში ნაწლავის კიბოს გამო გარდაიცვალა. მსახიობს დიაგნოზი 4 წლის წინ დაუსვეს, თუმცა მან ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა. მისი გარდაცვალება შოკისმომგვრელი იყო გულშემატკივრებისთვის, რადგან მათ არ იცოდნენ მსახიობის დიაგნოზის შესახებ, თუმცა მთელი წლის მანძილზე არაერთ ეჭვს გამოთქვამდნენ მსახიობის შესამჩნევ წონის კლებაზე. მსახიობის სიკვდილს გამოეხმაურა კამალა ჰარისი, ჯო ბაიდენის მიერ დასახელებული ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი დემოკრატიული პარტიიდან. მან ოჯახს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ბოსმენი საუცხოო, თავმდაბალი, კეთილი და ჭკვიანი პიროვნება იყო.
#ხელოვნება #ხელოვანი #მსახიობი #ჩედვიკბოსმენი #გარდაცვალება
Tbilisi
#ხელოვნება
0