ბრიტანეთის პრემიერს, ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, 55 წლის ბორის ჯონსონს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჯონსონი ტვიტერზე ავრცელებს. "ბოლო 24 საათის განმავლობაში მსუბუქი სიმპტომები გამომივლინდა და კორონავირუსის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ახლა თვითიზოლაციაში ვარ, მაგრამ გავაგრძელებ მუშაობას ვიდეოკონფერენციების მეშვეობით. ჩვენ ერთად დავამარცხებთ ამას", — წერს ბორის ჯონსონი ტვიტერის გვერდზე.
#politics
#opinion
#news
0