კომპანიასთან, რომლის ტესტები ესპანეთმა უვარგისად მიიჩნია, ხელშეკრულება ანულირებულია - ტიკარაძე

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140074 კომპანიასთან, რომლის წარმოებული კორონავირუსის ტესტები ესპანეთმა უხარისხოდ ცნო, საქართველოს ხელისუფლებასაც ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული. თუმცა, როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, კომპანია Bioeasy-მ, მაღალი პასუხისმგებლობის გამო, გამოაქვეყნა ნოტა და ბაზრიდან გაიწვია საკუთარი წარმოების ტესტები. "მე მინდა დავამშვიდო ჩვენი მოსახლეობა და კიდევ ერთხელ გავიმეორო - ნებისმიერი ტესტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე შემოდის, გადის გარკვეულ დაკვირვებას - ყველა ტესტის გადამოწმება ხდება ლუგარში აპრობირებული ტესტირების სისტემით და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით ტესტების სანდოობას ჩვბენს მოქალაქეებში და მხოლოდ შემდეგ ვიყენებთ ფართო გამოყენებისთვის, “ - აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ. მისივე თქმით, კომპანია Bioeasy-სთვის საქართველოს ხელისუფლებას თანხა არ გადაურიცხავს, მასთან ხელშეკრულება ანულირებულია. 2000 ტესტი საქართველოს სხვა კომპანიამ გამოუგზავნა და თუ მათი სანდოობა დამტკიცდება, მთავრობა დამატებით რაოდენობას შეიძენს. ეკატერინე ტიკარაძე არ ასახელებს კომპანიას, რომლის მიერ წარმოებულ სწრაფ ტესტებს ახლა მარნეულსა და ბოლნისში იყენებენ, თუმცა ამბობს, რომ ტესტები მაღალი სანდოობის არის და PCR ტექნოლოგიაზეა დამყარებული.
0