საქართველოს ყველა რეგიონში ,,ცხელების ცენტრები” მომზადდება
1195 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago

უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, ცხელების კლინიკები ამ დროისთვის უკვე გახსნილია კახეთში.

"დღეისათვის მიმდინარეობს ქვემო ქართლის რეგიონში კლინიკების მობილიზაცია ცხელების კლინიკებში და ეტაპობრივად ყველა რეგიონში იქნება გამოყოფილი“, - აღნიშნა ტიკარაძემ.

მინისტრის განმარტებით, შესაბამისი სია გამოქვეყნდება ჯანდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდსა და COVID-19 - ის საინფორმაციო გვერდზე.

#ცხელებისცენტრი #ტიკარაძე #კორონავირუსი #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 5 months ago
7
Write a comment