ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა

0
ბათუმში კორონავირუსი კიდევ ერთ ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა, ზაალ მიქელაძემ განაცხადა. პაციენტს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. იგი ამ დრომდე კარანტინში იმყოფებოდა. ეს უკვე მეშვიდე პაციენტია, რომელიც ბათუმში კორონავირუსს მკურნალობს. შვიდიდან ექვს პაციენტში დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ხოლო ერთ პაციენტს მდგომარეობა საშუალო სიმძიმით კვალიფიცირდება. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა, დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 81-ს შეადგენს.
#კორონავირუსი
#ახალიშემთხვევა
#BatumiDaily
0