პუტინის ადმინისტრაციის თანამშრომელს COVID-19 დაუდასტურდა

ByM.m.m.Georgia
0
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციის ერთ-ერთი თანამშრომელი კორონა ვირუსით დაინფიცირდა. მისივე თქმით, თანამშრომელს თავად პუტინთან უშუალო შეხება არ ჰქონია და პრეზიდენტს საფრთხე არ ემუქრება. პრესკოვი არ ადასტურებს დოჟდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მთავრობის რამდენიმე წევრსაც აქვს კორონა ვირუსი. პრესსპიკერის თქმით, ხელისუფლებაში ყველა ძალიან ფრთხილობს და მაქსიმალურად ცდილობს კორონა ვირუსის პრევენციას. ოფიციალური მონაცემებით რუსეთში მხოლოდ 1036 დაინფიცირებულია. უნდა ითქვას, რომ მონაცემები ნაკლებად სარწმუნოა, რადგან როგორც წესი რუსეთის ფედერაცია მსგავს სტატისტიკას აყალბებს. არაერთი წყაროს მტკიცებით, რუსეთში კორონა ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი სულ ცოტა 4-5 ათასს შეადგენს. მონაცემების გაყალბებას აბრალებენ ჩინეთსაც, გამოცემები ირწმუნებიან, რომ კორონა ვირუსის შემთხვევები 81 000-ის ნაცვლად რამდენიმე მილიონია.
#კორონავირუსი
#პუტინი
#რუსეთი
#პანდემია
#coronavirus
#putin
#russia
#news
#politics
#business
ByM.m.m.Georgia
0