მსოფლიოში ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული

ByM.m.m.Georgia
0
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში COVID-19-ის ნახევარ მილიონზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. კორონავირუსმა 20 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ვირუსის ეპიცენტრმა ჩინეთისა და ევროპის შემდეგ აშშ-ში გადაინაცვლა, სადაც დღევანდელი მონაცემებით 82 ათასზე მეტი ინფიცირებულია. აღსანიშნავია, რომ მოცემული სტატისტიკით აშშ-მ ჩინეთს გაუსწრო, სადაც კორონა ვირუსის მხოლოდ 81 ათასი შემთხევვა დადასტურდა. ტედროს ადანომ გებრეისუსმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, განაცხადა, რომ ორგანიზაციამ 2 მილიონზე მეტი დამცავი საშუალება უკვე გაუგზავნა 70-ზე მეტ ქვეყანას. ამ ქვეყნების რიცხვში ის სახელმწიფოები მოხვდნენ, რომელთაც აღჭურვილობის მიღება დაუყოვნებლივ სჭირდებოდათ. ახლა დახმარების მეორე ეტაპი იწყება, რომლის ფარგლებშიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კიდევ 60 ქვეყანას დაეხმარება. ორგანიზაციის ლიდერებს სწამთ, რომ ვირუსის დაძლევა მხოლოდ სოლიდარობითა და თანამშრომლობითაა შესაძლებელი.
#კორონავირუსი
#coronavirus
#პანდემია
#სტატისტიკა
#news
#სიახლე
#
#business
ByM.m.m.Georgia
0