რუმინეთში კორონავირუსის პანდემიის გამო ჯანდაცვის მინისტრი გადადგა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140084 რუმინეთში ჯანდაცვის მინისტრი გადადგა კორონავირუსის პანდემიის ვერ გამკლავებისა და საზოგადოების კრიტიკის გამო. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა, ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შესრულება, აწ უკვე ყოფილი ჯანდაცვის მინისტრ ვიქტორ​ კოსტაჩეს მოადგილეს, ნელუ ტატარუს, დააკისრა. ცნობისთვის, რუმინეთში განვლილი დღე-ღამის განმავლობაში კიდევ 123 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით, ოთხი კი გარდაიცვალა.მთელი ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დაავადებულთა რაოდენობა ათასს აღემატება, 18 შემთხვევა კი სასიკვდილო აღმოჩნდა. დაავადებულთა რიცხვის მატებასთან ერთად ქვეყანაში იზრდება ხელისუფლების კრიტიკა. ქვეყნის საავადმყოფოები ვერ აუდიან პაციენტების მიღებას. სამედიცინო პერსონალს არ აქვს ვირუსის ტესტირებისათვის საკმარისი აპარატურა, რის გამოც ქვეყანაში დღემდე მხოლოდ 16 ათას ადამიანს ჩაუტარდა შემოწმება.
0