სახელმწიფომ უხარისხო ტესტებში 1 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა?

ByM.m.m.Georgia
0
საქართველოს მთავრობამ ჩინურ კომპანიას 215 000 სწრაფი ტესტი შეუკვეთა. ხელშეკრულების მიხედვით, ტესტების საერთო ღირებულება 1 182 500 ამერიკული დოლარია. აღსანიშნავია, რომ ამავე კომპანიის, Shenzhen Bioeasy Biotechnology-ს ტესტები ესპანეთმაც შეიძინა, თუმცა უზუსტობისა და ზარვეზების გამო უკან დააბრუნა. ჩინელი დიპლომატები კი, რომლებიც ესპანეთში მოღვაწეობდნენ, განმარტავდნენ, რომ ზემოთქმულ კომპანიას სამედიცინო პროდუქტების გაყიდვის ლიცენზია არც კი აქვს. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნულ ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ესპანურ მხარეს უკან არ დაუბრუნებია ტესტები, თავად კომპანია დარწმუნდა მათ ხარვეზში და გაავრცელა სპეციალური განცხადება, რის შედეგადაც ტესტების დიდი რაოდენობა უკან, საწარმოში დააბრუნა. ტიკარიძე ასევე ამბობს, რომ განცხადების გავრცელების შემდეგ ხელშეკრულება ანულირებულად გამოცხადდა და ქართულმა მხარემ უხარისხო ტესტებში ფული არ გადაიხადა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უვარგისი სწრაფი ტესტები უკვე შემოსული იყო საქართველოში და სწორედ ამ ტესტებით ამოწმებდნენ მარნეულისა და ბოლნისის მოსახლეობას, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროში ამას უარყოფენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ნებისმიერი ტესტის სანდოობა ჯერ ლუგარის ლაბორატორიაში მოწმდება და მხოლოდ ამის შემდეგ იყენებენ.
#კორონავირუსი
#სწრაფიტესტი
#პანდემია
#სიახლე
#ჩინეთი
#საქართველო
#coronavirus
#pandemic
#news
#china
#georgia
ByM.m.m.Georgia
0