ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა

0
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ადმინისტრაციაში კორონავირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ მედიას პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაუდასტურა. „გიდასტურებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ვიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, რათა ვირუსის გავრცელება შევაჩეროთ“, - განაცხადა პესკოვმა. მისივე თქმით, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმ უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების აუცილებლობას, როდესაც პუტინის მონაწილეობით დაგეგმილი ყველა შეხვედრის მონაწილეებს წინასწარ კორონავირუსზე ამოწმებენ.
#politics
#opinion
#news
#კორონავირუსი
0