დე ხეა ანონიმურად მადრიდს დაეხმარა

ByM.m.m.Georgia
0
მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე, დავიდ დე ხეა ესპანეთში კორონავირუსთან ბრძოლაში ჩაერთო. ფეხბურთელმა მადრიდის ადგილობრივ ხელისუფლებას 300 000 ევრო გადაურიცხა. როგორც გაირკვა, ესპანელმა მეკარემ ეს ანონიმურად გააკეთა. იუნაიტედის ფეხბურთელის საქციელი მადრიდის მთავრობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, იზაბელ დიასმა გაასაჯაროვა. "მადლობა, დავიდ დე ხეა. თქვენ მიერ გაწეული დახმარება COVID-19-თან ბრძოლაში გადამწყვეტ გავლენას იქონიებს. უზომოდ მადლიერი ვარ!", - დაწერა დიასმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ, ესპანეთში კორონავირუსის 60 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა. ამ ქვეყანაში COVID-19-ს 4 500-მდე პირი ემსხვერპლა.
#დეხეა
#მანჩესტერიუნაიტედი
#კორონავირუსი
#ესპანეთი
#ფეხბურთი
#სპორტი
#degea
#manchesterunited
#coronavirus
#spain
#donation
#ქველმოქმედება
#news
#sport
#football
ByM.m.m.Georgia
0