NASA-ს ასტრონავტი, ჯენეტ ეპსი, გაუქმებული მისიის შემდეგ, კოსმოსში კვლავ გაემგზავრება

0
ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც NASAS-ს ასტრონავტი, ჯანეტ ეპსი, საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან ფრენის დაწყებამდე უკან მოაბრუნეს. რუსული Soyuz-ით გამგზავრების ნაცვლად, ეპსი პირველ ეკიპაჟს შეუერთდება, Boeing CST-100 Starliner-ის მისიის ფარგლებში, რომელიც ახალ პირად კაფსულას გულისხმობს სპეციალურად NASA-ს ასტრონავტებისავის. ეპსი თავდაპირველად 2018 წლის ივნისში უნდა გაფრენილიყო. თუმცა 2018 წლის იანვარში NASA-მ მისი გამგზავრება გააუქმა, რასაც მათი მხრიდან საკმარისი ახსნა-განმარტება არ მოჰყოლია. მათი განცხადებით, ეს ისეთი ინფორმაციაა, რომელის შესახებაც ისინი არ საუბრობენ და მისი გავრცელება საჭიროდ არ მიაჩნიათ. ამჟამად კი NASA ეპსის კოსმოსში გამგზავრებას ხელახლა ცდის. იგი ორ სხვა ასტრონავტთან ერთად გაემზავრება, რომელთაგან ერთ-ერთისათვის ეს პირველი მოგზაურობაა კოსმოსში, ხოლო მეორესთვის კი მესამე. მიუხედავად ყველაფრისა, მანამ სანამ, ისინი კოსმოსში გაფრინდებიან, მათ ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვთ გასავლელი. ხომალდმა კიდევ ორი სატესტო ფრენა უნდა გაიაროს ასტრონავტების გარეშე. თუკი მცდელობა წარმატებით ჩაივლის, სატესტო ეკიპაჟი მასთან ერთად გაემგზავრება. მხოლოდ და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება ეპსისა და მისი უგნდის მისია კოსმოსში. წყარო: The Verge #headline
0