12 votes
0 comments
0 shares
Save
COVID-19 ყველაფერი კორონავირუსზე | ინტერვიუ მარინე ისაკაძესთან
81 views
Forbes Woman Georgia
Tbilisi · 3 months ago

მსოფლიოში კორონავირუსის სწრაფად გავრცელების პარალელურად, კიდევ უფრო სწრაფად ვრცელდება მითები და ჭორები მასზე.

✅ გთავაზობთ ინტერვიუს ერთ-ერთი ყველაზე სანდო ქართულენოვანი გვერდის დამფუძნებელთან, დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი-ს კურსდამთავრებულ ექიმ მარინე ისაკაძესთან.


COVID-19 ყველაფერი კორონავირუსზე | ინტერვიუ მარინე ისაკაძესთან • ForbesWoman
www.forbeswoman.ge
Forbes Woman Georgia
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
საქართველო აშშ-ის გამოცდილი მოკავშირეა საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში
საქართველო წარმოადგენს ამერიკის გამოცდილ მოკავშირეს საერთო გამოწვევებთან ბრძოლაში, – ამ სათაურით სტატიას „დეილი სიგნალი“ აქვეყნებს. როგორც პუბლიკაციის ავტორი აღნიშნავს, საქართველო ბევრ კრიტიკულ გლობალურ საკითხში აშშ-ის მნიშვნელოვან პარტნიორს წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონში. „ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობის მქონე ქვეყანა რუსეთის ექსპანსიონიზმის შეკავების ფრონტის წინა ხაზზეა. საქართველომ, აშშ-ის ძალისხმევის მხარდასაჭერად, ერაყსა და ავღანეთში ათასობით მებრძოლი გააგზავნა. დღეს კი ქვეყანა აშშ-ის პარტნიორია „კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლაში“, – ნათქვამია სტატიაში. როგორც ავტორი აღნიშნავს, ამ პარტნიორობაში მთავარ როლს რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი თამაშობს. „აშშ-ის მიერ დაფინანსებული კვლევითი ლაბორატორია საქართველოს დედაქალაქის გარეუბანში მდებარეობს და მისი მიზანი რეგიონში დაავადებათა გავრცელების შეკავება და საბჭოთა კავშირის ბიოლოგიური ომის პროგრამიდან შემორჩენილ მომაკვდინებელ პათოგენებთან ბრძოლაა. 2013 წელს დაარსებული ლაბორატორია კორონავირუსთან ბრძოლაში გადამწყვეტი რესუსია. აქ 24 საათზე ნაკლებ დროში ასობით ნიმუშის ტესტს ატარებენ/რეგიონისთვის უნიკალური უახლესი ტექნოლოგიური შესაძლებლობების მქონე ლუგარის ლაბორატორიას კორონავირუსის კვლევაში საერთაშორისო ასპარეზზეც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს“, – ნათქვამია სტატიაში. როგორც „დეილი სიგნალი“ წერს, ვაშინგტონისა და თბილისის თანამშრომლობამ მნიშვნელოვანი სარგებელი მოუტანა საქართველოს მოსახლეობას. „როგორც დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა 2019 წელს აღნიშნა, „მიუხედავად საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აღმშენებლობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა… საქართველომ გამოამჟღავნა სიმტკიცე და იქცა სანიმუშო ქვეყანად საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და გლობალური ჯანმრთელობის დაცვის კუთხით“. როგორც აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ახლახან აღნიშნა, კორონავირუსის მიმდინარე პანდემიასთან ბრძოლაში საქართველომ გადადგა პროაქტიური ნაბიჯები „კოვიდ-19“-ის გავრცელების შეკავებისკენ და მისი გავლენის მინიმიზაციისკენ. 7 აპრილის მონაცემებით, ქვეყანაში დაფიქსირდა კორონავირუსის შედეგად მხოლოდ ერთი გარდაცვალება. ისევე, როგორც წარსულში, კრიზისებისა და გამოწვევების შემთხვევაში, საქართველომ „კოვიდ-19“-ის პანდემიის პირობებშიც დაადასტურა, რომ ის ამერიკის შეერთებული შტატების სანდო მოკავშირეს წარმოადგენს“, – ნათქვამია სტატიაში. ავტორი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობას და ქვეყნის მიერ ეკონომიკის სფეროში გატარებულ რეფორმებს. „ევროპასა და აზიას შორის სტრატეგიული მნიშვნელობის გეოპოლიტიკურ გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო გამოირჩევა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მზარდი ეკონომიკა მსოფლიოში. ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველომ მიაღწია უდიდეს პროგრესს დასავლეთთან ინტეგრაციისა და უფრო ბაზარზე ორიენტირებულ ეკონომიკაზე გადასვლის კუთხით. 1996 წლიდან მოყოლებული, როდესაც „ჰერითიჯის ფონდმა“ (Heritage Foundation) პირველად ჩართო საქართველო ეკონომიკური თავისუფლების ყოველწლიურ ინდექსში, ქვეყნის ეკონომიკამ „რეპრესირებული“ კატეგორიიდან გადაინაცვლა „ძირითადად თავისუფალ“ კატეგორიაში. ამ ინდექსის ბოლო მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკური თავისუფლების მაჩვენებელი ბევრად აღემატება რეგიონისა თუ მსოფლიოს საშუალო მაჩვენებლებს, ხოლო ბაზრების გახსნის, რეგულაციების შემცირებისა და გადასახადების გამარტივების მიზნით გატარებულმა მრავალმხრივმა რეფორმებმა შედეგად მოიტანა ქვეყნის ეკონომიკური სისტემის მოდერნიზაცია და გაუმჯობესება-განახლება. წელს, მაგალითად, საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებიც კი ჩაანაცვლა, როგორც მსოფლიოში ეკონომიკური თავისუფლების მხრივ მე-12 ადგილზე მყოფი ქვეყანა. ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობისთვის, თუკი გავითვალისწინებთ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროექტებს (მათ შორის, ჯერჯერობით შეჩერებული ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა შავ ზღვაზე), ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმებას და თავდაცვის სფეროში კავშირების გაღრმავებისკენ მიმართულ ძალისხმევას როგორც ორმხრივ ფორმატში, ისე ნატო-ს ფარგლებში. ამერიკის ურთიერთობა საქართველოსთან, რომელიც ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს, მტკიცეა და ძალიან სასარგებლო ორივე ქვეყნისთვის. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა 2017 წლის აგვისტოში აშშ-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 25-ე წლისთავის აღსანიშნავად საქართველოში განხორციელებული ვიზიტის დროს განაცხადა, „ჩვენს ქვეყნებს შორის ახლო კავშირები ყველაზე უკეთ არის გამოხატული ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენ. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების საკვანძო სტრატეგიული პარტნიორი“. მართლაც, საქართველომ დაამტკიცა, რომ იმსახურებს ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მეტ ჩართულობას და უფრო ძლიერ მოკავშირეობას“, – ნათქვამია სტატიაში.#dailysignal #usa #georgia #stopcovid19 #covid19
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 3 weeks ago
რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია და რუსული მითები
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ამერიკის დაფინანსებთ, 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის მესამე დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად იქცა. ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დაარსება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ლაბორატორიის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ ფაქტს ასე ეხმაურება: „ზოგიერთი პოლიტიკოსი ახლა ამბობს, რომ რიჩარდ ლუგარი საქართველოში სწორედ მან ჩამოიყვანა, მან ჩაუყარა საფუძველი ამ ლაბორატორიას. მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო და მერე 350 მილიონამდე გაიზარდა დაფინანსება." ლუგარის ლაბორატორიის არსებობა რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, ხოლო როდესაც რუსეთი ვერ ისვენებს, იწყებს სახლემწიფო-იდეოლოგიზირებული აპარატის ამოქმედებას და მწვავე პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი ინტერპრეტციით გამოიხატება. საქართველოში 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა ვირუსი თუ სხვა ინფექცია ლუგარის ლაბორატორიაში იმისათვის ინახება, რომ არ გაიფანტოს და არ გახდეს ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღი, თუმცა რუსეთმა ეს ინფორმაცია თავისებური გადაატრიალა, რასაც პაატა იმნაძე ასე ეხმაურება. ​„იმისთვის გვჭირდება ეს კოლექცია, რომ ვიცოდეთ, საქართველოში რა მიკრობებია და თუ გაჩნდება რამე ახალი მიკრობი, შევადაროთ იმას, რაც ჩვენს კოლექციაში არის და ვნახოთ, ეს ჩვენია, ადგილობრივია, თუ ეს შემოტანილია და უნდა გამოვიკვლიოთ, როგორ შემოვიდა - ხელოვნური ხომ არ იყო, თუ ბუნებრივად შემოვიდა. ამის დადგენა დღეს ჩვენ შეგვიძლია“, - რუსულ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება სტატიები სათაურით "ქართველები ადამიანებზე ცდებს ატარებენ" , "ამერიკის ბიოლოგიური იარაღი", "ბიოლოგიური ტერორიზმი", თუმცა რა ინტერესები დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან? რატომ ააგორა ეს პროპაგანდა რუსეთმა და რა მიზნებს ემსახურება? საიდან აქვს ქვეყანას მსგავსი ტიპის ინფორმაციასთან წვდომა? რუსეთმა პროპაგანდის წარმოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო. მან საკუთარი "მოშინაურებული პოლიტიკოსები" ალაპარაკა და ამით ჯერ დე-ფაქტო ხელისუფლების მაცხოვრებლებს გაუღვივა შუღლი ქართველების მიმართ, შემდეგ კი ეს შიში ჩვენამდეც მოიტანა. აი მაგალითად, ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღმოჩენილია ამერიკული ჯიშის კლოპები, რომლებიც აქამდე არასდროს დაფიქსირებულა რეგიონში, ისინი მუტაციას განიცდიან და სხვადასხვა დაავადებები გადააქვთ. მისივე თქმით, ამერიკელების მიერ ლუგარის ლაბორატორიაში შემოდის სპეციალური კლოპები, შემდეგ კი კონკრეტული ადამიანები მას საზღვარზე ავრცელებენ. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ამდენი ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" ჯანდაცვის სისტემამ, როდესაც სამკურნალო პალატები და სამედიცინო სტრუქტურა იმდენად მოშლილი აქვთ, რომ ქართულ სოციალურ პაკეტებს იყენებენ. როგორ აღმოაჩინეს ეს კლოპები ? ვინ დგას ამ ინფორმაციის შეკრება-გავრცელების მიღმა? იმის შემდეგ რაც ნოყიერი ნიადაგაი გაჩნდა, ახლა ჯერი რუსეთზე მიდგა. საჭირო იყო თამაშში შემოსულიყვნენ ქვეყნის საჯარო პირები თუ მოხელეები, ასეთად მოგვევლინა რუსული დუმა, რომლის თქმითაც, ამერიკა რუსეთს ბლოკადას უწყობს და ემზადება ბიოლოგიური ტერორიზმისათვის, სწორედ ამიტომ მის საზღვრებთან ახლოს ორი დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს აშენებს. ლუგარის ლაბორატორიის არგუმენტის გასამყარებლად მათ ოკუპირებული ყირიმი მოიშველიეს. დუმა აცხადებს, რომ ყირიმში იატაკქვეშა ლაბორატორიები და უამრავი ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტულად რა ლაბორატორიაზეა საუბარი ან რა იარაღზე, ამის შესახებ არაფერი თქმულა. პროპაგანდა ამჯერად ქართველი ხალხის დაშინებაში გადაიზარდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ერთ დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა ც-ჰეპატიტით. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ აშშ-ის ყოფილი სენატორის რამსფელდის წამლით კურნავდნენ, რომელსაც რეალურად სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 30-ვე პირის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ისმის კითხვა, საიდან აქვს მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია? ვინ არის წყარო და რამდენად ვალიდურია? რუსულ პრესაში, მსგავსი ნეგატიური ინფორმაციის დასადასტურებლად ხშირად იყენებენ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იგორ გიორგაძის ციტატებსა და ფრაზებს. როგორც ჩანს, სწორედ ის აწვდის მოსკოვს მსგავს დეზინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძე არის პირი, რომელიც არაერთი დანაშაულის გამო საქართველოდან იდევნება, მას 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა და ასევე გია ჭანტურიას მკვლელობა ბრალდება. რამდენად სანდო შეიძლება იყოს მისი წყარო და რაში სჭირდება მას ამ დეზინფორმაციის გავრცელება? ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაზე სრული დომინაცია სურს, ხოლო როდესაც ამას ვერ იღებს იგი ჩვეულებრივი ხელწერით, პროპაგანდით და ბორდერიზაციით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას დაანახა თავისი რეალური საჭიროება, რუსეთმა დემონსტრაციულად გადსმოწია საზღვარი და საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა.
Forbes Woman Georgia
Tbilisi · 3 months ago
მითები კორონავირუსის მკურნალობაზე – რატომ არ უნდა მივიღოთ პრეპარატები თვითნებურად
მითები კორონავირუსის მკურნალობაზე - რატომ არ უნდა მივიღოთ პრეპარატები თვითნებურად
მითები კორონავირუსის მკურნალობაზე - რატომ არ უნდა მივიღოთ პრეპარატები თვითნებურად
მითები კორონავირუსის მკურნალობაზე - რატომ არ უნდა მივიღოთ პრეპარატები თვითნებურად
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
ოკუპანტური მითები ლუგარის ლაბორატორიაზე
რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი, ამერიკის დაფინანსებთ, 2011 წელს გაიხსნა და სრულ ექსპლუატაციაში 2013 წლის აგვისტოში შევიდა. ლუგარის ცენტრი ქვეყნის ლაბორატორიული ქსელის მესამე დონის დაწესებულებაა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემის რეფერალურ ლაბორატორიას. მას შემდეგ, რაც საქართველოში ახალი კორონავირუსი დაფიქსირდა, ლუგარის ლაბორატორია ერთ-ერთ სტრატეგიულ ობიექტად იქცა. ბევრმა პოლიტიკოსმა, მათ შორის საქართველოს მე-3 პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ლუგარის ლაბორატორიის დაარსება სწორედ მის სახელს უკავშირდება. ლაბორატორიის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამ ფაქტს ასე ეხმაურება: „მე ძალიან კარგად ვიცი, როგორ ჩამოყალიბდა ეს ლაბორატორია და როდის იყო მიღებული გადაწყვეტილება. 1997 წელს ბილ კლინტონმა და ედუარდ შევარდნაძემ მოაწერეს ხელი დიდ შეთანხმებას ბიოლოგიური და ქიმიური იარაღის კუთხით. 2002 წელს დავით თევზაძემ და მისმა ამერიკელმა კოლეგამ მოაწერეს ხელი ამ პროექტის დაწყებას და ამაში მაშინდელი მთავრობის წევრებმა შეიტანეს საკუთარი წვლილიც. ეს პროექტი 2003 წელს 30 მილიონით დაიწყო, დროთა განმავლობაში კი 350 მილიონამდე ავიდა." ლუგარის ლაბორატორიის არსებობა რუსეთს მოსვენებას არ აძლევს, ხოლო როდესაც რუსეთი ვერ ისვენებს, იწყებს სახელმწიფო-იდეოლოგიზირებული აპარატის ამოქმედებას და მწვავე პროპაგანდას, რაც საზოგადოებაში ფაქტების დამახინჯებითა და არასწორი ინტერპრეტაციით გამოიხატება. საქართველოში 70 წლის განმავლობაში აღმოჩენილი ყველა ვირუსი თუ სხვა ინფექცია ლუგარის ლაბორატორიაში იმისთვის ინახება, რომ არ გაიფანტოს და ბიოლოგიური ტერორიზმის იარაღად არ იქცეს. თუმცა კი, რუსეთმა ეს ინფორმაცია თავისებურად გადაატრიალა. რუსულ პრესაში უკვე დიდი ხანია ვრცელდება სტატიები სათაურით "ქართველები ადამიანებზე ცდებს ატარებენ" , "ამერიკის ბიოლოგიური იარაღი", "ბიოლოგიური ტერორიზმი", თუმცა რა ინტერესები დგას ამ ინფორმაციის გავრცელების უკან? რატომ ააგორა ეს პროპაგანდა რუსეთმა და რა მიზნებს ემსახურება? საიდან აქვს ქვეყანას მსგავსი ტიპის ინფორმაციასთან წვდომა? რუსეთმა პროპაგანდის წარმოება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაიწყო. მან საკუთარი "მოშინაურებული პოლიტიკოსები" აალაპარაკა და ამით ჯერ დე-ფაქტო ხელისუფლების მაცხოვრებლებს გაუღვივა შუღლი ქართველების მიმართ, შემდეგ კი ეს შიში ჩვენამდეც მოიტანა. აი, მაგალითად, ბიბილოვი აცხადებდა, რომ სამაჩაბლოსა და აფხაზეთში აღმოჩენილია ამერიკული ჯიშის პარაზიტები, რომლებიც რეგიონში აქამდე არასდროს დაფიქსირებულა. მისივე თქმით, სწორედ ლუგარის ლაბორატორიიდან ხელოვნურად გავრცელებული მწერები ედება ტერიტორიას და აავადებს ადამიანებს. საინტერესოა, როგორ აღმოაჩინა ამდენი ინფორმაცია "სამხრეთ ოსეთისა" და "აფხაზეთის" ჯანდაცვის სისტემამ, როდესაც სამკურნალო პალატები და სამედიცინო სტრუქტურა იმდენად მოშლილი აქვთ, რომ ქართულ სოციალურ პაკეტებს იყენებენ. ნოყიერი ნიადაგის გაჩენის შემდეგ ჯერი რუსეთზე მიდგა. საჭირო იყო თამაშში შემოსულიყვნენ ქვეყნის საჯარო პირები თუ მოხელეები, ასეთად მოგვევლინა რუსული "დუმა", რომლის თქმითაც, ამერიკა რუსეთს ბლოკადას უწყობს და ემზადება ბიოლოგიური ტერორიზმისათვის. სწორედ ამიტომ, მის საზღვრებთან ახლოს ორი დანიშნულების მქონე ლაბორატორიებს აშენებს. ლუგარის ლაბორატორიის არგუმენტის გასამყარებლად მათ ოკუპირებული ყირიმი მოიშველიეს. დუმა აცხადებს, რომ ყირიმში იატაკქვეშა ლაბორატორიები და უამრავი ბიოლოგიური იარაღი აღმოაჩინეს, თუმცა კონკრეტულად რა ლაბორატორიაზე ან რა იარაღზეა საუბარი, ამის შესახებ არაფერი თქმულა. პროპაგანდა ამჯერად ქართველი ხალხის დაშინებაში გადაიზარდა. რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2015 წელს საქართველოში ერთ დღეში 30 ადამიანი გარდაიცვალა ც-ჰეპატიტით. ამავე ინფორმაციის თანახმად მათ აშშ-ის ყოფილი სენატორის რამსფელდის წამლით კურნავდნენ, რომელსაც რეალურად სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა. 30-ვე პირის გარდაცვალების რეალური მიზეზი უცნობია. ისმის კითხვა, საიდან აქვს მოსკოვს მსგავსი ინფორმაცია? ვინ არის წყარო და რამდენად ვალიდურია? რუსულ პრესაში, მსგავსი ნეგატიური ინფორმაციის დასადასტურებლად ხშირად იყენებენ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, იგორ გიორგაძის ციტატებსა და ფრაზებს. როგორც ჩანს, სწორედ ის აწვდის მოსკოვს მსგავს დეზინფორმაციას. შეგახსენებთ, რომ იგორ გიორგაძე არის პირი, რომელიც არაერთი დანაშაულის გამო საქართველოდან იდევნება, მას 1995 წელს ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ ტერაქტის მოწყობა და ასევე გია ჭანტურიას მკვლელობა ბრალდება. რამდენად სანდო შეიძლება იყოს მისი წყარო და რაში სჭირდება მას ამ დეზინფორმაციის გავრცელება? ფაქტია, რომ რუსეთს არ მოსწონს საქართველოს დამოუკიდებლობა და ქვეყანაზე სრული დომინაცია სურს, ხოლო, როდესაც ამას ვერ იღებს იგი ჩვეულებრივი ხელწერით, პროპაგანდით და ბორდერიზაციით მოქმედებს. შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ, მაშინ როდესაც ლუგარის ლაბორატორიამ ქვეყანას დაანახა თავისი რეალური საჭიროება, რუსეთმა დემონსტრაციულად გადმოსწია საზღვარი და საოკუპაციო ხაზი კიდევ უფრო გააფართოვა.#ოკუპაცია #ტერორიზმი #პროპაგანდა #რუსეთიოკუპანტია #ლუგარი #კორონავირუსი #კლინიკა #tbilisidaily
ჩემი ქალაქი მკლავს
Tbilisi · 3 months ago
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არი
COVID-19-ით დაინფიცირების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ თამბაქოსა და ელექტროსიგარეტის მომხმარებლები არიან. 🚬 ✔️✔️ექიმი ვინიქოფი ამბობს, რომ სუფთა ჰაერი არის ის, რასაც უნდა ვისუნთქავდეთ, განსაკუთრებით - მსოფლიო პანდემიის პირობებში.✔️✔️ 🦠თამბაქოსა და მარიხუანას შემცველი პროდუქტები აზიანებენ ფილტვებს, ანუ ზუსტად იმ ორგანოს, რომელსაც ურტყამს კორონავირუსი. ☘️❌„ამ მშფოთვარე პერიოდში, როგორიც არის პანდემია, ადამიანი კიდევ უფრო მიდრეკილი ხდება არაჯანსაღი, „დამამშვიდებელი“ ჩვევებისკენ, იქნება ეს კარტოფილის ჩიფსის, ბევრი შოკოლადის ჭამა თუ - კიდევ ერთი ჭიქა ღვინო. მაგრამ ისეთი „დამამშვიდებელი“ ჩვევა, როგორიც არის მოწევა, საგანგაშოა დღვენადელ რეალობაში,“ - გვაფრთხილებენ ექიმები. 🚬ახლა სწორედ ის დროა, როდესაც მწეველებმა ან უნდა შეამცირონ ან საერთოდ დაანებონ თავი მოწევას, რადგან კორონავირუსი პირდაპირ ფილტვებს უტევს. 🗣„პანდემიის დროს მოწევისთვის თავის დანებებამ შეიძლება გადაარჩინოს არა მხოლოდ თქვენი სიცოცხლე; თუკი არ დაგჭირდებათ საავადმყოფოში მკურნალობა, ამით შეიძლება სხვისი სიცოცხლეც იხსნათ,“ - ამბობს ექიმი ჯონათან ვინიქოფი, პედიატრიული კვლევის დირექტორი მასაჩუსეთსის მთავარი საავადმყოფოს თამბაქოს კვლევისა და მკურნალობის ცენტრში. ხუთშაბათს ექიმმა ვინიქოფმა მასაჩუსეთსის გენერალურ ადვოკატთან, მაურა ჰეილისთან, ერთად გამოსცა წერილობითი კონსულტაცია, რომ ელექტრონული სიგარეტის და თამბაქოს მოწევამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს COVID-19-ის გავრცელებას. 🧠👥„მწეველს მიაქვს ხელსაწყო ან თავად სიგარეტი პირთან, მას ისუნთქავს და შემდეგ იმეორებს ამ მოძრაობებს,“ - ამბობს ბატონი ვინიქოფი, – „მწეველი ეხება ფილტრს, შემდეგ ეს ფილტრი ეხება სახეს, შესაბამისად ხელზე არსებული ბაქტერიები ვრცელდება სახეზე. ამასთან ერთად, ბევრს ჩემი მწეველი პაციენტებიდან აქვს გამწვავებული ხველა. ესეც ვირუსის გავრცელების პირდაპირი გზაა“. ​👎კვლევები გვიჩვენებს, რომ სიგარეტის მოწევა ასუსტებს იმუნურ სისტემას და ართულებს ფილტვების ფუნქციონირებას. ადამიანის ორგანიზმზე ელექტროსიგარეტის გავლენა ჯერჯერობით საფუძვლიანად არაა გამოკვლეული, რადგან მისი გამოყენება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო. თუმცა, ცნობილია, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს სასუნთქი გზებისა და ფილტვების ანთება. 🤒კვლევამ ასევე დაადგინა, რომ სურნელოვანი თამბაქოს პროდუქტებს, რომლებიც ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მიმზიდველია, შეუძლიათ გაამწვავონ ფილტვების ინფექცია. მასაჩუსეთსის მრჩვევლები ხაზგასმით აცხადებენ, რომ მწეველები უფრო მგრძნობიარენი არიან კორონავირუსის მიმართ და თუ დაინფიცირდნენ, ასეთი პაციენტები უფრო რთულად იტანენ СOVID-19-ს, ვიდრე - არამწეველები. 🐁 „თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ ისინი, რომლებიც არიან თამბაქოს კვამლის ზემოქმედების ქვეშ, მეტად მგრძნობიარენი არიან ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების მიმართ, ვიდრე - სხვა თაგვები,“- აღნიშნავს რობერტ ტარანი, ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის უჯრედული ბიოლოგიისა და ფიზიოლოგიის პროფესორი. 👨‍💼👩‍💼ახალგაზრდების გასაოცრად დიდი ნაწილი მძიმედაა ავად COVID-19-ით. ზოგიერთ ადამიანს უჩნდება კითხვა, ხომ არაა ეს მონაცემები დაკავშირებული თამბაქოსა და მარიხუანას მოწევასთან? ​„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ადამიანებს, დაანებონ თავი ნებისმიერი ნივთიერების შესუნთქვას, რაც იწვევს ფილტვების დაზიანებასა და ანთებას, რადგან ასეთი ორგანიზმი მიმზიდველ გარემოს უქმნის კორონავირუსს და სანამ სხვა, საპირისპირო თვალსაჩინო მტკიცებულება არ გამოჩნდება, მე ამაში ისეთივე დარწმუნებული ვარ, როგორც იმაში, რომ ორჯერ ორი ოთხია.“ - თქვა ექიმმა ქეროლინ დრესლერმა, სურსათისა და წამლის ადმინისტრაციის თამბაქოს ნაწარმის ცენტრის სამედიცინო და ჯანდაცვის მეცნიერებათა ასოცირებული დირექტორმა, გასულ კვირაში საერთაშორისო არაკომერციული ჯგუფის ვებინარის დროს - „Action on smoking and health”. 🚬🦠ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ჩინეთში მწეველებს ორჯერ უფრო რთულად გადააქვთ COVID-19, ვიდრე - არამწეველებს. იგივე მაჩვენებელი იყო 2012 წელსაც, სხვა კორონავირუსით, MERS-ით ავადობის დროსაც. კიდევ ერთი რამ მიუთითებს კორონავირუსის მიმართ მწეველთა დაუცველობაზე. ვირუსი თავს ესხმის სხეულს, ეკრობა რა დამაკავშირებელ რეცეპტორს, რომელსაც ჰქვია ანგიოტენზინი და გარდაქმნის ფერმენტად ანუ აგფ-ად. თამბაქოს გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს აგფ-ს გამომხატველობა. სწორედ ამიტომ ამბობენ ექიმები, რომ მწეველები შეიძლება ვირუსის ბევრად მეტი სახეობებით დაინფიცირდნენ, ვიდრე - სხვა პაციენტები. 🇺🇸 ბოლო მონაცემების მიხედვით, ამერიკაში მწეველთა რაოდენობა დაახლოებით ასეთია: ზრდასრულები - 34 მილიონამდე და 5 მილიონამდე საშუალო და მაღალი კლასების მოსწავლეები, ვისაც გასინჯული აქვს ელექტროსიგარეტი ან მარიხუანა. წინა ზაფხულში სახიფათოდ გავრცელდა ფილტვების სიცოცხლისთვის საშიში დაავადებები, რომელსაც უკავშირებენ მარიხუანას მოწევას ელექტრომოწყობილობით, სადაც ემატება მარიხუანას ზეთი, რომელიც შეიცავს ა ვიტამინის აცეტატს. „მაგრამ ამ პაციენტებს შორის 15% აცხადებს, რომ მხოლოდ ნიკოტინის შემცველი ელექტროსიგარეტი ჰქონდათ მოწეული,“ - ამბობენ ექიმები. ოჯახის ექიმთა ნიუ-იორკის სახელმწიფო აკადემიამ გასულ თვეში მოგვიწოდა პანდემიის პერიოდში თამბაქოსა და ელექტროსიგარეტების გაყიდვის შეჩერებისკენ. თამბაქოს მაღაზიები უკვე ბევრ შტატშია დაკეტილი და არ ფუნქციონირებს, რადგან ისინი არ ითვლება „საციცოცხლოდ საჭირო“ ბიზნესად. თუმცა სუპერმარკეტებს და ავტოგასამართ სადგურებს ეს შეზღუდვები არ ეხება და თავისუფლად ვაჭრობენ თამბაქოთი. წყარო : -
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 2 weeks ago
არუნდატი როი - პანდემია პორტალია
ვისღა შეუძლია წარმოთქვას ფრაზა „ვირუსულად გავრცელდა“ ისე, რომ შიშმა არ აიტანოს? ვისღა შეუძლია შეხედოს საგნებს – კარის სახელურს, მუყაოს ყუთს, ბოსტნეულის ტომარას – ისე, რომ არ წარმოიდგინოს მათზე შემოჯარული უხილავი, უკვდავი, უსიცოცხლო, ჯამისებრი საწოვარებით დაწინწკლული ბურთულები, რომლებიც ჩვენს ფილტვებზე მიმაგრებას ელიან? ნამდვილი შიშის გარეშე ვისღა შეუძლია იფიქროს უცხო ადამიანის კოცნაზე, ავტობუსში ასვლაზე ან ბავშვის სკოლაში გაშვებაზე? ვისღა შეუძლია რისკების გამოთვლის გარეშე იფიქროს ყოველდღიურ სიამოვნებაზე? რომელი ჩვენგანი არ არის ცრუ ეპიდემიოლოგი, ვიროლოგი, სტატისტიკოსი და წინასწარმეტყველი? რომელი მეცნიერი ან ექიმი არ ლოცულობს ფარულად სასწაულისთვის? რომელი მღვდელი არ ემორჩილება – ფარულად მაინც – მეცნიერებას? და თუნდაც ვირუსის გავრცელების ფონზე, ვინ არ ააღელვა დიდ ქალაქებში ჩიტების ჭიკჭიკის გაძლიერებულმა ხმამ, გადასასვლელებზე ფარშევანგების ცეკვამ და დადუმებულმა ზეცამ? მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. დაღუპულია 50 ათასზე მეტი ადამიანი. შესაძლოა ასობით ათასი ან უფრო მეტი კიდევ დაინფიცირდეს. ვირუსი თავისუფლად გადაადგილდა სავაჭრო გზებთან და საერთაშორისო კაპიტალთან ერთად, და მისმა თანმხლებმა საშინელმა ავადმყოფობამ ადამიანები თავიანთ ქვეყნებში, ქალაქებსა და სახლებში გამოკეტა. თუმცა კაპიტალის მოძრაობისგან განსხვავებით, ეს ვირუსი გავრცელებისკენ ისწრაფვის და არა მოგებისკენ. მან გაუაზრებლად, გარკვეული დოზით დინებას მიმართულება შეუცვალა. მასხრად აიგდო საიმიგრაციო კონტროლი, ბიომეტრია, ციფრული კონტროლი და სხვა ნებისმიერი სახის მონაცემთა ანალიზი. ჯერჯერობით ყველაზე მეტად გავრცელდა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ, ძლიერ ქვეყნებში, მწყობრიდან გამოიყვანა კაპიტალიზმის ძრავა. შესაძლოა, დროებით, მაგრამ საკმაო დროით იმისთვის, რომ მისი ნაწილები შევისწავლოთ, რათა შევაფასოთ და გადავწყვიტოთ, მისი შეკეთება გვირჩევნია, თუ უკეთესი ძრავის ძიება. სამთავრობო პირები, რომლებიც პანდემიის მართვას ხელმძღვანელობენ, გატაცებით საუბრობენ ომზე. ისინი „ომს“ როგორც მეტაფორას კი არა, პირდაპირი გაგებით იყენებენ. და ეს მართლაც რომ ომი იყოს, ვინ მოემზადებოდა აშშ-ზე უკეთ? წინა ხაზის მებრძოლებს ნიღბებისა და ხელთათმანების ნაცვლად – იარაღები, „ჭკვიანი ბომბები“, ბუნკერის ასაფეთქებლები, წყალქვეშა ნავები, რეაქტიული გამანადგურებლები და ატომური ბომბები რომ სჭირდებოდეთ, იქნებოდა კი მათი დეფიციტი? ღამღამობით ნახევარი მსოფლიოს დაშორებით, ზოგიერთი ჩვენგანი ნიუ-იორკის გუბერნატორს გაუგებარი აღტაცებით უყურებს. თვალს ვადევნებთ სტატისტიკას და ვისმენთ ამბებს ამერიკის გადატვირთულ საავადმყოფოებზე, დაბალანაზღაურებად, მუშაობით გადამწვარ ექთნებზე, რომლებსაც ნიღბების ნაგვის ჩანთებისგან და ძველი საწვიმრებისგან დამზადება უწევთ, რომლებიც ყველაფერს რისკავენ ავადმყოფის დასახმარებლად. ვისმენთ ამბებს, როგორ ეცილებიან შტატები ერთმანეთს ვაჭრობაში სასუნთქი აპარატების მისაღებად; ვისმენთ ექიმების დილემის შესახებ, რომლებსაც უწევთ არჩევანი გააკეთონ, ვინ მიიღებს სასუნთქ აპარატს და ვის გაწირავენ სასიკვდილოდ. ჩვენ კი ჩვენთვის ვფიქრობთ, „ღმერთო ჩემო! ეს ამერიკაა!“ ტრაგედია არის უეცარი, ნამდვილი, მასშტაბური და ის ჩვენს თვალწინ იშლება. თუმცა ეს არ არის ახალი. ეს იმ მატარებლის მარცხია, წლების განმავლობაში რომ გზიდან ვარდებოდა. ვის აღარ ახსოვს ვიდეოები „გადაგდებულ პაციენტებზე“ – იმ ავადმყოფებზე, რომლებსაც ჯერ კიდევ საავადმყოფოს პერანგი ეცვათ, საჯდომი მოშიშვლებოდათ და რომლებსაც მალულად იშორებდნენ ქუჩის კუთხეში? საავადმყოფოების კარი ძალიან ხშირად დახურულა ამერიკის უიღბლო მოქალაქეებისთვის, მიუხედავად იმისა, რამდენად სერიოზული იყო მათი ავადმყოფობა ან როგორ იტანჯებოდნენ. ახლა მაინც აღარ ხდება ასე – რადგან ახლა, ვირუსის ხანაში ღარიბი ადამიანის ავადმყოფობამ შეიძლება მდიდრის ჯანმრთელობას ავნოს. და ახლა, ამ პერიოდშიც კი ბერნი სანდერსს, სენატორს, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის ხისტ კამპანიას ეწეოდა, თავისსავე პარტიაშიც კი თეთრი სახლისთვის შეუფერებლად მიიჩნევენ. ჩემს ქვეყანაზე რაღა ვთქვა, ჩემს მდიდარ-ღარიბ ქვეყანაზე, ინდოეთზე – სადღაც ფეოდალიზმსა და რელიგიურ ფუნდამენტალიზმს, კასტურობასა და კაპიტალიზმს შორის გაჭედილზე, რომელსაც რადიკალი მემარჯვენე ინდუსი ნაციონალისტები მართავენ. დეკემბერში, სანამ ჩინეთი ვირუსს უჰანში ებრძოდა, ინდოეთის მთავრობას ასობით ათასი მოქალაქის საპროტესტო გამოსვლასთან უწევდა გამკლავება. მოქალაქეები მუსლიმთა წინააღმდეგ მიღებულ დისკრიმინაციულ კანონს აპროტესტებდნენ. COVID-19-ის პირველი შემთხვევა ინდოეთში 30 იანვარს დადასტურდა, დელი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დატოვა რესპუბლიკის დღის აღსანიშნავი აღლუმის საპატიო სტუმარმა, ამაზონის ტყის მშთანთქმელმა და COVID-ის უარმყოფელმა ჯაირ ბოლსონარომ [ბრაზილიის პრეზიდენტი]. თუმცა თებერვალში უამრავი საქმე იყო საიმისოდ, რომ მმართველი პარტიის დღის წესრიგში ვირუსის საკითხი დაეყენებინათ. თვის ბოლოს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ვიზიტი იყო დაგეგმილი. ის მიიტყუეს იმ დაპირებით, რომ გუჯარათის შტატის სპორტულ მოედანზე მილიონიან აუდიტორიას დაახვედრებდნენ. ამ ყველაფერმა ბევრი დრო და ფული წაიღო. შემდეგ იყო დელის საკანონმდებლო ასამბლეის არჩევნები, რომელშიც პარტია ბჰარატია ჯანატა („ხალხის პარტია“) დამარცხებისთვის იყო განწირული, ძალისხმევის გაორმაგების მიუხედავად – მავნე, ყველაფრის მკადრებელი ინდუსნაციონალისტური კამპანიით. ეს კამპანია ფიზიკური ძალადობისა და „მოღალატეების“ ამოხოცვის მუქარით იყო გაჯერებული. ისინი მაინც დამარცხდნენ [ბჰარატია ჯანატა მეორე ადგილზე გავიდა]. ამიტომ ამ დამცირებაში ბრალდებული მუსლიმები უნდა დაესაჯათ. შეიარაღებული ინდუსი ვიჯილანტების ბრბომ დელიში, მუშათა კლასის დასახლებაში მცხოვრებ მუსლიმებს შეუტია. მათ პოლიციაც უმაგრებდა ზურგს. გადაწვეს სახლები, მაღაზიები, მეჩეთები და სკოლები. საპასუხოდ იმ მუსლიმებმაც შეუტიეს, რომლებიც ამბის ასეთ განვითარებას ელოდნენ. დაიღუპა 50-ზე მეტი ადამიანი. ათასობით ადამიანი ადგილობრივ სასაფლაოებზე მდებარე დევნილთა ბანაკებში გადასახლდა. ჯერ კიდევ დასახიჩრებული გვამებისგან ბინძურ, მყრალ საკანალიზაციო ქსელს ასუფთავებდნენ, როდესაც მთავრობის წევრებმა პირველი შეხვედრა გამართეს COVID-ის შესახებ და ინდოელთა უმეტესობამ პირველად გაიგო „ხელის სანიტაიზერის“ შესახებ. მარტის თვეც დატვირთული იყო. პირველი ორი კვირა დაეთმო ცენტრალურ შტატში, მადჰია-პრადეშში მთავრობის კონგრესს და „ხალხის პარტიის“ მთავრობის დანიშვნას. 11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ორი დღის შემდეგ, 13 მარტს ჯანდაცვის მინისტრმა კი განაცხადა, რომ კორონა „ჯანმრთელობისთვის არ არის საგანგაშო“. საბოლოოდ, 19 მარტს ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ერს მიმართა. ბევრი არ უვარჯიშია. მან უბრალოდ საფრანგეთისა და იტალიის სტრატეგიები მიითვისა. გაგვაფრთხილა „სოციალური დისტანცირების“ საჭიროებაზე (ეს მარტივი გასაგებია საზოგადოებისთვის, რომელიც ასე ღრმად არის ჩაფლული კასტურ წყობაში) და 22 მარტიდან კომენდანტის საათი გამოაცხადა. არაფერი უთქვამს იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებდა მთავრობა კრიზისის დროს, თუმცა ხალხს სთხოვა, გამოსულიყვნენ აივნებზე და ჯანდაცვის მუშაკებთან მისასალმებლად ქვაბებსა და ტაფებზე დაეკრათ. პრემიერ-მინისტრს იმ დრომდე არც კი ეხსენებინა, ინდოეთი რომ კვლავ ეწეოდა დამცავი და სასუნთქი აღჭუღვილობების ექსპორტს. ნაცვლად იმისა, რომ ეს აღჭურვილობა საავადმყოფოებისა და სამედიცინო პერსონალისთვის შემოენახათ. გასაკვირი არც იყო, ნარენდა მოდის [პრემიერ-მინისტრის] წინადადებას დიდი ენთუზიაზმით რომ შეხვდნენ. ურტყამდნენ ქვაბებს, ცეკვავდნენ და აწყობდნენ პროცესიებს. მთლად სოციალური დისტანცირებაც არ გამოვიდა. მომდევნო დღეებში კი კაცი წმინდა ძროხის ნაკელის გროვაში ჩახტა, ხოლო „ხალხის პარტიის“ მხარდამჭერებმა ძროხის შარდის სმის წვეულებები გამართეს. ობიექტურობისთვის ისიც უნდა ითქვას, რომ ბევრმა მუსლიმურმა ორგანიზაციამ გამოაცხადა, რომ ყოვლისშემძლე [ღმერთი] იყო პასუხი ვირუსისთვის და მორწმუნეებს მეჩეთებში შეკრებისკენ მოუწოდა. 24 მარტს, საღამოს 8 საათზე მოდი ტელეკრანზე ისევ გამოჩნდა და გამოაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ მთელი ინდოეთი მკაცრი თვითიზოლაციის რეჟიმზე გადაერთვებოდა. მისივე თქმით, იზღუდებოდა კერძო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილება. ისიც დასძინა, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებდა არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც ჩვენი ოჯახის უხუცესი. ვის შეუძლია გადაწყვიტოს, რომ 1.38-მილიარდიანი სრულიად მოუმზადებელი მოსახლეობა თვითიზოლაზიაში გადავიდეს? თან ისე, რომ ამის შესახებ 4 საათით ადრე ატყობინებ. მან ეს მთავრობასთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა, მთავრობას კი ამ გადაწყვეტილების საზიანო შედეგებთან გამკლავება მოუწევს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი მოქალაქეებს მოიაზრებს მტრულ ძალად, რომელსაც თავს მოულოდნელად უნდა დაესხა და არასდროს ენდო – მისი მეთოდები სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს. და ვიყავით თვითიზოლაციაში. ჯანდაცვის ბევრი სპეციალისტი და ეპიდემიოლოგი ამ ნაბიჯს მიესალმა. შეიძლება, ისინი თეორიულად მართლები არიან. თუმცა, ცხადია, არცერთ მათგანს არ შეუძლია მხარი დაუჭიროს დამღუპველ რამეს – გეგმის არქონას. ან მზაობას, ანუ მსოფლიოს ყველაზე დიდ, სადამსჯელო იზოლაციას, რომელიც ბოლოს დასახული მიზნების სრულიად საპირისპირო მოვლენად იქცა. კაცმა, რომელსაც სეირის ყურება უყვარს, თვითონვე შექმნა ყველა სეირის სეირი. სანამ შეშფოთებული მსოფლიო აკვირდებოდა, ინდოეთმა ყველა თავისი სირცხვილი გამოააშკარავა – სისასტიკე, სტრუქტურულობა, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობა, გაუხეშებული ინდიფერენტულობა ტანჯვის მიმართ. იზოლაციამ იმ ქიმიური ექსპერიმენტივით იმუშავა, დამალულ ნივთიერებებს რომ ამჟღავნებს. მაღაზიების, რესტორნებისა და სამშენებლო ინდუსტრიის დახურვასთან ერთად, მდიდარი და საშუალო კლასი გალავანშემორტყმულ დასახლებებში გამოიკეტა. ჩვენმა ქალაქებმა და მეგაქალაქებმა კი მუშათა კლასის თავიდან მოცილება დაიწყო. მიგრანტ მუშებს წანაზარდებივით იშორებდნენ. ბევრი მათგანი დამსაქმებელმა ან მიწათმფლობელმა გაიყვანა ქალაქიდან. ხოლო რადგანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსად ჩანდა, საკუთარ სოფლებამდე ფეხით მსვლელობა დაიწყო მილიონობით ღატაკმა, მშიერმა, მწყურვალმა, ახალგაზრდამ და მოხუცმა, კაცმა, ქალმა, ბავშვმა, სნეულმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონემ, მათ, ვისაც წასასვლელი აღარსად ჰქონდა. ისინი დღეების განმავლობაში მიაბიჯებდნენ ასობით კილომეტრით დაშორებულ ბადაუნისკენ, აგრასკენ, აზამგარჰისკენ, ალიგარჰისკენ, ლუქნავისკენ, გორაკჰპურისკენ. ზოგიერთი მათგანი გზაში დაიღუპა. მათ იცოდნენ, რომ შინ ბრუნდებოდნენ, რათა შიმშილი დაეოკებინათ. ალბათ ისიც იცოდნენ, რომ შეიძლებოდა ვირუსის გადამტანი ყოფილიყვნენ და ოჯახის წევრებისთვის, მშობლებისა და ბებია-ბაბუებისთვის გადაედოთ. თუმცა მათ საშინლად სჭირდებოდათ სიახლოვის ნამცეცი, საკვებივით სჭირდებოდათ – თუ სიყვარულივით არა – თავშესაფარი და ღირსების გრძნობა. სანამ მიდიოდნენ, ზოგიერთს კომენდანტის საათის წესების დარღვევის გამო სასტიკად უსწორდებოდა და ამცირებდა პოლიცია. ბიჭებს ქუჩაში ხტუნვასა და ბუქნების გაკეთებას აიძულებდნენ. ქალაქ ბარელისთან კი ადამიანები შეაჯგუფეს და ქიმიური სპრეი გადაასხეს. რამდენიმე დღის შემდეგ მთავრობამ ვირუსის გავრცელების შიშით შტატების შესასვლელები ქვეითებისთვისაც ჩაკეტა. ადამიანები, რომლებიც დღეების განმავლობაში სახლებისკენ მიიწევდნენ, შეაჩერეს და აიძულეს ქალაქების იმ ბანაკებში დაბრუნებულიყვნენ, საიდანაც ასევე იძულებით წამოვიდნენ. ხანდაზმულებს 1947 წლის გადასახლების მოგონებები გაუცოცხლდათ, როდესაც ინდოეთი გაიხლიჩა და პაკისტანი დაიბადა. ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ახლანდელი გამოსვლა [ბიბლ.] არა რელიგიამ, არამედ კლასობრივმა დაყოფამ განაპირობა. თუმცა ისინი ინდოეთის უღარიბეს ადამიანებს არ წარმოადგენდნენ. მათ სამსახური მაინც ჰქონდათ (აქამდე მაინც) ქალაქში და სახლი, სადაც დაბრუნდებოდნენ. უსამსახურონი, უსახლკარონი და უიმედონი ისევ იქ რჩებოდნენ, სადაც აქამდე იყვნენ – ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც დიდ გაჭირვებას ამ ტრაგედიამდე კარგა ხნით ადრე ჰქონდა ფესვი გადგმული. ამ კოშმარული დღეების მიუხედავად, შინაგან საქმეთა მინისტრი ამიტ შაჰი საჯაროდ მაინც არ გამოჩენილა. როცა დელიში მსვლელობა დაიწყო, ღაზიპურამდე მისასვლელად იმ ჟურნალის პრესბარათი გამოვიყენე, რომლისთვისაც რეგულარულად ვწერ. ბიბლიური სცენა იყო. ან შეიძლება არც იყო. ბიბლია ვერ წარმოიდგენდა ადამიანების ასეთ სიმრავლეს. ფიზიკური დისტანცირების მიზნით გამოცხადებულმა თვითიზოლაციამ საპირისპირო შედეგი გამოიღო – წარმოუდგენელი მასშტაბის ფიზიკური სიმჭიდროვე. ინდოეთის ქალაქებშიც კი ეს არის სინამდვილე. მთავარი ქუჩები შეიძლება ცარიელი იყოს, მაგრამ ღარიბები გამოკეტილნი არიან ბარაკებში, ჯურღმულებსა და ქოხმახებში. მსვლელობაში მონაწილეთაგან ვისაც ვესაუბრე, ყველა ღელავდა ვირუსის გამო. თუმცა ის ამ ადამიანების ცხოვრებაში ნაკლებად რეალური, ნაკლებად ხელშესახები იყო, განსხვავებით მოსალოდნელი უმუშევრობისგან, შიმშილისა და პოლიციის ძალადობისგან. ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც გავესაუბრე (მათ შორის ერთი კვირით ადრე ანტიისლამურ თავდასხმებს გადარჩენილ მუსლიმი მკერავების ჯგუფს), ერთი კაცის სიტყვებმა განსაკუთრებით ამაღელვა. ის დურგალი იყო, მარჯიტი ერქვა და გორახპურამდე, ნეპალის საზღვრის მახლობლად განეზრახა მისვლა. „იქნებ, როცა ბატონი მოდი ამ გადაწყვეტილებას იღებდა, ჩვენ შესახებ არვინ არაფერი უთხრა. იქნებ მან ჩვენზე არ იცის?“, – თქვა მან. ეს „ჩვენ“ დაახლოებით 460 მილიონი ადამიანია. შტატების ადგილობრივმა მთავრობებმა (აშშ-ის მსგავსად) მეტი გულისხმიერება გამოიჩინეს კრიზისის დროს. სავაჭრო გაერთიანებები, კერძო პირები და სხვადასხვა კოლექტივი საკვებსა და განსაკუთრებით საჭირო პროდუქტებს არიგებდნენ. ცენტრალური მთავრობა კი აუჩქარებლად პასუხობდა ადგილობრივ ხელისუფლებათა სასოწარკვეთილ თხოვნებს ფულად სახსრებზე. ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის დახმარების ეროვნულ ფონდს არ გააჩნია ხელმისაწვდომი მზა თანხა. ამის ნაცვლად, კეთილისმსურველთა ფული როგორღაც ახალ ამოუცნობ ფონდში PM-CARES-ში გადაუტანიათ. წინასწარ შეფუთულმა საკვებმაც დაიწყო გამოჩენა, შეფუთვებზე პრემიერ-მინისტრის სახე იყო გამოსახული. ამ ყველაფერთან ერთად, პრემიერ-მინისტრმა იოგა ნიდრას ვიდეო გამოაქვეყნა. ვიდეოში კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი, საოცნებო სხეულის მქონე თავისივე პროტოტიპი იოგას მოძრაობებს ასრულებს, რათა ხალხს თვითიზოლაციის სტრესთან გამკლავებაში დაეხმაროს. ნარცისიზმი ძალზედ შემაწუხებელია. შეიძლება, ერთ-ერთი ასანა [იოგას პოზა] სათხოვარი ასანა იყოს, რომლის მეშვეობითაც პრემიერი მოდი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრს სთხოვს: დაგვრთოს ნება, რომ დავარღვიოთ ის პრობლემური შეთანხმება Rafale-ის რეაქტიულ გამანადგურებლებზე [ინდოეთის მთავრობამ საფრანგეთისგან 7,8 მილიარდ ევროდ 36 ახალი საბრძოლო ხომალდი შეისყიდა] და ის 7,8 მილიარდი ევრო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საგანგებო ღონისძიებებს მოვახმაროთ მილიონობით მშიერი ადამიანის დასახმარებლად. ფრანგებიც უეჭველად გაგვიგებენ. თვითიზოლაციის მეორე კვირას მომარაგების ჯაჭვი წყდება, წამლები და განსაკუთრებული მნიშვნელობის მარაგები თავდება. ათასობით სატვირთოს მძღოლი ცოტაოდენი საკვებითა და წყლით შუა გზაშია მიტოვებული. მოსამკელად გამზადებული თავთავები ნელ-ნელა ლპება. დგას ეკონომიკური კრიზისი. მიმდინარეობს პოლიტიკური კრიზისი. კორონავირუსის ამბავი მეინსტრიმულმა მედიამ ერთხმად გადააქცია 24-საათიან, ტოქსიკურ ანტიმუსლიმურ კამპანიად. „სუპერგამავრცელებელი“ აღმოჩნდა ორგანიზაცია Tablighi Jamaat. ისინი ინფორმაციას მუსლიმთა სტიგმატიზებისა და დემონიზების მიზნით ავრცელებდნენ. ზოგადი რიტორიკა კი ისეთი იყო, თითქოს მუსლიმებმა შექმნეს ვირუსი და გაავრცელეს, როგორც ჯიჰადის ფორმა. Covid-ის კრიზისი ჯერ კიდევ წინ არის. ან არ არის. არ ვიცით. თუ/როდესაც ეს კრიზისი დადგება, შეგვიძლია დარწმუნებულნი ვიყოთ, რომ არსებული ცუდი წინასწარგანწყობები რელიგიის, კასტისა და კლასის მიმართ კიდევ უფრო გამძაფრდება. დღეს (2 აპრილს) ინდოეთში კორონავირუსის თითქმის 2 000 დადასტურებული შემთხვევა და 58 გარდაცვლილია. ცხადია, ეს მონაცემები სანდო არც არის, რადგან ის, სამწუხაროდ, ტესტების უმნიშვნელო რაოდენობას ემყარება. ექსპერტთა მოსაზრებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგიერთი მილიონობით ინფიცირებულს წინასწარმეტყველებს. სხვები ფიქრობენ, რომ დანაკარგი გაცილებით ნაკლები იქნება. ჩვენ შეიძლება ვერასდროს დავინახოთ კრიზისის კონტურები, მაშინაც კი, როცა ჩვენ შემოგვიტევს. რაც ვიცით, ის არის, რომ ჯერ საავადმყოფოებზე მოთხოვნა არ გაზრდილა. ინდოეთის სახელმწიფო ჰოსპიტლები და კლინიკები ვერ უმკლავდებიან მილიონამდე ბავშვს, რომლებიც ყოველწლიურად იღუპებიან დიარეის, საკვების უკმარისობისა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამო. ვერ უმკლავდებიან ტუბერკულიოზით დაავადებულ ასობით ათას პაციენტს (მსოფლიოში დაავადებულთა მეოთხედი), ანემიურ და კვების უკმარისობით დასუსტებულ პოპულაციას, რომლისთვისაც ნებისმიერი ავადმყოფობა შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს – აქ ისეთ კრიზისს ვერ გაუმკლავდებიან, როგორიც ამერიკასა და ევროპაშია. მთელი ჯანდაცვა მეტ-ნაკლებად შეჩერებულია, რადგან საავადმყოფოები ვირუსთან ბრძოლაზე გადაერთნენ. ინდოეთის სამედიცინო დისციპლინების ლეგენდარული ინსტიტუტის ტრავმის ცენტრი დახურულია. კიბოთი დაავადებული ასობით პაციენტი კი, რომლებიც საავადმყოფოს გზებზე ცხოვრობენ, ნახირივით გაფანტულა. მათ „კიბოს დევნილების“ სახელით იცნობენ. ადამიანები დაავადდებიან და სახლებში დაიხოცებიან. ჩვენ მათი ამბავი შეიძლება ვერასოდეს გავიგოთ. ისინი შეიძლება სტატისტიკადაც კი ვერ იქცნენ. ჩვენ მხოლოდ იმედიღა გვრჩება, რომ ის მკვლევრები, რომელთა აზრითაც, ვირუსს ცივი ამინდი მოსწონს, არ ცდებიან (თუმცა სხვა მკვლევრებს ამაში ეჭვი ეპარებათ). ასე ძლიერად, ასე ირაციონალურად ხალხს არასოდეს უნატრია მწველი, სასტიკი ინდური ზაფხული. რა არის ეს, რაც ჩვენ დაგვემართა? კი, ვირუსია. მას არ გააჩნია მორალური ღირებულება. თუმცა ის ნამდვილად ვირუსზე მეტია. ზოგიერთს სწამს, რომ ეს უფლის გზაა ჩვენს აზრზე მოსაყვანად. ზოგიერთის აზრით, ეს ჩინური კონსპირაციაა, რათა მსოფლიოზე ბატონობა შეძლონ. #პოლიტიკა #პანდემია #კრიზისი
Zugdidelebi. Ge
Batumi · 4 weeks ago
ამბავი ორ ქირურგ ძმაზე
ქირურგი ძმები: ზურაბ და კონსტანტინე ჯიჯიხიები ზუგდიდში დაიბადნენ. მათი მშობლები: ნონა და მალხაზი, სიალალით და საქმისადმი დიდი პასუხისმგებლობით ცნობილი მოქალაქეები არიან. ჯერ ზუგდიდში, შემდეგ კი, კრასნოდარში, არაერთი ქართველი თანამემამულის ხელის გამმართავი და მხარდამჭერები იყვნენ და არიან დღესაც. შვილებიც ამ პრინციპით გაზარდეს,–ზურგი არ უნდა აქციონ ადამიანს, გასაცემი სიკეთე გასცენ, ფეხზე დაუდგნენ მტერს და მოყვარეს, საქმეში იყვნენ პროფესიონალები და მართლები. ბიჭები კარგად სწავლობდნენ სკოლაში, გატაცებებიც ჰქონდათ–ზურაბს სიმღერა, კონსტანტინეს–სპორტი. მაგრამ, სკოლის დამთავრების შემდეგ, ორივემ, პროფესიად ექიმობა აირჩია. შემდეგ, ორივემ, ქირურგობა გადაწყვიტა. ზურაბი ნეიროქირურგია და კრასნოდარში მოღვაწეობს. კონსტანტინე კარდიოქირურგი და მოსკოვში, ბაკულევის ცნობილ სამეცნიერო კლინიკაში მუშაობს. ისე მოხდა, რომ პროფესიული წარმატება, ორივეს, თითქმის ერთდროულად “ესტუმრა”, თუმცა, ჩვენი მასალის წაკითხვის შემდეგ, თქვენ ნახავთ, რომ მარტივად არა, მხოლოდ დიდი შრომით. “ზუგდიდელები”, პარალელურ რეჟიმში დაუკავშირდა ძმებს–კრასნოდარში ზურაბს და მოსკოვში-კონსტანტინეს. ზურაბ ჯიჯიხია: “–2005 წელს, წარჩინებით დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია და ჩავირიცხე კუბანის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც დავამთავრე 2011 წელს. ამავე წელს, ჩავირიცხე ორდინატურაში ნეიროქირურგის სპეციალობით, რომელიც დავამთავრე 2013 წელს და დავიწყე მუშაობა კრასნოდარის სამხარეო კლინიკურ საავადმყოფოში, 1 ნეიროქირურგიულ განყოფილებაში, სადაც დღემდე ვმუშაობ. პარალელურად ვსწავლობ ასპირანტურაში, რომელსაც ვამთავრებ წელს. ვმუშაობ თემაზე:”თავის ტვინის სიმსივნის ეპიდემიოლოგია კრასნოდარის მხარეში”. -ზურაბ, გახსოვთ თქვენი პირველი ოპერაცია… -პირველი ოპერაცია რომ გავაკეთე, ჯერ კიდევ ორდინატორი ვიყავი. შემოვიდა პაციენტი, მძიმე ქალა–ტვინის ტრავმით. ოპერაცია საოცრად რთული იყო ორდინატორის დონისთვის, თუმცა ყველაფერმა მშვენივრად და მშვიდობიანად ჩაიარა,–პაციენტი გადარჩა. მახსოვს, როგორი ამაყი ვიყავი… გმირის, გამარჯვებულის გრძნობა მქონდა, რადგან ცხოვრებაში პირველად, მე როგორც ქირურგი, საკუთარი ხელით დავეხმარე ადამიანს სიცოცხლისკენ მობრუნებაში. მას შემდეგ, ყოველდღე ვზრდი ჩემს თავს, უკვე ნეიროქირურგი ვარ, ბუნებრივია, იზრდება ოპერაციების რაოდენობა, ოპერაციების სირთულე, მაგრამ… გმირობის შეგრძნება ქრება, იწყებ გაცნობიერებას, რომ ეს არის არა იმდენად გმირობა, რამდენადაც უბრალოდ, დიდი სურვილი, გააკეთო რამე სიკეთე ამ ცხოვრებაში. ძალიან ამაყი ხარ, როცა ხედავ, როგორ დგებიან პაციენტები ფეხზე, როგორ უბრუნდებათ მეხსიერება, სმენა, მოძრაობის უნარი, როგორ უბრუნდებიან სრულფასოვან ცხოვრებას, თავიანთ ოჯახებს, შვილებს, მშობლებს და მეგობრებს. ასეთი იყო ჩემი ბოლო ოპერაცია, როცა მძიმე და შეიძლება ითქვას, უკურნებელის სენით დაავადებული ახალგაზრდა ქალის ცხოვრება, ჩემი, როგორც ექიმის, დროული ჩარევით, ისევ საინტერესო და იმედიანი გახდა. ასეთი ოპერაციებით სიცოცხლეს უბრუნდებიან ჩვენი პაციენტები და აქვე ვიტყვი იმას, რომ ასეთი წარმატებული ოპერაციები გვაძლიერებენ ჩვენ, ქირურგებს. ეს არის ნამდვილად ექიმისა და პაციენტის ერთობლივი გამარჯვება. სხვათაშორის, ეს წარმატებული ოპერაცია უყურადღებოდ არ დარჩენიათ კრასნოდარელებს. -ექიმის ცხოვრება ადვილი არ არის. განტვირთვას როგორ ახერხებთ? -მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ ოპერაციას, ექიმისგან მიაქვს “გულის სისხლი”, სიცოცხლის გარკვეული წუთები, გღლის, მე მაინც ვრჩები სიცოცხლისმოყვარე ადამიანად. მიყვარს მეგობრებთან, ოჯახთან დასვენება. -თქვენზე მითხრეს, შესანიშნავად მღერისო… – აბა, რომელ ქართველს არ უყვარს სიმღერა? მუსიკით ბავშვობიდანვე ვარ გატაცებული, სამუსიკო სკოლაში ვსწავლობდი და წითელ დიპლომებზეც კი დავამთავრე, ვუკრავდი გიტარაზე, ვიოლინოზე, ფორტეპიანოზე, მაგრამ დღესდღეისობით, ჩემთვის ყველაზე “მოთხოვნადი” გიტარა დარჩა. ვიკრიბებით მეგობრები ერთად, ვუკრავთ, ვმღერით, ალბათ ამაშია ჩადებული ძალა, განწყობა და ენერგიის მუხტი. ჩვენს ოჯახს საკუთარი მუსიკალური ტრადიციებიც აქვს, მამა კარგად მღერის, უკრავს გიტარაზე. ოჯახში, ხშირად დიდ სუფრებს ვშლით და ერთად ვმღერით. -ალბათ, ქართველები იკრიბებით ერთად… -სუფრასთან არიან არა მხოლოდ ქართველები… კუბანი ძალიან მეგობრული და მრავალეროვანია. როგორც გითხარით, ჩვენ, ვიწრო ოჯახურ წრეშიც კი ვმღერით… სანამ ჩემი ძმა მოსკოვში გადავიდოდა, მთელი ოჯახი ვიკრიბებოდით ვახშამზე. თითქმის ყოველი საღამო სიმღერით სრულდებოდა, აი, ასე, უბრალოდ, მთელი ოჯახი ვმღეროდით და ამით ვახარებდით ერთმანეთს. ალბათ ასეთ მომენტებშია ჩადებული ბედიერება ცხოვრებაში. კონსტანტინე ჯიჯიხია: “–მთელი ჩემი ცხოვრება გავატარე რუსეთში. 2008 წელს დავამთავრე კრასნოდარის 54-ე გიმნაზია. სკოლის პერიოდში არ ვიყავი კარგი მოსწავლე, მშობლები მაიძულებდნენ, მესწავლა. საკუთარი თავი წარმოდგენილი მყავდა როგორც პროფესიონალი და ცნობილი სპორტსმენი. მინდოდა, სპორტული კარიერა გამეგრძელებინა, მშობლებს კი, სურდათ ზურაბივით, სამედიცინოზე ჩამებარებინა. ბოლოს და ბოლოს, მეც მივიღე გადაწყვეტილება ექიმი გავმხდარვიყავი. უნივერსიტეტში შეიცვალა მთელი ჩემი ცხოვრება. ვიგრძენი, რომ მედიცინა მიყვარს და ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმეში. სწავლისკენ მოვბრუნდი 180 გრადუსით. ყოველდღე ვსწავლობდი და ვვითარდებოდი. ერთი სიტყვით, ერთი დღეც არ გამიტარებია, რომ რამე არ მესწავლა და ცოდნა არ მიმეღო. 6 წლის განმავლობაში, დავწერე 18 სამეცნიერო ნაშრომი. მესამე კურსზე ვიყავი, მოსკოვში, სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენციაზე დავიკავე პირველი ადგილი. უნივერსიტეტი დავამთავრე 2014 წელს წითელ დიპლომზე. სიმართლე გითხრათ, ცხოვრებაში არასოდეს მიფიქრია, რომ ასეთი სწავლისმოყვარე ვიქნებოდი.” -რატომ პედიატრობა? -ჩემი ძმა, ზურაბი, სწავლობდა პედიატრიულზე, მეტი სხვა მიზეზი არ იყო. შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ორდინატურა მოსკოვში უნდა გამევლო. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში არის ერთ–ერთი ყველზე ცნობილი და მაღალი დონის კარდიოქირურგიული ცენტრი “ა.ნ.ბაკულევის სახელობის გულ–სისხლძარღვთა სამეცნიერო ცენტრი”. სწორედ აქ გავიარე ორდინატურა, ასპირანტურა და აქ ვმუშაობ დღემდე. -ვიცით, ცნობილ ქართველ ექიმთან, ლეო ბოკერიასთან დაიცავით დისერტაცია… -ბატონი ლეო ხელმძღვანელობდა იმ სხდომას, რომელზეც დავიცავი დისერტაცია, მაგრამ ხელმძღვანელი გახლავთ კონსტანტინ შატალოვი. ადამიანი, ვინც უკვე 5 წელია ჩემს გვერდით ერთგულად დგას. დისერტაციის დაცვამ წარმატებით ჩაიარა. ერთი იყო მასზე მუშაობა, და მეორე, თუ როგორი შეფასება მისცეს მას ჩემმა უფროსმა კოლეგებმა. რაც შეეხება, სამეცნირო დარგს, დისერტაციის გარდა, დღეისთვის, მაქვს 29 სტატია, 6 გამოგონების პატენტი,–გულის პროტეზები, ოპერაციის ახალი ტექნოლოგიები. –რას გვეტყვი ქართველ ქირურგზე, თითქმის ლეგენდად ქცეულ ლეო ბოკერიაზე? -ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ხშირი კონტაქტი არ გვაქვს. ეს ადამიანი გახლავთ დიდი პიროვნება, საქმის პროფესიონალი და კოლორიტი. 79 წლის გახლავთ და ყოველდღიურად აკეთებს მინიმუმ სამ ოპერაციას. -საავადმყოფოში, თქვენს გარდა, კიდევ არიან ქართველი ექიმები? -დიახ. ჩვენთან ბევრი ქართველი ექიმი მუშაობს სხვადასხვა სპეციალობაზე. არიან ქირურგები, კარდიოლოგები, დიაგნოსტები. ქართველები ყოველ წელს მოდიან ორდინატურაში. -თქვენი თავისუფალი დრო… -თავისუფალი დროს ვუთმობ თვითგანვითარებას. ვმუშაობ ახალ ნაშრომებზე, ვკითხულობ წიგნებს და ვსწავლობ უცხო ენას. -რა არის საიდუმლო, რის გამოც, დღეს, ძმები ჯიჯიხიები წარმატებულები არიან? -ეს მოხდა უპირველესად, ღვთის წყალობით, შემდეგ კი, დედაჩვენის ლოცვით და დისციპლინით. -საქართველოში ჩამოსვლას არ აპირებთ? -საქართველოში ყოველ წელს ჩამოვდივარ. ხშირად მინდა ჩამოვიდე, მაგრამ სამწუხაროდ დრო არ მაქვს. -სამომავლო გეგმები… -სადოქტორო დისერტაცია, დაოჯახება და უცხო ენის სწავლება. -წარმატებებს გისურვებთ. -მადლობა. ეკა ფარულავა
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
Covid-19-სგან გამოჯანმრთელებული პაციენტის ისტორია
ლილე აბსანძე რამდენიმე დღის წინ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერეს. მანამდე იგი კლინიაში 28 დღის განმავლობაში Covid-19-ს მკურნალობდა. გამოჯანმრთელებული პაციენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ინფორმაციას განვლილი დღეების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და კლინიკაში არსებული ვითარების შესახებ. უცვლელად გთავაზობთ პოსტს: "მგონი უკვე ყველამ იცით, მაგრამ იმ 139 ადამიანიდან, რომელიც covid19-ისგან გამოჯანმრთელდა, ერთ-ერთი მე ვარ. 28 დღე ვმკურნალობდი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში და იქედან საერთოდ სხვანაირ ქვეყანაში გამოვედი. მართალია, ძირითადად ყველანი იმაზე ხართ კონცენტრირებული ვირუსისგან თავი როგორ დაიცვათ, სახლში როგორ დარჩეთ და რა თქვა მარინა ეზუგბაიამ ამ დილით, მაგრამ მაინც მოგიყვებით, რა ხდება როცა კორონა გიდასტურდება და ამ სიგიჟეებს უკვე პალატიდან კითხულობ. აქვე აღვნიშნავ, რომ ამ ტექსტში წერია მხოლოდ და მხოლოდ ჩემი გამოცდილება, წყალგაუვალი სიმართლე ეს არ არის, და რა თქმა უნდა, ყველაზეც ნამდვილად არ ვრცელდება. ჩემი ამბავია მარტო. მე მარტის ბოლოს ერთ-ერთ კლინიკაში ვმკურნალობდი ფილტვების ბაქტერიული ანთებით. საერთო პალატაში შემოიყვანეს პაციენტი, რომელმაც კონტაქტები დამალა (მე ასე ვიცი) და როგორც შემდგომ აღმოჩნდა, კორონავირუსით იყო ავად. 2 დღე ამ ადამიანთან ერთად ვმკურნალობდი პალატაში და შემდეგ სახლში გამწერეს. კიდევ ორი დღის მერე, დამირეკა დაავადებათა კონტროლის ცენტრმა და გადამიყვანეს კლინიკაში. მეორე დღეს ლუგარის ლაბორატორიამ ამიღო ნაცხი ცხვირიდან და ხახიდან და 6 საათში დამიდასრუტდა კოვიდ-19. მოსაყოლად ხო ძალიან მარტივია, მაგრამ მგონი ყველაზე ცუდი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში. სანამ სასწრაფო მოვიდა, 20 წუთი ყვველაფერს განურჩევლად ვჩურთავდი ჩანთებში, თან მეტირებოდა, თან ვიგინებოდი, თან ჩემებს ვუყვიროდი ახლოს არ მოსულიყვნენ და არაფერში დამხმარებოდნენ და თან მარტო იმაზე ვფიქრობდი, რომ რა აზრი აქვს, უკვე ყველას გვჭირს. არ გვჭირდა ყველას, არავის ჭირდა ჩემ გარდა, მაგრამ ეს არც მაშინ ვიცოდი, არც მომდევნო 14 დღე ვიყავი დარწმუნებული და ბოლომდე ახლაც არ მჯერა. დღესაც, დედაჩემს რომ ველაპარაკები მარტო იმას ვუსმენ როგორ სუნთქავს და ხომ არ ახველებს. როგორც მე ვიკონტროლებდი ტემპერატურას ბოქსირებულ პალატაში, ისე ვაკონტოლებდი ოჯახის წევრების ტემპერატურას დისტანციურად და ობსესიურად. მე საშუალოზე ოდნავ მძიმე პნევმონია მქონდა, პლაქვენილიც ვსვი (კანფეტი ნამდვილად არ არის) და ხანდახან ჟანგბადსაც ვიშველიებდი სუნთქვისას. ჩემს შემთხვევაში, ხველა გვიან დაიწყო და არც ისე ძლიერი იყო, არც ტემპერატურა მქონია ძალიან მაღალი. ძირითადი სიმპტომები იყო ვერტიგო, გულის ტკივილი, გულმკერდის არეში ზეწოლა, თავის ტკივილი, დაბალი წნევა, დაბალი სიცხე და იშვიათად სუნთქვის გაძნელება. აქვე კიდევ ერთხელ დავწერ, რომ ვირუსი ძალიან ინდივიდუალურად უდგება ყველას და თუ თავბრუსხვევა იგრძენით, არ არის აუცილებელი კორონა გჭირდეთ მაინცდამაინც. პალატებს აქვს ძალიან თხელი კედლები და პაციენტების ხველება თავისუფლად გესმის, როგორ ელაპარაკებიან ახლობლებს ეგეც გესმის, როგორ ხდებიან უარესად, როგორ გადაყავთ რეანიმაციაში ან როგორ წერენ სახლში. ამიტომ მარტოობის შეგრძნება არ გაქვს, მარტო არ ხარ შარში. რთული ძირითადად ის არის, რომ კუბოებზე მიმების სქროლვა გიწევს ფეისბუქზე, ვიღაცეების დარიგების წაკითხვა რო ,,ნუ აი არ მესმის ეს ხალხი სად დადიოდა", ხშირად კითხულობ სიტყვას "დაუდევრობა" და ზუსტად იცი, რომ შენზე ფრთხილად არც არავინ ყოფილა და არც ახლაა არავინ. ალბათ, ამაზე უფრო დიდი სირთულეა ის, რომ დანამდვილებით არც შენ და არც არავინ იცის რა გჭირს, როგორ მორჩები ამისგან და მერე რა იქნება. მე ჩემმა ექიმმა პირდაპირ მიხრა, რომ ამ დაავადებას მე და შენ ახლა ერთად ვსწავლობთო, თავიდან დავიზაფრე, მაგრამ მალევე ეჩვევი. ეს იმასაც ნიშნავს, რომ როცა დაავადებას შენთან ერთად სწავლობენ, ყველა შესაძლო მხრიდან გაკონტროლებენ. იქ რომ ხარ, პანდემიას არ აბრალებ არავის, იმიტომ რომ სულერთია. მარტო იმ ჩაკეტილი პალატიდან ხედავ, რომ ეს საყოველთაო უბედურება უფრო დიდი რაღაცაა ვიდრე ქალი, რომელმაც კონტაქტები დამალა, იმიტომ რომ არ ჯეროდა, რომ თვითონ შეიძლება რაიმე დამართნოდა, უფრო დიდია ვიდრე რელიგიური დღესასწაული, მამაოების შეგონებებზე უფრო უტიფარია და სტატისტიკაზე უფრო მომაბეზრებელი. მიუხედავად იმისა, რომ ვინც მივლიდა თითქმის ვერავის ვცნობ სახეზე, დიდი, სულისშემხუთავი ეკიპირების გამო, უუუღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ექთნებს, დამხმარეებს, სანიტრებს და მარინა ექიმს. მთელი ეს პანდემია ყველაზე მეტად მათ აწვება. ჩემხელა და ჩემზე პატარა სტუდენტები ყოველდღე მორიგეობენ და ეკიპირებაში იოფლებიან, არც ძინავთ წესიერად და ისინიც იზოლირებულები არიან ოჯახებისგან. ასევე, მადლობა ვინმე საბას, რომელიც ყველაზე კარგი კურიერია მსოფლიოში და ჩემს მეგობრებს, თბილი სიტყვებისთვის და გემრიელი ამანათებისთვის. თუ ვინმეს დაგიდასტურდათ ვირუსი, შეგიძლიათ მომწეროთ, დამირეკოთ და 24/7-ზე მომიყვეთ რა ხდება თქვენს თავს, რისი გეშინიათ, რა გაიმედებთ, რომელი ანალიზი რამხელა დისკომფოტს იწვევს და ა.შ. ძალიან გამეხარდება ვინმესთვის პატარ-პატარა სასარგებლო გამოცდილებების გაზიარებების საშუალება თუ მექნება. მე პირადად სულ ვეძებდი ეგეთ ადამიანს. P.S " ვაიმე, 37 მაქვს და კორონა ხო არ მჭირს" და მსგავსი ტექსტები შეგიძლიათ არ მომწეროთ, მაგას ადგენს მხოლოდ ტესტი."#კორონავირუსი #პაციენტი #გამოჯანმრთელებული #TbilisiDaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 months ago
მუსიკალური მისტიკა - დავით კიკნაველიძის როკენროლის ხმა
“ბირთვი იშლება დანახულ საზღვრებში გთხოვ, დამანახე ის ატომი დაშლილი ბირთვის ფარგლებში” ხელოვნება ადამიანის ცხოვრებაზე, ჩამოყალიბებაზე, ცნობიერსა თუ არაცნობიერზე დიდ გავლენას ახდენს და შესაბამისად მის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელია, თუმცა რამდენი ვიცით იმ ადამიანების შესახებ, ვინც საკუთარ ფიქრებს მუსიკისა თუ ლიტერატურის საშუალებით პოზიციონირებს ? დღეს შევეცდები უკეთესად გაგაცნოთ მუსიკოსი და როკ-ჯგუფ "ინტერვალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით კიკნაველიძე, რომლის როკენროლის ხმაც ამსხვრევს სტერეოტიოებს, ქმნის ქაოსს, და რაც მთავარია სულ სხვა, მუსიკალური განზომილებიდან გვესაუბრება ხელოვნების, აჩრდილების, ცეკვის, დალევისა თუ სხვა ადამიანური ყოფითი დეტალების შესახებ. -რას გვეტყვით თქვენი მსმენელის შესახებ, ვისთვის ქმნით შემოქედებას ? შემოქმედებას ჩვენთვის ვქმნით პირველ რიგში. შემოქმედებითი პროცესი ჩვენი თავის უკეთ შესწავლაა, განცდების გამოხატვა და მათი სხვა კუთხით დანახვა. ყველანი სხვაგან ვართ ზოგი სახლშია, ზოგი ტყეში, ზოგი წყალქვეშ , ზოგი მარსზე მიფრინავს და ზოგი საერთოდ სხვა სამყაროებში დამოგზაურობს... აქ მხოლოდ ხუთი "ზოგი" იყო, რომელთაგან ყველას თავისი მოტივები და ხედვები აქვს , ამ ყველაფრის კოლაბორაციით კაიფია ჩვენი შემოქმედება... მეორე ფაზა უკვე ამის მიწოდებაა და ჩვენი განცდებით სხვისი განცდების გამოწვევაა, საზოგადოების დაფიქრება იმაზე რაზეც ჩვეულებრივ ყოფადობაში ნაკლებად ან სულაც არ ფიქრობს, მსმენელში ახალი სამყაროების შექმნის მცდელობა. ალბათ ამ ყველაფრის მერე კითხვაზე თუ ვისთვის ვქმნით შემოქმედებას ვუპასუხებ "იდეისთვის" -თქვენს მუსიკას განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მისი სიმბოლურობა, სამყაროთაშორის სივრცის აღქმა და ეზოთერიკა, გვესაუბრეთ თქვენი ხელოვნების “მისტიკურ” ნაწილზე. ყველაზე ნაკელბად ამ მისტიციზმზე საუბარი მიყვარს. ჩვენი სიმღერების მისტიურობა ხანდახან ჩვენთვისაც დიდი გამოცანაა, ვინაიდან ბევრი სხვადასხვა მოსმენისას, ტექსტის ჰემატრიაზე დაკვირვებისას ჩვენც ყოველთვის რაღაც ახალს და საინტერესოს ვპოულობთ, რომლის ჩადებაზე არც კი გვიფიქრია წერის პროცესში, მაგრამ ამის აღმოჩენა გვაფიქრებს ამა თუ იმ მომენტის ყოფნის იდეაზე და გარკვეული ცვლილებები შეაქვს ჩვენს დროსა და სივრცის აღქმაში. წერის პროცესში განვიცდი ძალიან ბევრს, ვხედავ მეტს და უამრავ დაშვებას ვაკეთებ, რაც სულ უფრო და უფრო მავითარებს და მეტის დანახვის სურვილს მიჩენს, რომლის დაკმაყოფილებაც ალბათ შეუძლებელია და ზუსტად იმიტომაა შეუძლებელი რომ მე ასე მინდა. -თქვენს შემოქმედებაში ხშირად უსვამთ ხაზს სიჩუმეს, რას ნიშნავს ის თქვენთვის ? სიჩუმის კონცეფცია ყველასთვის ინდივიდუალურია. საერთოდ ჩვენი ხელოვნება სიტყვებისა და მათი ინტერვალების მეშვეობით აბსტრაქტულად ეხება სამყაროს, რომელიც თავისი სიჩუმის და ხმაურის პოვნის საშუალებას გვაძლევს პირველ რიგში ჩვენ და მერე მსმენელს. ჩემთვის სიჩუმეს ყოველთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს, რომლის მნიშვნელობასაც მუსიკაში ხშირად ვხსნით, მაგრამ აქაც მსმენელს ფანტაზიისა და საკუთარი განცდების, საკუთარი სიჩუმისა თუ ხმაურის შექმნის და მართვის საშუალებას ვუტოვებთ. -სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ და რა კუთხით გსურთ განვითარება ? ახლა ახალ ჟღერადობაზე ეგრედ წოდებულ ახალ საუნდზე ვმუშაობთ... განვითარებისას რაღაც იმ ეტაპზე მივედით რომ უნიკალურად ჩვენი ჟღერადობა შევქმნათ და ესეც იდეის ერთ-ერთ ინსტრუმენტად ვაქციოთ, რაც ახალ ჩანაწერებში უფრო გამოკვეთილია. მომავალი აბსტრაქტული მცნებაა ისევე როგორც გაგება "ახლა" და წარსული... ჩემთვის მომავალი ახლაცაა და წეღანაც იყო და შესაძლოა იქნება .... როცა ინტერვიუს წერას მოვრჩები რას შევქმნი არანარი გათვლა და გეგმა არ მაქვს, ის ვიცი ნამდვილად იმის მიუხედავად რომ სინამდვილის არსებობა ზუსტად არ ვიცი, ვიცი რომ რაღაცა ახალს შევქმნი და ალბათ ეს გახდის უნიკალურს იმას რასაც შევქმნი. -გარდა მუსიკისა, რითი პოზიციონირებს დავით კიკნაველიძე საკუთარ იდეას ? დავით კიკნაველიძე თავისი არსებობით ცდილობს სულ პოზიციონირებდეს თავის თავთან თავის იდეას სხვადასხვა საშუალებებით. ამ ეტაპზე მეორე მხატვრულად არამხატვრულ წიგნს ვამთავრებ რომლის ჟანრი ალბათ ხალხისათვის მიღებულია, როგორც მისტიკა თუმცა ჩემთვის ჩვეულებრივი ამბების კრებულია, ან არაჩვეულებრივი , არ ვიცი ერთი ვიცი რასაც ვწერ ნამდვილია და ნამდვილად არ ვიცი რა პრინციპით ცხოვრობს და არსებობს, ისევე როგორც მე, უბრლოდ ამ ცოდნის ილუზიას იქმნიან და მეც მიქმნიან, ალბათ ამიტომაც ვწერ ან ალბათ ამიტომაც არ ვწერ ახლა და ვწერ ინტერვიუს, ალბათ ამიტომ მკითხველიც ახლა კითხულობს და მე ვწერ ან არ ვწერ... დრო უკვე ვისაუბრე რომ აბსტრაქტული მცნებაა თუმცა საზოგადოებისთვის მიღებულ ქრონოლოგიურ მიმდევრობას გამოვიყენებ და ჯერ მეორე წიგნს დავბეჭდავ ახლო მომავალში... წიგნის პერსონაჟები როცა იძინებენ და ვინც არ იძინებს რაღაც რუტინულ საქმიანობას აკეთებს, მაშინ მათზე არ ვწერ და მუსიკით თუ არა პოეზიით ვარ გართული... კიდევ მეგობარი მუშაობს ქართულენოვანი კომიქსების სერიაზე, თავისი სამყაროს თავისებური ისტორიით, გათვლილი პერსონაჟებით და კიდევ ბევრი საინტერესო ნიუანსით. ამ პროექტშიც იქნება ჩემი რაღაც ნამუშევრები და საინტერესო კოლაბორაციები. სამუშაო პროცესი უკვე ფინიშს უახლოვდება.#როკენროლი #მუსიკა #ხელოვნება #სამყარო #მისტიკა #ეზოთერიკა #TbilisiDaily
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil