საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

0
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 4534 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 276 პირი. ინფორმაციისთვის, 90 ადამიანიდან 16 გამოჯანმრთელებულია.
0