ხაშურის მუნიციპალიტეტში კორონა ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

0
დღეის მონაცემებით ხაშურის მუნიციპალიტეტში ახალი კორონა ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ ეტაპზე თვითიზოლაციის რეჟიმში 36 პირი იმყოფება. ყველა მათგანის კონტროლი ინტენსიურად მიმდინარეობს. არც ერთ მათგანს, რაიმე საეჭვო ან COVID 19-ის დამახასიათებელი სიმპტომი არ აღენიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას, ხაშურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი - დათო ჩიქოვანი ავრცელებს.
#ხაშური
#კორონავირუსი
Borjomi
0