თაფლის თერაპია

0
თაფლს გააჩნია მძლავრი ანტიმიკრობული თვისებები. ის ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას სიბლანტის ხარჯზე (ქმნის დამცავ ბარიერს, და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას). მეცნიერებმა თაფლის ეფექტურობა შეამოწმეს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების სამკურნალოდ. თაფლი შეადარეს ანტიჰისტამინურ, ამოსახვლებელ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებს. დასკვნა გაკეთდა 1761 პაციენტის შესახებ ინფორმაციის ბაზაზე. ამდენად, აღმოჩნდა, რომ თაფლი უფრო ეფექტური იყო სტანდარტულ თერაპიასთან შედარებით, განსაკუთრებით ხველების შეტევების სიხშირესა და სიმძიმის თვალსაზრისით. თაფლის გამოყნების შემთხვევაში, ინფექციის სიმპტომები 2 დღით უფრო მოკლე ვადაში გადიოდა. ის უსაფრთხო და შედარებით იაფი საშულებაა, რომელიც მეცნიერების აზრით, ანტიბიოტიკების კარგი ალტერნატივაა. ასევე არ არსებობს მონაცემები იმის შესახებ, რომ პათოგენები თაფლის მიმართ მდგრადობას ავლენდნენ. 📍თუმცა, მნიშვნელოვანი ფაქტორი გახლავთ ის რომ თაფლი არის ალერგიული პროდუქტი, ამიტომ სანამ მიირთმევთ დარწმუნდით რომ არ ხარ მის მიმართ ალერგიული.
#health
#forhealth
#behealthy
#healthcare
Tbilisi
0