ფქოდ- ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება

0
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (ფქოდ) აღნიშნავს დაავადებათა ჯგუფს, რომელთაც აერთიანებთ სასუნთქი გზების დახშობა და სუნთქვის გაძნელება. ემფიზემა და ქრონიკული ბრონქიტი ამ ჯგუფის ყველაზე გავრცელებული დაავადებებია. ქრონიკული ბრონქიტი ანთებითი მდგომარეობაა ბრონქებში–სასუნთ მილებში, რომლებიც ჰაერს ატარებენ ფილტვებამდე და ფილტვებიდან გარეთ. ემფიზემა კი ვითარდება, როცა ჰაეროვანი ბუშტუკები (ალვეოლები) უმცირესი ზომის სასუნთქი გზების ბოლოს (ბრონქიოლები) თანდათანობით ნადგურდებიან. ფილტვების ფქოდ–ის გამო დაზიანება შეუქცევადია, მაგრამ მკურნალობით შესაძლოა სიმპტომების კონტროლი და ამ დაზიანების გავრცელების შემცირება.

რა არის გამომწვევი მიზეზი?

ფქოდ–ის გამომწვევი მთავარი მიზეზი თამბაქოს მოხმარებაა. თუმცა, განვითარებად ქვეყნებში, ფქოდი ხშირია ქალებში, რომლებიც საწვავის გამონაბოლქვს სუნთქავენ საკვების მომზადების დროს, არასწორად განიავებულ სახლებში. ქრონიკული მწეველების მხოლოდ 20% პროცენტს უვითარდება ფქოდი. ზოგიერთი მწეველი უფრო იშვიათი ფილტვის დაავადებით ავადდება. ეს დაავადებები შესაძლოა ფქოდ–ში აერიოთ, სანამ უფრო სიღმისეული გამოკვლევები არ ჩატარდება.
#news
#opinion
#health
#forhealth
#lungs
#behealthy
#healthcare
Tbilisi
0