საკუთარი შვილებისგან ზედმეტს ჰომ არ მოვითხოვთ?

0
"არა, ჩემმა ვერ ჩააბარა" "სამედიცინოზე მინდოდა ესწავლა, გოგოს ექიმობა უხდება" "დიპლომატიურზე მინდოდა და სამხატვრო აკადემია ჩაუწერია"

საკუთარი შვილებისგან ზედმეტს ჰომ არ ითხოვთ?

"100%-იანი რატომ ვერ აიღო?" "მეტს ველოდით, იმდენი ხანი ვამზადებდი, იმდენი გადავიხადეთ.."

შეეშვით ბავშვებს.

თქვენ - მშობლებს არ გაქვთ უფლება 18 წლის ახალგაზრდას პირად ცხოვრებაში ჩაერიოთ და პირდაპირ უბიძგოთ ის ისწავლოს, რაც თქვენ გინდათ, გინდოდათ ან ოცნებობდით გცოდნოდათ, ასე არ ხდება. შეგიძლიათ მხოლოდ ურჩიოთ და ესაუბროთ, მისი აზრი მოისმინოთ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში საკუთარი აზრი ძალადობით არ მოახვიოთ ბავშვს.

რატომ არის აუცილებელი ბავშვმა აბიტურიენტმა დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება?

არსებობს რაღაცები ცხოვრებაში, რაც პიროვნებამ დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს, მშობლებს სამწუხაროდ უჭირთ შვილების გაზრდას შეეგუონ და ფიქრობენ, რომ ბოლომდე თავზე უნდა ადგნენ თავიანთ 'პატარებს". თქვენმა "პატარამ" დამოუკიდებლად უნდა აირჩიოს თავისი მომავალი პროფესია, იმისთვის, რომ შუა გზაში არ შეწყვიტოს სწავლა და გული არ აიცრუოს, იმისთვის, რომ არ მოგიბრუნდეთ და არ გითხრათ, ეს მე კიარა შენ გინდოდა რომ მესწავლაო. მოუსმინეთ საკუთარ შვილებს, გაიგეთ რა მოსწონთ, რა აინტერესებთ და რაში ხედავენ საკუთარ თავს. რა ინტერესები აქვთ, რისი შესწავლა სურთ საფუძვლიანად.

"მეტს ველოდით"

ბოდიში, მაგრამ რატომ ელოდით მეტს? რატომ ითხოვთ შვილისგან იმაზე მეტს, ვიდრე თავად მიგიღწევიათ ცხოვრებაში? ჩვენ ახალგაზრდები ვართ და ტესტებში შეცდომებს ვუშვებთ, თავად გიცდიათ ამ ტესტების შესრულება? 100%-ით სწორად დაწერეთ? ცალკე საკითხია საერთოდ საჭიროა თუ არა ეს ტესტები და გამოცდები, მაგრამ რადგან გვაქვს და არსებობს, მოდი ნუ დასტრესავთ თქვენს შვილებს, უთხარით, რომ ძალიან ყოჩაღია, რომ ძალიან ბევრს მიაღწია დამოუკიდებლად და რომ მის გვერდით ხართ და ყველაფერში მხარში ამოუდგებით. ჩვენ არ გვჭირდება თქვენი პრეტენზიები, ისედაც საკმარისზე მეტად განვიცდით -2 ქულას. შეწყვიტეთ საკუთარი ოცნებების შვილებზე განხორციელების მცდელობები, თქვენს შვილებს საკუთარი გზა და ოცნებები აქვთ. მხარში ამოუდექით ყველა მიზანსა თუ სურვილში და ნახავთ, რომ უფრო წინ წავა, უფრო მეტს მიაღწევს და რაც მთავარია, უფრო ბედნიერი იქნება. -
#ჯანსაღიცხოვრება
#გამოცდები
#გამოცდა
#გამოცდებისეროვნულიცენტრი
#ეროვნულიგამოცდები
#ერთიანიეროვნულიგამოცდები
#სამაგისტროგამოცდები
#გაუზიარეგამოცდილება
#მშობლები
#აბიტურიენტები
#აბიტურიენტი
#აცადეთ
#გადაწყვეტილება
#მეცნიერება
#უნივერსიტეტი
0