ქუთაისის უნივერსიტეტის ონლაინ-ლექციები პროფესიის არჩევის შესახებ იწყება

0
ქუთაისის უნივერსიტეტის სოციალური კამპანია , , შენ გადაწყვიტე" აქტიურ ფაზაში შედის. აბიტურიენტებისა და არამხოლოდ მათთვის , თერაპევტი მერი გელაშვილი ფეისბუქის ლაივ ჩართვებში ისაუბრებს პროფესიის არჩევასთან დაკავშირებულ სირთულეებზე. ის ყურადღების მიღმა არც დღევანდელ რეალობას დატოვებს და შეეცდება სტრესის მართვაში დაგეხმაროთ. პირველი ლაივ-ლექცია ჩატარდება დღეს, 29 მარტს, 14:00 საათზე, თემაზე , , როგორ გავუმკლავდეთ სტრესს იზოლაციის პირობებში და როგორ გამოვიყენოთ დრო ეფექტურად". ლაივი გაეშვება ქუთაისის უნივერსიტეტის ფეისბუქ გვერდზე ამის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ: , , ეპიდემიის მიუხედავად, ქუთაისის უნივერსიტეტი აბიტურიენტთა მხადასაჭერ აქციას "შენ გადაწყვიტე" აგრძელებს. ვთვლით, რომ ახლა, როცა ირგვლივ ასეთი დაძაბული გარემოა და სტრესიც, შიშთან ერთად იმატებს, აბიტურიენტებს ჩვენი დახმარება უფრო მეტად სჭირდებათ. ეპიდემიის ფონზე, ჩვენი კამპანია მცირედით შეიცვალა, მაგრამ მთავარი მიზნისაგან არ გადაგვიხვევია. ის გავამდიდრეთ დღეისათვის აქტუალური საკითხებით (სტრესთან ბრძოლა, შიშის დაძლევა...) როგორც იცით, ქუთაისის უნივერსიტეტმა თანამშრომლობა დაიწყო ფსიქოთერაპიის სახლთან "კამარა", რომლის თერაპევტი მერი გელაშვილი Facebook live-ებს შემოგთავაზებთ და უპასუხებს თქვენს შეკითხვებს პროფესიის არჩევასთან და აბიტურიენტობასთან დაკავშირებული სირთულეების შესახებ. ასევე, ის შეეცდება გაგიმარტივოთ იზოლაციაში ყოფნა და ისაუბრებს სტრესის მართვაზე.  თემა: როგორ გავუმკლავდეთ სტრესს იზოლაციის პირობებში და როგორ გამოვიყენოთ დრო ეფექტურად. კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ფეისბუქ ჯგუფი, სადაც თქვენც გელოდებით: https://bit.ly/33ToykP  დეტალები კამპანიის შესახებ იხილეთ აქ: https://bit.ly/39bm9Da" , - წერია განცხადებაში
#შენგადაწყვიტე
#დარჩისახლში
#unik
#unikonline
0