7 votes
1 comments
0 shares
Save
მშობლის მისია
109 views
Irina Toronjadze
Tbilisi · 3 months ago

აღზრდის მთავარი პრინციპი მგონია რომ შვილის ბუნების სწორად ამოცნობაა, რაც ხშირ შემთხვევაში არც ისე ადვილია მშობლისთვის; ვფიქრობ თუკი სწორედ ეს იქნება ამოსავალი და ყოველი ნაბიჯი ამ ცნობიერებით გადაიდგმება-დანარჩენი თავისით დალაგდება.


Irina Toronjadze
Tbilisi · 3 months ago
Similar Posts
AstroGeorgia
Tbilisi · 2 weeks ago
შავი იუმორი ზოდიაქოს ნიშნებზე
ვერძი ვერძებს აქვთ კარგად გამოკვეთილი წარბები და თავმომწონე გამომეტყველება,თუმცა ტყუილად გამოიყურებიან ასე თავმომწონედ რადგან გამუდმებით ურახუნებენ თავს სხვადასხვა პრობლემას და საგნებს.ცნობილი ხისთავიანები.ყოველთვის აკეთებენ იმას რასაც ამბობენ.სიჩქარეში ბევრშეცდომასაც უშვებენ,მაგრამ ამას არასოდეს აღიარებენ და ამ საკითხს არასოდეს განიხილავენ.თქვენც გირჩევთ მასთან საუბრისას ეს არ წამოგცდეთთორემ ნაწლავებს გამოგიღებენ.ვერძები კარგად გრძნობენ თავს თევზებთან,რადგან მათთან შედარებით მყარად დგანან მიწაზე და დასცინიანკირჩხიბებს მათი ზედმეტი მგრძნობელობის გამო. ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.არ აქვსმნიშვნელობა სად უწევთ ცხოვრება სასახლეში თუ კარდონის ყუთში,იფიცებიან და ამტკიცებენ რომ ზუსტად ეს სურდათ ცხოვრებაში.ბავშვობის ასაკშიუკვე მიღებული აქვთ ყველა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გადაწყვეტილება.ქორწინდებიან რამდენჯერმე,გართობისთვის,მაგრამ არასოდესშორდებიან,უბრალოდ მათი მეუღლეები უბედური შემთხვევებით იღუპებიან ან სახიჩრდებიან.ვერძები ყოველთვის მენეჯერებად ან მმართველებადან დირექტორებად მუშაობენ მაგრამ თუ მოხდა ისე რომ მუშაობენ მაგალითად დამლაგებლად,აუცილებლად ჩამოაყალიბებენ დამლაგებელთაკავშირს,თუნდაც ერთწევრიანს და იბრძოლებენ ამ კავშირის უფლებებისთვის.ვერძები უცოდველები არიან როგორც ღმერთი,ესეიგი ღმერთიზოდიაქოთი ვერძია,რაც იმას ნიშნავს რომ სატანა მერწყულია.ვერძები არასოდეს უსმენენ მორიელს, ამაყობენ იმით თვით მორიელზე უფროეგოცენტრულები არიან.ფაქტიურად მთელ ზოდიაქოს ნიშნებში ვერძი ყველაზე დიდი ნაძირალაა მორიელის შემდეგ. ვერძებო Your rams’ horns are in everyone else’s asses. კურო ხშირად ეცვლებათ განწყობა,ერთ წუთში რომ მხიარულობენ მეორე წუთში უცებ მოიწყენენ და მესამე წუთში შეიძლება ვიღაცას ფეხები მიუმტვრიონ რატომღაც.ძალიან მიწიერი არსებები არიან, რაც იმას ნიშნავს რომ ან სხვა ზოდიაქოს ნიშნებთან შედარებით უფრო იშვიათად ბანაობენ ან თუკისადმე ყვავილი ან ბალახი ნახეს იმწუთში ცხვირთან მიაქვთ და საათობით ყნოსავენ.კუროებს უყვართ მხიარული ,გასართობი ფილმები სადაც ყველაბედნიერია ცხოვრება მხიარულია და სიკეთე იმარჯვებს.ცხოვრებაში ხშირად ეხვევიან აყალმაყალში. ჩხუბობენ მიმტანებთან,წესრიგის დამცველებთან ანბილბორდების გამო.უყვართ თავიანთ მეგობრებს ფსიქოანალიზი ჩაუტარონ,თუმცა თავად ზოგადად დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება არასოდესაქვთ.ფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან გაუგებარი ბუტბუტით.კურო უცნაური არსებაა რადგან წლების განმავლობაში შეუძლია გულში შეინახოსწყენა რაღაც მოვლენის გამო,რომელიც შეიძლება გაირკვეს,რომ სინამდვილეში არც მომხდარა.ეს შეიძლება იმით იყოს გამოწვეული რომ კუროხშირად არასწორად იგებს მოვლენებს ან ნათქვამს და არაადეკვატურად აფასებს.ამის გამო კი ის ხშირად ხვდება ვერძების გასალახთა სიაში,რიგითმეორე.თვითონ კუროებს მიაჩნიათ რომ ეს არის მათი ადგილი. ზოგადად ყველაფერში ურჩევნიათ იყვნენ რიგით მეორე,ვიდრე პირველი და უდაოდსაუკეთესონი არიან ამაში,ანუ მათზე კარგად ვერავინ ახერხებს იყოს რიგით მეორე.(კურო ზოდიაქოს მეორე ნიშანია) ყველა კუროს უნდა იყოსღმერთი,მაგრამ როგორც უკვე ვთქვით ღმერთი ვერძია,სამწუხაროდ.ძნელია კუროს გაუგო,ხშირად კითხვებს კითხვითვე პასუხობენ და იშვიათადტოვებენ თავის ბუნაგს.უყვართ კონფლიკტები.ვერ იტანენ თუ ყველაფეი წესრიგშია, ესეიგი რაღაც არ არის წესრიგში.ზოგიერთ კუროს განსაკუთრებითუყვარს ბარებში და რესტონებში მუშტიკრივი,თუ ასეთი რამ არასოდეს გადახდენიათ იგონებენ ასეთ ისტორიებს და სიამოვნებით უყვებიან მეგობრებს.კურომ იცის რომ ცხოვრებაში მიემართება არსად და ყოველთვის ეჩქარება ამ “არსად” წასასვლელად.უყვართ სახლში საკუთარი პატარა სამყაროსმოწყობა სადაც შემოკრიბავენ საყვარელ ადამიანებს და მათთან ერთად ოცნებობენ იმაზე თუ როგორი იქნებოდა სამყარო კურო რომ ღმერთიყოფილიყო. ტყუპები ტყუპები ყველას უყვარს,იმიტომ რომ ნებისმიერ საზოგადოებაში უყვართ შიზოფრენიკები.თვითონ ტყუპებს მიაჩნიათ რომ არიან ნახევრად სოკრატედა ნახევრად მიქელანჯელოები,თუმცა რათქმაუნდა ეს ასე არა არის.ძალიან პროგრესულები გონებაგახსნილები და კონტაქტურები.უყვართსაზოგადოება და რაღაც ამოუხსნელი ძალის წყალობით ახერხებენ იყვნენ ყველგან და იცოდნენ ყველაფერი. ტყუპებს შეუძლია ორ ადგილზეერთდროულად იმყოფებოდეს. ხშირად ატარებენ სწრაფ მანქანებს და ასეთი მანქანებით გამუდმებით ეჯახებიან ხეებს და შენობებს.არიან მოურიდებელნი და ზედმეტად გაბედულნი.უყვართ კამათი და თითქმის ყველაფრის საწინააღმდეგო აზრები და არგუმენტები შეუძლიათ წამოაყენონ.(მაგალითად,ეს წინადადება არ ექნებათბოლომდე წაკითხული,რომ უკვე ამის გაპროტესტებას დაიწყებენ)უყვართ ჩხუბი ქორწილებში,თავისზე სუსტი ადამიანების დაჩაგვრა,მაგალითადჩაგრავენ ბავშვებს და კირჩხიბებს,სასწორებს ხომ საერთოდ ბოქსში სავარჯიშო ტომარად იყენებენ.ტყუპები ან ბისექსუალია ან ჰერმაფროდიტი.არესმის რას ნიშნავს სიყვარულში ერთგულება.ვანდალურად ექცევა საკუთარ სახლს და ოჯახს.ფილოსოფიურ კონცეფციებს ამტკიცებენ სულელურიანალოგიებით.ოლიმპიურ თამაშებში ტყუპები ვერასოდეს იმარჯვებს,თუ გაიმარჯვა ეს იქნება რაიმე ახალი სპორტის სახეობაში რომელსაც არავინიცნობს.ტყუპები გამუდმებით მოიხმარს მედიკამენტებს,ხშირად არალეგალურს.ლაპარაკობენ თითქმის ყვირილით იმისათვის რომ ვინმემმოუსმინოს,ხშირად ტყუპები თავის თავს ელაპარაკებიან ასე,თუ არ გჯერად მოუსმინეთ როცა აბაზანაში მარტოა.ტყუპი არასოდეს არ არის ერთი ისყოველთვის ორი,ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანია ერთად. ერთი სიყვით ტყუპები ეს არის აბსოლიტურად ჭკუიდან გადასული მერწყული. კირჩხიბი აინტერესებთ იცოდნენ რა ხდება სხვა ადამიანების პირად ცხოვრებაში,მაგრამ აზრზე არ არიან რა ხდება მათ საკუთარ ცხოვრებაში,ამასმეგობრებისგან იგებენ.კირჩხიბები იმოსებიან მარტო იმიტომ რომ ასეა საჭირო,არ აქვთ გემოვნება, არ ესმით მოდა და სტილი.ეს იმ კატეგორიისადამიანებია რომლებიც ტანსაცმელს მატრასებს შორის ათავსებენ,ზემოდან წვებიან და ასე “აუთოვებენ”.თვეობით,წლობით შეუძლიათ ერთიდაიგივეტანსაცმელი ეცვათ,გაუხდელად.მათი სახლი მათი საკუთარი ბიოსახლია,როგორც პატარა კენგუროსთვის ჩანთა.აქვთ პერიოდები როცა თვეობითიკეტებიან იქ,არ პასუხობენ ტელეფონს, არ აღებენ კარებს,ფანჯრიდანაც კი არ იყურებიან.მიუხედავად იმისა რომ აქვთ სურვილი ყველას მომვლელიდა მხსნელი იყვნენ,საზოგადოება და სოციალური ურთიერთობები საერთოდ არ აინტერესებთ.კირჩხიბი ეს მოარული ჟურნალიადიასახლისებისთვის,იციან უგემრიელესი რეცეპტები,იციან როგორ გაუძღვნენ სახლს,ათვითცნობიერებენ ამას თუ არა,ორივე სქესის კირჩხიბსეხერხება ჭრა-კერვა, ქარგვა და ქსოვა,ეხერხებათ ბავშვებთან და თინეიჯერებთან ურთიერთობა მათი მოვლა და აღზრდა.მათი ნება რომ იყოსსიამოვნებით იქნებოდნენ მთელი მსოფლიოს დედიკოები. კირჩხიბები არასოდეს არიან სპორტში წარმატებული,იმიტომ რომ ყოველი თხუთმეტი წუთის შემდეგ სჭირდებათ დასვენება და ისედაც დიდიფიზიკური აქტივობებისათვის არ იკლავენ თავს.კარიერის აწყობასაც სახლიდან გაუსვლელად ლოგინში მოკალათებულნი აპირებენ.კირჩხიბებიფილოსოფიურ კონცეფციებს ხსნიან თავისი გამოგონილი სიტყვებით,როგორც ჯორჯ ბუში მაგალითად,რომელიც კირჩხიბია.კირჩხიბებო თუგეჩვენებათ რომ ვინმე გეკაიფებათ,არ გეჩვენებათ ეს მართლა ასეა,გამუდმებით გამასხარავებენ.ადამიანები ხშირად გადაუვლიან ხოლმეკირჩხიბს,ხშირად კი არა სულ ასეა,პირდაპირ ფეხებს იწმინდავენ მათზე და სასაცილო ის არის რომ კირჩხიბებს სჯერათ რომ ეს ასე უნდაიყოს,მოსწონთ კიდეც.პირდაპირ მისწრაფება აქვთ ასეთი,იყვნენ ფეხის საწმენდი ტილოები.კირჩხიბებს არ შეუძლიათ ვინმეზე გავლენა იქონიონ, მაგრამ აქვთ ერთი უნიკალური უნარი ნებისმიერ დროს შეუძლიათგამოიცნონ რას ფიქრობს ნებისმიერი ადამიანი.კირჩხიბები ფიქრობენ რომ ტაქტიანი ადამიანები არიან სინამდვილეში კი უილაჯობა და მოუქნელობაახასიათებთ ამიტომ მათ წვეულებებზე იშვიათად პატიჟობენ,წვეულების მერე კი ევალებათ მიიყვანონ უგონოდ მთვრალი მეგობარი სახლამდე,ესმეგობარი კი ყველაზე ხშირად თევზია ლომი ნებისმიერი გზით და ხერხით ცდილობენ ყურადღება მიიქციონ,თვითმკვლელობაც არაა გამორიცხული.ლომებს უყვართ სარკეები და სარკეშიხშირად უგზავნიან ჰაეროვან კოცნას საკუთარ გამოსახულებას.ლომი გაგაწყვეტინებთ საუბარს იმისთვის რომ თვითონ ილაპარაკოს და არ გაგიშვებთსანამ ბოლომდე არ მოისმენთ ყველაფერს რაც აქვს სათქმელი.ყველა ლომს სურს ჩაუტარონ პარადი თავის დაბადების დღეზე.არქორწინდებიან,იმიტომ რომ მათი ბადალი და შესაფერისი არავინ არის,თუ მაინც მოხდა ისე რომ დაქორწინდნენ,მეუღლეები სამზარეულოშიონკანთან ყავთ მიბმული. გამუდმებით სჭირდებათ ფიზიკური სიახლოვე,მაგრამ თავი ისე უჭირავთ რომ ყველას ჰგონია მიკარება და შეხება მათგაღიზიანებას გამოიწვევს ამითომ ახლოს არავინ ეკარება.ლომი ახსენებს საკუთარ თავს როგორც ზებუნებრივ არსებას როცა ხსნის ფილოსოფიურკონცეფციებს.ლომს შეუძლია გამოაცხადოს რომ ჰომოსექსუალისტია,მაშინ როდესაც სინამდვილეში არ არის,მარტო იმიტომ რომ დაშოკოსსაზოგადოება და თანაც ამ ხერხით არცერთი სქესი არ დაუახლოვდება და შეუძლია მშვიდად გაატაროს მშვენიერი, რომანტიული საღამოებისაკუთარ თავთან განმარტოებით.ლომები ყვირილით აღებენ კარებებს და ოთახში შესვლისას ელოდებიან მისი გამოჩენით აღტაცებული პუბლიკისტაშს.ამ ნიშნით დაბადებული ადამიანები მართლა გვანან ლომებს ანუ არიან ხმაურიანი,ამპარტავანი,ძლიერი,ხშირად აქვთ პატარა ცხვირი,დიდიზედა ტუჩი,კარგად მოვლილი, ხშირი, გრძელი თმა(ფაფარი) და ზოგიერთი”მაიმუნები”ერთ ლუკმად არ ყოფნით.ცნობილია რომ ლომი ლიდერიადაბადებიდან,განსაკუთრებით კი რადიკალური მოძრაობების ლიდერობა გამოსდით კარგად.ერთადერთი რისიც ეშინია ლომს ეს არისგამასხარავება,ვერ იტანს როცა სასაცილო სიტუაციაში ვარდება,სულ ეშინია რომ დასცინებენ.მისი მისამართით უხეშ ხუმრობებზე ძალიანბრაზდება.გაბრაზება კი ლომივით საშინელი იცის.ძალიან უყვარს ვერძებთან ჩხუბი.(რიგით პირველია ვერძების გასალახთა სიაში )თუ ეს ორი სადმე ერთმანეთს გადაეყარა დასისხლიანებამდე სცემენერთმანეთს,სულერთია სად იმყოფებიან თეატრში,სუპერმარკეტში, წვეულებაზე,ხალხში თუ ერთი-ერთზე.ლომებს პირადად ხალხშიურჩევნია,პუბლიკის წინ.ლომებს ყველაფრის კეთება ხალხის,მაყურებლის თანდასწრებით მოსწონს,მათ შორის სექსიც. თუ მერწყულებს თავისი ოთახის კედლებზე როკ-ვარსკვლავების სურათები აქვთ,თხის რქებს გამოჩენილი მათემატიკოსების სურათები,მორიელებსმსოფლიოს უდიდესი კატასტროფების ამსახველი ფოტოები, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ ლომს თავისი ოთახის კედლები საკუთარი თავისფოტოებით აქვს დამშვენებული. ქალწული მეწვრილმანეები,მოწესრიგებული და დარეგულირებულ-გამოთვლილი აქვთ ყველაფერი,სუნთქვაც კი.მათ კარადაში ფერების და ზომების მიხედვითაწყვია ტანსაცმელი.ქალწულები ასუფთავებენ თავიანთ ნივთებს, რეგულარულად, დღეში ორჯერ კბილის ჯაგრისით.მიაჩნიათ რომ ყველაფერსთავისი ადგილი უნდა ქონდეს და მათი ადგილი იატაკზეა სადაც გამადიდებელი შუშით ეძებენ მიკრობებს და ხეხავენ რომ გაასუფთაონ.აქვთაკვიატებული იდეები და მანიები ერთი სიტყვით “არანორმალურები” არიან,აქედან მოდის ამ ნიშნის სახელიც ქალწული. ქალწულს შეუძლიაგამვლელი მანქანის მძღოლს ესროლოს და პოლიციაში ახსნას”ეს იმიტომ გავაკეთე რომ გამვლელი ჭუჭყიან მანქანაზე იჯდა” და პოლიციელებიცგაანთავისუფლებენ რადგან უმრავლესობა მათგანი ქალწულია და ესმით მისი.ძალიან ადვილია ქალწულის ჭკუიდან გადაყვანა,უთხარით რომრაღაც აქვს გაჩხერილი კბილებს შორის,ან გააღეთ მისი მაცივარი და რძის ბოთლი გადაადგილეთ.ჰო ადამიანები ხშირად ერთობიან ქალწულის”გაგიჟებით”,მაგრამ თუ გინდათ ქალწული ნამდვილ ჯოჯოხეთში მოხვდეს ჩაკეტეთ ის მთელი დღე მერწყულთან ერთად ლიფტში.ჯერ ეს ერთი ვერიტანს უმოქმედოთ ყოფნას და მერე მერწყული აუცილებლად გაიხდის(ეს უკანასკნელნი როგორც კი შესაძლებლობა მიეცემათ ტანსაცმელსიძრობენ)მერე მერწყულს ლიფტში ექნება შეტანილი ლუდი რადგან მას ჯოჯოხეთში კავშირები აქვს და მას შეუძლია იქ ლუდი შეიტანოს ,რომელსაცმთელ იატაკზე მოწუწავს.ქალწული კი რომელსაც ჯოჯოხეთთან არანაირი კავშირ-მეგობრობა არ აქვს ამ ინციდენტს ვერასოდეს მოინელებს.ქალწულს ძალიან უჭირს კონცენტრაცია,როცა იცის რომ მაცივრის ქვეშ რაღაც აგდია,ეს რაღაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში ჩავარდნილი კუროიყოს,ქალწულმა იცის როგორ გამოათრიოს ის იქიდან ბანანის წვენისგან დამზადებული არომატულ-გამაგრილებელი სასმელის მეშვეობით.საერთოდქალწულმა იცის როგორ მოაგვაროს პრობლემები და მთელი ცხოვრება ამას აკეთებს,დაუღალავად და გულმოდგინედ.ქალწულები არ ხედავანსამყაროს თეთრ და შავ ფერებში ისინი ხედავენ მას ჭუჭყიანად და სუფთად,სწორად და არასწორად და არ არსებობს შუალედი.ერთადერთი კარგი ისაქვთ რომ სიამოვნებით დაგთანხმდებიან სახლი დაგილაგონ ან სარეცხი გაგირეცხონ,თანაც თქვენ გასარეცხებს დაახარისხებენ,მატერიების დაფერების მიხედვით ასე მივიღებთ 32 გროვას თითოში ორი-სამი ტანსაცმლით და მერე ამ გროვებს თითოეული ნაჭრის მარკების სახელებისმიხედვით,ანბანური თანმიმდევრობით გარეცხავს.ხშირად ნახავთ ქალწულს რომელიც მაცივართან მიდის და რამდენჯერმე აღებს და ხურავსკარებს,იმისთვის რომ დარწმუნდეს რომ მაცივრის შიგნით შუქი დროულად ინთება და ქრება.ერთი სიტყვით არანორმალურები! სასწორი ოჰ! თქვენი ელეგანტურობა და ფერებში შეხამებული ტანსაცმელი გულს ურევს გარშემო ყველას.ძალიან გაორებული ნატურები ხართ დაგადაწყვეტილების მიღება არ შეგიძლიათ.ფიქრობს და ფიქრობს სასწორი,აწონის დაწონის ათასჯერ, ათიათასჯერ და ბოლოს ყველაზე უარესვარიანტს ირჩევს.თქვენ გამუდმებით წუხართ იმაზე თუ რას იტყვის ხალხი,მაგრამ სინამდვილეში რომ აქცევდეთ ხალხის აზრს ყურადღებას იქნებსაზოგადოებას უფრო მოწონებოდით.სასწორები მოდას აყოლილი ქარაფშუტები არიან, შეიძლება დღეს გააღმერთონ ვინმე ან რამე რასაც გუშინვერ იტანდნენ იმიტომ რომ მოდაში შემოვიდა.მათი ინტერესი იმის შესახებ თუ რა ხდება მსოფლიოში შემოიფარგლება მოდისკატალოგებით.თვითონ ქმნიან მოდას,მათი ბრალია რომ ფართე შარვლები და პეპლისმაგვარი თმისსამაგრები მოდაში დაბრუნდა და თუ სასწორსმოტკეცილი შორტები არ გადაუგდია ესეიგი შემდეგ სეზონზე მოდაში შემოვა.აწყობენ საქველმოქმედო საღამოებს დიზაინის განვითარებისთვის,არიანრაღაც გაუგებარი მოძრაობის წევრები,მაგალითად მოძრაობა”კაპუჩინო”-ს წევრები,ჰკითხეთ რატომ და რაღაცას მობოდავენ სოლიდარობისშესახებ.ძირითადად კი არაფერი არ იციან და არაფერი არ ეხერხებათ,ყოველთვის ყავთ ვიღაც ვინც უძვირეს ფეხსაცმელებზე თასმებს შეუკრავს,ხო!სასწორი არასოდეს ვაჭრობს ეკონომიურ მაღაზიაში,არასოდეს ჭამს სწრაფი კვების ობიექტებში და აზრზე არ არის სად მიდის ნაგავი.სასწორიყოველთვის წკიბზეა გააკეთოს ის რაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა იცის რომ სისულელეა.მათ აქვთ უზარმაზარი კოლექცია კომპაქტ-დისკებისრომლების არასოდეს მოუსმენიათ,ფილმების რომელიც არასოდეს უნახავთ.ჰოლივუდი სავსეა სასწორებით,იმიტომ რომ თავის მოჩვენების დათვალთმაქცობის ოსტატები არიან.რაც არ უნდა დაათროთ სასწორი მაინც შეძლებს ლოგიკურად აგიხსნათ რა განსხვავებაა ყავა latté და ყავა au lait -სშორის.გასაკვირი კი ის არის რომ ამ ორს შორის არანაირი განსხვავება არ არსებობს მორიელი კარგად ერკვევიან კომპიუტერებში,უმრავლესობა მორიელებისა ჰაკერია,ასევე უმრავლესობა მორიელებისა ცდილობს პოპულარობა და სიმდიდრემოიპოვოს სოციალური ქსელების დახმარებით.არიან კიდეც ყველაზე პოპულარულები ჩათ-ბოქსებში.მორიელებს სერიოზულად მოსწონთ თავიანთიპარანოიკული მოდგომა ცხოვრებისადმი. ძალიან წყდებათ გული რომ უცხოპლანეტელებს არასოდეს გაუტაციათ,რომ სახელმწიფო შეთქმულებისმსხვერპლი არ არიან,რომ სტარ ტრეკი ფანტაზიაა .საკმარისია ნახოთ ავტომატური მოწყობილობებით სავსე ბარაკი სადაც ცხოვრობს,რომ ესყველაფერი დაიჯეროთ.მისი მთავარი გეგმაა გახდეს მსოფლიოს დამპყრობელი,მაგრამ ეს გამორიცხულია ოდესმე მორიელის მმართველობითმოხდეს.მორიელს უყვარს ჭამოს ყავა კოვზით ახლად გახსნილი ყუთიდან,ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეუსრუტია ცხვირით შოკოლადშიამოვლებული თხილი,დამუშავებული აქვს ხერხი და იცის როგორ მოწიოს დუშის ქვეშ.მისი საყვარელი დღესასწაული ჰალუინია,შემთხვევითი არარის რომ მათ დაბადების დღეებს ემთხვევა,მხოლოდ ამ დროს შეუძლია მორიელს “იქაჯოს” ისე რომ ციხეში არ ამოყოს თავი.მისი საყვარელისპორტი სექსია,სადაც უდაოდ ჩემპიონია.გარდა ამისა სექსი კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის რომ მოწიოს.შეუძლია რჩევების მიცემა ისეთ საკითხებზერაც თავად არ ანაღვლებს და არ აინტერესებს,თვითონ არავის რჩევას არ უგდებს ყურს.თუ გინდათ გაიგოთ ვინმე მორიელია თუ არა ჰკითხეთ რამედა ხუთწუთიანი დუმილის მერე იქნება პასუხი”რა?” მორიელები ხშირად ჭარბთმიანები არიან და ეს მოწონთ რადგან მიაჩნიათ რომ ამით კიდევ უფროესმება ხაზი მათ სიველურეს,ეს ეხება ქალ მორიელებსაც.მორიელებს შეუძლიათ ჩააწყონ ლოტოს გათამაშება,ის ხომ ავტომატურად არისმოწყობილი. მშვილდოსანი მშვილდოსნები დაბადებულნი არიან თავგადასავლებისათვის,უყვართ ობობების შიშველი ხელით გაჭყლეტა,შუა ღამეს ოთახებში სიარული ისე რომშუქს არ ანთებენ,უყვართ ფათერაკები და მზად არიან კისერი მოიტეხონ ოღონდ რამე გადახდეთ თავს,მოკლედ ხშირად ძალით ირთულებენცხოვრებას იმიტომ რომ ადვილი და კომფორტული არაფერი მოსწონთ.მშვილდოსნებს უყვართ გააცინონ და გაართონ ხალხი,ახლობლები თუუცხოები, ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ,მაგალითად ტრანსვესტიტობენ.უმრავლესობა მშვილდოსნებისა არასწორი სქესით არის დაბადებული ანუარიან ძალიან მამაკაცური ქალები და ქალური თვისებების მქონე მამაკაცები.არიან ხმაურიანები და უტაქტოები.ცხოველებს და ბავშვებს ძალიანუყვართ მშვილდოსნები,რადგან მათ შეუძლიათ საცირკო ნომრების და ტრიუკების ჩატარება,სამაგიეროდ ზრდასრულებს სძულთ ისინი,იმისთვის რომარიან ზედმეტად პირდაპირები და უხეშები.უხამს წარწერებიანი მაისურები და მედალიონები მშვილდოსნების მოგონილია.ისინი ძირს ყრიან საჭმელსან ექცევათ წითელი ღვინო მაგიდაზე(ან ვინმეზე) სოლიდურ რესტორანში და ხმამაღლა სვამენ უამრავ კითხვას ეკლესიაში თუთეატრში.მშვილდოსანი არასოდეს დაპატიჟოთ სახლში მშობლების გასაცნობად,უხერხულობისგან რაღაც საშინელებას ჩაიდენს. როგორც კენტავრი(რომელიც მშვილდოსნის გამოსახულებაა) არის ნახევრად ადამიანი და ნახევრად ცხოველი ასე არსებობენ ორი სახის მშვილდოსნები,მშვილდოსანიადამიანი_ძალიან დახვეწილი,ინტელიგენტი და მშვილდოსანი ცხოველი- ძალიან პრიმიტიული, უბრალო ადამიანი, მაგრამ ნებისმიერ ვარიანტშიმშვილდოსანს უბრალოდ არ შეუძლია მთელი თავისი არსებით მოხეტიალე ჰიპი არ იყოს. თხის რქა თხის რქები არიან ძალიან ბეჯითი,ძალიან სანდო და უაღრესად მოსაწყენი ადამიანები.დინჯად და მოთმინებით მიემართებიან შემდეგი დიდიმიღწევისაკენ კარიერაში,ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა.უმრავლესობა თხის რქა კარგი მათემატიკოსია და ეხერხება ყველაფრის სწრაფად დაწინასწარ გამოთვლა-დაანგარიშება,ეს მათ კიდევ უფრო მოსაწყენ ადამიანებად ხდის. ცხოვრებაში ბევრი წინააღმდეგობის დაძლევა უხდებათ მაგრამუკან არასოდეს იხევენ.ბევრი პოლიტიკოსია ამ ნიშნით დაბადებული ამიტომაც არის ჩვენი ქვეყნები ჯანდაბისკენ რომ მიექანებიან.თხის რქებს დაპოლიტიკოსებს, წარმატებას რომ მიაღწიონ,სჭირდებათ პირველ რიგში უსაფრთხოება და უპიველეს ყოვლისა ამისთვის იღწვიან.არ დგამენდაუფიქრებელ ნაბიჯს, არ რისკავენ,თვლიან რომ სპონტანურობა უტვინობაა.თხის რქა ლომის და ქალწულის უცნაური ნაჯვარია,შეიძლება იფიქროთრომ ეს მათ ნიშანს ხარიზმატულობას და ლოგიკას უმატებს მაგრამ სინამდვილეში ეს ნიშნავს რომ არიან ძალიან ხელმომჭირნე,პედანტი და ეგოისტიადამიანები. თუ დედამიწა ატომური ომის შედეგად განადგურდა მარტო ტარაკანები და თხის რქები მოახერხებენ გადარჩენას,დანარჩენი ადამიანებიუბრალოდ არც მოინდომებენ გაპარტახებულ დედამიწაზე იცხოვრონ.თხის რქებს ბავშვობის ასაკიდან ეხერხებათ საზოგადოების გაცურება დათვალის ახვევა,ბავშვობაში მათთვის ყველაზე სასურველი საახალწლო საჩუქარი იქნება სისხლის სამართლის კოდექსი, რომლის კითხვისასსაინტერესო ადგილებს მონიშნავენ.სახლში აქვთ უამრავი ფაილები,ქაღალდები და საოფისე მოწყობილობები რომ მოაწესრიგონ მათი არარსებულიცხოვრება.უყვართ თავის მოჩვენება რომ თითქოს მობილურზე საქმიანად ლაპარაკობენ,ამ დროს მათი მობილური გამორთულია,რადგან არ ყავთმეგობრები რომელსაც დაურეკავენ.თხის რქობა მოდიდან გადავიდა 1989 წლიდან,დონალდ ტრაპის შემდეგ,რომელსაც ბევრი თხის რქა დღემდეფანტაზიორად და არაპრაქტიკულ ადამიანად თვლის.დოკუმენტების გაყალბებისთვის დაჭერილი ადამიანების უმრავლესობა თხის რქაა. მერწყული მერწყულებს უყვართ წვეულებები,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, ეს არის მათი დევიზი.არა მარტო იმიტომ რომ უყვართ დალევა დაგართობა, იმიტომაც რომ წვეულებებზე შეუძლიათ რაც შეიძლება მეტი ქალი(კაცი)დაკერონ.ნანობენ რომ აღარ არის სამოციანი წლები,ეპოქაროდესაც შეეძლოთ შიშვლებს ევლოთ ხალხში და ეკიდათ საზოგადოების აზრი.(ამ დროს ახალი და პოპულარული იყო ნუდისტურიმოძრაობა)მერწყულებს უყვართ სიშიშვლე. 97.4% ადამიანებისა რომლებსაც ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში მეტროს შუაღამის რეისით უმგზავრიათ მერწყულია(სად დაეხეტებიან არავინიცის) უყვართ ლაპარაკი,ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ ამავე დროს ხშირად უყვართ განმარტოებაც. მერწყულს შეუძლია მარტომ ითამაშოსფრენბურთი,ხშირად ასეც ხდება,თავის თავს ეთამაშება.ამტკიცებს რომ თუ ძალიან ძალიან მოინდომა წყალზე დადგომა შეუძლია,ამაში ხშირადვარჯიშობს საკუთარ აბაზანაში.დღის განმავლობაში ხშირად ემართება ისეთი რამ რასაც მედიტაცია შეიძლება ვუწოდოთ,თუ მერწყულსელაპარაკებით და ის თქვენს მხარს იქით იყურება,ჩათვალეთ რომ ერთი სიტყვა არ გაუგია და საუბრის გაგრძელებას აზრი არ აქვს,ის ამ დროსშეიძლება ეკონტაქტებოდეს ვიღაცას რომელიც სამი მეტრის მოშორებით დგას.მერწყულებს უყვართ ასტრონომია და იქ ყველგან არიან ნამყოფი,თუგაინტერესებთ მაგალითად რითი იკვებებიან სატურნზე ჰკითხეთ მერწყულს.მერწყულებს შეუძლიათ ყველაფერს მიაღწიონ დედამიწისზურგზე,ყველაფერს რასაც მოინდომებენ და არც მაინცდამაინც დიდი შრომით და ძალისხმევით,თითქოს მათ ყველაფრის უფლება აქვთ უფლისგანბოძებული ეს რათქმაუნდა ყველა დანარჩენ ადამიანს აცოფებს.როკ-ვარსკვლავების უმრავლესობა მერწყულია. თევზები სადაც არ უნდა იყვნენ სიცილი და კომედია გარანტირებულია,განა იმიტომ რომ ცდილობენ სასაცილოები იყვნენ უბრალოდ ასე ხდება.ძალიანდაბნეულები არიან სექსის საკითხში,არსებობს კი საერთოდ ასეთი რამ?რეალურად ხდება? ვერ გაურკვევიათ.ქალი თევზები ატარებენ გრძელ,ფართხუნა კაბებს და უამრავ ვერცხლის სამკაულს,ამბობენ რომ აინტერესებთ და უყვართ ვარსკვლავები,მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება ცაზეიპოვონ დიდი დათვის თანავარსკვლავედია,თუ ვერ იპოვეს ტირიან.შეიძლება ახსოვდეთ რა მოხდა 1992წლის 3 მარტს მაგრამ არ ახსოვთ საკუთარისახლის მისამართი,არ აქვთ ორიენტაციის უნარი.ადამიანი რომელიც ტრასაზე მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით 70კმ/სთ მოძრაობსუმრავლეს შემთხვევაში თევზია. თევზები უმეტესწილად სიცოცხლეს ასრულებენ ან დიდი სიმაღლიდან(ფანჯრიდან,სახურავიდან) გადმოვარდნით ანსატვირთო ავტომანქანის ბორბლების ქვეშ.ეს ასე არ ხდება მარტო იმ შემთხვევაში თუ კირჩხიბთან ერთად ცხოვრობენ.(კირჩხიბი იზრუნებს რომ ასეარ მოხდეს)თევზები არიან იმდენად უსუსური და იმდენად დაუცველ-საცოდავი რომ შეუძლიათ ლომსაც კი დედობრივი გრძნობები გაუღვიძონ,მაგრამნუ მოტყუვდებით,თევზმა შეიძლება გაგაკვირვოთ თავისი გამჭრიახობით.თევზებს შეუძლიათ ისტორიულ, ლეგენდარულ სიდიადეს მიაღწიონ ბედისდა იღბალის წყალობით.სიამაყით გეტყვიან რომ მიქელანჯელო,გალილეო,ჯორჯ ვაშინგტონი და ალბერტ აინშტაინი თევზები იყვნენ.მაგრამ არგეტყვიან რომ თევზი იყო ტედ კენედიც რომელმაც სულელურად იცხოვრა და კიდევ უფრო სულელურად დაიღუპა. თევზები ამტკიცებენ რომ უყვართსაღი კრიტიკა,სიამოვნებით მოისმენენ და გაითვალისწინებენ მას მაგრამ სინამდვილეში თუ თქვი რომ მათი ნამუშევარი არ მოგეწონა შეუძლიათ იქვეხარაკირი ჩაიტარონ.ნურასოდეს ეცდებით გამოიყენოთ ლოგიკა თევზებთან მიმართებაში,ისინი გრძნობებით იმართებიან,დაფრინავენ ცაში დაცხოვრობენ ნარნიაში(გამოგონილი ქვეყანა)კამათის დროს მათი მთავარი იარაღი ცრემლებია.არ აქვს მნიშვნელობა რა სიტყვებს იყენებენ როცაცდილობენ ახსნან ფილოსოფიური კონცეფციები,მაინც გაგებაში არ არიან რაზე ლაპარაკობენ.თევზები ტირიან როცა ნახავენ მოკლულ ცხოველსმაგრამ ნერვი არ შეუტოკდებათ ისე შეუძლიათ გამოჭრან ყელი ადამიანებს რომლებიც არ ეპიტნავებათ.ვერძები ასრულებენ იმას რასაციტყვიან,კირჩხიბები ამბობენ ერთს და აკეთებენ მეორეს,მორიელები იტყვიან რამეს და გააკეთებენ ჯიბრზე,მარტო იმიტომ რომ ასე თქვეს,თევზებიგაუთავებლად ლაპარაკობენ,ყველრა მოხდება თუ კაცი შემთხვევით ფეხს დაადგამს ფოცხს და ფოცხის ტარი თავში მოხვდება? Naia Iobashvil
საბრალდებო დასკვნა
Tbilisi · 1 month ago
პიერ პაოლო პაზოლინი - მე ვიცი
მე ვიცი მათი სახელები, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფო გადატრიალებაზე (თუმცა, სინამდვილეში ეს “სახელმწიფო გადატრიალებათა” მთელი სერიაა, რომელიც ხელისუფლების დაცვის ერთგვარ სისტემადაც კი ჩამოყალიბდა). მე ვიცი, ვისი ნახელავია 1969 წლის 12 დეკემბრის აფეთქება მილანში. მე ვიცი 1974 წლის დასაწყისში ბრეშასა და ბოლონიაში მომხდარი ტერაქტების ავტორთა სახელები. მე ვიცი მათი სახელები, ვინც ამ ყველაფერს მართავდა. ყველას სახელი ვიცი: ძველი ფაშისტების, სახელმწიფო გადატრიალების სულისჩამდგმელების, პირველი ტერაქტების მომწყობი ნეო-ფაშისტებისაც და ბოლოდროინდელი აფეთქებების ფიზიკური შემსრულებლებისაც. მე ვიცი მათი სახელები, ვინც დაძაბულობის ორ განსხვავებულ, უფრო სწორად, ურთიერთდაპირისპირებულ ფაზას მართავდა: ანტიკომუნისტურს (მილანი, 1969) და ანტიფაშისტურს (ბრეშა და ბოლონია, 1974). მე ვიცი მათი სახელები, ვისაც ძალაუფლების სადავეები უჭირავს, ვინც, ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელშეწყობით (შემდეგ კი მაფიოზი ბერძენი პოლკოვნიკების დახმარებით) ჯერ ანტიკომუნისტური ჯვაროსნული ლაშქრობა წამოიწყო (რომელშიც სამარცხვინოდ დამარცხდა) 1968 წლის ტალღის შესაკავებლად, შემდეგ კი, კვლავ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს შთაგონებითა და შემწეობით, ანტიფაშისტური უმანკოება აღიდგინა, რომ როგორმე დაეხშო რეფერენდუმზე (იგულისხმება 1974 წლის 12 მაისის ცნობილი რეფერენდუმი, რომელიც ქრისტიან-დემოკრატებისა და მემარჯვენე ძალების ოთხწლიანი მცდელობის შემდეგ ჩატარდა 1970 წელს მიღებული “განქორწინების კანონის” გაუქმების მიზნით. რეფერენდუმი ჩავარდა: იტალიის მოსახლეობამ უარი კანონის გაუქმებაზე. – მთარგმ. შენ.) მომხდარი კატასტროფა. მე ვიცი მათი სახელები, ვინც, წირვასა და წირვას შორის სახელდახელოდ გამომცხვარი განკარგულებებით პრაქტიკულად უზრუნველყოფდა ძველი გენერლების პოლიტიკურ უსაფრთხოებას (ისე, ყოველი შემთხვევისთვის, სათადარიგოდ, პოტენციური სახელმწიფო გადატრიალების საყრდენი ბირთვის შესანარჩუნებლად); ვინც ხელს აფარებდა ახალგაზრდა ნეოფაშისტებს, უფრო სწორად, ნეონაცისტებს (ანტიკომუნისტური დაძაბულობის შესაქმნელად კონკრეტულ მომენტში) და ბოლოს, ვინც მფარველობდა ჩვეულებრივ, უსახელო კრიმინალებს, ვინც დღესაც იცავს მათ და ალბათ მუდამ დაიცავს (ანტიფაშისტური დაძაბულობის შესაქმნელად მომავალში). მე ვიცი მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, რომლებიც ისეთ უსუსურ, კომიკურ ტიპებს ეფარებიან, როგორიც სატყეო პოლიციის გენერალი იყო, ოპერეტის პერსონაჟივით რომ ფაციფუცობდა ჩიტადუკალეში (მაშინ, როცა იტალიის ტყეებს ცეცხლი ეკიდა), ან ისეთ უსახურ, არაფრისმთქმელ, წმინდად ადმინისტრაციული ფუნქციის მქონე ტიპებს, როგორიცაა გენერალი მიჩელი. მე ვიცი იმ მნიშვნელოვანი ადამიანების სახელები, ტრაგიკული ახალგაზრდების ზურგს რომ ეფარებოდნენ, ნორჩ გოგო-ბიჭებს, რომლებმაც შემზარავი ფაშისტური თვითმკვლელობა არჩიეს სიცოცხლეს; ვიცი, ვინც იმალება ჩვეულებრივი კრიმინალების, სიცილიელებისა თუ სხვების, უკან, წვრილფეხა ავაზაკების, დაქირავებული მკვლელების უკან. ყველას ვინაობა ვიცი, ვიცი მათი სახელები, ვიცი ფაქტები (თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებზე), რომლებშიც მათ მიუძღვით ბრალი. ვიცი. მაგრამ ვერ ვამტკიცებ. სამხილებიც კი არ მაქვს. ვიცი, რადგან ინტელექტუალი ვარ, მწერალი, რომელიც ცდილობს, თვალი ადევნოს ყველაფერს, რაც მის ირგვლივ ხდება, იცოდეს ყველაფერი, რაზეც წერს, წარმოიდგინოს ის, რაც საზოგადოებისთვის უცნობია, რაზეც არავინ ლაპარაკობს; ინტელექტუალი, რომელიც ცდილობს, ძველი მოვლენები დაუკავშიროს ერთმანეთს, დაფანტული, დაქუცმაცებული ფაქტებით შეაკოწიწოს ერთიანი და თანმიმდევრული პოლიტიკური სურათი; ლოგიკა შეიტანოს იქ, სადაც ბუნდოვანება, სიგიჟე, გაუგებრობა გამეფებულა. ეს ყველაფერი ჩემი ხელობის, ჩემი პროფესიული ინსტინქტის ნაწილია. და არა მგონია, ვცდებოდე. არა მგონია, ჩემი მოსაზრებები “რომანის სიუჟეტი” იყოს და მეტი არაფერი, არა მგონია, შორს იყოს რეალობისგან. არ მგონია, ჩემი ეჭვები კონკრეტულ ფაქტებსა და ადამიანებზე უსაფუძვლო იყოს. მჯერა, რომ ბევრმა სხვა ინტელექტუალმა და მწერალმაც იცის ის, რაც მე ვიცი, როგორც ინტელექტუალმა და მწერალმა. არც ისეთი რთულია სიმართლის დადგენა იმაზე, რაც 1968 წლის შემდეგ მოხდა იტალიაში. ეს სიმართლე მხოლოდ წარმოსახვასა და ფიქციაში როდი აისახება, ისეთში, როგორიც ჩემი პროფესიაა: ეს სიმართლე – და ეს აბსოლუტური სიზუსტით იგრძნობა – კონკრეტულ პოლიტიკურ და ჟურნალისტურ ქმედებებში ირეკლება. უკანასკნელი მაგალითი: ცხადია, რომ სიმართლე უნდა თქმულიყო კორიერე დელა სერას რედაქტორის სვეტში 1974 წლის 1 ნოემბერს. იქნებ ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებს მაინც ჰქონდეთ მტკიცებულებები. თუ მტკიცებულებები არა – სამხილები მაინც. პრობლემა ისაა, რომ ჟურნალისტები და პოლიტიკოსები, მიუხედავად იმისა, რომ მტკიცებულებებს და სამხილებს ალბათ, ალბათ კი არა, უეჭველად, ფლობენ, დამნაშავეებს არ ასახელებენ. მაშ, ვისი მოვალეობაა სახელების თქმა? ალბათ მისი, ვისაც გამბედაობაც ჰყოფნის და არც ხელისუფლებასთან ალიანსით გაუსვრია საკუთარი თავი, ვინც სუფთაა და თან დასაკარგიც არაფერი აქვს: ინტელექტუალს. ინტელექტუალს თავისუფლად შეუძლია დამნაშავეთა დასახელება, მაგრამ მას არც მტკიცებულებები გააჩნია და არც სამხილები. ხელისუფლებამ, მისმა მოკავშირეებმა და მათაც კი, ვინც უშუალოდ არ ზის ხელისუფლებაში, თავისუფალ ინტელექტუალს არანაირი საშუალება არ მისცეს, რომ მტკიცებულებები და სამხილები ჰქონოდა. შეიძლება ვინმე შემედავოს, მითხრას, რომ როგორც ინტელექტუალსა და მწერალს, მეც შემეძლო, შემეღწია პოლიტიკის სამყაროში (ხელისუფლებაში, ან ხელისუფლებასთან დაახლოებულ წრეებში), გავრეულიყავი მასში და ასე მომეპოვებინა საკუთარი უფლება (ალბათ ამის დიდი შანსიც მექნებოდა), მეც მქონოდა მტკიცებულებები და სამხილები. ვუპასუხებდი, რომ ეს სრულიად შეუძლებელია, რადგან სწორედ ეს – რომ პოლიტიკის სამყაროში გარევაა ჩემთვის მიუღებელი – მაძლევს პოტენციურ ინტელექტუალურ გამბედაობას, სიმართლე ვთქვა, ანუ დამნაშავეები დავასახელო. ინტელექტუალური გამბედაობა და პოლიტიკური საქმიანობა იტალიაში ერთმანეთთან სრულიად შეუთავსებელი ცნებებია. ჩვენში ინტელექტუალს – რომელიც სულით ხორცამდე სძულს მთელ იტალიურ ბურჟუაზიას – ძალად აწებებენ ვითომ ამაღლებულ და კეთილშობილ, სინამდვილეში კი დამამცირებელ მოვალეობას: ილაპარაკოს მხოლოდ მორალურ და იდეოლოგიურ პრობლემებზე. და თუ ის ამ ფუნქციას გაემიჯნება, საკუთარი მოვალეობის ღალატს აბრალებენ: მაშინვე აყვირდებიან (თითქოს სწორედ ამას ელოდნენ) “მრწამსის ღალატზე”. პოლიტიკოსებსა და ხელისუფალთ ხომ მეტიც არ უნდათ. მაგრამ არსებობს არა მხოლოდ ხელისუფლება: არსებობს ხელისუფლების ოპოზიციაც. იტალიაში ეს ოპოზიცია იმდენად მრავალრიცხოვანი და ძლიერია, რომ თავადაც სერიოზულ ძალას წარმოადგენს: ცხადია, იტალიის კომუნისტურ პარტიას ვგულისხმობ. რა თქმა უნდა, დღეს ოპოზიციაში ასეთი მასშტაბის პარტიის არსებობა იტალიისა და მისი უსუსური დემოკრატიული ინსტიტუტების ხსნაა. იტალიის კომუნისტური პარტია სუფთა ადგილია ბინძურ სამყაროში, პატიოსანი – უნამუსოში, გონიერი – რეგვენებში, განათლებული – უბირთა შორის, ჰუმანისტური სივრცე კონსუმერიზმის მორევში. ამ ბოლო წლებში იტალიის კომუნისტურ პარტიას (ვგულისხმობ “მმართველების, უბრალო წევრებისა და ამომრჩევლების კომპაქტურ ერთიანობას”) და დანარჩენ იტალიას შორის ერთგვარი ორმხრივი ურთიერთობა დამყარდა. იტალიური კომუნისტური პარტია მართლა იზოლირებულ ქვეყნად, კუნძულად იქცა და სწორედ ამიტომ მას დღეს (ისე, როგორც არასდროს აქამდე) შეუძლია, მჭიდრო კავშირი ჰქონდეს რეალურ ხელისუფლებასთან: კორუმპირებულთან, გახრწნილთან, დეგრადირებულთან. ეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიურ ურთიერთობას უფრო ჰგავს. სინამდვილეში ეს ორი მორალი სრულიად შეუთავსებელია ერთმანეთთან, ზოგადადაც და კონკრეტულ გამოვლინებებშიც. სწორედ ამ საძირკველზე შეიძლება იმ რეალური “კომპრომისის” წარმოდგენა, რომელიც ალბათ სრული გახრწნისაგან იხსნიდა იტალიას: “კომპრომისი”, რომელიც სინამდვილეში ორი მოსაზღვრე ქვეყნის “მოკავშირეობა” იქნებოდა; უფრო სწორად, ორი ქვეყნისა, რომელთაგან ერთი მეორეში მდებარეობს. მაგრამ რაც კომუნისტურ პარტიაზე დადებითი ვთქვი, სწორედ ისაა მისი უარყოფითი მხარეც. ქვეყნის ორ ქვეყნად გახლეჩა, რომელთაგან ერთი კისრამდე ჩაფლულია ხრწნასა და დეგრადაციაში, მეორე კი სუფთაა და არაკომპრომეტირებული, მშვიდობისა და კონსტრუქციულობის საწინდარი ვერ იქნება. გარდა ამისა, ისეთ სივრცეში, როგორიც მე აღვწერე (ვფიქრობ, ობიექტურად), ქვეყანა ქვეყანაში, ოპოზიციაც ძალაუფლებასთან იდენტიფიცირდება, სხვაგვართან, მაგრამ მაინც ძალაუფლებასთან. შესაბამისად, ამგვარი ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურებიც ისევე იქცევიან, როგორც ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები. სხვაგვარად შეუძლებელიცაა. დღეს უკვე (და ეს უაღრესად დრამატულად ეხება თითოეულ ჩვენგანს) მათაც მიაკრეს ინტელექტუალს მათ მიერვე შეთითხნილი ფუნქცია და დანიშნულება. და თუ ინტელექტუალი ამ როლს – წმინდად მორალურსა და იდეოლოგიურს – არ შეასრულებს, აი ისიც (და ყველა რა ბედნიერია, როცა ამ სიტყვას ყვირის): მოღალატე! რატომ ხდება, რომ ოპოზიციის პოლიტიკური ფიგურები, თუ მათ აქვთ – და ალბათ აქვთ – მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც, არ ასახელებენ ნამდვილ დამნაშავეებს, ანუ პოლიტიკოსებს, სახელმწიფო გადატრიალებისა და ბოლო წლების შემზარავი ტერაქტების მომწყობებს? პასუხი მარტივია: ისინი იმიტომ არ ამბობენ სახელებს, რომ მიჯნავენ – ინტელექტუალისაგან განსხვავებით – პოლიტიკურ სიმართლეს პოლიტიკური ქმედებებისგან. და, მაშასადამე, ცხადია, ისინიც არასოდეს ჩაუგდებენ ხელთ მტკიცებულებებსა და სამხილებს ინტელექტუალს, რომელიც ხელისუფლების სამსახურში არ დგას: არც კი გაივლებენ ამას გონებაში, და ეს ჩვეულებრივი ამბავია, თუ კონკრეტულ ობიექტურ სიტუაციას გავითვალისწინებთ. ინტელექტუალმა უნდა განაგრძოს დაკისრებული მოვალეობის შესრულება და საკუთარი, კოდიფიცირებული საშუალებებით იმოქმედოს. კარგად ვიცი, ახლა იმის დრო არაა – ახლა, როცა იტალიის ისტორიაში სრულიად განსაკუთრებული მომენტი დგას – საჯაროდ გამოვუცხადო უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს. არც დიპლომატიური იქნება და არც მართებული. დიახ, დიპლომატიურობა და მართებულობა: უძლური ინტელექტუალი იძულებულია, სწორედ პოლიტიკის ამ კატეგორიებს ემსახუროს და არა – პოლიტიკურ სიმართლეს. და ვინაიდან დამნაშავეთა დასახელება არ შემიძლია, ვერ ვამბობ მათ სახელებს, ვისაც ბრალი მიუძღვის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერორისტულ აქტებში (სწორედ ამიტომ და არა ამის სანაცვლოდ) არ შემიძლია, საჯაროდ გამოვუცხადო ჩემი უსუსური, მაგრამ სრული უნდობლობა იტალიის მთელ პოლიტიკურ კლასს, საჯაროდ დავდო მას ბრალი. იმიტომ, რომ მე მწამს პოლიტიკის, მწამს დემოკრატიის ზოგადი პრინციპების, მწამს პარლამენტის, მწამს პარტიების. ცხადია, ჩემებურ, განსხვავებულ ჭრილში, რომელიც არსებითად კომუნისტურია. მზად ვარ, უკან წავიღო საკუთარი ბრალდება (მეტსაც გეტყვით, ერთი სული მაქვს, როდის გავაკეთებ ამას), თუკი ერთი პოლიტიკოსი მაინც – არა იმიტომ, რომ “საჭიროა”, ანუ “ამის დრო დადგა”, არამედ იმიტომ, რომ გადაწყვეტს, თავად შექმნას ასეთი შანსი – ხმამაღლა წარმოთქვამს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასა და ტერაქტებში დამნაშავეთა სახელებს, რომლებიც უეჭველად იცის, ისევე, როგორც მე; მაგრამ მას ხომ, ჩემგან განსხვავებით, შეუძლებელია, არ ჰქონდეს მტკიცებულებები, ან სამხილები მაინც. შესაძლებელია – თუ ამერიკა დაუშვებს ამას და ერთ მშვენიერ დღეს “დიპლომატიურად” გადაწყვიტს, სხვა დემოკრატიებსაც მისცეს იმის უფლება, რისი უფლებაც ამერიკულმა დემოკრატიამ მისცა საკუთარ თავს ნიქსონთან დაკავშირებით – ადრე თუ გვიან მაინც ითქვას დამნაშავეთა სახელები. და მაშინ გამოჩნდება, რომ ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ხელისუფლებასთან იყოფდნენ ძალაუფლების ბერკეტებს: ნაკლებად დამნაშავეები მეტად დამნაშავეებთან (და ისინი არაფრით იქნებიან მათ მიერ დასახელებულ დამნაშავეებზე უკეთესები). აი, ეს კი საბოლოო, ნამდვილი სახელმწიფო გადატრიალება იქნება.
Sokhumi Daily
Sokhumi · 4 weeks ago
რა უნდათ აფხაზებს?
1985 წელს, ბორჯომში ყოფნისას შევესწარი, პროფკავშირის საგზურით სოხუმიდან „დასასვენებლად“ ჩამოსული შუა ხნის აფხაზი ქალი რა გაცხარებით უმტკიცებდა ქართველ მამაკაცს: „Вы у нас отняли алфавит....вы всё у нас отняли!!!......" აფხაზეთიდან რომ ბორჯომში აგზავნიდნენ ადამიანებს „დასასვენებლად“ საბჭოთა პროფკავშირები, ეს კიდევ სხვა თემაა, მაგრამ აქ განსაკუთრებით საინტერესო სწორედ ეს ნარატივია: „ქართველებმა, ყველაფერთან ერთად, ანბანიც წაგვართვითო!“. თავიდან შეიძლება ვერც მიხვდე ადამიანი, რა „ანბანის წართმევას“ გულისხმობდა. ან შეიძლება გეგონოს, რომ (მათი აზრით) ჰქონდათ ანბანი, რომელიც ქართველებმა „წაართვეს“. მაგრამ..... თურმე ნუ იტყვით, რომელიმე სხვა ანბანს კი არ გულისხმობენ, არამედ სწორედ იმ ანბანს რომლითაც ახლა ვწერთ და კითხულობთ. როგორ? „რანაირად“? - სრულიად უსარგებლო კითხვებია: შიზოიდურ ანტიქართულ პარანოიას რაციონალური ახსნა არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, იოლი და „თავისდამამშვიდებელია“ ყველაფერი იმით ავხსნათ, რომ ეს მძვინვარე ანტიქართული ნარატივი აფხაზ ნაციონალისტებს (!).....„კრემლმა ჩაუნერგა“ კრემლი რომ იყენებს თავისი იმპერიული მიზნების განსახორციელებლად, ცხადია! მაგრამ „ჩაუნერგა“ მეტისმეტი გაპრიმიტივებაა - თუ ამ ეთნოსის და ქართულ-აფხაზური წინააღმდეგობის ისტორიას გადავხედავთ. საერთოდ, მენტალურად (ეს სწორედ მენტალური პრობლემაა), ძალიან ძნელია ადამიანებს შეასმინო, რომ ქართულ-აფხაზურ საუკუნოვან (!) წინააღმდეგობაში, აფხაზური საზოგადოების მძვინვარე ქართველოფობია, რასაც ისტორიული, სისტემური წინაპირობებია აქვს, პირველადია, ხოლო მისი „ინსტრუმენტალიზება“ მოსკოვის მიერ, მზაკვრული, ანტიქართული, იმპერიული, აგრესიული მიზნების განსახორციელებლად - მაინც მეორადი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე უნდა ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში „ქართული ნარატივი“ აფხაზეთის ისტორიის შესახებ არანაკლებ პრიმიტიული და შიზოიდურია. „...აფხაზები იყვნენ ქართველები....მაგრამ მერე მთიდან ჩამოსახლდნენ აფსუა ტომები და მიითვისეს ქართული ტომის (აფხაზების) ისტორია.....“ ამ ნარატივს ავითარებდნენ თვით ყველაზე „მაღალ ინტელექტუალებად“ მიჩნეული მოღვაწენი. მაგალითად აკაკი ბაქრაძე. ზუსტად ასე, სიტყვა სიტყვით, აღწერა მან აფხაზეთის ისტორია 1989 წლის მიტინგზე. ზვიად გამსახურდიამ კი, იმავე პერიოდში მიტინგზე განაცხადა: „ქრისტიანი აფხაზები იყვნენ ქართველები, ესენი კი აფსუები არიან....“ აქ მაინც ყველაზე საინტერესო ამ ორი ნარატივის აბსოლუტური შეუთავსებლობა და შეურიგებლობაა. ორივე მათგანი შედეგია „ნაციონალიზმის“ ეპოქისათვის დამახასიათებელი დისკურსის და შესაბამის წამოდგენათა ექსტრაპოლირებისა სრულიად სხვა ეპოქაზე. მაგალითად, იგივე „აფხაზთა და ქართველთა სამეფო“. აფხაზური სეპარატიზმის იდეოლოგები მას „აფხაზურ სახელმწიფოდ“ აცხადებენ. ხოლო ჩვენი ისტორიოგრაფია, ბუნებრივია „ქართულ სახელმწიფოდ“. არადა, შუა საუკუნეებში იდენტობა არ განისაზღვრებოდა ჩვენი ეპოქისათვის თვისებრივი „საზრისებითა თუ „კორელანტებით“. იმ ეპოქაში სულ სხვა კრიტერიუმები არსებობდა: „ტახტი“ („გვირგვინი“) ან რელიგია. იმ დროისათვის რელევანტური კითხვა იყო არა „რა ეროვნებისა ხარ?“, არამედ „რომელი ტახტის (გვირგვინისა) ხარ?“ ან „რა რწმენისა ხარ?“ . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . მხოლოდ დღევანდელ ანუ „გათანამედროვებულ“ დისკურსში აქვს მნიშვნელობა, რა ენაზე საუბრობდნენ იმ დროს ელიტები, რომელი ენა გამოიყენებოდა (პირობითად) სახელმწიფო, ანუ საქმისწარმოების ენად, რა ენაზე მიმდინარეობდა წირვა-ლოცვა....... რასაკვირველია, ჯერ ბერძნულად, ხოლო X საუკუნიდან - ქართულად. მაგრამ თანამედროვე ქართველთა წინაპრები, რომლებიც ჯერ „აფხაზეთის სამეფოში“, შემდეგ „აფხაზთა და ქართველთა სამეფოში“ ცხოვრობდნენ, ყოფითად საუბრობდნენ ქართულად ან მეგრულად, ხოლო თანამედროვე აფხაზთა წინაპრები - აფსუანურ (ადიღურ) ენაზე. მერედა რა - ამით? ელიტებისა და მასათა მიმართება ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა „დამწერლობა“, „საქმისწარმოება“, „წირვა-ლოცვის ენა“.... მხოლოდ ბევრად გვიან ხდება არსებითი - კლასიკური გაგებით „ნაციონალიზმისა“ და „ნაციონალური მშენებლობის“ ეპოქაში. ანუ, ჩვენს შემთხვევაში XIX საუკუნიდან, როდესაც სულმნათმა ილია ჭავჭავაძემ, ქართველ განმანათლებლებთან ერთად, „ქართველი ერის“, როგორც თანამედროვენაციონალური ერთობის „კონსტრუირება“ დაიწყო და ნებისმიერი ობიექტური, არაანგაჟირებული სპეციალისტი გეტყვით, რომ უკვე მაშინ ანუ XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე „შეეჯახა“ ეს მცდელობა - ასევე ახლადშობილი „აფხაზური ნაციონალიზმის“ წინააღმდეგობას. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . თუმცა დავუბრუნდეთ ისევ შუა საუკუნეებს: აფხაზებთან დისკუსიის დროს, მათთვის მუდმივად „ჩამჭრელი“ კითხვაა: თუკი „აფხაზთა სამეფო“ იმ გაგებით იყო „აფხაზური სახელმწიფო“, რასაც დღეს გულისხმობენ, მაშინ სად გაქრენ ის აფხაზები? აბა თითქოს როგორ შეიძლება და ხომ ეწინააღმდეგება ელემენტარულ საღ აზრს: თუკი აფხაზებმა შექმნეს „აფხაზური სახელმწიფო“, შემდეგ ეს სახელმწიფო ისე როგორ განვითარდა, რომ „სახელმწიფოთშემოქმედი ერი“ - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ (პირობითად) იდენტობის მატარებელი აღარ აღმოჩნდა სულ რაღაც 2 საუკუნის შემდეგ?! ამგვარი მაგალითი მსოფლიო ისტორიაში მოიძევება?......დიახ მოიძევება: მაკედონელები (დიდწილად არაბერძნული ეთნოსი) და მათი როლი საბერძნეთის ისტორიაში! საოცრად ჰგავს ქართულ-აფხაზურ ისტორიას. სხვათა შორის, არ არის შემთხვევითი, რომ დღეს, ჩვენს ეპოქაში, თანამედროვე საბერძნეთი, როგორც შეეძლო ისე ეწინააღმდეგებოდა სლავურ სახელმწიფო „მაკედონიას“, - ამ სახელით გაწევრებულიყო NATO-ში. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ჩვენ ყოველთვის ვერ ვაცნობიერებთ, რამდენად უნიკალური ფენომენია ქართველი ერი სწორედ იმ აზრით, რომ მან შეითავსა „ეგრთა“ და „სვანთა“ იდენტობა. შოტლანდიელები ან უელსელები „ბრიტანელები“ არიან, მაგრამ არა ინგლისელები! ევროპელისთვის ეს ძნელი გასაგებია და სწორედ ამიტომ იწვევს პროფესორ ჯორჯ ჰიუიტის მაგვართა ანტიქართულ ისტერიას. არ არის გამორიცხული, საქართველოს ისტორია რომ ნორმალურად გაგრძელებულიყო, აფსუა ანუ არაქართული ეთნოსი, დროთა განმავლობაში მართლაც ქცეულიყო „მეოთხე კომპონენტად“ ამ ერთობაში. ოღონდ განვითარების ეს ხაზი შეწყვიტეს იმ ისტორიულმა კატაკლიზმებმა, რაც XIII - XV საუკუნეებში განვითარდა ჩვენს რეგიონში: ჯერ მონღოლთა შემოსევამ და ძალიან ნიშანდობლივმა გადაწყვეტილებამ ერთიანი სამეფოს ორ (დასავლეთ და აღმოსავლეთ) ნაწილად გაყოფის შესახებ; შემდეგ, ნაწილობრივ, თემურ-ლენგის გამანადგურებელმა ლაშქრობებმა, ოსმალთა ექსპანსიამ და, რა თქმა უნდა, რუსეთის იმპერიამ - მისი „დანაწევრების“ სტრატეგიით. პეტერბურგი გეგმაზომიერად ცდილობდა „მეგრულ“ და „სვანურ“ ფენომენთა განცალკევებასაც ერთიანი ქართული მატრიციდან. მაგრამ ვერ მოახერხა. აფხაზებთან მიმართებაში კი მისი მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა. რატომ? იმიტომ, რომ აფხაზეთის შემთხვევაში არსებობდა ისტორიული წინაპირობა, რომელიც ჯერ კიდევ XVIს. ჩამოყალიბდა, როდესაც აფხაზეთი და მთელი დასავლეთ საქართველო ოსმალეთის იმპერიამ დაიპყრო, ხოლო აფხაზურმა ელიტებმა (მეზობელი სამეგრელოსგან და იმერეთისგან განსხვავებით) იმპერიისადმი „ლოიალობის“ ნიშნად დაგმეს ქრისტე და მიიღეს ისლამი. შემდეგ კი ფართოდ გაავრცელეს იგი აფხაზურ მასაში. იმ ეპოქაში კი, როგორც მოგახსენეთ, სწორედ რელიგია განსაზღვრავდა იდენტობას და არა ეთნიკური წარმომავლობა. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .. . . . . . . . . . . . . ზუსტად ამ „ლოიალობის“ წყალობით და ისლამის აღიარების გამო, აფხაზურმა ელიტებმა „მოირთეს ძალა ოსმალთა“ - აგრესიისათვის სამხრეთით და განახორციელეს მეგრული ეთნიკური ელემენტით დასახლებული რეგიონების ოკუპაცია ვიდრე მდინარე ენგურამდე. შემდგომ საუკუნეებში ამას მოჰყვა ეთნიკური იდენტობის ცვლილებაც; ანუ „მეგრელთა - გააფხაზება“: იმ აფხაზთა აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც დღეს, პირობითად თუ ვიტყვით, აფხაზად „იწერება“, თუმცა მეგრული გვარი აქვს და რომლის წინაპარმა (ხშირად მეხუთე-მეექვსე თაობამდე), აფხაზურის გარდა მართლა არც ერთი ენა არ იცოდა, ზუსტად იმ „გააფხაზებულთა“ შთამომავლები არიან! დღეს, მათი სახით, „XVI-XVII საუკუნე“, ოსმალთა იმპერია და მისი ერთგული, აგრესიული ჩაფარი - გამუსლიმებული აფხაზეთი გვიღრენენ იმავე სიძულვილით - ქრისტიან (ანუ ქართველ) ბავშვებს რომ იტაცებდნენ, ანაკლიაში მონათა ბაზრობაზე მიჰყავდათ და მერე სტამბულის ჰარემებში აბარებდნენ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . აქვე: ისტორიული პარადოქსია, რომ ამჟამად „აფხაზეთის ავტოკეფალიისთვის“ იბრძვიან და ამ გზით საერთაშორისო ლეგიტიმაციის მოპოვებას ცდილობენ სწორედ იმათი ეთნიკური და იდეოლოგიური შთამომავლები, ვინც (ისევ და ისევ მეზობელი სამეგრელოსგან განსხვავებით) XVI საუკუნიდან „ძალა მოირთო“ ქრისტეს გმობითა და ისლამის მიღებით. ახლა კი ჩვენზე დიდი და ჩვენზე ძველი ქრისტიანები ყოფილან თურმე - კონსტანტინეპოლშიც დარბიან და ათონის მთაზეც. XIX საუკუნეში, კავკასია რუსეთმა დაიპყრო. ბუნებრივია, მისი მთავარი მოწინააღმდეგის, ოსმალთა იმპერიის „ჩაფარ-საყრდენებს“ იგი აუცილებლად მოშლიდა. მოშალა კიდეც ეს საყრდენები და აფხაზ-ადიღეველები სამშობლოდან გააძევა. სწორედ მაშინ მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენა: აფხაზეთიდან 1870-იან წლებში თითქმის პირწმინდად გაძევებული აფსუა ეთნოსის არსებითი ნაწილი, 20-25 წლის შემდეგ, ესე იგი XX საუკუნის დამდეგს, აფხაზეთში დაბრუნდა, მაგრამ.....მათი თანაეთნოსელი ჩერქეზები „რატომღაც“ ვერ დაბრუნდნენ იქვე - სოჭის მიდამოებში. რატომ? ჩვენში ამას ბრიყვულად ხსნიან იმით, რომ თურმე მაშინ (1900-იანი წლების დამდეგს) იმპერია „წინასწარჭვრეტდა“ 90 წლის შემდეგ საქართველოში „ეროვნულ-განმათავისუფლებელი“ მოძრაობის დაწყებას და ანტიქართული მიზნით „შემოუშვა“ აქ აფსუები მაშინ, როდესაც „არ შემოუშვა“ ჩერქეზები ისტორიულ ჩერქეზეთში. ეს, რასაკვირველია, მითოლოგემაა - ანუ კვლავ და კვლავ „ისტორიული ექსტრაპოლაცია“. სინამდვილეში, მიზეზი ამ სხვაობისა ის იყო, რომ აფსუათა (მათ შორის ისტორიულად გააფხაზებულ მეგრელთა) აფხაზეთიდან გაძევების შემდეგ, ეს ტერიტორია დაიკავა სამეგრელოს მოსახლეობამ, რომელსაც პეტერბურგი ლოიალურად თვლიდა სწორედ ქრისტიანობის გამო. მაშასადამე, კულტურულად, ეთნიკურად, ყოფითად, ეს ტერიტორია მაინც „შეთავსებადი“ გახდა დაბრუნებულ მოჰაჯირებთან; სხვაგვარად თუ ვიტყვით, ისინი „ადაპტირებადნი“ იყვნენ კულტურულად მახლობელ გარემოში მაშინ, როდესაც სოჭის მიდამოებში იმპერიამ ჩერქეზებთან სრულიად „შეუთავსებელი“ და „არაადაპტირებადი“ გარემო შექმნა - კაზაკების ჩასახლებით. ამაზე ერთ რუს ისტორიკოსს დავიმოწმებ: „Возвращающимся Абхазам было выгодно прикидываться грузинами (мэгрелами), которых царская администрация считала лояльными". აფხაზები დღეს ძალიან ღიზიანდებიან, როცა „ფეისბუკ-ბატალიების“ დროს ეუბნები: სწორედ მეგრელებთან (ქართველებთან) კულტურულმა და ყოფითმა სიახლოვემ, მათთან ყოფითმა მსგავსებამ, „შეთავსებადობამ“ და „ადაპტირებადობამ“ გადაგარჩინათ, - დაგაბრუნათ აფხაზეთში, თორემ ისევე ვერ დაბრუნდებოდით, როგორც ჩერქეზები ვერ დაბრუნდნენო! სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი: ცარისტული ადმინისტრაცია შეცდომით (!) აღიქვამდა ამ ეთნიკურ ელემენტს „უძღები შვილის დაბრუნებად“, რომელიც ისეთივე ლოიალური იქნებოდა, როგორც ქართული, მეგრული ელემენტი. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . იმპერიისადმი „ლოიალურნი“ კი გახდნენ, მაგრამ სულ სხვა საფუძველზე: XX საუკუნის დასაწყისიდან, აფხაზურმა ელიტებმაც დაიწყეს „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესი. ისინი, რა თქმა უნდა, ითვალისწინებდნენ „მეზობელ“ საქართველოში ილია ჭავჭავაძის თაოსნობით დაწყებულ ანალოგიურ პროცესს და წარმატებით ეცადნენ იმპერიისთვის შეექმნათ ანტიქართული „ალტერნატივა“, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით: ახალ ეპოქაში უკვე აფხაზური ელიტები გახდნენ „ლოიალურნი“ იმპერიის მიმართ, ხოლო ამ ლოიალობის ნიშნად აღიარეს რუსული ენა, რომელიც ისეთივე „კორელანტი“ გახდა ამ მხრივ იმპერიული ლოიალობის და მისი ძალის მორთვისა (საქართველოს წინააღმდეგ), როგორც თავის დროზე ისლამი - ოსმალთა იმპერიის მიმართ. "Мы русскоязычные" (იგულისხმება: არალოიალური და ნაციონალისტი ქართველებისგან განსხვავებით) - იმ დროიდან მომდინარე უცდომელი ნარატივია! სინამდვილეში ეს „ლოიალობაც“, მძვინვარედ ნაციონალისტურ აფხაზურ ელიტებს, სჭირდებოდათ იმ პროცესთა „უკან შესაბრუნებლად“, რაც XIX საუკუნის ბოლოდან დაიწყო, ანუ აფხაზეთიდან ქართველების გამოსაძევებლად! ეს იყო მათი ისტორიული მიზანი. და სამწუხაროდ, 1980-იან წლების ბოლოდან, ქართული ელიტების თუ უპასუხისმგებლო პოლიტიკანების წყალობით, ამ მიზანს მიაღწიეს კიდეც, ანუ, აღისრულეს ისტორიული ოცნება - „გაეწმინდათ“ აფხაზეთი საერთოქართული იდენტობის მატარებელი ელემენტისგან, გაებატონებინათ ამ ტერიტორიაზე ის იდენტობა, რომელიც XIII-XVI საუკუნეთა ისტორიულ კატაკლიზმებში, უპირველესად ოსმალთა იმპერიაში, შემდეგ ცარისტულ ბატონობაში იღებს სათავეს. ამასთან, ანტიქართული „ნაცია-კონსტრუირების“ პროცესში და ახალი ეპოქის „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ შესაქმნელად, ძველი ეპოქის მათთვის ხელსაყრელ ინსტიტუტებსაც მისწვდნენ: მათ შორის „აფხაზთა სამეფოს“ და ქრისტიანობას, რომელიც თავად დაგმეს, როცა სხვა იმპერიისადმი ლოიალობის ნიშნად და მისი „ძალის მოსართავად“ ასე სჭირდებოდათ. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . რა ეშველება ამ ყველაფერს? არაფერი!!! ეს ორი „ეროვნულ-სახელმწიფოებრივი“ პროექტი იმდენად შეუთავსებელია, მათი რაიმე სახით ან ხარისხით „კონვერგენცია“ აბსოლუტურად შეუძლებელია. მით უმეტეს, იმ რეალობაში, რაც ჩამოყალიბდა 1988-1993 წლების „ეროვნულ-გამანადგურებელი“ მოძრაობისა და კატასტროფულ მარცხთა მთელი სერიის შემდეგ, როდესაც იმავე უტვინო და უპასუხისმგებლო პოლიტიკანთა „წყალობით“, ყველაფერი წავაგეთ, ყველაფერი დავკარგეთ, რისი დაკარგვაც შეიძლებოდა ან არ შეიძლებოდა - სამურზაყანოსა და 2008 წელს სამარცხვინოდ, უბრძოლველად ჩაბარებული კოდორის ჩათვლით. ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია და რაც ნამდვილად შეგვიძლია, მხოლოდ ისაა, რომ არავითარ შემთხვევაში არ ვცნოთ ამ ქართველოფობიური სეპარატისტული აპენდიქსის ე.წ. „დამოუკიდებლობა“; შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკება, მათ შორის ე.წ. „ჟენევის ფორმატში“, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ეთნოწმენდის შედეგად წარმოშობილი კვაზისახელმწიფოს „საერთაშორისო გაპრავებას“ ემსახურება; შეწყდეს ბრიყვული „ჰუმანიტარული“, სამედიცინო თუ საზღვრისპირა-სავაჭრო პროექტებით მძვინვარე ანტიქართული საზოგადოების „მოთაფვლის“ ფუჭი, მავნებლური მცდელობა მაშინ, როდესაც ეს საზოგადოება სუნთქავს და საზრდოობს საქართველოს სიძულვილით, - ეს სიძულვილი და შეურიგებლობა მისი არსებობის პირობა და იდენტობის განუყოფელი ნაწილია; და..........დაველოდოთ „ჩვენს“ ისტორიულ დროს. იმ იმედით, რომ მომავალ ეპოქაში მაინც აღმოგვაჩნდება საკმარისად პროფესიული, პასუხისმგებელი ელიტები, რომლებიც ადრინდელ საბედისწერო შეცდომებს არ გაიმეორებენ. წყარო: GHN.GE ავტორი: ნიკა იმნაიშვილი#აფხაზეთი #სოხუმი #ოკუპაცია #sokhumidaily
Elene Basilaia
Zugdidi · 1 day ago
8 იდეალური რჩევა ფოტოების გადასაღებლად
ფოტოგრაფია საკუთარი თავისა და ხედვების გამოსახატად საუკეთესო გზაა. თუმცა, კარგი კადრის დასაჭერად მხოლოდ ხარისხიანი კამერა არ კმარა. ამ სტატიაში 8 ხრიკს გთავაზობთ, რომელთა დახმარებით საინტერესო და ორიგინალური ფოტოების გადაღებას შეძლებ. 1. შეეცადე, კამერა უძრავად კამერის სწორად დაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი კარგი ხარისხის ფოტოების გადაღება გინდა. თუ აპარატი მუდმივად მოძრავ მდგომარეობაშია, კამერას ფოკუსირება უჭირს, საბოლოოდ კი ფოტო დაბურული გამოდის. სწორედ ამიტომ, სჯობს, შენი გადამღები მოწყობილობა ორივე ხელში მჭიდროდ მოათავსო ან შტატივი გამოიყენო. 2. გამოიყენე "მესამედის წესი", რომ ფოტო სიმეტრიული გამოვიდეს იმისათვის, რომ ფოტო მაქსიმალურად სიმეტრიული გამოვიდეს და კომპოზიციაც ჰარმონიული იყოს, ეს ხრიკი გამოიყენე: წარმოიდგინე ორი ვერტიკალური და ორი ჰორიზონტალური ხაზი, რომელიც ცხრა თანაბარი ზომის ოთხკუთხედს ქმნის. ზოგიერთი ფოტო იდეალური გამოდის თუ მთავარ ობიექტს ცენტრალურ კვადრატში მოაქცევთ, თუმცა, თუ ფოკუსს ცენტრისგან მარცხნივ ან მარჯვნივ, კვადრატების გადაკვეთის ადგილას გადაწევთ, ფოტო უფრო ესთეტიკური და სასიამოვნო აღსაქმელი იქნება. 3. შექმენი როცა ბუნების კადრებს იღებთ, სასურველია, ფოტოებზე სიღრმე იგრძნობოდეს, რაც დამთვალიერებელს აფიქრებინებს, რომ ამ სივრცეს ნამდვილად გაჰყურებს. ლანდშაფტების გადაღებისას თუ გსურს, რომ კადრში მთლიანი ხედი ჩაატიო, ამისთვის სასურველია, ფართე კუთხის ლინზას გამოიყენო. გარდა ამისა, თუკი წინა პლანზე ადამიანი ან რაიმე სხვა ობიექტი იქნება, ფოტოს უფრო მეტად დაეტყობა, რამდენად შორეული სივრცეა მასზე აღბეჭდილი. 4. შეარჩიე ნაკლებად ამბობენ, ჭეშმარიტება სიმარტივეშიაო. ამიტომ, როდესაც პორტრეტის ფოტოს იღებ, უმჯობესია, უკანა ფონი მარტივი, ნაკლებად გადატვირთული იყოს. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტია თუ არჩევანს ნეიტრალურ ფერებსა და მსუბუქ ტექსტურებზე შეაჩერებთ. სხვა შემთხვევაში, მაგალითად, შენობების ან ჭრელა-ჭრულა ფონზე მთავარი ობიექტი, შესაძლოა, მთლიანად ჩაიკარგოს. 5. იცოდი, რომ პანორამის გადაღების დროს შეგიძლია, მიმართულება და კუთხე შეცვალო? პანორამას ყველაზე ხშირად ჰორიზონტალური კადრისთვის იყენებენ, თუმცა, კამერის ამოტრიალებით ვერტიკალური ფოტოც შეგიძლია გადაიღო. ეს ხრიკი ძალიან გამოსადეგია თუ, მაგალითად, გინდა, ჩანჩქერი ან მაღალსართულიანი შენობა გადაიღო. 6. პორტრეტის გადასაღებად დაისი იდეალური დროა ფოტოს გადაღების დროს განათება ყველაზე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პორტრეტს იღებ და გინდა, რომ ლამაზი და თბილი კადრი გამოვიდეს. ამისთვის დაისი იდეალური დროა. ასე რომ, როდესაც მზის ჩასვლამდე ერთი საათი იქნება დარჩენილი, ფოტოაპარატი მოიმარჯვე და გადაღებას შეუდექი. 7. გამადიდებელი ლინზა შეგიძლია წყლის წვეთით მაკრო ლინზები ძალიან ძვირია, პატარა მწერების ან ყვავილების გადაღება კი სმარტფონით ნამდვილი განსაცდელია. სამწუხაროდ, კამერის მიახლოებით გადაღებული კადრი ხშირად არც თუ ისე კარგი ხარისხის გამოდის ხოლმე. შემდეგ ჯერზე, გირჩევ, სმარტფონის ლინზას წყალი ფრთხილად დააწვეთო. ამით არც შენს ტექნიკას შეექმნება საფრთხე და ფოტოც უფრო კარგი გამოვა #ხელოვნება
Nino Kakulia
Tbilisi · 1 week ago
"თარგმანში დაკარგულები"
ყველა სულს თავისი გზა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ეს გზა ბუნდოვანია. შინაგანი რუკის თეორია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ყოველი სული იწყება პატარა ნაპერწკლით და თანდათანობით ორნამენტად იქცევა, რომელიც თქვენი სულისთვის დიდი ხნით ადრე იყო არჩეული სანამ აქ აღმოჩნდებოდით - „თარგმანში დაკარგულების“ ყურებისას ეს სიტყვები ყველაზე საუცხოოდ და გამორჩეულად ჩამესმა ყურში და ჩემი აზრით, სწორედ ამ სიტყვებში ნაგულისხმევი პათოსია ფილმის მთავარი ლაიტმოტივიც, ვინაიდან მასში ასახული ორი მთავარი პერსონაჟის ძირითად გაურკვევლობასა და პრობლემას სწორედ გზააბნეულობა, არასწორ ადგილასა და არასწორ ადამიანთან ერთად ყოფნა წარმოადგენს. მდგომარეობას, როდესაც შენს მეუღლესთან ერთად ცხოვრობ, ან კიდევ როდესაც მოკლემეტრაჟიანი რეკლამის გადაღებისათვის მილიონობით დოლარს გიხდიან, შესაძლოა ადამიანები წარმატებასა და ბედნიერებას უწოდებდნენ, თუმცა „თარგმანში დაკარგულების“ მთავა რი გმირებისათვის ეს ასე არ არის. მათთვის რეალობაა ის, რომ ფულით ვერ იყიდი ბედნიერებას და ისიც რეალობაა, რომ შესაძლოა გერქვას ვიღაცის მეორე ნახევარი, მაგრამ იყო მარტო, სულიერად მარტო. ადამიანები სიყვარულს სულიერი თანაზიარების დროს, ორის ერთად გახდომის შემდეგ გრძნობენ და განიცდიან, რადგან მხოლოდ ფიზიკური თანაცხოვრება არაფერია იმ შეუცნობელთან, რომელსაც უფალი კაცობრიობისათვის იმეტებს. ფილმის რეჟისორმა, სოფია კოპოლამ, ორი მთავარი გმირის ცხოვრება ისე დაუკავშირა ერთმანეთს ამ ამოუხსნელი ურთიერთობის გაუშიფრავად, რომ მათი საშუალებით მაყურებელს დაანახა მთავარი - ისინი ერთმანეთს ავსებდნენ, მათ ერთმანეთთან ისეთი საერთო ნაწილი აკავშირებდათ, როგორც ოკეანეში მოცურავე თევზს, რომელსაც ჯანგბადი სჭირდება და უკიდეგანო სივრცეში მფრინავ ჩიტს, რომელსაც ასევე წყალი სწყურია საარსებოდ. ისინი შესაძლოა ერთად ვერ ცხოვრობდნენ, რადგან სხვადასხვა განზომილებებიდან არიან, თუმცა მათ ერთმანეთის რესურსი სჭირდებათ. სწორედ ასე იყო ფილმის მთავარი გმირების შემთხვევაშიც. ბობისა და შარლოტას ყოველდღიური რუტინა და მოჩვენებითი ღიმილი მანამდე გაგრძელდებოდა, ვიდრე ისინი ერთმანეთს არ დაინახავდნენ. ვფიქრობ, რომ მათ ვინც არ უნდა ენახათ ისედაც გაუფერულებულ და საქმეში გათქვეფილ ტოკიოში, სადაც ყველა ადამიანი თითქოს რაღაც მიზეზით ასრულებს თავის მოვალეობასა თუ საქმიანობას, ის ვერ მოხდებოდა, რაც მოხდა ამ ორი ადამიანის შემთხვევაში. უემოციობისა და უყურადღებობისაგან დაღლილი შარლოტა შესაძლოა ეძებდა სიახლეს, შესაძლოა მას უნდოდა მეტი ვიდრე იყო, შესაძლოა ეს უბრალოდ ქალურ თავნება ეგოიზმისთვისაც დაგვებრალებინა მისი მეუღლისადმი სიყვარულის მიღმა, თუმცა არა, მისი ყურადღების ბობზე გადატანის პირველივე მომენტიდან მათ ერთმანეთის ესმოდათ. მგონია, რომ ადამიანები სხვაში ხშირად ისეთ რამეს ეძებენ, რომელიც საერთო აქვთ და სწორედაც რომ ეს საერთო დაინახა შარლოტამ იმ შუახნის მამაკაცში, რომელსაც პირადი ცხოვრება დანგრეული ჰქონდა. ბობიც იმავე გასაჭირში იყო, რომელშიც შარლოტა. ჰყავდა მეუღლე, თუმცა მეუღლის ბავშვზე ყურადღების გადატანის გამო მას დაკარგული ჰქონდა ოჯახის შეგრძნება. ამ ფილმში ოჯახი სწორედ მოვალეობებისა და ვალდებულებების შერწყმად ჩანს, რომელსაც ცოცხალ სიყვარულთან საერთო არაფერი აქვს. ცოცხალთან, რადგან სულ რომ ნამდვილი იყოს იგი, დროთა განმავლობაში, სამწუხაროდ, თურმე ყველაფერს ეჩვევიან ადამიანები, თუ იმ ნიჭის ტარების უნარი არ აქვთ, რომელსაც სიყვარული ჰქვია. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ რაც უფრო, ნამდვილია, რაც უფრო ჭეშმარიტია ეს გრძნობა მით მეტად მარადიული და უსასრულოა. შეუძლებელია სიყვარულს რამე საერთო ჰქონდეს დასასრულთან. შესაძლოა სწორედ ამიტომ აპოვნინა ბედმა მათ ერთმანეთი. ფილმში თითქოს ყველაფერი მოჩვენებითი და ტყუილია, ამ ორი ადამიანის გარდა. ბობ ჰარისის რეკლამაში გადაღების სცენაშიც კი, რომელშიც ბობი სასმელს უწევს რეკომენდაციას, ჭიქაში ნამდვილი ალკოჰოლი არაა, არამედ იგი ჩაის სვამს და სთხოვენ, რომ ის ემოცია გადმოსცეს მისი შესმის შემდეგ, როგორსაც ტეკილა ან ვისკი იწვევს. ამ პატარა მაგალითმა კი ის დაგვანახა მაყურებელს, რომ ამ ორ ადამიანს ცხოვრება სწორედ იმ ემოციის გამოხატვას სთხოვდა ერთმანეთთან შეხვედრამდე, რასაც ვერ სინჯავდნენ და ვერ აგემოვნებდნენ. შუძლებელია სიტკბოება უწოდო იმას, რასაც ვერ ეხები და ვერ გრძნობ. იუმორით სავსე მსახიობი და ურთიერთობას მოკლებული ქალი საერთოს მალევე აღმოაჩენენ. შარლოტა უკვე აღარ ზის ფანჯარასთან მარტო და არ გადაჰყურებს ტოკიოს ხედს. ახლა მისთვის პრობლემას აღარ წარმოადგენს მეორე ნახევრის არ ყოფნა მთელი დღე. ბობიც, თავის მხრივ, მშვენივრად გრძნობს თავს შარლოტას გვერდით, დადიან ახალგაზრდულ წვეულებებზე, მღერიან კარაოკეს, თამაშობენ სათამაშო აპარატებზე და ეცნობიან ტოკიოს ქუჩებს. შარლოტას უმნიშვნელოდ ნატკენი ფეხის გამო ისინი დაიპყრობენ ტოკიოს სავადმყოფოს. ერთმანეთს მოუყვებიან თავიანთ სისუსტეებზე, მომავლის გეგმებსა და პირადულ ამბებზე. მათ რუტინას დამორჩილებულ ადამიანებში, შავ-თეთრ ფერებსა და უგემური საკვებით სავსე ადგილებში შეძლეს, რომ გაევლოთ იმ ობობის ქსელებში, რომლებიც ცხოვრებამ შეუქმნა. შარლოტასა და ბობის ყოველი დღე იწყება ერთმანეთთან შეხვედრით და მთავრდება ერთმანეთთან განშორებით, თუმცა ბობის ვიზიტი იაპონიაში იწურება. მათ სურთ ამ თემაზე საუბარი. უნდათ, რომ იტირონ და გული გადაუშალონ ერთმანეთს, მაგრამ ეს ისევე არ შეუძლიათ, როგორც ამ დაფარული სიყვარულის გამოვლენა, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ ბოლო ეპიზოდი ამხელს...ბობი შარლოტას პირისპირ ემშვიდობება, თუმცა მათ შორის არცერთი დასამშვიდობებელი სიტყვა არ ისმის..ეს წამი არ აძლევს მათ საშუალებას რომ იგი დაირღვეს..შარლოტა უთქმელად მიდის..მიდის და მიაქვს ყველა ის გაღვიძებული გრძნობა, რომელსაც კვლავ ძველებური განსაცდელი ელოდება, თუმცა სულმოუთქმელად მყოფ მაყურებელს კულმინაციურ ეპიზოდში რეჟისორი ასე გაუმხნევებლად არ ტოვებს. მანქანით მიმავალი ბობ ჰარისი შუა ქუჩაში გადმოდის და გზად მიმავალ შარლოტასთან მიიჩქარის. მათი ჩახუტებით შვება იგრძნობა. . . მიუხედავად იმისა, რომ მათ ცხოვრების სხვადასხვა გზა აქვთ ამ მოქმედებით ფილმმა შეაჯამა ყველაფერი. . მათ ერთმანეთი უყვარდათ, ერთადაც უნდოდათ, თუმცა არ შეძლოთ . . . ეს არ იყო რაიმე აკრძალვა, არც ვინმეს მოთხოვნა ან დაჟინება, უბრალოდ ორივემ იცოდა, რომ აქ და ასე ჰარმონიულად უნდა დასრულებულიყო ყველაფერი და განეგრძოთ იმ განსაცდელთან ბრძოლა, რასაც მანამდე უძლებდნენ . . ამჟამად უერთმანეთოდ, თუმცა გაძლიერებულები, დახშული ემოციებისაგან გამოთავისუფლებულები და დაიმედებულები, რომ სამყაროს ბოლოში მოიძებნება ადამინი, რომელიც გაგიგებს, რომელიც უთქმელად მიხვდება შენს სათქმელს და რომელსაც ეყვარები♥ #ახალიამბები
Mediamall
Tbilisi · 3 months ago
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი - გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში თქვენთვის
გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის! - ამის შესახებ დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, სახლში დარჩენა მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყვალას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...) ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისათვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვთ უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს, რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის). უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისათვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული) წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე. აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სირტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა! სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ) ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!“, -წერს დეკანოზი. მისივე თქმით, ეს არის მისი, როგორც ადამიანის, მღვდლის და მოქალაქის პირადი აზრი, რომელიც არ შეეძლო არ დაეფიქსირებინა. „ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია! გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!” - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.#დარჩისახლში #კორონავირუსი
Pirveliradio Ge
Tbilisi · 3 months ago
დარჩით სახლში, ჩვენ ვიდგებით ტაძარში მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის - დეკანოზი
დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე მოქალაქეების მიმართავს. დეკანოზი საზოგადოებას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ თვითიზოლაცია მნიშვნელოვანია, რადგან საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. „ვფიქრობ, აშკარად გამოიკვეთა, რომ დიდი მისია გვექნება შესასრულებელი. რა თქმა უნდა, ეს მისია ერგება ყველას, მაგრამ მას სჭირდება არა გულზე მჯიღის ცემა, არამედ დამშვიდება, დაფიქრება და მოცდა. გაიხსენე, ვინ ამტკიცებდა, რომ არ მიატოვებდა და უარყო. ფრთხილად! გაიხსენე, ვინ იყო, ვინც თითქოს საერთოდ არ იდგა უფლის გვერდით და ფარული მოწაფე აღმოჩნდა, რომელიც იმ მნიშვნელოვან „წამს“, საჭირო და მნიშვნელოვან დროს ელოდებოდა და უფალთან სწორედ მაშინ აღმოჩნდა, როდესაც ის ყველამ მიატოვა. ამიტომ ნუ ჩქარობ, ილოცე, იფიქრე, ელოდე და ის თავად გიჩვენებს, სად, როდის და როგორ სჭირდები ღმერთსა და მოყვასს! (საკეთებელი ბევრი იქნება...) ვფიქრობ, ამ რთულ რეალობაში არ არის კამათისა და საქმის გარჩევის დრო! ვფიქრობ, მორწმუნეების ის ნაწილიც გულწრფელია, ვისაც სწამს და სჯერა, რომ არც ერთი ნაბიჯი არ უნდა გადადგას უკან და მიაჩნია, რომ სწორედ ამით რჩება უფლის ერთგული. მეორენი კი ფიქრობენ, რომ თვითონ მზად არიან თავგანწირვისთვის, მაგრამ მათ მაინც არ აქვს უფლება, სხვის ნაცვლად გადაწყვიტონ ეს გმირობის აქტი და საფრთხის წინაშე დააყენონ მოყვასი. მჯერა და მწამს, რომ ორივე პოზიცია ღვთისა და მოყვასის მსახურების გულწრფელი სურვილიდან მომდინარეობს. ჭკუის დარიგების დრო არ არის, საჭიროა სწრაფი მოქმედება! პროგნოზებს არ გავაკეთებ, რადგან ვფიქრობ (ღმერთმა ქნას, შევცდე) სულ მალე რეალობა თავად გვიჩვენებს, დაგვაფიქრებს და შეგვაშფოთებს. ამიტომ, უპირველესად გასაკეთებელია არ ავჩქარდეთ (განცხადებებით, მოწოდებებით), გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, რადგან საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს - დარჩით სახლში! (არ ვგულისხმობ სასულიერო პირებს, რომელთაც ყველა შემთხვევაში მოგვიწევს მსახურება სულიერი თუ ხორციელი ყველა ადამიანისათვის). უწმინდესის საკვირაო ქადაგებაშიც გარკვევით იყო მითითებული, რომ რთული გზა გველის და ერთმანეთი არ უნდა მივატოვოთ. ამიტომ ვფიქრობ, ჩვენი მისია არა გულზე მჯიღის ცემა, შფოთვითა და ოხვრით თვითმკვლელობაა, არამედ სიტუაციის გართულების (რაც, ვფიქრობ, გარდაუვალია) პირობებში აღმოვჩნდეთ სწორედ იქ, სადაც უფლის მიერ მოწოდებული მისია მიგვანიშნებს, იქ, სადაც ღვთისა და მოყვასის მსახურების შესაძლოა ყველაზე სარისკო ზონებია! ამიტომ აუცილებელია, მივენდოთ უწმინდესის სიტყვებს - ვილოცოთ, ვიფიქროთ, დაველოდოთ ჩვენი მოქმედების დროს ღვთისა და მოყვასის თავგანწირვით მსახურებისთვის და უფალი აუცილებლად მოგვიხმობს! (ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რესურსი რომელიც ჩვენში ძალიან დიდია სწორად იქნას გამოყენებული) წირვა, ლოცვა, მარხვა და ზიარება სწორედ იმისთვისაა, რომ მოგვამზადოს ამ მსახურებისთვის და არა პირიქით, რომ არ ვიფიქროთ მოყვასის უსაფრთხოებაზე, არ გავუფრთხილდეთ მის სიცოცხლეს, არ ვიზრუნო მასზე და მხოლოდ ზიარება იყოს ჩვენი თვითმიზანი; ჩვენ ხომ იმიტომ დავდივართ ტაძარში, იმიტომ ვეზიარებით ქრისტეს სისხლსა და ხორცს, რომ ჩვენი მაცხოვარივით თავი დავდოთ მოყვასისათვის. ამიტომ, ვილოცოთ დაველოდოთ და მოვემზადოთ - მოყვასისათვის თავის დადების ჟამი მოგვიახლოვდა, ყველას გვერგება დავალება, ყველას ექნება თავისი მისია, მაგრამ ხმაურით, გულზე მჯიღის ცემით, ცრუ დაპირებებით შეიძლება მთავარი გამოგვრჩეს, გამოგვეპაროს, დავრჩეთ ტრაბახის ამარა და ავტირდეთ, ვითარცა თავი მოციქულთა პეტრე. აშკარაა, რომ მოყვასისათვის თავდადების დრო დგება და პირველად მივხვდი (შესაძლოა, ვცდები), როგორ შეიძლება გაბრწყინდეს (ამ სიტყვის ძალიან უბრალო გაგებით) საქართველო. დარწმუნებული ვარ, ჩვენ აღმოვჩნდებით მოწოდების სიმაღლეზე და ერთხელ და სამუდამოდ გავერთიანდებით ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის, განურჩევლად პარტიისა, ეროვნებისა და სხვა სოციალური სტატუსისა! სულ ვფიქრობდი, რას შეიძლება ჩვენს ირგვლივ გამეფებული საშინელი დაპირისპირება და პოლარიზება დაესრულებინა და სწორედ ახლა დადგა ეს დრო. ეს არის უდიდესი მისია, გავერთიანდეთ ღვთისა და მოყვასის მსახურებისთვის! (ვილოცოთ, მოვემზადოთ, დაველოდოთ) ნუ გაკითხავ საკუთარ თავს და ნურც მოყვასს, რომ მცირედ შეშინდი, დაიბენი ან სახლში ჩაიკეტე. ეს ბუნებრივია, და საჭიროც, ეს ზრუნვაა მოყვასზე და საკუთარ თავზე. მოციქულებიც ჩვენსავით იყვნენ მაცხოვრის ჯვარცმის შემდეგ. მთავარია იფიქრო, ელოდო, მოემზადო და ის დახშულ კარშიც შემოვა, მოგიწოდებს და შენს მისიას აღგასრულებინებს!. ესეც გაივლის! მთავარი არა ისაა ჯვართან დგახარ თუ არა ჯვარცმის დროს, არამედ ჯვარცმის მერე ჯვარცმულის გარეშე სიცოცხლე რომ აღარ შეგიძლია! გაუფრთხილდით თავს! დარჩით სახლში! ჩვენ ვიდგებით ტაძარში და ვიდგებით თქვენს და მათ მაგივრადაც, ვინც სახლიდან ლოცულობს ჩვენთვის!”, - წერს მამა გურამ ჭარელაშვილი.
Dato Taboridze
Tbilisi · 20 hours ago
კამიუ - აბსურდი და თვითმკვლელობა
როდესაც ვსაუბრობთ თვითმკვლელობის პრობლემაზე, ახალი დროის პირმშოს პირველი სწორედ ალბერ კამიუ ახსენდება. მეოცე საუკუნის ექსისტენციალიზმის სახე, გარდა იმისა, რომ ბრწყინვალე სტილით გამოირჩევა, საოცრად სწვდება თანამედროვე ადამიანური ბუნების წიაღისეულ პრობლემებს. მისი ტრიპტიხი, „უცხო“, „სიზიფის მითი“ და „კალიგულა“ ამის სრულიად ნათელი მაგალითებია. თავისთავად საოცარია კავშირი „უცხოსა“ და „სიზიფის მითს“ შორის, რისი დანახვაც ერთი შეხედვით რთულია, თუმცა აღმოჩენისთანავე ნათელი ხდება და გვაფიქრებს, თუ რაოდენ რეალური ხორცი შეიძლება შეისხას ფილოსოფიურმა ტრაქტატმა. ამ თემაზე საუბრისას ყველაზე ხშირად გამოყენებული ციტატა „სიზიფის მითის“ პირველივე სიტყვებს გადმოსცემს: „მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიური პრობლემა არსებობს: თვითმკვლელობა. გადაწყვიტო, ეს ცხოვრება ღირს თუ არა იმად, რომ ბოლომდე გალიო, იგივეა, რაც ძირითად ფილოსოფიურ კითხვას გასცეს პასუხი“. დანარჩენი მხოლოდ თამაშიაო, დასძენს შემდგომში. რა თქმა უნდა, საინტერესოა კამიუს ამგვარი დამოკიდებულება სუიციდის მიმართ. თავისთავად ნათელია, რომ კამიუსთვის საინტერესოა მხოლოდ ის, რაც უკავშირდება სიკვდილსა და სიცოცხლეს, დანარჩენი უმნიშვნელოა, სულ ერთია: „მნიშვნელოვან საკითხებში მე იმას ვგულისხმობ, რასაც შეიძლება სიკვდილი მოჰყვეს, ან სიცოცხლის წყურვილის გაათკეცება“. ძნელია არ დაეთანხმო გამოცდილებათა სემანტიკის ამგვარ კლასიფიკაციას - ყველაფერი უმნიშვნელოა, გარდა სიცოცხლისა. თუმცა საინტერესო ნიუანსი სწორედ ამ დებულების წინააღმდეგობით შემოდის, როდესაც ადამიანს უქრება მნიშვნელოვნობის განცდა სიცოცხლის მიმართ. ეს ტენდენცია თანამედროვე სამყაროში უფრო მეტადაა შესამჩნევი. ძველად, ამბობს კამიუ, თუნდაც გალილეოს მაგალითი რომ ავიღოთ, სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე იდეა. არანაირ ვიტალურ განსხვავებას არ იძლევა ის, სამყარო გეოცენტრულია და ჰელიოცენტრული, არც ონტოლოგიური არგუმენტისთვის მოუკლავს ვინმეს თავი. დედამიწაზე თუ არის რაიმე ღირებული, ესაა იდეა და თუ იდეაც კი არაა საკმარისი სუიციდისთვის, მაშ რა უბიძგებს ამდენ ადამიანს გადადგას ეს ნაბიჯი? იდეისთვის თავგანწირვა მხოლოდ ფანატიზმში გადასულ რელიგიურ აღმსარებლებს ძალუძთ, რომელთაც სურთ საკუთარ იდეალებს გაუყვნენ. ეს ფანატიზმი დადებითია და უარყოფითი - გაურკვეველია, მათ არ გააჩნიათ ჭეშმარიტება-მცდარობის კატეგორია. აბო თბილელის თავდადება ქრისტიანობისთვის იმდენადაა დადებითი, რამდენადაც იგი აღქმულია ქრისტიანის მიერ. ამდენად ეს დაშვებაც არაა საკმარისი სუიციდის აქტისკენ ნაბიჯის გადადგმის ასახსნელად. ჩვენ გვჭირდება ობიექტური საბაბი, რომელიც ვლინდება ყველაში, ობიექტური ტრანსცენდენტალიზმის მსგავსი სისტემით. ამას ეძიებს კამიუ და სწორედ აქ შემოჰყავს აბსურდის ცნებაც: „ისეც ხდება, რომ არსებული დეკორაციები ინგრევა. გაღვიძება, ტრამვაი, ოთხი საათი სამსახურში ან ქარხანაში, ჭამა, ტრამვაი, ოთხი სამუშაო საათი, ჭამა, ძილი და ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს ეს უცვლელი რიტმი მეორდება დროის უმეტეს ნაწილში. მხოლოდ ერთ დღეს გაისმის კითხვა რატომ? და ყველაფერი ამ გაკვირვებით შეფერადებული დაღლილობით იწყება. დაწყება მნიშვნელოვანია“. კამიუს ეს სიტყვები აჯამებს თანამედროვე ადამიანის ცხოვრებას. მონოტონური დღეები და ცხოვრებისგან მინიმუმის მიღებით დაკმაყოფილება ადამიანს აქცევს აბსურდულ არსებად. თვითონ აბსურდის ცნებასაც კამიუ განმარტავს, როგორც ურთიერთდაპირისპირების ერთ პრედიკატს. იგი ცალკე ერთ ცნებასთან მიმართებით არ არსებობს. ჩვენ ვერ მივაწერთ აბსურდულობას დანით შეიარაღებულ ადამიანს, სანამ მას არ დაემატება თავდასხმა თოფით შეიარაღებულ ადამიანზე. აბსურდის გრძნობა კი, როგორც სიცოცხლისეული ანუ უფრო მასშტაბური ფენომენი, შეინიშნება ადამიანსა და სამყაროს შორის კავშირში. ადამიანი სრულიად არარაობაა სამყაროს წინაშე. შემმეცნებელი არსება? არა, სამყარო თვითონ შეიმეცნებს მას, ადამიანი კი არაა ინფორმაციის მატარებელი არსება, არამედ პირიქით, ინფორმაცია ატარებს ადამიანს. ცოდნა უსასრულოა, ადამიანი კი სასრულზე უფრო სასრული არსება. კამიუ ძალიან მძაფრად აპელირებს ცოდნისა და ადამიანის კორელაციაზე და ამბობს, რომ ახალი ადამიანი ინფორმაციას ატარებს და არა ცოდნას. ცოდნა უფრო ინტიმური, თვითშემეცნებისა და თვითაღმოჩენის პროდუქტია, ხოლო ინფორმაცია საყოველთაოა, ყველასთვის ხელმისაწვდომია, თუმცა უსრული. ყველაზე განათლებულ ადამიანსაც კი რომ უთხრათ, რომ მას არა აქვს ძირეული ცოდნა, ყველანაირი თვალთმაქცობის გარეშე გიპასუხებთ, რომ მართალი ხართ. კამიუსთან აბსურდის გრძნობა იბადება მაშინ, როდესაც ადამიანი სამყაროს მიმართ აბსოლუტურად უსუსურად ცხადდება. ეს შედეგია ადამიანის უკვდავების იდეის მოსპობისა. როდესაც ადამიანი ხვდება, რომ მხოლოდ ის არსებობს, რაც რეალურადაა და არაფერი ტრანსცენდენტური აღარ გვეგულება, მას შიში იპყრობს - მართლაც, როდის შემიძლია ვთქვა დარწმუნებით, რომ მე ეს ვიცი - ვკითხულობთ „სიზიფეს მითში“ - მაგალითად, მე ვიცი, რომ ჩემი გული არსებობს, რადგან იგი შემიძლია შევიგრძნო; ასევეა სამყარო, რომელსაც ვეხები. ამის საფუძველზე შეიძლება ვამტკიცო, რომ არსებობს ორი რამ: - მე და გრძნობადი სამყარო. აქ ჩნდება ყველა ჩემი მეცნიერება, სხვა დანარჩენი გონების კონსტრუქციაა და მეტი არაფერი. იმ სამყაროში, რომელშიც ღმერთი მოკვდა, ძნელია დაეყრდნო გრძნობად სამყაროს, რომელიც არ გაძლევს არაფერს ისეთს, რომელიც ოდნავად მაინც შეედრება აღთქმულ მიწას, სამოთხეს ან რაიმე ამდაგვარს. კამიუ, ფაქტობრივად, საუბრობს ნიცშესა და დოსტოესვკის შემდგომი ყველა ადამიანის სახელით. მართლაც, რომელი ადამიანია კმაყოფილი საკუთარი ცხოვრებით. ცხოვრება, როგორც დეკორაცია, ოდესმე ჩამოიშლება და ადამიანი დარჩება საკუთარი აბსურდის წინაშე დაუცველი. აქ შემოდის აბსურდის ფილოსოფიაც, რომლის მანიფესტიცაა სიზიფის მითი, თვით სიზიფი, რომელიც ჩაბმულია ქვის გორვის მონოტონურ საქმეში. ქართულ ლიტერატურაში გავრცელებულია ფრაზეოლოგიზმი სიზიფეს ცოდვა, იგივე წყლის ნაყვა, რომელიც აღნიშნავს უშედეგო, უნაყოფო საქმეს, ქვას, რომელიც ყოველი აზიდვისას ისევ უკან გორდება. ასეთ საქმეს ადამიანი უნდა შეეშვას. მაგრამ რა ვქნათ, როცა ასეთი საქმეა მთელი ცხოვრება? როდესაც თვით სიცოცხლე გადაიქცევა სიზიფეს ცოდვად? უნდა დავასრულოთ თუ არა იგი? არაო, ამბობს კამიუ, მას უნდა შევეგუოთ. მართალია, ჩვენთან ერთად ჩვენივე აბსურდიც გაქრება, თუმცა ასეთი გაქრობა არ გვჭირდება. მეტიც, საერთოდ არ გვსურს მისი გაქრობა. ჩვენ გვსურს მასთან ადაპტირებული ცხოვრება. რაღაც გაგებით ეს სასარგებლოც კია: იგი არ გიშვებს მაღლა, იგი მიწაზე გაბამს და გახსენებს, რომ ყოველი შენი ქმედება აბსურდულია. ეს იგივე სოკრატეს ცოდვაა, რომელიც მთელი ცხოვრება აპელირებდა ცოდნის შეუძლებლობაზე. ის ფაქტი, რომ ერთადერთი ცოდნა არცოდნაა, სოკრატეს აქცევს აბსურდის ადამიანად და აყენებს მას სიზიფეს გვერდით აბსოლუტურად ლეგიტიმურ ილუსტრაციად. აბსურდის შეგუებას ორი შედეგი აქვს: გაძლიერებული ვნება და გულგრილობა. ეს უკანასკნელი კამიუს ბრწყინვალედ აქვს ილუსტრირებული თავის „უცხოში“, რომლის პირველივე სიტყვებიც კი შემზარავია და ამავდროულად უაღრესი აბსურდულობის, ინდიფერენტულობის გამოხატულება: „დღეს დედა გარდაიცვალა, ან იქნებ - გუშინ. რა ვიცი: მოხუცთა თავშესაფრიდან დეპეშა მივიღე: - „დედა გარდაიცვალა, დაკრძალვა ხვალ, ვიზიარებთ თქვენს მწუხარებას“. რას გაიგებ, იქნებ გუშინ მოკვდა“. ამას გარდა, მერსო, მთავარი პერსონაჟი, ხშირად გამოირჩევა გულგრილი რეპლიკებით: „სულ ერთია“ - პასუხობს იგი ყველას, მათ შორის რაიმონდს, რომელიც მეგობრობას სთავაზობს და მარის, რომელიც ცოლქმრობას სთავაზობს. ესაა უკიდურესი გამოხატულება გულგრილობისა, რადგან ორივე არის ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ასპექტი, როგორც არისტოტელემ განსაზღვრა, ადამიანი, ანუ zoon politikon, რომელიც არ მიილტვის ამგვარი ერთობისკენ, იგი ან ცხოველია ან ღმერთკაცი. მერსო ალბათ ეს უკანასკნელია. ბორხესის მიერ დადგენილ სიუჟეტურ მოტივთაგან ერთ-ერთი, როგორც ვიცით, სწორედ ღმერთის თვითმკვლელობაა. თვითმკვლელობის თემაც ზუსტად აქ ჩანს, კერძოდ, როდესაც მერსო სრულიად აბსურდულ სიტუაციაში ოთხჯერ გაისვრის და მოკლავს არაბს. ეს სუიციდის აქტია იმდენად, რამდენადაც მან იცოდა, რომ მკვლელობა სიკვდილით ისჯებოდა. ეს გადაწყვეტილება მან დამოუკიდებლად მიიღო. მთავარ შეკითხვას იგი მაინც პასუხგაუცემელს ტოვებს, როდესაც ციხის სიკვდილმისჯილთა საკანში საკუთარ თავთან საუბრისას თავისუფლებისადმი ნოსტალგია შემოაწვება და დაფიქრდება, როდესმე ხომ მაინც უნდა მომკვდარიყო, რა მნიშვნელობა აქვს, ახლა იქნებოდა ეს თუ ოცი წლის შემდეგ. თუმცა გაცდენილი ოცი წელი მაინც გულდასაწყვეტიაო, იტყვის ბოლოს.#feedcgrant @Feedc
Vide • ვიდე
Tbilisi · 2 weeks ago
ლიზი ბუდაღაშვილის შემოქმედება
ინტერვიუ ხელოვან ლიზი ბუდაღაშვილთან 1. როგორ გაატარეთ კარანტინი? ამ პროცესმა რა გავლენა იქონია თქვენზე და თქვენს შემოქმედებაზე? საქართველოში ჩამოსვლა ნაადრევად მომიწია. ამერიკაში ვსწავლობ, სტუდენტი ვარ და ვირუსის მასობრივი გავრცელების დროსაც იქ ვიყავი. ამერიკიდან ჩამოსვლის შემდეგ 2 კვირა სახლიდან გაუსვლელად გავატარე, თუმცა არც მერე იყო სახლის დატოვების შესაძლებლობა, მოგეხსენებათ და მაისამდე ძირითადად შინ ვიყავი. ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ ცოტა ხნით მაინც ასე მომიწევდა და თავიდანვე ვცდილობდი იზოლაციის დადებითი მხარეების წარმოდგენას. თეორიულად ბევრი ჰქონდა, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ გამართლდა. არაბუნებრივი პროცესია კარანტინი და შეუძლებელია, რაიმე არაბუნებრივმა კარგი გავლენა იქონიოს ადამიანის ფსიქიკაზე საერთო ჯამში. არაუშავდა თავიდან, ვხატავდი, ვკითხულობდი,ვწერდი, ონლაინ ლექციებს ვესწრებოდი. თუმცა, ნელ-ნელა არაჯანსაღი და ნაძალადევი გახდა ეს ყველაფერი. სრულ მარტოობაში გატარებული იზოლაცია კიდევ სხვაა, და ნამდვილად შეიძლება, გამოიწვიოს რევოლუციური ცვლილებები ადამიანში. მაგრამ სხვა მხრივ, ნაკლებად. კულინარიული მცდელობებიდან დაწყებული ყურების ჩემითვე გახვრეტით დამთავრებული - ყველაფერი ვცადე. და მაინც ჩემი გული გარეთ იწევდა, გაზაფხულისკენ. და არაფერი ახარებდა ისე, როგორც ფანჯრებიდან შეძლებისდაგვარად შემოსული ქუჩის მსუბუქი სუნი. როცა თავისუფლება იზღუდება, შთაგონების წყაროებიც უფრო მიუწვდომელი ჩანს. ჩამოსვლისას სავსე ვიყავი ნიუ-იორკის შთაბეჭდილებებით და კარანტინშივე გავაკეთე ნამუშევრების მცირე სერია, მიძღვნა ნიუ-იორკისთვის. რამდენიმეჯერ მოვისმინე, ხელოვანისთვის ყველაზე მარტივიაო კარანტინი, მაინც სულ შინ ზის და ქმნის. რაღაც მხრივ, შეიძლება, ჩაითვალოს სიმართლედ. მაგრამ ისიც მართალია, რომ ხელოვანი ყველაზე მეტად, მთელი არსებით განიცდის თავისუფლების თუნდაც მცირედით შეზღუდვას და ხალისი ეკარგება, რამდენადაც ხელოვნების მთავარი მამოძრავებელი ძალაა თავისუფლება. ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვარ. არ მინდა სხვების პირით ვისაუბრო. კარგი რაც მომიტანა კარანტინმა ის არის, რომ ხმაური შევიყვარე ისევ, მუდმივი მოძრაობა, აღარც ქალაქის მტვერი მაწუხებს, აღარც მანქანების გრუხუნი. მზად ვარ, ვისმინო გამუდმებით, ოღონდაც აი, ამ სიცოცხლესა და მოძრაობას ვგრძნობდე და ისეთი მკვდარი აღარ იყოს ყველაფერი. ახლა, როცა სიცოცხლის ხალისი ნელ-ნელა დაბრუნდა, მეც ისევ დავუბრუნდი ინტენსიურ მუშაობას და პარალელურად რამდენიმე ტილოზე ვმუშაობ,ვწერ ისევ . შემოქმედებაზე დატოვებულ გავლენას რაც შეეხება, სიმართლე გითხრათ, მე თავადაც ველოდი, რომ დატოვებდა კარანტინი გარკვეულ კვალს, თუმცა მაინცდამაინც ასე არ მოხდა. იმდენად სტატიკური იყო ყველა პროცესი, გავლენებიც შეჩერდა, ალბათ. ახლა უფრო ვგრძნობ მათ დაბრუნებას, ვიდრე იზოლაციაში. 2.ყველაზე მეტად რისი ხატვა მოგწონთ? გაქვთ თუ არა ფერი რომელსაც ყველა ნახატში იყენებთ? ადამიანების ხატვა მიყვარს განსაკუთრებით. ძალიან ცოტა მაქვს ისეთი კომპოზიცია, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს რაიმე სახით, იქნება ეს საკუთარი თავი, ვინმე სხვა პიროვნება, თუ წმინდად ჩემი გონების ნაყოფი. მე ვხატავ იმას, რაც მგონია, რომ გარკვეულ დონეზე მაქვს ნაგრძნობი და აქედან გამომდინარე, შემიძლია, გულწრფელი ვიყო. მოტყუება არ მჭირდება. ეს არის მიზეზი, და არა მაგალითად ის, რომ ადამიანი მიმაჩნია სამყაროს ერთადერთ ცენტრად. ფერს რაც შეეხება, სხვადასხვა ფერების ამოჩემება მჩვევია ხოლმე, თუმცა, მგონი ლურჯს მაინც ყველგან ვიყენებ. მრავლისმომცველი ფერია, დიდი სიღრმის მატარებელი და ემოციური დატვირთვის მქონე. 3. დღევანდელობაში არის თუ არა ხელოვნება მატერიალიზირებული? ( დაუშვათ მხატვრები ხატავენ შეკვეთით) ამაზე რას ფიქრობთ? ხელოვნება გარკვეული დოზით ყოველთვის იყო მატერიალიზებული.თუმცა გააჩნია, ხელოვანი ამაში განზრახ მონაწილეობს თუ ბუნებრივია ეს ყველაფერი. მთავარია, ნამუშევრის შექმნის მოტივი არ იყოს მატერიალისტური. სხვა მხრივ, ხელოვნების გარკვეული ჯანსაღი სახითა და დოზით მატერიალიზება ბუნებრივია. რეალურად რომ მივუდგეთ, სულ რომ არაფერი, შეძენა სჭირდება მასალებს. შეკვეთით ხატვას რაც შეეხება, არაფერი დამანკნინებელი შეკვეთით ხატვაში არ არის. დაკვეთებზე მუშაობითაც უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას იღებს მხატვარი, რაც იმას ნიშნავს, რომ შრომა არ იკარგება მატერიალური სარგებლის ამოწურვასთან ერთად. 4.თქვენ როგორც ხელოვანი რომელ საუკუნეში იცხოვრებდით? ვუდი ალენის ფილმში „შუაღამე პარიზში“ არის ნახსენები, რა დროშიც არ უნდა დავიბადოთ, მაინც სხვა დროში ცხოვრებას ვნატრობთო. ხშირად ვფიქრობ ხოლმე და ზოგჯერ ძალიან მართალია. მე 2000 წელს დავიბადე, საუკუნეების გასაყარზე, თუმცა სიამოვნებით ვიცხოვრებდი მეცხრამეტე, ან მეოცე საუკუნეში, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ მონაკვეთში. მეცხრამეტე საუკუნის იმ პერიოდში, როცა პარიზი იყო მხატვრობის კერა, ყველა იქ იკრიბებოდა: მოდილიანი, პიკასო, სუტინი, უტრილო, ტულუზ-ლოტრეკი. არამარტო მხატვრობის, მუსიკის ახალი საფეხურიც იყო (ერიკ სატი, დებიუსი), ცხოვრებას ბოჰემური სუნი ჰქონდა და ხელოვნება ყვაოდა. ანდაც, მეოცე საუკუნის დასაწყისში, როცა გერმანული ექსპრესიონიზმი ღვივდებოდა; როცა კლიმტი, შილე, კოკოშკა მოღვაწეობდნენ. მიჭირს გამორჩევა, გაუმაძღარია ადამიანის ბუნება და ამ მესამე სურვილსაც დავამატებ. მეოცე საუკუნის მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდის ნიუ-იორკშიც ვიცხოვრებდი. სწორედ იმ დროს, როცა ნიუ-იორკის სკოლა ჩამოყალიბდა, რომლის წევრებიც იყვნენ ვილემ დე კუნინგი, ჯექსონ პოლოკი, მარკ როთკო, ფრანც კლაინი და ბევრი სხვა გენიოსი. 5.რომელ მხატვართან გექნებოდათ დიალოგი? ერთი კონკრეტული მხატვრის ამორჩევა ძალიან მერთულება. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულვარ, გავესაუბრებოდი ფრიდა კალოს, როგორც მხატვარს, როგორც ქალ მხატვარს, და როგორც უბრალოდ ძლიერი, თვითმყოფადი ქალის ეტალონს. გავესაუბრებოდი ეგონ შილეს, თუმცა იმდენად ყველაფერი მოაცებს მისი, იმდენად დიადია, ალბათ კონკრეტულად არაფერს ვკითხავდი. მოვისმენდი უბრალოდ ყველაფერს, რასაც მეტყოდა. ჟან-მიშელ ბასკიასთანაც ვისაუბრებდი. მგონია, მასთან ყველაზე მეტად გამიადვილდებოდა საუბარი, რამდენადაც დროში ყველაზე ახლოა. 6.რას ისურვებდით ხელოვნებისთვის დღევანდელობაში? ფსევდო-ხელოვნებისა და ფსევდო-ხელოვანების გაუჩინარებას ვისურვებდი. თვითონ ხელოვნებას მოკვდავისაგან კეთილი სურვილები არ სჭირდება, ის იმდენად დიადი, თვითმყოფადი და უკვდავია.#ხელოვნება #არტი
AstroGeorgia
Tbilisi · 1 week ago
მაგიის რაობა და მისი ყოველდღიურობა
მეგობებო, ხშირად საზოგადოებაში ცნება „მაგიის“ მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა ხოლმე და, ერთ-ერთი მეტად გავრცელებული კი, მაგიის მიმართ შიში გახლავთ. მაგია, როგორც ასეთი, სინამდვილეში, არის სიცოცხლის ჩვეულებრივი პრინციპი, ისეთივე, როგორიც კოსმოსში გრავიტაციაა, როგორიც რადიოსიხშირეა და უამრავი კიდევ საზოგადოებისთვის სხვა ცნობილი ბუნების კანონი თუ თავისებურება... საქმე ისაა, რომ ადამიანის მოქმედების სტრუქტურა შედგება სისტემატიზებული ერთი მთლიანი სქემისგან, რომელ სქემაშიც გონება, ემოცია და სხეული მონაწილეობს, ხოლო ამ სამ ჰიპოსტასს შორის დამაკავშირებელ სიხშირულ „ძაფს“ ჰქვია სწორედ მაგია... სქემატურად, თუ თანმიმდევრობას მივყვებით, იდეა - იბადება გონებაში, ამ იდეას მოქმედების აღმძრავი მუხტით - ასაზრდოებს სურვილი, ემოციური სივრცე ადამიანისა, ხოლო იდეა, ნასაზრდოები ემოციით (სურვილით), ეს უკვე მაგიაა, რომელ პროგრამასაც ან თავად ახორციელებს ადამიანი ფიზიკურ სივრცეში, ან, თუ აცნობიერებს, რომ ეს პროგრამა თავისი ფიზიკური ძალისხმევის გარეშე მხოლოდ მენტალური და ემოციური ვიბრაციებით უნდა აღსრულდეს მატერიალურ გარემოში, უკვე მაგიურ ქმედებასთან გვაქვს საქმე... ანუ, გამოდის, რომ მაგი, ამ შემთხვევაში, გახლავთ გაცნობიერებული პიროვნება, რომელმაც იცის, როგორ მუშაობს სამყაროს კანონები და რა პრინციპებზეა აგებული იგი... აქ უკვე ვაწყდებით გაცნობიერებული ადამიანის პასუხისმგებლობასაც, თუმცა პასუხისმგებლობა ნებისმიერ ადამიანს გააჩნია, რომლის გათვალისწინებითაც განგება მას პასუხს თხოვს ყოველი მისი განხორციელებული მოქმედებისათვის... ისევე, როგორც ცეცხლსასროლი იარაღის შენახვასა და ტარებას, ავტომობილისა და თვითმფრინავის მართვას ცოდნა და კანონით მინიჭებული დოკუმენტური უფლება ესაჭიროება, ზუსტად ამგვარად, გაცნობიერებულ პიროვნებას, მაგს, მაგიის დეტალური ცოდნა და მისი გამოყენების უფლება ესაჭიროება, რომელიც, სამოქალაქო უფლებებისგან განსხვავებით, მას სასულიერო უფლების სახით მიენიჭება ხოლმე ე. წ. ხელდასხმის, ინიციაციის გარკევულ საფეხურზე... ჩვენ აგრეთვე ვიცით უამრავი ე. წ. სასწაულთმოქმედი, „წმინდანი“, რომლებიც, ზოგნი საბრძოლო მაგიური მოღვაწეობით არიან ცნობილნი, ზოგნი კი სამკურნალო მაგიური მოღვაწეობით, მაგალითად, წმინდა გიორგი და წმინდა ნიკოლოზი ქრტისტიანულ მართლმადიდებელ ეკლესიაში... ისევე, როგორც საკუთარი ეგოცენტრული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვეულებრივი სამოქალაქო მოქმედებები იზღუდება კანონით, რათა შენი მოქმედებით სხვისი უფლება არ შეილახოს, ასევე იკრძალება მაგიურ სამყაროში პირადი ეგოცენტრული მიზნებით ხელმძღვანელობა, ხოლო ამგვარის არსებობის შემთხვევაში, პასუხი საკმაოდ მკაცრად მოეთხოვება „მაგს“... კიდევ ერთი მიმართულებით მინდა აღვნიშნო მაგიის ყოველდღიურობა ჩვენს რეალობაში: ეს გახლავთ ე. წ. „ჯადო“. ჯადო - ეს გახლავთ სწორედ ზემოთხსენებული სქემით სტრუქტურირებული კონკრეტული ენერგოინფორმაციული პროგრამა, რომელიც აღსრულების პროცესს მყარ მატერიალურ სივრცეში ავლენს თავისი წინასწარგანსაზღვრული პროგრამის მიხედვით შედეგებად... ე. წ. „ჯადო“ - შეიძლება იყოს შეგნებულად სტრუქტურირებული პროგრამაც და, აგრეთვე, გაუცნობიერებლად შექმნილიც. ჩვენ ახლა გაუცნობიერებლად შექმნილ ამ ენერგოინფორმაციული პროგრამის რაობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, რათა საზოგადოებაში გარკვეული იყოს, თუ საიდან მომდინარეობს ის არასასურველი თუ სასურველი შედეგები, რომლებსაც მიზეზად სწორედ გაუცნობიერებელი, „შემთხვევით“ სტრუქტურირებული ენერგოინფორმაციული პროგრამა განაპირობებს... საქმე ის გახლავთ, რომ ყველასათვის კარგად ცნობილი ტერმინის - „ბედისწერის“ წარმომავლობა და შინაარსი, სწორედ მწერლობა გახლავთ ბედისა, რომლის ავტორიც თავად ადამიანია მისი ნების ან პასიურობიდან გამომდინარე, ან აქტივობიდან გამომდინარე... ნების პასიურობა, ანუ ინიციატივისა და სურვილის, მიზანმიმართულობის სიხშირული ნომინალის სიმცირე იწვევს უკვე არსებული და სხვათა მიერ სტრუქტურირებული პროგრამების გავლენაში მეტად ყოფნას და საკუთარი ბედის სხვათა მიერ მწერლობას, ხოლო ნების სიძლიერის შემთხვევაში, თქვენი ბედისწერის ლოგიკური მიმდინარეობა მეტადაა განპირობებული სწორედ თქვენს მიერ გაუცნობიერებლად შექმნილი პროგრამით. თუ კარგად დავაკვირდებით და გავაანალიზებთ ხოლმე ვითარებას, რომელიც ჩვენთვის სასურველი, ან არასასურველია, მივხვდებით, სხვისი ნების გავლენითაა პროვოცირებული თუ ჩვენივე ნებით... მიზეზებში წვდომა კი, ეს უკვე სწორად დიაგნოსტირებული და გაანალიზებული მოვლენაა, რომლის გამოსასწორებლად ჩვენ უკვე ინფორმაციულად შეიარაღებულნი ვართ... რეზუმეს სახით, შეიძლება ითქვას, რომ მაგია - ეს ჩვენი ყოფის ყოველდღიურობაა და არავითარი მასში ან ბნელი ან ნათელი ძალები არ მონაწილეობენ, თუ ჩვენ თავად არ ჩავრიეთ... ასე რომ, მეგობრებო, ამიერიდან უკვე ვუწყით, თუ რა არის მაგია და როგორ შეიძლება გამოვიყენოთ სიცოცხლის ეს ელემენტარული პრინციპი და, უკვე ვიცით, რომ არც ბუა და არც ხიხია არ ზის მაგიაში, რადგანაც ეს სამყაროსი და ადამიანის 3 ჰიპოსტასის - გონებრივი, ემოციური და სხეულებრივი ყოფის ერთობლიობაა...