ხიხანის ციხე ანუ ძლიერი აჭარა

0
კიდევ ერთი აჭარის ყველაზე გამორჩეული ციხე-სიმაგრე ხიხანის ციხეა. თამამად შეიძლება ითქვას, აჭარის ყველაზე ლამაზი ადგილი და აჭარის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი.
ხიხანის ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა მეცნიერთა უმეტესობა ფიქრობს, რომ ის X-XIII საუკუნეებშია აშენებული. ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ისტორიული დოკუმენტებში ხიხანის ციხის მშენებლობის დასრულებაში დიდი ადგილი უკავია აბუსერისძე ტბელის მეუღლეს ბაგულას, ასევე ხალხში არსებული ლეგენდები, რომლებიც ხიხანის ციხის აგებას თამარ მეფეს მიაწერენ. XI-XVI საუკუნეებში ხიხანის ციხე აჭარის ერისთავთერისთავ აბუსერისძეთა მთავარ რეზიდენცია იყო. შემდგომში მას ოსმალები დაეუფლნენ. 1815 წელს ხიხანის ციხეში იყო გამაგრებული ოსმალთა წინააღმდეგ მებრძოლი სელიმ ხიმშიაშვილი.
სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილმა ისარგებლა ახალციხის ფაშის შერიფ-ბეგის პოლიტიკურად მარეობით ფაშობა წაართვა, ბოლოს ისე გათამდა რომ სულთანს ურჩობაც კი შეჰკადრა. განრისხებულმა სულთანმა წაართვა ფაშობა და სიკვდილი მიუსაჯა. 1815 წელს გამოგზავნა მაჰმუდ-ფაშა მისი სიკვდილით დასასჯელად. ეს რომ სელიმმა გაიგო 400 კაცი შეიყვანა ხირხათის ციხეში, თან ერთი წლის სამყოფი საგზალიც შეიტანა და კარები შეიკეტა, მაჰმუდ-ფაშამ 12000 კაცისაგან შემდგარი ჯარი მიაყენა ხირხათის ციხეს და მის ძირში დაბანკდა. ორი თვის განმავლობაში იმის ცდაში იყო როგორმე ხელში ჩაეგდო სელიმ-ბეგი, მაგრამ ციხეს ვერასგზით მიუდგა. ამასობაში სელიმმა სულთანს კაცი გაუგზავნა: "შენთან მოვიდე, ყველაფერი მოგახსენო და თუ მტყუანი ვიყო მაშინვე მომკალიო". მაგრამ სანამ სულთანის პასუხი მოვიდოდა სელიმის საუბედუროდ ციხე შიგნიდან გატყდა. მის ბაირაღთარს ვერცხლის მოყვარეობამ სძლია, მაჰმუდის მიერ მოსყიდული იქნა და ციხის კარების გასაღები მისცა... სელიმი ციხიდან გამოიყვანეს და სანამ თავს მოჰკვეთდნენ სამი დღე-ღამე არ აძინეს, რომ თავის მოკვეთისას ტანჯვა არ ეგრძნო.. ბოლოს ნახეს ერთი არტანუჯელი სომეხი , მისცეს ათი ოქრო და იმანც მოჰკვეთა თავი სოფელ ბაკოს ზემოთ, სწორედ იმ ადგილას რომელსაც "სერი-ყანა" ჰქვიან. მერე ეს სომეხი სელიმის შვილს უნახავს და მოუკლავს. ამ აჭარელი გმირის სიკვდილის შემდეგ 2 სთ.-ც არ გასულიყო რომ სულთნის ფირმანიც მოსულა: " თუ დაიჭირეთ სელიმი ცოცხალი მომგვარეო ". მაჰმუდ-ფაშამ ამის მაგიერ სელიმის თავი, სულთანს ჩაუტანა სტამბოლში, როგორც ტროფეი. სულთანს ძალიან ეწყინა და ჰკითხა: '" ფირმანი რა უყავიო". სიკვდილის შემდეგ მოვიდაო _ რაკი ასეთი კაცის დაფასება არ გცოდნია და არ დაგნანია, აღარც მე მეცოდებიო". და ბრძანა მისთვის თავი მოეკვეთათ. სელიმის თავი სტამბოლშია დაკრძალული და ქების წარწერაც აქვს მის საფლავის ქვასაო
ციხე არის გამორჩეული მდებარებითა და არქიტექტურით.
ეწვიეთ აჭარას. ეწვიეთ ხიხანის ციხეს
#გააჟღერე
Feedc
#guide
#ხიხანისციხე
#აჭარა
#ისტორია
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
#ხელოვნება
0