კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლი, სოფი გრეგუარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140183 კანადის პრემიერ-მინისტრის, ჯასტინ ტრუდოს ცოლი, სოფი გრეგუარი ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - აღნიშნულ ინფორმაცია ტრუდოს მეუღლემ, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა. "მინდა რომ სიახლეები გაგაცნოთ: თავს ბევრად უკეთ ვგრძნობ, ჩემი ექიმისგან გავიგე, რომ გამოვჯანმრთელდი. მთელი გულით მსურს მადლობა გადაგიხადოთ მათ, ვინც დამიკავშირდით კარგი სურვილებით. ასევე, ყველას, ვინც ახლა ებრძვის [ვირუსს], ჩემს სიყვარულს ვუგზავნი. გამოწვევებით სავსე დროა. ვიცი, არ არის ადვილი მარტო ყოფნა - სოციალური არსებები ვართ, მათ შორის მეც! თუმცა, ფიზიკური დისტანციის გაზრდის გამო, ემოციური დისტანციაც არ უნდა გავზარდოთ. სოციალური ქსელებიდან უბრალო მობილურ ტელეფონამდე, ძალიან ბევრი გზა არსებობს, რომ ვიყოთ ერთმანეთთან კავშირზე და გავიღრმავოთ ურთიერთობები, სანამ განცალკევებულები ვართ", - წერს სოფი გრეგუარი. ცნობისთვის, სოფო გრეგუარს ახალი კორონავირუსი 12 მარტს დაუდასტურდა. მას შემდეგ, რაც მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები გამოუვლინდა, კანადის პრემიერ-მინისტრი თვითოზოლაციაში გადავიდა.
0