თავიდან ვიღებდით უფრო მსუბუქ პაციენტებს, ახლა კი, უკვე შედარებით დამძიმდა - ინფექციონისტი

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140184 თავიდან ვიღებდით უფრო მსუბუქ პაციენტებს, ვინაიდან იყო კონტროლი, ხდებოდა საზღვრებიდან მათი გადმოყვანა და შეიძლება საერთოდ არ ჰქონოდათ მათ სიმპტომი, უბრალოდ ჰქონოდათ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი და ამიტომ ხდებოდა მათი გაკონტროლება და ნაცხის აღება, ახლა კი, უკვე შედარებით დამძიმდა - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ექიმმა, ინფექციონისტმა რეზი მეჭურჭლიშვილმა „გიორგი თარგამაძის ფორმულაში“ განაცხადა. „ამჟამად გვყავს 29 პაციენტი, დანარჩენი 17 გამოჯანმრთელდა და ისინი გავწერეთ თვითიზოლაციაში. რაც შეეხება ტენდენციას, თავიდან ვიღებდით უფრო მსუბუქ პაციენტებს, ვინაიდან იყო კონტროლი, ხდებოდა საზღვრებიდან მათი გადმოყვანა და შეიძლება საერთოდ არ ჰქონოდათ მათ სიმპტომი, უბრალოდ ჰქონოდათ ეპიდემიოლოგიური ანამნეზი და ამიტომ ხდებოდა მათი გაკონტროლება და ნაცხის აღება, ახლა კი, უკვე შედარებით დამძიმდა. უფრო მძიმე პაციენტების მიღება ხდება. ჩვენი 29 პაციენტიდან 4-ის მდგომარეობა არის საშუალოზე მძიმე. თუმცა ჯამში, ამ პაციენტების მდგომარეობა არის სტაბილური და იმედი გვაქვს, რომ გაუმჯობესებისკენ მალე წავა“, - აღნიშნა რეზი მეჭურჭლიშვილმა. ცნობისთვის, ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული. კარანტინის რეჟიმში 4876 მოქალაქეა, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 264. ჯერჯერობით, ვირუსისგან მხოლოდ 18 პაციენტი განიკურნა.
0