კვლევის მიხედვით აშშ-ში ვირუსით გარდაცვალება პიკს 15აპრილს მიაღწევს, ივლისის შუაში ნულამდე დავა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140186 ვაშინგტონის უნივერსიტეტის ჯანდაცვის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტის (IHME) მოდელირების თანახმად, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების ზრდაა ნავარაუდევი, 15 აპრილს კი მათი პროგნოზით ვირუსი 2 271 ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. გარდაცვალების მაჩვენებელი ზრდას 18 აპრილიდან დაიწყებს, როცა დღეში 2 200 ადამიანის გარდაცვალებაა ნავარაუდევი. 30 აპრილისთვის ფატალური შემთხვევების რაოდენობა დღეში 1 478-მდე დაიკლებს, 15 მაისისთვის 675-მდე, 30 მაისისთვის კი 231-მდე. IHME-ს პროგნოზით, 16 ივლისს კორონავირუსით გარდაცვალების ახალი შემთხვევა აშშ-ში არ აღირიცხება. საბოლოო ჯამში, ინსტიტუტი ვარაუდობს, რომ ახალი კორონავირუსი აშშ-ში 4 აგვისტოსთვის 82 141 ადამიანს შეიწირავს.
0