სალომე ზურაბიშვილი - ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების ახალ ფაზაში შედის
656 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

ქვეყანა კორონავირუსის გავრცელების ახალ ფაზაში შედის, რომელიც შესაძლოა ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან მდებარე გამშვები პუნქტის მონახულებისას განაცხადა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ უწყებასა, რომლებიც ერთობლივად და ორგანიზებულად მუშაობენ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში.

,,ყველას ერთმანეთის მიმართ ბევრად უფრო მეტი სიფრთხილე დაგვჭირდება, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ, რადგან შესაძლოა, სახელმწიფომ ყველაფერი გააკეთოს, მაგრამ საკმარისია ერთმა ადამიანმა დაარღვიოს სიფრთხილის ნორმები და ამას ძალიან მძიმე შედეგი ჰქონდეს. მე დღეს აქ მოსვლით, უპირველესად, მინდოდა მადლობის გადახდა იმ ადამიანებისათვის, ვინც ჩვენთვის იბრძვიან და ასევე, გამეფრთხილებინა ყველა — ჩვენ ეხლა ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებთ, როცა ყველანი შემართებით და სიფრთხილით უნდა ვიყოთ და ვიცოდეთ, რომ ჩვენ ყველა ვართ პასუხისმგებელი ერთმანეთის ჯანმრთელობაზე", — განაცხადა ზურაბიშვილმა.

#კორონავირუსი #პრეზიდენტი #სალომეზურაბიშვილი #დარჩისახლში #tbilisidaily
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
6
Write a comment