16 წლის TikTok-ერმა ერთ წელში 4 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

0
თანამედროვე სამყაროში, სადაც ციფრული მარკეტინგი ბიზნესის განუყოფელი ნაწილია, სიციალურმა ქსელებმა იმაზე დიდი მნიშვნელობა შეიძინა, ვიდრე ამას თუნდაც 5 წლის წინ წარმოვიდგენდით. ამ პლატფორმების, აპლიკაციების განვითარებასთან ერთად, გაჩნდა ე.წ ინფლუენსერების ტრენდი - ადამიანების, რომლებიც ქმნიან სხვადასხვა სახის კონტენტს და მას მილიონობით გამომწერს უზიარებენ. ინფლუენსერების გარკვეულმა ნაწილმა, სხვადასხვა კომპანიებთან თანამშრომლობით, მილიონობით დოლარს გამომუშავებაც შეძლეს. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული აპლიკაცია -TikTok კი გახდა პლატფორმა, რომელმაც თინეიჯერი მილიონერი ინფლუენსერების არსებობა განაპირობა. “თაობა Z”-ის საყვარელმა აპლიკაციამ უკანასკნელ ერთ წელში განსაკუთრებით დიდი პოპულარობა მოიპოვა. სულ ცოტა ხნის წინ კი ყველაზე ავტორიტეტულმა ბიზნეს გამოცემა Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებად ტიკტოკერებს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
Charli D'Amelio ყველაზე მაღალანაზღაურებად ტიკტოკერებში ყველაზე უმცროსიც არის. 16 წლის მოზარდის ამგარიშზე ერთ წელში გამომუშავებული 4 მილიონი დოლარია. ჩარლი ტიკტოკზე პირველად 2019 წლის ივნისში გამოჩნდა. მისი ცეკვის ვიდეო მალევე გავირუსდა და რამდენიმე დღეში ის ერთუ ჩვეულებრივი მოზარდიდან ინტერნეტ ვარსკვლავად იქცა. მალევე, ჩარლი მომღერალმა Bebe Rexha-მ ბრუკლინში, Jonas Brothers-ის ტურნეს ფარგლებში გამართულ საკონცერტო შოუზე მიიწვია. ჩარლი Bebe Rexha-სთან ერთად გამოჩნდა სცენაზე თავისი საცეკცაო ნომრით.
ამის შემდეგ, Charli D'Amelio-მ მშობლიური კონექტიკუტი დატოვა და ლოს ანჯელესში გადავიდა. ის გამოჩნდა პარიზის მოდის კვირეულის მიწვეულ სტუმრებს შორისაც. კვირეულის მსვლელობის დროს ის მუდამ პრესის ყურადღების ცენტრში იყო.
ჩარლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის ჯიმი ფელონმაც მიიწვია თავის შოუში.
აღსანიშნავია, რომ სარეიტინგი სიაში მას თავისი და 19 წლის Dixie D'Amelio მოსდევს, რომელმაც ერთ წელში 2.9 მილიონი გამოიმუშავა. დები თაბამშრომლობენ სხვადასხვა მსხვილ კომპანიასთან, ჩბდებიან რეკლამებში და ხელს აწერენ სხვადასხვა ექსკლუზიურ კონტრაქტს.
მაისში ჩარლი 16 წლის გახდა. იუბილეს მან საკუთარი ბრენდირებული ჰუდების გამოშვება დაამთხვია - ლიმიტირებული ჰუდების ფასი 60 დოლარი იყო.
როგორც ყველაზე პოპულარული ინფლუენსერების მაგალითმა არაერთხელ გვიჩვენა, არ არის გამორიცხული, რომ სამომავლოდ ჩარლიმ რომელიმე პროდუქტის საკუთარი ხაზიც წარადგინოს და კაპიტალიც მნიშვნელოვნად გაზარდოს.
#სოციალურიქსელი
#ტიკტოკი
#tiktok
#forbes
0