დავით ჯაბიძე გმირი, რომელიც არ უნდა დავივიწყოთ!

0
1941 წლის 14 აგვისტო. ლენინგრადიდან მოსკოვისკენ მიმავალი რკინიგზის პატარა სადგური მშინსკაია. ომის ქაოსით გამოწვეულ საცობში დგანან ეშელონები. ერთში ლენინგრადიდან ევაკუაციაში მიმავალი 800 ბავშვია. ამ დროს მოფრინდნენ Junkers -ები და დაიწყეს სადგურის დაბომბვა. პირველ შემოვლაზე ეშელონს აცდა ბომბი, მაგრამ ერთი Junkers მეორე ვირაჟზე წავიდა და აშკარა იყო აღარ ააცდენდა. ამ დროს საიდანღაც მოფრინდა პატარა Як -ი და თავგანწირულად შეება მტერს და ის Junkers ჩამოაგდო, დანარჩენები გაიქცნენ. ბავშვები გადარჩნენ. Як-ის პილოტი გახლდათ ქართველი მფრინავი დავით ჯაბიძე
0