საქართველოს 54 მოქალაქე, რომელიც გუშინ სტამბოლში დააბრუნეს, სამშობლოში ორი ავტობუსით დაბრუნდება

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140197 საქართველოს 54 მოქალაქე, რომელსაც გუშინ საქართველოსკენ გადაადგილების უფლება არ მისცეს და უკან, სტამბოლში დააბრუნეს, საქართველოში ორი ავტობუსით დაბრუნდება. მგზავრების ინფორმაციით, ისინი ორ ნაწილად გაყვეს და თითო ავტობუსში 28 ადამიანზე მეტს არ უშვებენ. მათივე თქმით, აქსარაის ავტოსადგურში სამედიცინო პერსონალსაც ელოდებიან, რომ ისინი ადგილზევე შეამოწმონ. მგზავრებისთვის ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად რომელ საათზე შეძლებენ ისინი საქართველოში გამომგზავრებას. შეგახსენებთ, რომ სტამბოლიდან საქართველოს მიმართულებით მოძრავი ავტობუსი, რომელშიც ქვეყნის 54 მოქალაქე იმყოფება, გუშინ, თურქი სამართალდამცავების გადაწყვეტილებით, უკან დააბრუნეს. მათ ღამე ავტობუსში გაათენეს. მგზავრობის შეზღუდვის მიზეზი დოკუმენტის არქონა გახდა, რის გამოც, ავტობუსს პოლიციამ გადაადგილების უფლება არ მისცა. თურქი სამართალდამცავების თქმით, გადაადგილების ნებართვის დოკუმენტი მძღოლებს სტამბოლში უნდა აეღოთ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ტურისტულ კომპანიას პრობლემა თურქეთში დაწესებული შიდა გადაადგილების შეზღუდვიდან გამომდინარე შეექმნა. წყარო:"ინტერპრესნიუსი"
0