გიორგი გახარაი - კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის დაინფიცირების წარმომავლობა ვერ დგინდება
59 Views
Mediamall
Tbilisi · 6 months ago

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის დაინფიცირების წარმომავლობა ვერ დგინდება.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ინფიცირების ზრდა არის შემაშფოთებელი.

„უკვე გვაქვს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გყვავს 18 გამოჯანმრთელებული დინამიკა ინფიცრებულების ზრდის არის შემაშფოთებელი. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომლის წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯოვოთ, არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24-საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით ჩვენს საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

#გახარია #საქართველო #კორონავირუსი
Mediamall
Tbilisi · 6 months ago
5
Write a comment