ცესკო ჰაკერების მიერ ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების ფაქტს ეხმაურება
1802 Views
Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago

მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით - ჰაკერების მიერ 4,9 მილიონზე მეტი ამომრჩევლის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების თაობაზე, ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები, რადიკალურად განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის პორტალზე განთავსებული ამომრჩეველთა სიის მონაცემებისგან.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პორტალზე დაახლოებით 3,5 მილიონი ამომრჩევლის შესახებ ინფორმაციაა მოცემული, რომელშიც არ შედის ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ; ამასთან, ცესკოს, ამომრჩეველთა სიის ფორმირების მიზნებისთვის, არ გადმოეცემა და შესაბამისად ამომრჩეველთა მონაცემების ბაზაში არც ფლობს ინფორმაციას ამომრჩევლის მამის სახელის, ტელეფონის ნომერისა თუ პირადობის მოწმობის ნომერის შესახებ.

,,ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ვაცხადებთ, რომ ჰაკერულ საიტზე გამოქვენებულია ინფორმაცია, რომელსაც ცესკო არ ამუშავებს და ამასთან, მონაცემთა ბაზა, როგორც მონაცემებით ისე ფორმატით და ბაზის სტრუქტურით განსხვავდება საარჩევნო ადმინისტრაციის ხელთ არსებული ინფორმაციისგან. დამატებით აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპისთვის ცესკოში კიბერ ინციდენტი არ გამოვლენილა და ამასთან, გადამოწმებამ აჩვენა, რომ ჰაკერულ საიტზე განთავსებული პირადი ნომრები და მისამართები არ ემთხვევა ცესკოს ამომრჩეველთა ბაზის მონაცემებს,” - წერია განცხადებაში.

#ცესკო #ამომრჩეველთასია #პერსონალურიმონაცემები #tbilisidaily

y


Tbilisi Daily
Tbilisi · 6 months ago
9
Write a comment