თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წვლილი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში

0
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ COVID 19-ის გავრცელების პრევენციის ფონდში უნივერსიტეტმა საკუთარი შემოსავლებიდან ერთი მილიონი ლარი გადარიცხა. , , COVID-19-თან ბრძოლაში მობილიზებულები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები. ისინი აქტიურ მონაწილეობას იღებენ კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებში: მუშაობენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში, „რესპუბლიკურ საავადმყოფოში“, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში, კლინიკა ჯერარსში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში - 112, მორიგეობენ საკარანტინო ზონებში, უფასო სადილის გამცემ მუნიციპალურ სასადილოებში და ა.შ” - აღნიშნულია განცხადებაში. გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინიციატივით, მომავალი კვირიდან ამოქმედდება უფასო დისტანციური კონსულტაციის სერვისი, რისი საშუალებითაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორები უერთდებიან კამპანიას
#დარჩისახლში
და მოქალაქეებს დაეხმარებიან ჯანმრთელობასთან მოგვარებაში.
#კორონავირუსი
#თსსუ
#დარჩისახლში
#tbilisidaily
0