6 votes
0 comments
0 shares
Save
61 views
Ana Guchmazovi
Kutaisi · 3 months ago

დეიდაჩემმა მთხოვა ნეკროლოგი დაგეწერა შენს თავზე დეიდაო😄😄😄🤦‍♀️

ხოდა ვიწყებ❗

პირველრიგში მადლობა ყველა გულით მომლოცველს❤ გაგახაროთ ღმერთმა.

ჩემზე რაც შემიძლია გითხრათ 2️⃣7️⃣წლის გავხდი და პატარაც აღარ ვარ🙈🤦‍♀️ბევრი სიხარული,სიყვარული,ღიმილი...

ბევრიც შეცდომები და ტკივილები კიდეც გავეცი და კიდეც მივიღე🤦‍♀️🤷‍♀️ ყველაფერი ხდება🤪#მერერა🙈

მიყვარხართ და საჯარო პირობას ვდებ,რომ მხოლოდ ბედნიერს მიხილავთ აწ და მარადის😉🥰


Ana Guchmazovi
Kutaisi · 3 months ago
Similar Posts
თამთა დიდებაშვილი
Tbilisi · 2 months ago
გსმენიათ ამბავი ჯიუტ მოხუცებულზე, რომელიც ცოცხალი თავით არ მიდის ექიმთან, მიუხედავად იმისა რომ გული აწუხებს? ის ყოვედღიურად გარჯასა და შრომაშია მამლის პირველივე ყივილზე დგება და მუხლჩაუხრელად მუშაობს მზის ჩასვლამდე, თუმცაღა უკვე მოგახსენეთ, რომ გული აწუხებს. შრომობს რადგან ფიქრობს ესაა საჭირო, რადგან მის გარშემომყოფებს სარჩო არ მოაკლდეს, ფიქრობს ეს მიზეზი კმარა გულის მუდმივი ტკივილის უგულებელსაყოფად. ის არ ჩერდება და რადგანაც ავადაა, მუდმივად შეჭმუხნული შუბლით დაიარება. ის სარგებლიანია გარშემომყოფთათვის, მაგრამ საკუთარი ჯანმრთელობა უყურადღებოდ აქვს მიგდებული, ამიტომაც მუდმივად შეწუხებული და წარბებშეყრილია და მისი შრომა, მიუხედავად მატერიალური სარგებლიანობისა, ბედნიერებას არ ანიჭებს ადამიანებს, რადგან მან საკუთარი თავი გადადო და რასაც აკეთებს, იმით ვერ იღებს ბედნიერებას, რადგან უკვე აღვნიშნე, რომ გული აწუხებს. ერთხელაც, ვხედავ, ჩვეულებრივ შეწუხებული სახით, გადაღლილი მობანცალებს ყანიდან. უცაბედად, არსაიდან გამოვხტი და შევძახე: _ეი, მოხუცო, ბატონო მოხუცებულო (თუ რა ჯანდაბაც უნდა უწოდო, მისი სახელიც არ ვიცი) შეჩერდი! შეჩერდი-მეთქი ერთი წამით, საით მიგეჩქარება ასე გამალებით, რამდენჯერაც თვალს მოგკრავ, სულ სადღაც მიგეჩქარება-თქო. მოხუცი შედგა, წარბები კიდევ უფრო შეყარა და მიპასუხა: _რაღა სად მიმეჩქარება? ათასობით საქმე მაქვს გასაკეთებელი და უამრავი საზრუნავი მაქვსო, მზის ჩასვლამდე მოსასწრები. _გამოდის საჭირო ყოფილხარ მოხუცო, ფრიად სასარგებლო, დამსახურებული მუშაკი, ალბათ გიხარია-მეთქი. (გახარებულს ნამდვილად არ ჰგავდა, წარბებშეყრილი, გაღიზიანებული შემომცქეროდა და გულზე ჰქონდა ცალი ხელი მიჭერილი, რადგან უკვე ათასჯერ მოგახსენეთ, რომ გული აწუხებდა) _რას მიქვიაო სიხარული, ასეაო საჭირო და ასე ვაკეთებო. _ვატყობ გული გაწუხებს მოხუცო, ერთ დღესაც ვეღარ გაუძლებს და მოგინელებს-მეთქი და შენი სარგებელიც მტვერივით გაქრება, ჰაერში გაიფანტება, ვითომც არასოდეს ყოფილა, შენ კი ვინ იცის მატლების საკბილო შეიქნე-მეთქი. გამოვტრიალდი და მდინარის პირას ჩავიცუცქე და რაც მდინარეში ვიხილე... შემზარა! _ თავად ვიყავი ის მოხუცებული! და მე მივხვდი, რომ პირველად ცხოვრებაში საკუთარ თავს დაველაპარაკე, პირველად ცხოვრებაში საკუთარი თავის მდგომარეობით დავინტერესდი, პირველად ცხოვრებაში საკუთარი თავი შევიბრალე და პირველად ცხოვრებაში მინდოდა ბედნიერი ყოფილიყო მოხუცებული. ეს მოხდა ცხრაასი ათწლეულის წინ, მე კი დღეს აქ ვარ, სარკით ხელში მოვსულვარ თქვენთან და მინდა, რომ ჩაიხედოთ ამ სარკეში და დაინახოთ, თქვენი მოხუცებული, დაინახოთ, როგორ ფუსფუსებს ის ყოველდღიურად, მიუხედავად იმისა, რომ გული აწუხებს, დაინახოთ, თუ როგორ ტანჯავს მას შინაგანი ტკივილები და როგორ არ იმჩნევს ამას, დაინახოთ, რომ ის მარტოა, რომ მას და მის გულს თქვენი ყურადღება აკლია, რომ თქვენ თქვენივე თავი მიგიტოვებიათ და ყოველდღიურ აურზაურში ჩართულხართ, სინამდვილეში კი ძალიან გაწუხებთ გული, სინამდვილეში ეს ყველაფერი თქვენ არ გაბედნიერებთ, სინამდვილეში ეს არავის აბედნიერებს. ეს ყველაფერი თქვენ არ განიჭებთ ბედნიერებას, რადგან გული გაწუხებთ, საკუთარი თავის მიტოვებულობა გაწუხებთ, საკუთარი თავის უსიყვარულობა გაწუხებთ და ის ორგანოებს აგიჯანყებთ ხოლმე, რომ როგორმე ყურადღება მიაქციოთ, თქვენ კი ყანაში მიგიჩქარიათ და უგულებელყოფთ საკუთარი სხეულისა და სულის განგაშებს. ჩაიხედეთ სარკეში და მოუსმინეთ საკუთარ თავს, ყურადღება მიაქციეთ, შეიყვარეთ, გულში ჩაიკარით, უთხარით, რომ ყველაფრის მიუხედავად ის დიდებულია, ის სიცოცხლის გამოვლინებაა და იმსახურებს სიყვარულს. ხელი ჩაჰკიდეთ, დრო გამოუყავით, მისი ბავშვური სურვილები აასრულეთ, ნაყინი უყიდეთ ან ამაღლებულ ბორდიულზე ახტომის და იქ სიარულის უფლება მიეცით, აღმოაჩინეთ ამ მოხუცებულში, პატარა, თქვენგან მიტოვებული ბავშვი, რომელსაც თქვენი ყურადღება და სიყვარული სჭირდება და ნუ დაუგდებთ ყურს მოხუცის გაჯიუტებას და სასწრაფოდ უმკურნალეთ, რადგან მისი დაავადება მასაც და გარშემომყოფებსაც უბედურს ხდის და ვერანაირად ვერ არის სარგებლიანი უბედური ადამიანი. და თუ ჩემი არ გჯერათ, მოიძიეთ საყვარელი ადამიანი, მაგალითად დედა და დაეკითხეთ: _ ძვირფასო დედა, მე არ მეპარება ეჭვი შენს მიერ ჩემს სიყვარულში, ამიტომაც მიპასუხე, რომელი გაგაბედნიერებს? ის, რომ წარმატებული ვიყო, კარგი ვიყო, ცნობილი ვიყო, პატივსაცემი ვიყო, სასარგებლო ვიყო, თუ ის, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყო, იმით, რომ ამ ქვეყანაზე მომავლინეო? ყველა დედის პასუხი იქნება, ბედნიერი იყავი! რადგან ერთადერთი რითაც სასარგებლო ხარ, რითაც წარმატებული ხარ, რითაც ღირებული ხარ და რითაც გარშემომყოფებს ახარებ ისაა, რომ ბედნიერი იყო, რადგან სიყვარული არ ეძიებს თავისას, რადგან სიყვარული უანგაროა, სიყვარული თავის თავში ატარებს უნარს გახადოს საყვარელი ადამიანი ბედნიერი და არაფერი სხვა. ამიტომაც ყური დაუგდეთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ საკუთარი თავი და თქვენ გახდებით ყველაზე ღირებულიც, სასარგებლოც, ყველაზე სასიხარულო სტუმარიც და ყველაზე ძვირფასი მასწავლებელიც. შენ ხარ ღირებული, შენ ხარ სასარგებლო, შენ ხარ ბედნიერი, შენ აბედნიერებ, შენ გიყვარს, შენ უყვარხარ, შენ სამყარო ხარ, შენ თავად ხარ შემოქმედი, როდესაც საკუთარ თავს მოიძიებ და შეიყვარებ. შენ თავად ხარ სიყვარული, მხოლოდ უნდა მოიძიო, გადაჩხრიკო, ყველა სარკეში ჩაიხედო და ყველა ანარეკლს გადაეხვიო, ყველა შენს წარსულ ქმედებასა და აზრს დაუმეგობრდე და აღარ დატოვო მარტო საკუთარი მოხუცებული, შენ ვალდებული ხარ საკუთარი თავი შეიყვარო, რადგან უკვე მილიონჯერ ვთქვი, რომ გული გაწუხებს : )
აკუნა მატატა
Tbilisi · 3 months ago
ნიკა კვესელავას პოეზია
ო ლა ლა ჩვენ გიჟები,ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, მაპატიე,მორალი ღმერთი ქაღალდისაა! დედამიწა ხაზივით, ცოდვილების საშოა, დედამიწა პაზლია, ბავშვის სათამაშოა. ბრბოს ხმა - ურა კრებითი, ფრაგმენტებად,კადრებად ერთხელ გამოკვებითაც არა,არ გეკადრები არა,არ გეკადრები. არა,არ გეკადრები. უსარგებლო მადლია, დაშრეს არქიპელაგი, ჩემი ძვლები ჯართივით მიწის ქვემოთ ელაგოს. გამო, გამომაფხიზლე, შენგან გადმომათრიე, დაუფიცარს გაფიცებ, ადრინდელზე, ადრეა. სული თითქოს მორგია, ხორცი მიწის მოვალე, ცოცხალ მკვდრებიც გჯობივართ ჩვენ გიჟები,ო ლა ლა. აჰა,შენი სათავე, ჭეშმარიტი,დეკადა, ალბათ დამასაფლავეს, თორემ დამირეკავდი. ცოტა რამეს მკითხავდი, ცოტას წაგიკითხავდი, პირგამშრალი,სვენებით, ვიცი, რომ არ გეძინოს იცი გამიხსენებდი. წრეზე ბრუნავს ეს ეზო, სახლი უსმენს ბეთჰოვენს, მხოლოდ ქრისტემ ვერ შეძლო ქრისტესავით ეცხოვრა. მთვარის შუქზე, წითურო, მაგ საწოლზე სატინის, შიშვლდები რომ გიყუროს, ღამემ როგორ გატკინა. თავზე რომ არ ფიქრობდნენ ვესტიბულიზაციას, მოაცილებს მიკრობი(თ) მზე რომ ქვრება მაციებს. ფეხზე კარი მოვიბი, არაფერი არ გქვიათ, ეს სიცოცხლე მოვიგე, სოხუმია,არქივი. ხორცში ისე გაკივის ტკივილი რომ არ მტკივა. ეჭვნარევი ბაცილი, დახეთქილი საძილე, სავსე მთვარეს ვაცილებ ჯანმრთელობა დაცლილი. გააჩინა,უარა სისხლის გამოსაშრობად, სიყვარული, სუ! არის, ტკივილია ბავშვობა. აი,ასე ო ლა ლა, აი,ასე ო ლა ლა, ღმერთი ქაღალდისაა, რეალურად მოვკალით! მიზეზ მიზეზ დავხიეთ, დამალული ჯერ არ ვართ, გვღალატობენ ძაღლებიც რაღაც რიგზე ვერ არი... რაღაც მართლა ვერა რა, სამოც კილოს ვიწონი, მოდი, მოდი, წითურო! ჰპოვე შენი საქმენი, კოცნა გამომიწოვე, სანამ სხვები დამკბენენ. ჩვენ გიჟები,შემთხვევით შიმშილს ვიკლავთ წიგნებით გამო, მათავისუფლეთ, მომიაროთ იქნება. პოეზია ნიჭია, თქვენ რომ აღარ გიჭირავთ, მაპატიეთ,მორალი ჩვენ გიჟები, ო ლა ლა უხსოვარი ხნისა ვართ, ღმერთს ზეცაში რა უნდა ღმერთი ქაღალდისაა! *** ქვა ეგდო, გულის ფორმის, ხელების გზაჯვარედინზე, ამოგიყვირე აივნიდან ისე მეტკინე მერე თვალებით დაგახამხამე რომ არ მეტირა. შენ ილოცე და გადაგიწერე,სული ამომხდა,სულსაც ამოვხდი. ამ წელსაც მოვა ქარიანი შემოდგომა სინამდვილეში, არა ისეთი რომ გეოცნება, არა ისეთი რომ გეგონა, დერეფნებს,კორიდორებს საით მივყავარ?! ისე მინდოდი შუაღამით,ხველა დამეწყო, გარეთ აცივდა,შენ შეგიძლია ძველებურად შენში მიფიქრო, შეგეძლოს მაინც სიზმრებიდან შემხვდე, ცა გავცრიცოთ, დავბნელდეთ, დავშრეთ სადმე გავიქცეთ. უძილობისგან დასრესილი ძველი კადრები, გუშინდელი დღე არქივივით შეგინახე, შენს ფეხებთან შენს მუხლებთან სურვილს მოგიფხან და დავიწყებამდე სხეულიდან სუნს აგფხეკ. რუკაზე სძინავთ ქალაქებს,მე და შენ არა, როგორ მინდოდა შენი სუნთქვით გამეთბო წვიმა, პეპლები მუცლის ღრუში აგიჭრელდება, გადავყრით აჩრდილს ჩვენს შუა, წყლისკენ, . რა ადვილია მთელი წელი უხმოდ გელოდო ყოველ პარასკევს შიშებისგან განთავისუფლებ, მაინც შორია დედამიწა ორივე მხარეს შუშის ნატეხზე გაჭრილ გრძნობებს გამომიწოვს მთელი ეპოქა აღარ დავწერ აღარ დავწერ გადაიჩვიე ეგ თვალები ჩემი ლექსიდან. ბალახები წითელია თუ დახმა და გამოილია, არახარ არც წინ არც უკან შენ არ მოხვედი... მე მეშინია ვეღარ გიცნო,თავდაპირველად და გაუცხოვება ომივით დაგვეწყოს გამხმარ ბალახზე. გამიშლი ტუჩებს ცდუნებების გამოსაშვებად, მიყვარხარ ახლა შეიძლება ჩემზე მეტადაც მგრძნობდე რადგან მკვდარი ვარ, შენი ტკივილის წასაღებად ისევ მოვედი, ყველა ქუჩაზე, მაღაზიაში, წიგნებში, ან სულაც გამვლელის თითებსაც მოუძებნი ჩემში მსგავსებას. ვერასდროს გადამივიწყებ. შენ ყოველ დილით მზესთან ამოხვალ მე ყოველ ღამით გადავბრუნდები, ურმებს გადავყრი გზებიდან და გზა არ იქნება, ჩემს იქეთ შენს იქეთ ჩვენ დავინახეთ შეგრძნებების მძიმე ლითონი, ისეთი მძიმე რომ ვერ ავწიეთ. ქვა ეგდო, გულის ფორმის დედამიწაზე უნდა წაგვეღო უნდა წაგვეღო გაგვენაწილა. **** ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვუსმენ საკუთარ აჩრდილის ფეთქვას, ჰო,ყველაფერი ჩემი ბრალია, რაც უკვე ვთქვი ან რაც უნდა მეთქვა. რაოდენია სულში რაოდენ, გაუქმებული გზებით,ხიდებით, მოვალ სიცილით,სასაფლაომდე და ერთიანად აგიტირდები. შენი ქუჩაა,მეათასედი, მოლურჯო ზონა,ხველას იწყებენ, სინამდვილეში არ ხარ ასეთი, გახსენებამდე, დაგავიწყდები. ღამე მორგია, ან რა მოგივა, მთვარის მაგივრად შეხვდე ალიონს, რისთვისაც იბრძვი, თუ შენი ღვიძლი გაგიშვებს ბიჭო, უნდა დალიო. ყველასთან ვისაც ფული არა აქვს ცდომა ნიჭია და მსახიობი, გულისტკივილი ვეღარ გადაგაქვს... წერონ მაგათმაც, ხატონ მაგათმაც, შენი პილატე,ჩემი იობი. მოკვდი! იომე! ყველა ჭრილობის განსახილველად, მოდი პირველად! წადი მეორედ, გაგიმეორებ, რომ გზა მცდარია, წყვეტილ სანიშნით, არც არაფერი არ მიხარია, შენი ცრემლები იცის ბალიშმა. აღარ გამიშვა, აღარ გამიშვა, თეთრი ხელები,ლურჯი მოლია, არ გაგიკვირდეს ზეცამ ქარი შვას, არც არასოდეს მოგიყოლია. როგორ უყვარდი, წიგნების კითხვა, იმ ვიღაც ვირთხას, შენი თვალები არ უნახია, შენი ტუჩები არ უნახია, არც შენი ცრემლი,არც შენი სევდა. აკი ახია, იქ აღარ ცხოვრობ,ძველი სახლია. ან რაღა დარჩა,ხარაკირია, გადაირიე?! რას მემართლება, მუხლებზე არა, საწოლზე ჯდები მიყურებ მღვრიედ, ქრისტეს სანთლებით. დავრჩით მარტონი, აწი,ბატონო... არავინაა ჩვენი პატრონი, მიმიღე, გულში ან მიმატოვე! სიმინდის ყვითელ თავთავებიან, ღეროებს, თავი უნდა უხარო, იქნებ ეშველოს რამე ამინდებს, მეტყვი ,,ბუ ხარო'' გეტყვი ,,წავიდეთ'' ოთახში,ჭერზე დახტის კალია, ვიფიქრე, მოვკვდი, ღამე ვათიე, თუ ყველაფერი ჩემი ბრალია, მე მაპატიე!
AstroGeorgia
Tbilisi · 1 week ago
მალხაზ გველუკაშვილი - აზრები
1. არაფერი ხდება შემთხვევით, ყველა შემთხვევითობა კანონზომიერია. ყოველი მარცხი ჩვენი არასწორი არჩევანის და ყოველი უბედურება - ჩვენი გაურკვევლობის შედეგია. ამიტომ, უნდა გამოვიკვლიოთ საგანთა არსი. არსში წვდომა საშუალებას მოგვცემს - გავაკეთოთ სწორი არჩევანი (ჰო, ან არა). გამოირიცხება შემთხვევითობა და წარმატება გარდუვალი გახდება. 2. ცხოვრება ომია, რომელშიც უნდა გამოვიწრთოთ, თუ გვინდა რომ ბიჯით წავიწიოთ წინ. გამარჯვება თავისით არ მოდის, ის უნდა მოვიპოვოთ. 3. იმისათვის რომ გაიმარჯვო, ჯერ უნდა გაძლიერდე. იმისათვის რომ გაძლიერდე, აუცილებელია რომ გაათავისუფლო ნება მონობისაგან, გონება პირობითობებისაგან და რწმენა კერპებისაგან. თუ შენი ბრძოლა სამართალიანია და გჯერა რომ გაიმარჯვებ, აუცილებლად გაიმარჯვებ, რადგან ბოლო სიმართლისაა... და ბოლოს, ნუ გეშინია, რადგან შიში და სიკვდილი მეგობრები არიან... 4. ყველა განუხორციელებელი მიზანი - ცარიელი მიზანია. მოქმედება მხოლოდ მაშინ იქცევა მოქმედებად, როცა მას განსაზღვრავს ნება. ამიტომ ამბობენ ძველი წმინდა და საკრალური წიგნები, რომ ადამიანები განისჯებიან არა თავიანთი აზრებითა და მიზნებით, არამედ მათი საქმეების მიხედვით. იმისათვის რომ ვიყოთ, უნდა ვიმოქმედოთ. 5. ნებისმიერი ფენომენის (ადამიანის, საგნის, სიცოცხლის და თუნდაც ზოგადად პროცესის) არსებობა პირდაპირ ან ირიბად კავშირშია სხვა ფენომენის წარსულთან, აწყმოსთან და მომავალთან. შეგრძნება იმისა, რომ ისინი დამოუკიდებლად არსებობენ და მათ შორის არანაირი კავშირი არ არის, დაფუძნებულია ან არასრულფასოვან ცოდნაზე, ან ფენომენთა არსში წვდომის უუნარობაზე. 6. ლაო ძიმ ბრძანა - სახელებმა დასაზღვრეს საგანთა საზღვრებიო. სახელი დეფინიციაა. ამიტომ ყველაფერს დაარქვით თავის სახელი და ის თავის საზღვრებში მოექცევა... ვეღარ გადმოკვეთავს თქვენს მიერ გავლებულ წითელ ხაზს. ნუ მოგერიდებათ!.. და ჩინელი ბრძენკაცის კიდევ ერთ ფრაზას გაგახსენებთ - უწოდე სნეულებას სნეულება და გაგეცლება სნეულება. 6. გაგება, გაცნობიერება, ცოდნა იძლევა კონტროლის საშუალებას. რაც მეტია ცნობილი ობიექტის შესახებ, მით უფრო იოლია მასზე კონტროლის განხორციელება. ცოდნაა ჭეშმარიტი ძალაუფლება. 7. გააცნობიერეთ საკუთარი "მე". ვერ იქნებით სხვისთვის ბოროტი, თუ გააცნობიერებთ რა საშინელების მოტანა შეუძლია ამა თუ იმ ბოროტებას თქვენთვის... ამიტომაა ნათქვამი - შეიცან თავი შენი. 8. ტრანსცენდენტალური სიყვარული ეს არის შესაქმის პირველადი იმპულსი და მიზეზი. სიყვარული, თავისი არსით, ზეგრძნობადია და მისი ნებისმიერ ასპექტში განხორციელება გამოვლინებაა სასიცოცხლო და შემოქმედებითი ენერგიებისა. ტრანსცენდენტალური სიყვარული, როგორც ბინერი, წინააღმდეგობათა ერთიანობაა, რაც მის ნეიტრალურ სახეს განსაზღვრავს. მასში აქტიური და პასიური ელემენტები გაწონასწორებულ მთლიანობაში გვხვდებიან. ე.ი. სამყაროში არსებობს მხოლოდ სიყვარული და მას არ გააჩნია არანაერი და არავითარი წინააღმდეგობა. რაც შეეხება ისეთ გრძნობებს, როგორიცაა სიძულვილი და ვნება, ადამიანთა დაცემული ნების, იგივე ნებელობის შედეგნი არიან. ისინი სიყვარულის საპირწონე (დაპირისპირებულ) მცნებებად ვერ გამოდგებიან: რაც უფრო მოიცავს ადამიანის სამშვინველს სიყვარული, მით უფრო ღრმაა (ინტელექტუალურია) ადამიანი. აკი თქვა კიდეც არისტოტელემ - მთავარია სიღრმე და არა სიფართოვეო. P.S. როცა ვახსენებ ინტელექტს, მე არ ვგულისხმობ მწიგნობრობას,.. მე ვგულისხმობ ღმერთისა და სამყაროს შეგრძნებასა და ხედვას. ამას სიბრძნე ეწოდება. ჩემს ახალგაზრდობაში ბევრი მოხუცი მინახავს, თავის სოფელს რომ არ გასცდენია და არც არანაირი წიგნი რომ არ წაუკითხავს, სიყვარულითა და სიბრძნით იყვნენ სავსე. სწორედ ისინი იყვნენ ნამდვილი ინტელექტუალები. მათ იცოდნენ ავისა და კარგის გარჩევა. ისინი არც ზოგიერთი თანამედროვე ფილოსოფოსივით, მიწაზე პირქვედამხობილნი რომ ცდილობენ ზეცის დანახვას, და არც თანამედროვე ფანატი-სექტანტებივით, ცაში გულაღმა რომ კიდიან და მიწას ვერ ხედავენ, არ იქცეოდნენ... ისინი ფეხზე იდგნენ, თავს ასწევდნენ და ზეცას ხედავდნენ, დაწევდნენ და მიწას... ისინი არც მატერიალისტები იყვნენ და არც იდეალისტები, ისინი რეალისტები იყვნენ... და ისინი ასეთები იყვნენ იმიტომ, რომ მათ უყვარდათ ღმერთი და სამყარო, ოჯახი და სამშობლო... ისინი იყვნენ ისეთები, როგორიც უნდა იყოს კაცი იდეაში... და როცა კაცი კაცია, მაშინ ქალიც ქალია... ხოლო კაცი, რომელსაც ქალი არ უყვარს, არც სამყარო უყვარს... 9. ღმერთი უსასრულო სიკეთე და სიყვარულია. მთელი სამყარო ლაპარაკობს მასზე და მის შესახებ; მაგრამ ყველაზე უკეთ მასზე მისი სიმშვიდე და სიჩუმე მეტყველებს. 10. ადამიანურობის ერთერთი არსობრივი საფუძველი თანაგრძნობაა. თუ ნაგავში ცხოვრობ და ნაგვის სუნი არ გაწუხებს, თავადაც ნაგავი ხარ! თუ შენს გარშემო ბოროტება ზეიმობს და შენ ეს არ გაწუხებს, უზნეო ხარ! თუ შენს გარშემო ხალხი შიმშილით იხოცება და შენ ყოველდღე სავსე სუფრასთან თუნდაც სიყვარულის, ანდა სიკეთის სადღეგრძელოს ამბობ, ნაძირალა ხარ!... ჰოდა, ეცადე იყო ადამიანი! 11. ყველაზე საშიში სამართლიანი მძვინვარებაა,.. განსაუთრებით მაშინ, თუ ეს მძვინვარება საყოველთაოა... ამიტომ უფრთხილდით სამართლიან მძვინვარებას! 12. თუ ნებისმიერ ორ "სიმრავლეს" აქვთ ერთი ან რამდენიმე საერთო ელემენტი, მაშინ ეს "სიმრავლეები"ერთმანეთზე ზემოქმედებენ ამ საერთო ელემენტის (ან ელემენტთა) მეშვეობით. ასე, რომ ერთი "სიმრავლის" მართვა გვეხმარება მეორე "სიმრავლის" მართვაში,.. მართვის ხარისხი დამოკიდებულია საერთო ელემენტთა რაოდენობაზე. p.s. ეძებეთ დღევანდელ ე.წ. საპარლამენტო პოზიციას და ოპოზიციას შორის საერთო ელემენტები და შეძლებთ როგორც რეალობის შეფასებას, ასევე პროცესების მართვას. 13. ყოველი სიტყვა თავის მოქმედების არეალში ჰქმნის იმას, რასაც ამტკიცებს. 14. ანტიქრისტე ჰიპერფიზიკური სუბსტანციაა, რომელიც თავის თავში ატარებს მკაცრად უარყოფით და დამანგრეველ პოტენციალს, მატერიალურ სამყაროში გამოვლენის შესაძლებლობით... ფრთხილად, მას ჩვენ უკვე ჩვენს ყოველდღიურობაში ვხვდებით!.. ის ყოველდღე ცდილობს სხვადასხვა გზებით ჩვენს განადგურებას,.. ხოლო როცა გკლავენ და თავს არ იცავ, თვითმკვლელი ხარ!.. ჩვენ თუ არ გვინდა, ჩვენ თუ არ დავთანხმდით, ჩვენ ვერავინ მოგვერევა!.. სიყვარულისთვის ბრძოლა კურთხეულია... 15. ერთი და იგივე ქმედება, ერთსა და იმავე პირობებში, ერთსა და იმავე შედეგს იძლევა... გამოიკვლიეთ, რომელი ცვლილებები უფრო აუცილებელია და როგორ უნდა შეინარჩუნოთ იგი (სამუდამოდ თუ არა, რაც შეიძლება დიდხანს მაინც) - ესაა წარმატების ფორმულა. 16. კაცი რომ მოკვდება ქართველები ვიტყვით - გარდაიცვალაო, ანუ გადავიდა არსებობის ერთი მდგომარეობიდან მეორეში... საუბედუროდ, ჩვენს ცნობიერებაში ამ სიტყვამ თავისი სიღრმული შეგრძნება დაკარგა,.. "გარდაცვალება" და "სიკვდილი" სინონიმებად იქცნენ. იშვა სიკვდილი და თან მოიტანა "შიში"... შიში და სიკვდილი ერთმანეთის პროპორციული მცნებებია. სიკვდილის შეგნება ბადებს შიშს და ნებისმიერი შიში - სიკვდილის შიშია. სიკვდილის შიში კლავს რწმენას, რწმენას სულის მარადიულობის შესახებ. იქმნება ილუზია არსობის ამაოებისა. რწმენის სიკვდილი სიყვარულის სიკვდილია და ამდენად შიში კლავს სიყვარულს. სიყვარულის სიკვდილი ბადებს ბოროტებას და აქედან, უსიყვარულოდ ადამიანი იქნება ეს თუ საზოგადოება,ბოროტია. ასე რომ, შიში ურწმუნოებისა და ბოროტების საფუძველია. 17. სოდომის ცოდვა, ყველა ტრადიციის მიხედვით, ყველაზე დიდი ცოდვაა... ჩემის ღრმა რწმენით, ეს არის სვლა სამყაროს კანონების წინააღმდეგ... ამ კანონთა წინააღმდეგ ომში კი ჯერ არავის გაუმარჯვია... უფალი გვასწავლის: "რასაც მიწაზე შეკრავთ, ზეცაშიც შეკრული იქნება, და რასაც გახსნით მიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც" /მათე 18.18/. დიახ, "ვისაც ყური აქვს, ისმინოს"... არსებობს ტრანცენდენტალური ეთიკა (მორალი, ზნეობა...), და მას ვერავინ გაექცევა... ტრანცენდენტალური სამართლისა და სასამართლოს (ოკულტურ მეცნიერებათა მიხედვით, იგივე - უმაღლესი სასამართლო) წინაშე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი, და ისე ნუ ვიზამთ, რომ მთელი სამყარო თავზე დაგვემხოს... ერთიანი მსოფლიური (იგულისხმება, როგორც ფიზიკურ, ასევე ასტრალურ და მენტალურ სივრცეთა ერთიანობა) ველის დაბინძურების უფლებას არავინ მოგვცემს, რადგან ეს იქნება ტრანსცენდენტალური სიყვარულისა და ტრანცენდენტალური სიცოცხლის რღვევის დასაწყისი.სასიცოცხლო ენერგია მხოლოდ ბინერში (ბინერი - წინააღმდეგობათა ერთიანობაა: აქტიური და პასიური, ჰო და არა, მამაკაცი და დედაკაცი, და ა.შ.) იქმნება, და ჩვენ ამ კანონის დარღვევას არ გვაპატიებენ... მე იმას ვამბობ, რაც უეჭველი ვიცი (საიდან, ნუ მკითხავთ) და დაჯერება თქვენი ნებაა... და კვლავ დიდი მოწიწებით გავიმეორებ მაცხოვრის სიტყვებს - "ვისაც ყური აქვს, ისმინოს". 18. დაოსური ფიზიოლოგიის მიხედვით ანუსიდან ხუთი დიაგონალი გამოდის, რომელთა მეორე ბოლო თავის ტვინში, ყიფლიბანდთან იკრიბება, მანამდე გაივლის მთელ ტვინს... დასკვნა თავად გამოიტანე - შესაძლებელია ტვინდაზიანებული კაცი (ანალური სექსი იწვევს ანუსის დაზიანებას და აქედან ტვინის დაზიანებასაც) ნორმალურად აზროვნებდეს?.. 19. ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში ფსევდო-ლონგინე წერდა: შემოქმედება, რომელიც ამაღლებულს არ ემსახურება, შემოქმედება არ არისო. უზნეო შემოქმედება არ არსებობს, უბრალოდ ჩვენზე ასაღებენ ყველანაირ უსულგულო, არაესთეტიურ და უზნეო ნაგავს, როგორც გენიალურს, ჩვენ კი ვეყრდნობით რა ავტორიტეტთა ჭეშმარიტებას, ვღებულობთ და ვაღიარებთ ყოველგვარ ნაგავს და გვავიწყდება, რომ მთავარი ჭეშმარიტების ავტორიტეტულობაა... 20. აშუღურ (ე.წ. ქალაქურ) სიმღერებს გრიგოლ რობაქიძე ასე ახასიათებს - სომეხი მღერის ქართულ ენაზე სპარსულ ბაიათსო... მე დავამატებდი - სპარსული ბაიათის უნიჭო რემიქსს... საუბედუროდ მსგავსი "კულტურითაა" გაჯერებული ე.წ. ქართული შოუ-ბიზნესი... როგორც აზროვნებ, და აზროვნება კულტურაშიც გამოიხატება, ისეთივე ზნეობა და გემოვნება გიყალიბდება, და შენი ყოფიერებაც ისევე სტრუქტურირდება... და თუ რაიმეს შეცვლა გვინდა, პირველ რიგში ცნობიერება უნდა გავათავისუფლოთ პირობითობებისაგან, ან სხვაგვარად, საჭიროა ცნობიერების ტრანსმუტაცია... 21. "სხეულის სანთელი შენი თვალია. როცა შენი თვალი სუფთაა, მთელი შენი სხეულიც ნათელია. მაგრამ როცა იგი ბოროტია, შენი სხეულიც ბნელია." /ლუკა 11.34/ ჰოდა, დააკვირდით თვალებს: ერთი ბოროტია; სხვა შეშინებული; ვიღაც ალალია; ვიღაცის თვალები: ყველაფერი სულ ერთია, მთავარია მე ვიყო კარგად, ჩემს მერე თუნდაც ქვა-ქვაზე ნუ დარჩენილაო - გვეუბნება; ვიღაცის თვალებში სიყალბე ხატია... და კიდევ ბევრი მსგავსი... ჩახედეთ თვალებში, დაუკვირდით... თქვენ ხომ უკვე კარგად გახსოვთ, როგორ იქცეოდნენ ამ თვალების პატრონები,.. ჰოდა, ასევე მოიქცევიან მსგავსი თვალების პატრონები... დაკონკრეტებას არ ვაპირებ, იმედი მაქვს თავად გაავლებთ პარალელებს და დასკვნებსაც თავად გამოიტანთ... დააკვირდით, და არა მარტო თვალებს: ადამიანის გამომეტყველება, მისი სულის ანარეკლია - ფორმას აზრი ჰქმნის... მისმა სიტყვებმა შესაძლებელია მოგხიბლოთ და დაგატყვევოთ, თუმცა სიტყვებს შორისაცაა შესაძლებელი ქვედინებების პოვნა, მაგრამ მისი გამომეტყველება, და განსაკუთრებით მისი თვალები, თუ დაკვირვებულები იქნებით - სიმართლეს ვერ დაგიმალავთ... გააკეთეთ ეს და ნაკლებად მოტყუვდებით... და გადარჩენის შანსიც გაგეზრდებათ: "შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ" /იოანე 8.32/.
დავით სულთანიშვილი
Tbilisi · 1 year ago
ახლა მე ღმერთიც არ გამიწყრება, ჩემთვის ვარ მხოლოდ, ჩემთვის და ჩუმად.. გული კი მაინც საშინლად მწყდება, რომ შენზე ფიქრებს დღითიდღე თუნდაც თანდათანობით გადავეჩვიე. დავტოვე თითქოს ბუნაგი, სორო, ყველა ტკივილი გამორჩეულად მტკივდება ღამით. ვარსებობ, ვცხოვრობ თუ როგორც ჰქვია ან როგორც ხდება. ვერ მოუძებნი ყველაფერს სახელს, და როცა მთვარე ფანჯრებში ძვრება და სხვების პირად ცხოვრებას არჩევს, და სხვების პირად სურვილებს ებრძვის და სხვების პირად სიზმრებით ტკბება, ბოლოს და ბოლოს ხედავს და ესმის სხვა რასაც ღმერთის წინაშე ჰყვება, ასეთ დროს ვიწყებ წერას და ვხვდები, (ასეთი დროა ზუსტად და ვიცი) რომ მე შენს გამო ვერ ვახერხებდი საკუთარ თავზე აქამდე სიცილს. ახლა კი მთელი ცხოვრება - გროში, ჩემი არსება - მკვახე და ბუნდი, ზოგჯერ მგონია ერთ დღესაც ომში გამიშვი, მაგრამ აღარ დავბრუნდი. ვერ დაგიბრუნდი, ვეღარც მოგწერე, ვეღარც გნახე და ვეღარც გითხარი, რომ ყველაფერი გამოვასწორე გარდა იმის რომ ისევ მიყვარდი, რომ მე შენს გამო ვხოცე და მხოცეს, მხოლოდ შენს გამო ვკლავდი და მკლავდნენ, მთელი არსებით, სულით თუ ხორცით ისევ ვეტრფოდი, ისევ მიყვარდნენ ჩემი მფარველი თეთრი ხელები. ახლა კი გული საშინლად მწყდება, დიდი ხანია შენი ხალები რაც აღარ მახსოვს, ან მავიწყდება რომელ მკერდს ქვემოთ იყვნენ და მორჩა... (ეს ლექსიც მიწას, დროსა და ჭიებს) ძალიან ვწუხვარ.. ჩემთვის ვარ, ჩუმად.. მე შენზე ფიქრებს გადავეჩვიე. დ.სულთანიშვილი
Black Catmeowl
Tbilisi · 1 month ago
love
იყო და რა იყო რა ქვეყნად ბევრი რამ არის ძვირპასი მაგრამ ყველაზე უპრო სიყვარულია ეს ის გრძნობაა რითაცც ცოცხლობს შენი სული სხეული და გული. გული ბევრ რამეს იტევს აქ ინახება შენი ტკივილი სიხარული ბედნიერება შენი წარსული და ოცნებები... ამ ქვეყნად ბევრი გოგო ფიქრობს ალბათ სიყვარული რა ცუდი დამტანჯავი ბედნიერი და ძლიერი გრძნობაა... ყველა ადამიანს დიდსა თუ პატარას ეს გრძნობა სულ თან დაყვება ჩასახვიდანვე სიცოცხლის დასასრულამდე... ალბათ იკითხავთ და თუ მოკვდებით ვის ეყვარებით სიცოცხლეშივე შენ იყავ მარტო მაგრამ ნუ გგონია რომმ შენ ხარ მარტო უბრალოდ ისინი ვერ ამჩნევენ სანამ სიკვდილი მათ არ დაგაშორებს . მე ვიცნობ ერთ გოგოს როგორ ოცნებობს მის ოცნებებში დაეძება იმ რაინდს ზუსტად ისეთს როგორიც ზღაპრებშია და მოვიდოდა და აკოცებდა და დაიხსნიდა საზარელი ურჩხულისგან. პატარა გოგონას ოცნების გარდა სხვა არაფერი დარჩენოდა იგი რეალობაში ბევრ თანჯვას და დამცირებას უძლებდა მისი გული ნელნელა იშლებოდა და ამდენ ტკივილს ვეღარ უძლებდა... მაგრამ მას ყოველთვის სიყვარული გულს უმთელებდა . იგი ეხლაც ფიქრობს მის მეორე ნახევარზე და დაეძებს მთელი მსოფლიოს მაშტაბით ... ვიცი ამ ქვეყნად გგონია რომ შენი მეორე ნახევარი არ გყავს მაგრა არ იცი იგი სად არის ყველა გოგოს ყავს ამ ქვეყნად ბიჭი ზოგიც ისაა ვინ შენ ახლოა როცა გოგონა სამყაროს მოევლინება ესეიგი მას მეორე ნახევარი მოიხმობს ამ ქვეყნად ... როცა უყურებ ზღაპრებს და ანიმაციებს გიყვარდება გამოგონილი პერსონაჟი რომელიც არის ძალიან ლამაზი და ფიქრობ ისევ სად არის ის ბიჭი ვინც შენი მეორე ნახევარია მაგრამ რისთვის არსებობს ოცნება ეს ხომ უსასრულოა... ოცნების უფლება რომ არ გქონდეს მაშინ ცხოვრებას აზრი არ აქვს ... ეს ოცნებაა ზუსტად ის რითიც ცხოვრობ და რაც გაძლევს ძალას რომ შენ შეძლებ ყველაფერს გაუძლო.... გაყენებენ ტკივილს და იტანჯები გინდა სიკვდილი მაგრამ ერთს გეტყვი არ უნდა იტირო რომ შენ ბედი არ გაქ და ცხოვრებამ ესეთი ბედი გარგუნა მაგრამ არ ღირს იტირო მხოლოდ იმისთვის რომ ცხოვრებამ ასე გაგანადგურა პირიქით შენ ამ ცხოვრებას ომი უნდა გამოუცხადო აიტანო ყველაფერი და გაძლიერდე როცა დრო მოვა თვითონვე დაიტანჯებიან ისინი ვინც შენ დაგტანჯა და ბოლოს პატიებას გთხოვენ სიკვდილის ჟამს ბოლო წუთებში და შენც უნდა აპატიო რადგან იმ ქვეყნად დამშვიდებული წავიდეს... უნდა გაიხსენო ცუდი არამედ კარგი იმ ადამიანთან დაკავშირებით ... იცხოვრე შეყვარებულმა სულ სიყვარულით სავსემ თუნდ დაიტანჯო ეს ხომ სიყვარულია ხან გულს გატკენს ხან ბედნიერს გაგდის ... მაგრამ ყველას უნდა მისცე შანსი შეგიყვაროს თუნდ გული გეტკინოს.... და ბოლოს მინდა გითხრათ დიდსა თუ პატარას იოცნებეთ და გიყვარდეთ ეს ხომ ძლიერი გრძნობაა სიყვარულით და ტკივილით აღსავსე და მას სიყვარული ქვია... ეს გრძნობა ბევრნაირია მაგრამ ერთია ყველაზე ძლიერი ჭეშმარიტი სიყვარული და მისი ნაყოფი როცა ორი ადამიანის სული სხეული და გული ერთმანეთს ეკუთვნის და იბადება პატარა ბავშვი ამ სიყვარულის დიდი ნაყოფი !!!:)
Nino Kakulia
Poti · 2 months ago
ბირდმენი. შეფასება
რიგანი ცდილობს დადგას სპექტაკლი ბროდვეიზე, რომელიც რაიმენაირად ღირებული იქნება და გამოიყვანს მას ბერდმენის ჩრდილიდან. მას სურს, რომ მაყურებლისგან მიიღოს აღიარება, მაგრამ მის ქვეცნობიერში მყარად ზის ბირდმენი, მისი ბნელი მხარე, ალტერ-ეგო. ის იპყრობს რიგანს და მუდმივად ცდილობს, რომ მასზე ჰქონდეს კონტროლი. აგიჟებს იმითაც, რომ რობერტ დაუნიმ რკინის ჩუჩელით მილიონები მოხსნა, მას კი არაფერი გააჩნია, რიგანი ბერდმენის გარეშე უბადრუკი და საცოდავი ვინმეა. შესაძლებელია, ყველაფერი ეს ფსიქიური აშლილობაა, რაც გამოიწვია ყველა იმ სირთულემ, რასაც რიგანი წააწყდა ცხოვრებაში: ცოლთან განშორება, უფულობა, დედის გარეშე შვილის გაზრდა (შედეგი – „ნარკამანკა“), თვითმკვლელობის მცდელობა, კარიერაში ლუზერია. აშკარაა, რომ რიგანი არანაირი ზებუნებრივი ძალით არაა დაჯილდოებული, ამას ადასტურებს ის მომენტი როცა, ვითომ და ტელეკინეზის მეშვეობით საგრიმიოროში ამსხვრევს ყველაფერს, ხოლო როდესაც ოთახში შემოდის ზაკ გალიფიანაკისი, ირკვევა, რომ საცოდავი რიგანი ყველაფერს საკუთარი ხელებით ამტვრევს. ან მისი ფრენის მომენტი ქალაქის თავზე, რომელიც როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ტაქსით მოძრაობაა, რომლის საფასურიც არ გადაუხდია. გმირი მთლიანად დებს ყველაფერს რაც გააჩნია რეიმონდ კარვერის პიესაში, რომელსაც როგორც თვითონ ამბობს, ბავშვობაში მოსწონებია მისი მსახიობური ნიჭი. როცა ვამბობ, რომ გმირი დებს ყველაფერს პიესაში, ამას პირდაპირი მნიშვნელობით ვამბობ. დაავაკვირდეთ, როგორ კავშირშია პიესა და გმირის ცხოვრება ერთმანეთთან: დასაწყისშივე, რეპეტიციაზე ლესლი (ნაომი უოთსი) ამბობს, რომ მან ჯერ სცემა ქალი, ათრია მთელ სახლში, ხოლო შემდეგ კი სიყვარულს ეფიცებოდა. იგივეს ეუბნება რიგანი თავის ცოლს საგრიმიოროში, ოღონდ მან ცოლს დანა ესროლა და არ ცემა. ან კიდევ დასკვნით ნაწილში, როცა პიესის გმირი ამბობს: რა ხდება ჩემს თავს, რა მაკლია, რატომ არ შემიძლია ვინმეს სიყვარული მოვიპოვო? მე არ ვარსებობ. ზუსტად ასეთად თვლის რიგანი თავის თავს. ის არ არსებობს, როგორც პიროვნება, მხოლოდ ბერდმენია. რიგანი კი ბერდმენის აჩრდილია. ერთი მომენტია დასაჭერი სცენარში და ეს, დარწმუნებული ვარ, ინიარიტუს გათვლაა: რიგანი თავის თავს თვითმფრინავში ადარებს ჯორჯ კლუნს და ამბობს საინტერესო ფრაზას: „რამე რომ მოხდეს, გაზეთის პირველ გვერდზე კლუნი იქნება და არა მე“, ჩრდილშია აქაც და კლუნი შემთხვევით არაა ნახსენები, სწორედ მან შეცვალა ბეტმენის როლში მაიკლ კიტონი და აქაც დაიჩრდილა (საღოლ ალეხანდრო). სწორედ ამიტომ ცდილობს რიგანი მოიპოვოს ხალხის აღიარება, მაგრამ ყველაფერი დამოკიდებულია კრიტიკოს ტაბიტას რეცენზიაზე. აქ უკვე უნდა დავაკვირდეთ თვით ფილმის სათაურს: „ბერდმენი ან უცოდინრობის მოულოდნელი უპირატესობა“. უცოდინრობა კი არის ზუსტად მაყურებლის უუნარობა ჰქონდეს თავისი საკუთარი აზრი. სწორედ ამიტომ ნერვიულობს რიგანი იმ ერთ რეცენზიაზე, მასზეა დამოკიდებული ორი ურთიერთგამომრიცხავი რამ: ან დარჩება ბერდმენად, ან ბოლო-ბოლო მისი ტალანტი მოიპოვებს აღიარებას კრიტიკოსებში, მაშასადამე მაყურებელშიც, რომელიც საკუთარი აზრის არქონიდან გამომდინარე იზიარებს კრიტიკოსის აზრს. რიგანმა უნდა მოკლას ბერდმენი თავის თავში. და რა ხდება სინამდვილეში? ბერდმენის ნაცვლად, თავის თავს ხომ არ კლავს რიგანი? ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ვერსიას ფილმის დასასრულის შესახებ: 1. რიგანი კვდება მაშინ, როდესაც ნაბახუსევზე სახურავიდან ხტება, ხოლო ყველაფერი დანარჩენი კი ფანტაზიაა, მათ შორის საგრიმიოროში ცოლთან დიალოგიც. ამ სცენის დროს რიგანი წევს მაგიდაზე და გარშემო უამრავი ვარდი აქვს შემოლაგებული, რომელიც მას არ უყვარს. ეს შეიძლება დაკრძალვის იმიტაცია იყოს. ეს ვერსია არ არის მართალი და ამას ადასტურებს ტაქსის მძღოლის გამოჩენა. არამგონია ფანტაზიაში რიგანს წარმოედგინა თუ როგორ მოსდევს მას ვიღაც ფულის გამო. 2. რიგან კვდება მაშინ, როცა ხტება თავის პალატიდან. მაგრამ ამას აბათილებს ემა სთოუნის (შვილის) რეაქცია, რომელიც იყურება ქვემოთ და აშკარად ვერაფერს ხედავს, არავითარი შიში და ნერვიულობა მის სახეზე არ არის. 3. მესამე ვერსია ყველაზე ფართოდ არის გავრცელებული: რიგანი თავს იკლავს სცენაზე იარაღით. რატომ? ამის შემდეგ რაღაც არარეალურად კარგად არის ყველაფერი, ცოლთან შერიგება, ტაბიტასგან გასაოცარი რეაქცია, ჯეკის (ზაკ გალიფიანაკის) დაპირება, რომ მისი პიესა ევროპაში იმოგზაურებს და ყველგან ანშლაგი იქნება, ასევე შვილთან ურთიერთობის დალაგება. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ არ შეიძლება ასე კარგად იყოს ყველაფერი, მხოლოდ სამოთხეში, ალბათ. ბოლო ვერსიის მიმართ რამდენიმე „კონტრარგუმენტი“ მაქვს: ჯერ ერთი, ცოლთან და შვილთან შერიგება მანამდე დაიწყო. ცოლი მას კოცნის, ხოლო შვილი Twitter-ში არეგისტრირებს მას და ზრუნავს მის PR-ზე, მაგრამ რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – აღფრთოვანებული მაყურებელი სპექტაკლის პირველივე აქტის შემდეგ გამოცვივდა თეატრიდან შთაბეჭდილებების გასაზიარებლად. და, რაც მთავარია – არც მაყურებელმა და არც ტაბიტამ არ იცოდნენ, რომ ტყვია ნამდვილი იყო, ტაბიტა მსახიობის გასაოცარმა თამაშმა წამოაყენა თავისი ადგილიდან, მიხვდა, რომ იგი ვერანაირად ვეღარ დაწერდა უარყოფით რეცენზიას, ამით იგი დასაცინი გახდებოდა და მას რიგანის შურისძიებაში ამხელდნენ. რიგანმა დაამარცხა ტაბიტა. და აი აქ უკვე ვხვდები, რომ რიგანი ცოცხალია!!! მკვდარია ბერდმენი, რომელიც დამცირებული და დაჩაგრული ზის უნიტაზზე და ხმასაც აღარ იღებს. #goodplaces #opinion #photo
Kutaisi Daily
Kutaisi · 2 months ago
ბლიც-ინტერვიუ ერეკლე დეისაძესთან
kutaisidaily გთავაზობთ ახალ რუბრიკას _ ბლიც-ინტერვიუ ქუთაისელთან. ჩვენი პირველი სტუმარია მწერალი და მუსიკოსი ერეკლე დეისაძე: -ეს კარანტინი რომ დასრულდება პირველად… მონატრებულ მეგობრებს ვნახავ და ქალაქში ბევრს ვისეირნებ. -ბოლო დროს აკვიატებული ფრაზა არ მაქვს ეგეთი ფრაზა. -სიყვარულს ვუხსნი… მაშინ როდესაც შეყვაებული ვარ. -საუკეთესო თვისება, რაც მაქვს რთულია საკუთარ თვისებებზე საუბარი, მაგრამ რაც მომწონს არის, მუდმივი უკმაყოფილება საკუთარი შემოქმედებით. -ვიქნებოდი ავტორი წიგნისა ჩინუა აჩებეს ,,ყველფერი ნაცარტუტად იქცევა ბოლოს’’ ჯონათან ფრენზენის ,,შესწორებები’’ და ,,ძმები კარამაზოვები’’ -რომელ პერსონაჟთან (წიგნის, ფილმის, ანიმესი) გექნებოდა რომანი? არცერთთან. -ჩემთვის სიტყვა „სექსუალურის“ დეფინიცია არის… მომხიბვლელის. -ჩემი ყველაზე დიდი მიღწეევაა… საქმე რომელიც მიყვარს და ვაკეთებ. -როცა აღარ ვიქნები, ჩემზე მინდა თქვან, რომ … გაანათლოს მისი სული ღმერთმა. -ჩემი ყველაზე უცნაური თვისებაა… ჩემს თვისებებში უცნაურს ვერაფერს ვხედავ. -კომპლექსი… კომპლექსებს ვუმადლი, რადგან მათ გარეშე არ არსებობს კარგი ხელოვნება. -საუკეთესო ჭორი, რაც საკუთარ თავზე გამიგია… ერეკლე დეისაძე მაგის ფსევდონიმია და სინამდვილეში სხვა არისო. -მონოგამია თუ პოლიგამია? მონოგამია. -წინა ცხოვრებაში ვიქნებოდი ის ვინც ახლა ვარ. -როგორ სიკვდილს ისურვებდი ? არ ვფიქრობ სიკვდილზე. -რამე მოგიპარავს? ბავშვობაში ბიბლიოთეკიდან ბევრი წიგნები. -ბავშვობის ყველაზე მძაფრი მოგონება როცა პირველად გავაცნობიერე სიკვდილი. -შემდეგ ცხოვრებაში ვიქნებოდი ერეკლე დეისაძე -შესაძლებლობა რომ მქონდეს, ჩემი ცხოვრებიდან ამოვჭრიდი… -არაფერს არ ამოვჭრიდი, ყველაფერი მიზეზშედეგობრივია. ადამიანი, რომელმაც შემცვალა -ასეთი რამდენიმეა, მათ შორის ჩემი მეგობარი გრინჩი რომელიც ცოცხალი აღარ არის. გიორგი ხასაია, რომელიც ცოცხალია და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს, მისგან ბევრი ვისწავლე. -სტერეოტიპი, რომელიც დავანგრიე არსებობს ასეთი მითი, რომ თუ ქართულად მღერი ქვეყნის ფარგლებს ვერ გასცდები, ამიტომ თუ გინდა მუსიკით საზღვრებს გასცდე ინგლისურად უნდა იმღერო’’ -12-17 წლის საკუთარ თავს ვეტყოდი, რომ ნაკლები დრო დაუთმე სასკოლო პროგრამას და მეტი კლასგარეშე წიგნები იკითხე, -უმოქმედო ვხდები და ვიყინები, როცა გაჭირვებას და შიმშილს ვხედავ და არ შემწევს ძალა მოცემულობა არსებითად შევცალო -ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა… ამინდმა. -კუმირი… არ მყავს კუმირი, მყავს ადამიანები რომლებსაც პატივს ვცემ. აბსოლუტურ კუმირებს არ ვცნობ,რადგან ავტორიტარიზმამდე მივყავართ და ამით განვითარების შესაძლებლობებს კარგავ. -ვნანობ… ვნანობ რომ ინგლისური არ ვისწავლე, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი. -მშურს… არავისი არ მშურს. -ყოფილა ოდესმე წამი, როცა გიფიქრია, რომ „აი, ახლა ვარ ბედნიერი“? ასეთი წამი ძალიან ბევრჯერ ყოფილა. ბოლოს რაც მახსენდება საფრანგეთის ტური იყო, როცა ფრანგი მსმენელები ცდილობდნენ ქართული სიტყვების გამეორებას ჩემი ტექსტებიდან. -ჩემი დევიზია თანასწორობა. #ერეკლედეისაძე #ბლიც-ინტერვიუ #kutaisidaily
Zugdidelebi. Ge
Batumi · 3 weeks ago
მღვდელი, რომელიც განსხვავებული საჭიროების მრევლთან სასაუბროდ ჟესტურ ენას სწავლობს
სოფ დავითიანის (თარგამულის) მთავარაგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი მღვდელი ლაზარე (ჯიქია) ზუგდიდის სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა კლუბის წევრია და ჟესტურ ენას სწავლობს. მამაო, მეუფე გერასიმეს ლოცვა -კურთხევით, ზუგდიდის რეფერალურ და ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში ავადმყოფების მოსანახულებლად ხშირად დადის და საჯანმრთელო პარაკლისებს იხდის. ჩართულია სოფელ ოირემეში წმინდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის მშენებლობაში. -თქვენს მიერ განვლილი გზის შესახებ გვიამბეთ… – ჭაქვინჯიდან ვარ, მაგრამ გავიზარდე ზუგდიდში. დავამთავრე ზუგდიდის მე-3 საჯარო სკოლა. პარალელურად ვცეკვავდი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჩელაში“. გარკვეული წლების განმავლობაში, თბილისში, აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „დიოსკურიას“ წევრი ვიყავი, ვმუშაობდი მსახიობ-მოცეკვავედ. მოგვიანებით, ჩამოვედი ჩემს ქალაქში. 2010 წლიდან დაიწყო ჩემი სულიერი ცხოვრება. თავიდან, მე და ჩემმა ბავშვობის მეგობარმა პირველი ნაბიჯი გადავდგით სარწმუნოებისკენ-დავიწყეთ ოთხშაბათს და პარასკევს მარხვა, რაც დღემდე დაუვიწყარია. შემდეგ ისევ მეგობრის რჩევით, გავიცანი დღეს უკვე ჩემი მოძღვარი, სულიერი მშობელი, სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ფიფია, რომელმაც საკუთარი შვილივით გამზარდა და ღვთისმსახურება შემაყვარა. ჩემი მოძღვრის დამსახურებაა, რომ მე, დღეს, სასულიერო პირი ვარ. მამაომ, 2010 წელს, მაკურთხა სტიქაროსნად. 2016 წლამდე ვმსახურობდი ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში წიგნის მკითხველად (მედავითნედ), სადაც სულიერად გავიზარდე და სითბო დღემდე მომყვება. პარალელურად ვმუშაობდი წალენჯიხაში ანსამბლ „მასქურის“ ქორეოგრაფ-რეპეტიტორად. 2016 წელს, მამაომ, წარმადგინა მეუფესთან დიაკვნად, მეუფემ უწმინდესთან. შემდეგ მოხდა ჩემი ხელდასხმა. დიაკვნობისას, ვმსახურობდი სოფელ რუხის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში. 2017 წლის 30 ივლისს მღვდლად მაკურთხეს და მეუფემ წარმადგინა სოფელ დავითიანის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღოლად. მადლობა მეუფეს, ნდობისთვის, რომ ჩამაბარა ტაძარი, მრევლი და სოფელი. სოფელმა თბილად მიმიღო. ისეთი შეგრძება მაქვს თითქოს იქ გავიზარდე და დავიბადე და ვგრძნობ, მათგან დიდ თანადგომას და სიყვარულს. -თქვენს ტაძარზე მოგვიყევით… მეუფე გერასიმეს ლოცვა კურთხევით, 2007 წელს, ჩაეყარა ტაძრის მშენებლობას საფუძველი. ტაძარი ააშენა დავითიანის მკვიდრმა (ქტიტორი) ბადრი აბაკელიამ. მინდა სოფლის სახელით, მას მადლობა გადავუხადო მადლიანი და სულგრძელი საქმისთვის. ღმერთმა დალოცოს მისი ოჯახი. ტაძრის მშენებლობაში ჩართული იყო მთელი სოფელი. 2012 წელს ტაძარი იკურთხა. ტაძარში 17 სტიქაროსანი და ქალ მგალობელთა გუნდი გვყავს, ტაძარში ბევრი ადამიანია მონათლული და ბევრი აღმსარებელ-მაზიარებელიც გვყავს. სოფელ დავითიანის ტაძარში მეუფის ლოცვა-კურთხევით, შენდება საკვირაო სკოლა, ჩვენი სტიქაროსნების დაუღალავი, უანგარო, დაუზარელი შრომით და კეთილი ხალხის დახმარებით. პირველ რიგში კი მთავარანგელოზების შეწევნით. სკოლაში, მრევლი შეისწავლის მედავითნეობას, გალობას. წირვის დასრულების შემდეგ კი, მრევლს ექნება შესაძლებლობა მოძღვართან ისაუბროს სულიერ თემებზე. -მამაო, თქვენ ჟესტურ ენას სწავლობთ, განსხვავებული შესაძლებლობების მქონე პირებთან საკომუნიკაციოდ…. -დიახ. თბილისში, სამების კარიბჭის ღვთისმშობლის შობის ხატის სახელობის ტაძარში ვიმყოფებოდი წირვაზე დეკანოზ გიორგი კალანდიასთან, რომელიც ათი წელია წირვა-ლოცვას ჟესტურ ენაზე აღავლენს. მან მირჩია, ჟესტური ენის შესწავლა. სოფელში ცხოვრობს სმენადაქვეითებული ოჯახი და ამ ფაქტორმაც განაპირობა ჟესტური ენის შესწავლის სურვილი. რამდენიმე თვეა უკვე, მეუფის კურთხევით ზუგდიდის სმენადაქვეითებულ და უსინათლო პირთა კლუბში დავდივარ. ყოველ ორშაბათს ვიკრიბებით. ბენეფიციარებმა, როცა გაიგეს ჩემი იქ მისვლის მიზეზი, ძალიან გაუხარდათ, თბილად მიმიღეს, ისე, როგორც საკუთარ სახლში. მათთან ძალიან ბედნიერად და კომფორტულად ვგრძნობ თავს. თვითონაც ხელს მიწყობენ. კეთილები, მგრძნობიარენი და თბილები არიან. კლუბში გვყავს თარჯიმნები, რომლებიც მეხმარებიან ჟესტის შესწავლაში. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ დიდი გზა მაქვს გასავლელი, მაგრამ მთავარია, მიზანი ერთად დავისახეთ და ღვთის შეწევნით ყველაფერი გამოგვივა. მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო დეკანოზ გიორგი კალანდიას იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც აკეთებს და იმისთვის, რომ მეხმარება ჟესტური ენის სწავლაში. -სმენადაქვეითებულები თქვენთან ტაძარში დადიან, მამაო? -დიახ. ხშირად დადიან ჩვენს ტაძარში. საუფლო დღესასწაულებზე და განბანვაზე იყვნენ. საოცარი ემოცია და განცდა ჰქონდათ. -მამაო, რომელი თვისებებია აუცილებელი მართმადიდებელი ადამიანის საცხოვნებლად… -პირველ რიგში, ადამიანს უფლის რწმენა და ღვთის სიყვარული უნდა ჰქონდეს. იმედი, სასოება არასდროს არ უნდა დაკარგოს. უხვად სიკეთე დათესოს და ამით ადამიანი ღვთის ხატება და მსგავსება ხდება. ეკლესიას ადამიანი სრულყოფილებისკენ მიჰყვას და ამზადებს მარადისობისთვის. ცხონება უფალთან მარადისოფაში ყოფნაა. -მამაო ოჯახზე მოგვიყევით… – მყავს მეუღლე და ოთხი შვილი. შუათანა ბართლომე ხუთი წლისაა. სტიქაროსნად ვაკურთხეთ ჩვენს ტაძარში. ოჯახი ეს უფლის საჩუქარია და დიდი სიწმინდე. მადლობა უფალს ჯანმრთელი და ბედნიერი ოჯახისთვის. -და ბოლოს, მამაო… -და ბოლოს… სიცოცხლის სიყვარულით მადლიერებას გამოხატავს ადამიანი უფლის მიმართ, ამიტომ ეკლესია თქვენ მუდამ გელოდებათ. მიგიღებთ ისეთს, როგორიც არ უნდა იყოთ. ცხოვრება მშვენიერია, როცა ერთმანეთი გვიყვარს. გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და მოვეფეროთ ერთმანეთს. დიდი სიყვარულით და პატივისცემით მინდა მოვეფერო ჩვენს ემიგრანტებს და ჩემი მშობლით დავიწყებ. ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ და გაკურთხოთ. მალე დაბრუნებას გისურვებთ სამშობლოში. ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. მთავარანგელოზთა დასი გფარავდეთ. ჩვენთან არს ღმერთი. ეკა ფარულავა
Marneuli Daily
Kachaghani · 1 month ago
ტრადიცია, რომელიც ჩვენი არაა - შალალა ამირჯანოვას ბლოგი
მე-9 კლასის პირველი თვეები იყო, როდესაც ჩემი კლასელი დაინიშნა. სახლში დედაჩემს ამ ამბავზე რომ ვუთხარი, შენ პატარა ხარ, მსგავსი საკითხები არ გეხებაო, მითხრა. თუმცა, მე და ჩემი კლასელები ტოლები ვიყავით. იმ გოგოს შემდეგ, იმავე წელს, კლასის გოგოების თითქმის ნახევარი გაათხოვეს, - რა თქმა უნდა, სწავლა დატოვებინეს იმავე წელს, მე-9 კლასის დამთავრებისთანავე. ყველასთვის კარგადაა ცნობილი ეს ამბები, მაგრამ წლების წინ ამაზე არავინ არ რეაგირებდა. ეს ამბები ხდებოდა და ხდებოდა. დღეს ეგრე აღარ არის. უფრო „ძლიერი“ კანონები გვაქვს. თუმცა, ჩვენი სინამდვილე ისაა, რომ დღითიდღე უფრო მძიმე ამბები გვესმის. თუვიტყვით, რომ ეს მასიურად ხდება, მართალი არ ვიქნებით, მაგრამ ერთი ამბავიც კი საკმარისია იმ საშინელების დასანახად. დღეს 21 წლის ვარ. რამდენიც არ ვიმუშაო და ვისწავლო, ოჯახის წევრების თვალში სულ პატარა ვარ. როდესაც წარმოვიდგენ ჩემს ტოლს და უფრო პატარას, რომელიც განიცდის იმ ტკივილს, იძულებით რომ ათხოვებენ და ფსიქოლოგიურად აშლილი ცხოველი გააუპატიურებს, მის მაგივრად გადაწყვეტილებას მიიღებს, და მერე ადგება და ეს ჩვენი წესიაო, იტყვის, - ეს დიდი ტრავმაა ჩემთვის. ძალიან ცოტა ხანია, რაც დავიწყე პრობლემებთან ერთად ქალების წარმატებულ ისტორიებზე წერა. იმ იმედით, რომ დაანახო გარშემომყოფებს შენს რეგიონში და იმ რეგიონებში, სადაც ჩენი ეროვნების ხალხი ცხოვრობს, ძალიან ბევრი ბარიერის მიუხედავად, წარმატების ისტორიებიც არის, წინ მივდივართ, ვვითარდებით. წარმოიდგინეთ: შენ ცდილობ, ხალხს დაანახო კარგი მაგალითი, მაგრამ უცებ, წამებში, შენ გვერდით ისეთი ხდება, რომ უკვე არც შენ გჯერა ამის... სტუდენტი რომ გავხდი, ყოველდღე მესმოდა ფრაზები: აბა შენ რამდენი შვილი გყავს, როგორ მოხდა, რომ არ გათხოვდი, ალბათ რამე შერეული ოჯახი გყავსო. ეს ჩემთვის იყო ძალიან დამამცირებელი. წლები გადის შენ ამბობ, რომ არა, იცით რა, შეიცვალა მდგომარეობა, ყველაფერი უკეთესობისკენ მიდის, მაგრამ უცებ კიდევ ერთი ამბავი და... მთლიანად იმედგაცრუებული რჩები... მე ამას ვამტკიცებ, დღეს ჩემს მხარეში ნამდვილად არსებობს წინსვლა, განვითარება, ბარიერების გადალახვა, მაგრამ სხვაგან, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს, ეს მეც მაწუხებს. გაჩუმება, ხმის არამოღება არაა გამოსავალი. ეს ჩვენი წეს-ჩვეულება არაა, ეს ტრადიცია არაა, ეს კულტურა არაა. ეს მხოლოდ და მხოლოდ საშინელებაა. იმედია, ეს ბოლო იქნება... წყარო : ფანჯარა#ტრადიცია#უმცირესობა#მარნეული #MarneuliDaily#ახალიამბები #news