7 votes
0 comments
0 shares
Save
125 views
ქეთი1 ქეთი1
Offenbach · 3 months ago

ქეთი1 ქეთი1
Offenbach · 3 months ago
Similar Posts
ქეთი1 ქეთი1
Offenbach · 10 months ago
ვენეცია 💚
+4
ქეთი1 ქეთი1
Offenbach · 1 year ago
💚🇬🇪
ქეთი1 ქეთი1
Offenbach · 1 year ago
👌
ქეთი1 ქეთი1
Offenbach · 1 year ago
😂😂😂
Nino Meladze
Offenbach · 1 year ago
გამარჯობა 😊
Tbilisi Daily
Tbilisi · 1 week ago
ქცევები, რომლებიც პროვინციალიზმს უსვამს ხაზს
უწინ, საერთოდ არ წარმოადგენდა სირთულეს, რომ დიდ ჯგუფად შეკრებილი ხალხიდან დიდგვაროვანი სისხლის წარმომადგენელი გოგონები - უბრალო ოჯახის გოგონებისგან გამოგერჩიათ. მიზეზი ამისა, ძალზედ მარტივი იყო. არსებობდა გარკვეული ეტიკეტის წესები, რომლითაც ზრდიდნენ თაობებს მაღალი წოდების წარმომადგენელი ოჯახები და მათი შვილებიც ზუსტი დაცვით ასრულებდნენ და არ არღვევდნენ ამ წესებს. მაგრამ, თანამედროვე საზოგადოებაში ყველა ეს ასპექტი ბუნდოვანია და ქცევის წესებმაც განიცადა ცვლილება. მიუხედავად ამისა, არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომელთა ცოდნა და გათვალისწინება გამოგარჩევთ და წარმოგაჩენთ ნამდვილ ქალბატონად. 1. არასოდეს მიაწოდოთ თქვენი ხელჩანთა მამაკაცს. ნამდვილი ქალბატონი არასოდეს დაავალდებულებს მამაკაცს, რომ მისი ხელჩანთა ატაროს, ის თავად გაართმევს თავს ისე, რომ მისგან თავადაც არ შეწუხდება. ჩანთა მიეკუთვნება პირადი ნივთების კატეგორიას, რომელთან შეხებაც ეტიკეტის წესების შესაბამისად, მხოლოდ მეპატრონეს შეუძლია. თუ თქვენ ჩანთას ანდობთ მამაკაცს, ეს საზოგადოებაში გასცემს ფაქტს, რომ მასთან ღრმა ურთიერთობაში ხართ და თქვენთვის ნდობით აღჭურვილი პირია. 2. სკამის საზურგეს არასოდეს მიეყრდნოთ. როდესაც ქალბატონი ჯდება მაგიდასთან სავარძელზე (სკამზე), ის აუცილებლად უნდა მოთავსდეს მის ცენტრში ისე, რომ გამართული ზურგით იჯდეს და არ მიეყრდნოს საზურგეს. მსგავსი ჯდომა ცნობილია როგორც "ჰერცოგინია". 3. მაკიაჟის წესების დაცვა.მუქი ჩრდილები და წითელი ტუჩსაცხის კომბინაციას ვერასდროს ნახავთ ნამდვილი ქალბატონის სახეზე. ერთიც და მეორეც დასაშვებია, მხოლოდ გარკვეული და შესაბამისი ტონების შემთხვევაში. აუცილებლად ერთი კონკრეტული ვიზუალი უნდა შეირჩეს. 4. პატივი ეცით საკუთარ დროსა და თავს.თუ თქვენთან სტუმრები გაფრთხილების გარეშე მოდიან, სრულიად მისაღებია მათ სააბაზანოში ან "ხალათში" დახვდეთ. ასევე, ექსპერტები გვირჩევენ ერთ ხრიკს, რომელსაც ბრიტანელი ქალბატონი იყენებდა ხოლმე: როდესაც დაუპატიჟებელი სტუმარი თქვენი კარის ზღურბლთან გამოჩნდება, ჩაიცვით საგარეო ფეხსაცმელი და დაიხურეთ ქუდი, აიღეთ ქოლგა, თუ გარეთ მისი აუცილებლობაა (ის ქალბატონი ასე იქცეოდა) და თუ კართან სასიამოვნო სტუმრები აღმოჩნდებოდნენ, ამობბდა " აჰ, რა სასიამოვნოა, ამ წამს დავრბუნდი"; ხოლო თუ არასასიამოვნო სტუმარი იყო, მაშინ "უჰ, რა სამწუხაროა, ახლა ვაპირებდი გასვლას". 5. არ იდგეთ დოინჯით.გასაგებია, რომ ზოგჯერ ვართ ისეთ სიატუაციაში, რომ არ ვიცით ხელებს რა მოვუხერხოთ და გვიწევს მსგავს პოზიციაში ყოფნა, თუმცა გარწმუნებთ, რომ ქალს დოინჯი, ყველაზე მეტად არ უხდება. უმჯობესია თუ ხელებს ჩამოწევთ ერთად და მუცლის მოპირდაპირედ დაიჭერთ, ასე უფრო დააკმაყოფილებთ ეტიკეტის წესებს და ვიზუალურადაც უფრო ქალური იქნებით. 6. არ მოიხედოთ შეძახილებზე, თუ თქვენ არ მოგმართავენ სახელით.კულტურული ქალბატონი არასოდეს მოიხედება ქუჩაში შეძახილზე - "ჰეი"! ეს არის ვულგარული შეძახილი და უცნობი პირის მიმართ მიმართვის უპიროვნო ფორმა, რაც ეტიკეტს სრულიად ეწინააღმდეგება. თუ უცხოსთან მიმართვა გსურთ, უმჯობესია გამოიყენოთ სიტყვები " უკაცრავად", " მაპატიეთ" და ა, შ...
Zugdidi Daily
Zugdidi · 2 weeks ago
სასტიკი საყვედურით დასჯილი მასწავლებელი.
ზუგდიდის პირველი საჯარო სკოლის ქიმიის მასწავლებელს, ხათუნა ქვარცხავას, სიძულვილის შემცველი პოსტის გამო, რომელიც მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყვეყნა 2020 წლის კურსდამთავრებულებთან დაკავშირებით, ამავე სკოლის დირექტორმა, ნინო გოგინავამ სასტიკი საყვედური გამოუცხადა. 25 მაისს დაწყებული საქმის შესახებ გადაწყვეტილება დისციპლინურმა საბჭომ და დირექტორმა ერთობლივად მიიღო. დირექტორი ამასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს : "ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით მასწავლებელს გაუფორმდა სასტიკი საყვედური.ეს ყველაფერი შესაბამისობაშია მოყვანილი და დაორგანიზებულია შინაგანაწესით, რომელიც აბსოლუტურად ყველა გადაცდომაზე პასუხობს თავისი სახდელით. შესაბამისად, ეს სახდელი გახდა ამის პასუხი." #ზუგდიდი #პირველისაჯაროსკოლა #პოსტი #სოციალურიქსელი #დირექტორი #სასტიკისასჯელი #zugdididaily I
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 weeks ago
ვინ იყო ნანი ბრეგვაძის მეუღლე?
ნანი ბრეგვაძის დიდება და მარტოობა: რა მსხვერპლის გაღება მოუწია ცნობილ მომღერალს პოპულარობისთვის ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის პოპულარობას საბჭოთა კავშირის პერიოდში მართლაც რომ საზღვარი არ ჰქონდა. მშვენიერი ქალბატონი მკვეთრი აქცენტითა და ძლიერი ხმით ყოველთვის ხვდებოდა საზოგადოების თვალთახედვის არეში. მისით მოხიბლული მამაკაცები მუდმივად ცდილობდნენ მის მოხიბვლას, თუმცა მომღერალი ყველასთვის მიუწვდომელი იყო. მისი პირადი ცხოვრებით დაინტერესებულმა საზოგადოებამ ის ბუბა კიკაბიძესთანაც კი დააქორწინა, თუმცა ამ დროს მას სახლში ის მამაკაცი ელოდა, რომელსაც ორჯერ გაჰყვა ცოლად, საბოლოოდ კი ისევ მარტო დარჩა... "დედიკოს გოგო" როგორც ამბობენ, ნანი ბავშვობიდან ყოველთვის დამჯერი გოგო იყო. ის 1936 წელს, თბილისში მსახიობ გიორგი ბრეგვაძისა და თავადთა შთამომავლის ოლგა მიქელაძის ოჯახში დაიბადა. ოჯახში თითქმის ყველა მღეროდა, გოგონასაც მუსიკალური ნიჭი და არისტოკრატული მანერები მემკვიდრეობით ერგო. ოლგა საკმაოდ მკაცრი და ამავე დროს მოსიყვარულე დედა გახლდათ. სწორედ მან ასწავლა და შეაყვარა გოგონას მუსიკა, ფაქტობრივად, მანვე დაგეგმა ნანის ცხოვრება, იზრუნა მის განათლებასა და კარიერაზე, თუმცა, ამავდროულად, სწორედ ის იყო ნანის უპირველესი კრიტიკოსი. დედა ნანისთან დაახლოებულ ყველა ყმაწვილს დიდი ყურადღებით აკვირდებოდა, მათ შორის იყო მერაბ მამალაძეც. გოგონას მერაბი მოსწონდა, თუმცა ის მერაბში მხოლოდ მეგობარს ხედავდა. დროთა განმავლობაში, მერაბმა თავისით გამოიჩნა ინიციატივა, სასწავლებლიდან მომავალ გოგონას შინ აცილებდა, იჩენდა დიდ ყურადღებას, საჩუქრებითაც ანებივრებდა. დედამ დაარწმუნა გოგონა, ბიჭი კარგი ოჯახიდან არის, აუცილებლად უნდა გაჰყვე ცოლად და ნორმალური ოჯახი შექმნაო. ნანის გათხოვება არ სურდა, თუმცა როცა მერაბი ხელის სათხოვნელად მივიდა, ის, მშობლების რჩევით, დათანხმდა ვაჟის წინადადებას, თუმცა, როგორც ამბობენ, არც იმ დროს და არც შემდეგ მომღერალი მერაბის მიმართ ძლიერ გრძნობას არ განიცდიდა. ნანის დედამ მერაბს პირობა ჩამოართვა, რომ ის გოგონას სიმღერას არ დაუშლიდა, თუმცა მან მოგვიანებით პირობა დაარღვია. გათხოვების შემდეგ ნანის მერაბის მშობლებთან ერთად მოუწია ცხოვრება, სამეცადინოდ წასასვლელად თითქმის მთელი ქალაქი უნდა გაევლო. როცა გაიგო, რომ მისი მონატრების გამო დედა ღამ-ღამობით ტიროდა კიდეც, გოგონამ დაარწმუნა მეუღლე და ისინი ოლგა ალექსანდროვნასთან გადავიდნენ საცხოვრებლად. დედა ნანის მაქსიმალურდა უწყობდა ხელს, ეკას დაბადების შემდეგ, ბავშვის აღზრდაც საკუთარ თავზე აიღო. ნანი ყოველთვის მამაკაცების წრეში ტრიალებდა, ანსამბლ "ორერაში" ის ერთადერთი გოგონა იყო, თუმცა ის ბიჭების კიდევ ერთი ძმაკაცი გახლდათ, თურმე მეგობრები ნანის ხუმრობით "შალიკოსაც" კი ეძახდნენ... მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მისი მეუღლე მაინც ეჭვიანობდა. fb მერაბი გაწონასწორებული პიროვნება იყო, იმდენად თავდაჭერილი, რომ ნანი ვერ ამჩნევდა მის ეჭვიანობას. მაშინაც კი, როცა მერაბმა მოუხშირა მოულოდნელად, გვიან ღამით იმ სასტუმროს ნომერში გამოცხადებას, სადაც ამა თუ იმ გასტროლისას, ნანი ათევდა ღამეს... ის გაოცებულ ნანის უხსნიდა, რომ ამას მონატრების გამო აკეთებდა. წარმატებულ მომღერალს ეჭვიც არ შეუტანია მეუღლის საქციელში, რადგან მიიჩნევდა, რომ მეუღლე ამას მისი დიდი სიყვარულის გამო აკეთებდა... თუმცა საბოლოოდ მაინც წაუყენა პირობა მერაბმა,- ან - მე, ან - შენი ანსამბლიო. ნანი მზად იყო ოჯახის შესანარჩუნებლად უარი ეთქვა კარიერაზე, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა დაარწმუნა მერაბი, ბოლოჯერ გაეშვა მეუღლე კონცერტზე... მორიგი სიმღერის დასრულების შემდეგ, მერაბი მისულა ნანისთან და უთქვამს: "შენ უნდა იმღეროო!" მიუხედავად ამისა, დროთა განმავლობაში ნანი დაიღალა ეჭვიანობის სცენებით და მათი ქორწინება დასრულდა. ნანის თავისუფლებით ტკბობა არ დასცალდა... დაშორებიდან მალევე მერაბი დააკავეს... აღმოჩნდა, რომ მას რაღაც საქმე წამოუწყია და საეჭვო დოკუმენტებზე ჰქონდა ხელი მოწერილი, რის გამოც 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ის სასჯელის მოსახდელად ესტონეთში გაუშვეს. ნანი ძალიან განიცდიდა მეუღლის დაკავებას, მით უფრო, რომ იცოდა მას ესტონეთში მარტო ძალიან გაუჭირდებოდა... მეუღლის დაკავებით შეწუხებული ნანი პირდაპირ ედუარდ შევარდნაძესთან წავიდა, რომელსაც მერაბის საქართველოს ციხეში გადმოყვანა სთხოვა. თხოვნა საქართველოს იმჟამინდელმა პირველმა პირმა შეუსრულა. გათავისუფლებულმა მერაბმა ნანის ძველი საქციელის გამო პატიება სთხოვა და ცდილობდა ურთიერთობა გამოესწორებინა. "დიდების საფასური" ციხიდან გამოსული მერაბი უფრო მშვიდი და გაწონასწორებული ჩანდა. ნანის თავიდან შეუყვარდა მეუღლე. მათ ისევ ერთად გადაწყვიტეს ცხოვრება. მერაბი ნანის დაჰყვებოდა გასტროლებზე. ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა ოჯახში პრობლემამ იჩინა თავი. მერაბი სამსახურს ვერ შოულობდა, განიცდიდა, დარდის ალკოჰოლით მოკვლას ცდილობდა... და ისევ დაიწყო ეჭვიანობა. ნანი ამჯერად საბოლოოდ დაშორდა მერაბს. ყველასთვის საყვარელ მომღერალს მეუღლისგან მხოლოდ პატივისცემა და ურთიერთგაგება სურდა, თუმცა მას ოჯახში ეს ყველაფერი აკლდა. ნანის არაერთი მამაკაცი ეტრფოდა, თუმცა მისი ცხოვრების მთავარ სიყვარულად სიმღერა იქცა... ნანიმ იცოდა, რაც იყო სიყვარული, მაგრამ პირად ბედნიერებაზე უარის თქმა მოუხდა... მიუხედავად ამისა, მშვენიერი ქალბატონი არაფერს ნანობს, ამბობს რომ ბედნიერია, ჰყავს საოცარი ოჯახი - შვილი ეკა მამალაძე, შვილიშვილები და შვილთაშვილები კვირის პალიტრა -
+2
Kutaisi Daily
Kutaisi · 6 days ago
ქვეყნები, რომლებიც საქართველოს საზღვარს არ უხსნიან
ამ ეტაპზე საზღვრებს საქართველოსთვის არ ხსნიან შემდეგი ქვეყნები ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, ნორვეგია, მალტა, ფინეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი. აღსანიშნავია, რომ უნგრეთთან ამოქმედდა ერთობლივი შესაბამისი კომისია, რომელიც მუშაობს მიმოსვლის აღდგენის საკითხებზე. ზოგიერთმა ქვეყანამ კი, (იტალია, კვიპროსი, ისლანდია, სლოვენია) გახსნის მზაობა გამოთქვა კონკრეტული შეზღუდვების დაწესებით, მათ შორის ამ ქვეყნებში ჩასულმა პირებმა უნდა გაიარონ 14 დღიანი სავალდებულო კარანტინი. ამასთან აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაციები და მასში მოცემული ქვეყნების სია ყოველ ორ კვირაში ერთხელ განახლდება. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. აპლიკაციის გადმოსაწერად დააჭირეთ ამ ბმულს: download.feedc.com#საინტერესო #სიახლე #kutaisidaily #ახალიამბები
Tbilisi Daily
Tbilisi · 2 weeks ago
როგორ შეიცვალა თბილისში ბინის გაქირავების ფასები 3 თვეში
ლოქდაუნის პერიოდში დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში გასაქირავებელი ბინების ღირებულება მცირედით შემცირდა. შემცირება შეეხო ფაქტობრივად, ყველა ტიპის ბინას, როგორც მცირე ფართის, ასევე დიდ ბინებსაც. SS.ge-ს კვლევის თანახმად, პანდემიის პერიოდში დედაქალაქში ბინის გაქირავების ფასი ხშირ შემთხვევაში შემცირდა. მაგალითად, თუ მარტში დიდუბე-ჩუღურეთში 1-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასი საშუალოდ 537 ლარს შეადგენდა, მაისში მისი ფასი 471 ლარამდე ჩამოვიდა. როგორც SS.ge-ს კვლევა აჩვენებს, მარტიდან მაისამდე 1-ოთახიანი ბინის გაქირავებაზე ფასი თითქმის ყველა უბანში შემცირდა. კერძოდ, გლდანი-ნაძალადევში 6 ლარით, ვაკე-საბურთალო - 56 ლარით, ისანი-სამგორი - 57 ლარით, ხოლო ძველ თბილისში - საშუალოდ 210 ლარით შემცირდა. რაც შეეხება 2-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასს, 1-ოთახიანების მსგავსად საანგარიშო პერიოდში აღნიშნული ტიპის ბინის ფასიც შემცირდა. როგორც SS.ge-ს კვლევაშია აღნიშნული, დიდუბე-ჩუღურეთში ბინის გაქირავების ფასი 175 ლარითაა შემცირებული. გლდანი-ნაძალადევში - 24 ლარით, ვაკე-საბურთალო - 105 ლარით, ისანი-სამგორი - 91 ლარით, ხოლო ძველ თბილისში - საშუალოდ 120 ლარით შემცირდა. SS.ge-ს კვლევის მიხედვით, ბინის გაქირავებაზე ფასის შემცირება თითქმის ყველა ტიპის ბინას და უბანს შეეხო. თუმცა როგორც კვლევაში გამოიკვეთა, გაქირავების ზრდა მხოლოდ ერთ უბანში ფიქსირდება და ისიც მხოლოდ 3-ოთახიან ბინებზე. დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში პენდემიის დასაწყისში 3-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასი 1 244 ლარი იყო, მაისში ეს ფასი 1 408 ლარამდე გაიზარდა. რაც შეეხება 3-ოთახიანი ბინის გაქირავების ფასის ცვლილებას სხვა უბნებში ასე გამოიყურება: გლდანი-ნაძალადევში ფასები 74 ლარით შემცირდა, ვაკე-საბურთალოს რაიონში - 45 ლარით, ისანი-სამგორში - 212 ლარით, ძველ თბილისში - 173 ლარით. როგორც კვლევაში გამოიკვეთა, ლოქდაუნის პერიოდში ბინის გაქირავებაზე ფასები თითქმის ყველა მოცულობის ფართზე შემცირდა. რეალტორები პანდემიის დასაწყისშივე აღნიშნავდნენ, უძრავ ქონების ბაზარზე კრიზისი, როგორც წესი, რამდენიმე თვის შემდეგ აისახება. ლოქდაუნის პერიოდში გაჩერდა ეკონომიკის ბევრი სექტორი, დასაქმებულების ნაწილმა ან სამსახური დაკარგა, ან დამსაქმებელმა უხელფასო შვებულებაში გაუშვა. შესაბამისად, ისინი, ვინც დედაქალაში ქირით ცხოვრობდნენ, იძულებულები გახდნენ საცხოვრებლად მშობლიურ ქალაქში ან სოფელში დაბრუნებულიყვნენ. შემცირებული მოთხოვნის შედეგად კი გაქირავების ფასები მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა.