21:00 საათიდან სასურსათო მაღაზიებიც დაიხურება

0
მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში, 21:00 საათიდან - 06:00 საათამდე სასურსათო მაღაზიების მუშაობაც იკრძალება. მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებით, აფთიაქები ამ დროის განმავლობაში იმუშავებენ. მოქალაქეებს აფთიაქში მისვლა, მხოლოდ უკიდურესად აუცილებელი მედიკამენტის ყიდვის შემთხვევაში შეეძლებათ. მათივე ცნობით, კარანტინის ფარგლებში, სატვირთო ავტომობილებზე ე.წ. კომენდანტის საათის გამო შემოღებული საათობრივი შეზღუდვები არ იმოქმედებს. ინფორმაციისთვის, დღეს 08:00 საათიდან ქვეყნის მასშტაბით კარანტინი ამოქმედდა. კარანტინის ფარგლებში 21:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქალაქეების გადაადგილება იზღუდება.
#კორნავირუსი
#კარანტინი
#საურსათისმაღაზია
#აფთიაქები
#შეზღუდვები
#tbilisidaily
y
0