რუსეთში ერთ დღეში COVID-19-ით ინფიცირების 500 ახალი შემთხვევა დადასტურდა

0
http://pirveliradio.ge/index.php?newsid=140309 რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების 500 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯამში, ოფიციალურად ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 2 337 შემთხვევაა გამოვლენილი. ერთ დღეში ინფიცირების ყველაზე მეტი, 387 შემთხვევა, მოსკოვშია. სანკტ-პეტერბურგში 48 ახალი შემთხვევაა, დაღესტანში კი 9. რუსეთის სახელმწიფოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის შემთხვევები 85-დან 73 რეგიონშია გამოვლენილი. 30 მარტიდან მოსკოვში საშინაო თვითიზოლაციის რეჟიმი ამოქმედდა. 27 მარტიდან შეჩერდა საერთაშორისო ფრენები, მოსკოვში ყველა რესტორანი, ბარი, მაღაზია და პარკი დაიკეტა.
0