ევროკავშირის დახმარების პაკეტი საქართველოს

0
ევროკავშირი საქართველოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის 90 მილიონს ევროს გამოუყოფს. „რთული დრო უდგას არა მხოლოდ ევროკავშირს, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებსაც, მათ შორის საქართველოს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმ ნეგატიური გავლენის შესამცირებლად, რომელსაც ვირუსი იქონიებს ადამიანთა სიცოცხლესა და ცხოვრებაზე“ – განაცხადა ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ. საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხა საქართველოს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და კორონავირუსის მიერ მოყენებული სოციალურ-ეკონომიკური ზიანის აღმოფხვრას მოხმარდება. , , მადლობას ვუხდით ევროკავშირს დახმარების ახალი პაკეტის, კერძოდ, 20 მილიონ ევროზე მეტი თანხის გამოყოფისთვის, რომელიც ჩვენი ჯანდაცვის სისტემაზე პანდემიის ზემოქმედების შერბილებას, ასევე სამედიცინო აპარატურის შესყიდვას მოხმარდება, ხოლო დაახლოებით 70 მილიონ ევროზე მეტი თანხა გადამისამართდება სოციალ-ეკონომიკური შედეგების აღმოსაფრხველად“, – წერს დავით ზალკალიანი.
#ევროკავშირი
#კორინავირუსი
#საქართველო
#დავითზალკალიანი
#tbilisidaily
0