5 votes
0 comments
0 shares
Save
255 views
ბათუმის მერია
Batumi · 3 months ago

მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე დეზინფექცია 350-მდე კორპუსის სადარბაზოს ჩაუტარდა.

სპეციალური ხსნარით ჯამში 850 სადარბაზო დამუშავდება.

პარალელურად, მიმდინარეობს მუნიციპალური ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო სამუშაოები.

სპეციალური ხსნარებით ჯამში 150-მდე მოსაცდელი დამუშავდება.

#news
ბათუმის მერია
Batumi · 3 months ago
Similar Posts
ბათუმის მერია
Batumi · 3 months ago
ბათუმში ავტობუსის მოსაცდელების სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო. მუნიციპალური ავტობუსის 150-მდე მოსაცდელი გაიწმინდება და სპეციალური ხსნარებით დამუშავდება. პარალელურად ხორციელდება მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების დეზინფექცია. სადეზინფექციო ხსნარებით მუშავდება ადმინისტრაციული შენობები და საზოგადოებრივი სივრცეები. #news
ბათუმის მერია
Batumi · 3 months ago
მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოების ერთჯერადი სადეზინფექციო ღონისძიებები დაიწყო. დეზინფექცია ჩაუტარდება 850-მდე კორპუსს. დეზინფექციის განმეორებით ჩატარების მოთხოვნით დარეკეთ ცხელ ხაზზე: 577 49 59 59. #news
Tbilisi Daily
Tbilisi · 3 months ago
თბილისში ქუჩების დეზინფექცია გრძელდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხო
თბილისში ქუჩების დეზინფექცია გრძელდება
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხო
Gode Marr
Tbilisi · 3 months ago
როგორ მიმდინარეობს ამჟამად თბილისში სადენზიფექციო სამუშაოები(ფოტოები)
თბილისის მერიის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. სამუშაოების ფარგლებში, რომელსაც შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ, ამჯერად, საბურთალოს რაიონში, ქავთარაძის ქუჩა და ყაზბეგის გამზირი, ასევე, გლდანის რაიონში, ბოჭორიშვილის (ბაზრის), ნანეიშვილის, კეცხოველისა და ჯაბიძის ქუჩები მოირეცხა. ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს თბილისის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს თემურ მღებრიშვილთან ერთად გაეცნო. „შესაბამისი ხსნარებით ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. მსგავსი ღონისძიება სამ ლოკაციაზე უკვე ჩატარდა. ესენია: პეკინის გამზირი, კოსტავას ქუჩა და „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარედ არსებული ტერიტორია მეტროსადგურ „ვარკეთილამდე“. დღეს სამუშაოები ქავთარაძის ქუჩაზე განხორციელდება. ასევე, დამუშავდება გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამ პროცესს მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა იმ ქუჩაზე გავაგრძელებთ, რომელიც ხალხმრავალია. ავტომობილების სავალი ნაწილის გარდა, ასევე, მუშავდება ტროტუარები. რა თქმა უნდა, კორონავირუსს მხოლოდ ეს ვერ მოერევა, თუმცა პრევენციული ღონისძიებების სახით, ამის გაკეთება მნიშნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ. გავრცელებული ინფორმაციით, გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების მიერ სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება. პროცესში ასევე, ჩართულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ათი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. „შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აქტიურად არის ჩართული კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში. უკვე მეორე დღეა, ჩვენი სპეცმანქანებით, თბილისის მერიას აღნიშნული ღონისძიებების ჩატარებაში ვეხმარებით. ეს ყველაფერი გაგრძელდება მანამ, სანამ ამის საჭიროება იქნება. შინაგან საქმეთა მინისტრის დავალებით, მსგავს ღონისძიებებში ჩართულობას აქტიურად განვაგრძობთ. აქვე მინდა, თბილისის მერს და მერიას აქტიური სამუშაოებისთვის მადლობა გადავუხადო“, - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა. სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. დეზინფექცია თავდაპირველად, პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშვილის ქუჩებს, ასევე „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას ჩაუტარდა. სპეციალური ხსნარით მოირეცხა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს. სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესს თბილისის მერთან ერთად, პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე და ვაკის რაიონის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ. Tbilisi
Batumi Daily
Batumi · 3 months ago
ბათუმში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები
სად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები? ბათუმში სადეზინფექცი
ბათუმში გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოები
სად ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები? ბათუმში სადეზინფექცი
ბათუმის მერია
Batumi · 4 months ago
ბათუმში საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია დღეს 600 მიკროავტობუსში განხორციელდა. კორონავირუსის პრევენციის მიზნით საქალაქო ტრანსპორტის სპეციალური ხსნარით დამუშავება დღეში ორჯერ მოხდება. სადეზინნფექციო ღონისძიებები კი კვირაში ორჯერ ჩატარდება. ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, უსაფრთხოების მიზნით პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად განხორციელდება. #news
ბათუმის მერია
Batumi · 1 month ago
29 მაისიდან ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი მუშაობას განაახლებს
🔊 ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ მერიის სამსახურებისა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის განახლებასთან დაკავშირებით ისაუბრეს. მუნიციპალური ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მუშაობა 29 მაისიდან განახლდება. 🛑 ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ყველა ტიპის საზოგადოებრივ ტრანსპორტში აუცილებელია პირბადის ტარება. 🛑 აკრძალულია კონდიციონერის გამოყენება. 🛑ფანჯრები უნდა იყოს ღია მდგომარეობაში. 🛑 მიკროავტობუსებში აკრძალულია მძღოლის გვერდით მგზავრის განთავსება და ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა. 🛑 მძღოლი უზრუნველყოფილი უნდა იყოს სადეზინფექციო ხსნარით. 🛑 რაც შეეხება მუნიციპალურ ავტობუსებს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე განხორციელდება ავტობუსების სალონებში არსებული ხელის სადეზინფექციო დისპენსერების შევსება. 🛑 მძღოლის კაბინა შემოსაზღვრული იქნება შესაბამისი ლენტით. 🛑 ის ლოკაცია, სადაც მძღოლებს უწევთ სამსახურში გასვლის წინ შესაბამისი აღრიცხვის გავლა, ყოველდღიურად დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარებით, ხოლო მძღოლებს სამსახურში გასვლამდე ჩაუტარდებათ თერმოსკრინინგი და გადაეცემათ პირბადეები. 🛑 ჯიპიეს სისტემის მეშვეობით მოხდება ავტობუსებში მგზავრთა ნაკადის შესახებ ინფორმაციის მიღება. 🛑 ავტობუსების მუშაობის პროცესში პერიოდულად გაჟღერდება მოწოდება სოციალურ დისტანცირებასთან დაკავშირებით. 🛑 როგორც მუნიციპალურ ავტობუსებს, ასევე, მიკროავტობუსებს ყოველდღიურად ჩაუტარდება შესაბამისი დეზინფექცია. საზოადოებრივ ტრანსპორტში მგზავრთა ნაკადის კონტროლს მუნიციპალური ინსპექცია განახორციელებს.
ბათუმის მერია
Batumi · 10 months ago
🔊 ქალაქის მასშტაბით სადეზინსექციო და სადერატიზაციო სამუშაოები ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ✅ მწერებისა და მღრღნელების გასაუვნებელყოფად იტალიური ეზოებისა და მრავალბინიანი სახლების სარდაფები და ლიფტები სპეციალური ხსნარითა და პრეპარატებით იწამლება. ✅ შეწამვლითი სამუშაოები ხორციელდება დაჭაობებულ ტერიტორიებსა და ღია არხებშიც. ასევე, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ნაგავშემკრები კონტეინერების დამუშავება. ✅ პარალელურად ხორციელდება ქვეწარმავლების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება შენობა-ნაგებობებში, სარდაფებში, სხვენებსა და საწყობებში. აღნიშნულ ღონისძიებებზე ყოველდღიურად 4 ჯგუფი მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ბათუმის მერიის სანიტარიული ზედამხედველობის განყოფილებას შემდეგ ნომერზე: 0422 27 69 13.
Sandro Dzneladze
Tbilisi · 4 months ago
შსს სადეზინფექციო სამუშოებს აგრძელებს
კორონავირუსის პრევენციის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობები სპეციალური ხსნარით მუშავდება. საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს გადაწყვეტულებით დეზინფექცია ქვეყანაში არსებულ შსს-ს ყველა მომსახურების სააგენტოს ყოველდრიურად უტარდება. COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სპეციალური ხსნარით ამუშავებენ მომსახურების სააგენტოს სამუშაო და საგამოცდო ოთახებს, დერეფნებიმს, სველ წერტილებსა და ტექნიკურ სათავსოებს. ყოველდღიურ რეჟიმში ასევე მუშავდება ის სივრცე და ინვენტარი, რითაც სააგენტოს თანამშრომლები სარგებლობენ. კორონავირუსის გავრცელების შემაკავებელი ღონისძიებები საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც ტარდება. სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება თბილისი მერიის მოქალაქეთა მიმღებებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. #politics #news #კორონავირუსი
ბათუმის მერია
Batumi · 3 months ago
ბათუმის ქუჩების დეზინფექცია დაიწყო. პირველ ეტაპზე ბათუმის ცენტრალური ნაწილის - რუსთაველის, პუშკინის, გოგებაშვილისა და გრიბოედოვის ქუჩებს შორის არსებული ყველა ქუჩის დეზინფექცია ჩატარდა. სპეციალური ხსნარით დამუშავდა აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორია. ქუჩების დეზინფექცია ეტაპობრივად გაგრძელდება. სადეზინფექციო სამუშაოები ბათუმის მერიამ, აჭარის ა. რ. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად განახორციელა. მიმდინარე სამუშაოებს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრ ტიტე აროშიძესთან ერთად გაეცნო. #news