ვან გოგის წერილი

0
ვან გოგმა დახატა თავისი ვიწრო ოთახი არლში, მის განზრახვას კი ჩინებულად გვიხსნის ძმისადმი ამ სურათის შესახებ მიწერილი: "მე ახალი იდეა გამიჩნდა და, აი, მისი ჩანახატი... ამჯერად ეს უბრალოდ ჩემი საძინებელია, მაგრამ აქ ყველაფერი ფერმა უნდა გააკეთოს; რაკი მისი გამარტივების გამო საგნებს უფრო მეტი სტილი მიენიჭებათ, მან ზოგადად მოსვენებასა თუ ძილზე უნდა მიგვანიშნოს.მოკლედ რომ ვთქვათ, სურათის ხილვამ უნდა მოასვენოს ტვინი ან, უფრო, წარმოსახვა კედლები მკრთალი იისფერია. იატაკის ფილები -წითელი. წიგნისა და სკამების ხე - ახალშედღვებილი კარაქივით ყვითელი, ზეწრები და ბალიშ - მკრთალი მომწვანო-ლიმონისფერი.გადასაფარებელი - წითელი, სარკმელი-მწვანე. ტუალეტის მაგიდა - ნარინჯისფერი, ხელსაბანი - ლურჯი. კარი - იასამნისფერი. სულ ეს არის - ამ ჩაკეტილდარაბებიან ოთახში სხვა არაფერია. ავეჯის განიერმა ხაზებმა კვლავაც სრული მოსვენება უნდა გამოხატოს.კედლებზე პორტრეტებია, სარკე, პირსახოცი და ცოტაოდენი ტანსაცმელი. ჩარჩო - ვინაიდან თეთრი ფერი სურათში არ არის - თეთრი უნდა იყოს. ეს სამაგიეროს გადახდა იქნება იმ ნაძალადევი დასვენებისთვის, რომელიც იძულებული შევიქენი მიმეღო. მე კიდევ მთელ დღეს ვიმუშავებ ამ სურათზე, მაგრამ, ხომ ხედავ, რა უბრალო ჩანაფიქრია. დაჩრდილვასა და დაცემულ ჩრდილებზე უარი ვთქვი.ის თავისუფლად, ბრტყელ ფენებადაა დახატული, იაპონური გრავიურების მსგავსად."
#vincentvangogh
#photo
#art
#goodplaces
#politics
#news
#opinion
#events
#sport
#funny
#crypto
#business
#design
#food
#religion
#gaming
0