დემნა გვასალიამ Apple Music - თან თანამშრომლობა დააანონსა

0
ლუვრის თავზე ქარდის ბის მონაწილეობით ბალენსიაგას ახალი კამპანიის ბილბორდის განხილვა საზოგადოებისთვის ჯერ ისევ აქტიურ ფაზაშია, თუმცა დემნა გვასალიასა და ბალენსიაგასთან დაკავშირებით კიდევ ერთი სიახლე გავრცელდა.ამჯერად დემნა გვასალიამ Apple Music - თან კოლაბორაცია დაანონსა, ინფორმაციას ამერიკული ვოგი ავრცელებს. Apple Music – ზე გვასალიას ახალი არხი მომდევნო კვირიდან გამოჩნდება. ფლეილისტების სერია ბალენსიაგას შერჩეული არტისტების მიერ იქნება შედგენილი. პირველი ფლეილისტი თავად დემნას ეკუთვნის. ის ქართველი დიზაინერის საყვარელ კომპოზიციებს გააერთიანებს. ფლეილისტის სახელი „გამარჯობა, ჩემი სახელია დემნა“ იქნება და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 13 საათს შეადგენს. მისი მოსმენა 10 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.„ის ჩემს პერსონალურ მუსიკალურ გემოვნებას ავლენს და ჩემი ჩვეულებრივი დღის საუნდტრეკია, “ - ამბობს გვასალია. „სასურველია მისი რაც შეიძლება მაღალ ხმაზე მოსმენა.“თითოეული ფლეილისტის გამოქვეყნებას შეზღუდული რაოდენობის პროდუქციის გაყიდვაში გამოშვება მოჰყვება. პროდუქტების შეძენა ბალენსიაგას ოფიციალურ საიტზე და შერჩეულ მაღაზიებში იქნება შესაძლებელი. როგორც ცნობილია, ფლეილისტები ორ თვეში ერთხელ გამოქვეყნდება. თავისი ფლეილისტისთვის დემნამ ჰუდების და მაისურების მინი-კოლექცია შექმნა, რომლებზეც ფლეილისტის სახელს: Hello, My Name Is Demna - ს ვკითხულობთ.
Balenciaga x Apple Music ჰუდის ფასი 895 დოლარია.
Balenciaga x Apple Music გრძელმკლავიანი მაისურის ფასი 650 დოლარია.„პირველი ფლეილისტი, სახელად „გამარჯობა, ჩემი სახელია დემნა, “ ჩემი საყვარელი მუსიკის თითქმის 13 საათია, “ - განაცხადა დემნამ ვოგთან საუბრისას. „პირველ რელიზს ჩემი საყვარელი მუსიკოსების, ბენდების და პიროვნებების ფლეილისტები მოჰყვება, რომელთა საშუალებითაც თავიანთ პერსონალურ გემოვნებას და გავლენებს წარმოაჩენენ.“
#ახალიამბები
#მოდა
#apple
#დემნაგვასალია
#მუსიკა
0