Jaffe House – სახლი სტენლი კუბრიკის ფილმში “მექანიკური ფორთოხალი”

0
Jaffe House არქიტექტურული სტუდია Team 4-ის ერთ-ერთი პირველი პროექტია, რომელსაც Skybreak house-დაც მოიხსენიებენ. სტუდია Team 4 არქიტექტორებმა – ნორმან ფოსტერმა და რიჩარდ როჯერსმა დააარსეს პარტნიორებთან – სუ ბრამველთან და ვენდი ჩესმანთან ერთად. 1971 წელს ამ სახლის ინტერიერში სტენლი კუბრიკმა გადაიღო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენა ფილმიდან “მექანიკური ფორთოხალი”. Skybreak house-იც ისეთივე შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია, როგორც კუბრიკის ცნობილი ფილმი.
სახლი დაყოფილია სამ დონედ – პირველში არის საერთო სივრცე, რომელიც დიდი, გასახსნელი ვიტრაჟით გადის ბაღში. ეს სახლის ყველაზე დაბალი დონეა, სადაც თავდაპირველ ინტერიერში, ამ ვიტრაჟთან განთავსებული იყო ფორტეპიანო, ისე რომ ზედა ორი ტერასა თითქოს თეატრში ლოჟების როლს ასრულებდა.
დანარჩენი ორი დონე განკუთვნილია სამზარეულოსა და საძინებლებისთვის. ერთ დონეზე განთავსებული მომიჯნავე ოთახები გამოყოფილია გასასრიალებელი პანელებით, რაც მაქსიმალურად იძლევა სივრცეების გაერთიანების შესაძლებლობას. მძიმე სტრუქტურის და ტრადიციული კონსტრუქციებისგან განსხვავებით, პროექტში გამოყენებულია მსუბუქი მასალები და ახალი ტექნოლოგიები.
იმდროისთვის ეს იყო ინოვაციური სახლი – არქიტექტორებმა დამკვეთს შესთავაზეს ძალზე მოხერხებული საცხოვრებელი მოდელი. კლიენტსაც სწორედ ეს სურდა – სახლი, რომელიც ბევრ ფუნქციას შეითავსებდა, და ასევე მარტივად გაერთიანდებოდა ერთ დიდ სივრცედ. Jaffe House ისეა დაპროექტებული, რომ სამომავლოდ მისი ფუნქციის შეცვლა რთული სულაც არ იქნება.
ავტორი : ანა ჭიღიტაშვილი წაყრო: Hammock magazine __________ გამოიწერეთ გვერდი და ადევნეთ თვალ-ყური ყველაზე საინტერესო დიზაინ სიახლეებს მომოსთან ერთად ✨ - #დიზაინი #კუბრიკი #სახლი
#ახალიამბები
#ხელოვნება
#კინო
#კინოხელოვნება
#კინომატოგრაფია
#კუბრიკი
#ფილმები
#ფილმი
#ფილმოგრაფია
#ინტერიერი
#ინტერიერისდიზაინი
#ინტერიერისხელოვნება
#ინტერიერიფილმში
#ფილმის
#ფილმისინტერიერი
#მექანიკური
#ფორთოხალი
#მექანიკურიფორთოხალი
0