ვენეციის ფილმის ფესტივალის საუკეთესო ლუქები

0
პირბადეები და სოციალური დისტანცირება, ისევე როგორც მთელს მსოფლიოში, 2020 წლის ვენეციის ფილმის ფესტივალის მთავარი წესია. მიუხედავად იმისა, რომ წელს ფესტივალზე ბევრად უფრო ნაკლები ვარსკვლავია, ვიდრე მანამდე, ღონისძიებები მაინც ტარდება და წითელ ხალიჩაზეც ჩნდებიან ისინი, ვინც მოახერხა ვენეციაში ჩასვლა. ფესტივალის ფარგლებში ჩატარდა პედრო ალმოდოვარის, კიოში კუროსავას, ჯია კოპოლას, ორსონ ველესისა და სხვა ცნობილი რეჟისორების პრემიერები. საპატიო ჯილდო გადაეცა ტილდა სვინტონს, ხოლო ქეით ბლანშეტი კი ფესტივალის ჟიურის წევრი გახლავთ. ქეითმა ერთ-ერთ პრემიერაზე ესტაბან კორტაზარის დრამატული კაბა მოირგო, რომელიც პირველად 2015 წელს „ქეროლის“ პრემიერაზე ლონდონში ეცვა. ტრადიციულად წითელ ხალიჩაზე ის არმანის ლუქშიც გამოჩნდა, ხოლო მესამე ლუქი სარა ბარტონის ალექსანდრ მაკქუინია.
ტილდა სვინტონს წითელ ხალიჩაზე ეცვა შანელის ოტ კუტიური და ულამაზესი ვენეციური ნიღაბი, რომელიც ბიორკის სტილისტმა ჯეიმს მერიმ შექმნა, ხოლო პატარა ღონისძიებებზე მისი არჩევანი ტრადიციულად ჰაიდერ აკერმანის კოსტიუმები გახდა.
წითელ ხალიჩაზე გამოჩნდნენ მოდელები ტეილორ ჰილი და ფრიდა ასენიც. ტეილორს სამივეჯერ ეტროს კაბა ეცვა, ხოლო ფრიდას - ალბერტა ფერეტი.
მსახიობი სტეისი მარტინ ლუი ვიტონის ერთ-ერთი ახალი ამბასადორია, შესამაბისად მისი ყველა ლუქი ნიკოლა ჟესქიერის შექმნილია.ფრანგი მსახიობი ლუდივინ სანიერი სელინში, იტალიელი პოპ ვარსკვლავი ელოდი ატელიე ვერსაჩეში, ბრიტანელი მსახიობი ამირა კასარი ლუევეში.ჰოლანდიელი მსახიობი ლოტე ვერბეეკი ალბერტა ფერეტიში, ავსტრალიელი მსახიობი ნატაშა ენდრიუსი დიორში, იტალიელი მსახიობი ანა ფოლიეტა არმანიში.
##ხელოვნება
##მოდა
##კინო
##ფესტივალი
##სტილი
##კულტურა
##წითელიხალიჩა
0