ByM MeaSpain
0
მოგესალმებით ესპანეთიდან ?? იმ ქვეყნიდან, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ხალხი ბედნიერი დასეირნობდა ქუჩაში. რა ხდება ახლა?! მე ვეღარ ვხედავ ქუჩაში ხმაურიან ადამიანებს, რომლებსაც არ აინტერესებდათ იყო დღე თუ ღამე, მაინც მთელი გულით უხაროდათ, ერთმანეთთან კომუნიკაცია. იყვნენ უშიშრები, მაინც გამოდიოდნენ ქუჩაში და მღეროდნენ. რა ხდება დღეს?! ესპანეთი მოიცვა შავმა ფერმა! ხალხი ცდილობს შეინარჩუნოს პოზიტივი! და ჩვენ გამხნევებთ თქვენ! გარიგებთ ჭკუას! დიახ, ჩვენ გარიგებთ ჭკუას, რადგან არ გვინდა თქვენც იგივე დაგემართოთ! გთხოვთ! ძალიან გთხოვ საქართველო დარჩი სახლში! საკუთარი თავებისთვის! შვილებისთვის! მშობლებისთვის! საყვარელი ადამიანებისთვის! ჩვენ გვიყვარს ესპანეთი! ესპანეთს ვუყვარვართ ჩვენ! ❤️??❤️??
#opinion
ByM MeaSpain
0