"შშმ პირები" ჩვენს გარშემო და ჩვენ მათ გარშემო

0
ერთი საზიზღარი შემთხვევა გადამხდა რამდენიმე წუთის წინ. სიტყვა საზიზღარს როცა ვხმარობ მუდამ ვგულისხმობ დამამცირებელ, არაჰუმანურ და არაამქვეყნურად არაადამიანურ საქციელს. ქუჩაში მოვდიოდი დედასთან ერთად, მუსიკას ვუსმენდით და ვლაპარაკობდით. სახლისკენ მიმავალები გზაზე ადგილი გვხდება (ეცადეთ წარმოიდგინოთ) ქვედა ქუჩიდან ზედა ქუჩაზე ასასვლელი კიბეებით რომ იყოს) მხოლოდ ამ კიბეებთან ინვალიდის სავარძელით ახალგაზრდა ბიჭი შევნიშნეთ, სრულიად მარტო, სიბნელეში , დავვინტერესდი, თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე, მეგონა მეგობარი გასული იყო ან რამე მსგავსი. დედამ მითხრა რომ ზევით ასვლა უნდოდა და დიდი ალბათობით იმ ადამიანს ელოდა ვინც აიყვანდა. მივედი, ვკითხე, რას აკეთებდა ამ დროს ამ ადგილას. (არც ისე კარგი ადგილია ძველი 90იანების ნამდვილი სახეა ეგ ადგილი) მითხრა რომ მეგობარს ელოდებოდა, რომელიც მანქანით მოდიოდა რომ ჯერ კიბეზე თვითონ პიროვნება აეყვანა, შემდეგ სავარძელი აეტანა. სახე მაშინვე "ამელეწა", რა საშინელი შეგრძნებაა როცა ამდენ ხანს ელოდები მეგობარს იმის გამო რომ კიბეზე აგიყვანოს. ჩვენი დიალოგი დამთავრებული არ იყო მეგობარიც მოვიდა. ველოდი მამაკაცს ფიზიკურად კარგ მდგომარეობაში, რადგან ეს ბიჭიც არ იყო პატარა ტანის და დაახლოები21 წლის გოგო შემრჩა ხელში, 60 კილომდე. ვკითხე როგორ უნდა აეყვანა ზევით და მიპასუხა რომ ყოველდღე ესეთი პრობლემის წინაშე იდგა. ხანდახან მეგობრებიც ეხმარებოდნენ, მაგრამ როცა მათ არ სცალათ მარტო უწევდს ზევით მისი აყვანა. ისიც დაამატა რომ ქალაქის გამგეობას რამდენჯერმე მიმართა ამ პრობლემით მაგრამ არაფერი გაუკეთებიათ ჯერაც. (ცოტა უხაროდა არჩევნები მოდის იქნებ ახლა გააკეთონ ლიფტიო). მე და დედა დავეხმარეთ, მანქანაში ჩავსვით მეგობარი და მშვიდად გავაცილეთ. მოვედი სახლში თუ არა წერა დავიწყე. ერთადერთი რაც თავში მიტრიალებს არის კითხვა. როგორ შეიძლება? რა პასუხი უნდა გავცეთ მათ იმ ქვეყნად? როგორ უნდა შევხედოთ თვალებში, როცა მათ მდგომარეობას და ყოველდღიურ ცხოვრებას არ ვითვალისწინებთ?
არაფერს ნიშნავს მხოლოდ საზოგადოებით დატვირთულ ადგილებში მათთვის საჭირო ლიფტების თუ სავალი გზების გაკეთება! ნებისმიერ ადამიანს აქვს თავისუფლად გადაადგილების უფლება! ჩვენ კი ჩვენი უმოქმედობით ამ უფლებას მათ კიარ ვუზღუდავთ, ვართმევთ ჩვეულებრივად.
მრცხვენია, საშინლად მცხვენია თუ ვინმე კითხულობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბოდიშს გიხდი მეგობარო ყველა დისკომფორტისთვის, რომელსაც ჩემი უმოქმედობა იწვევს. იმედი მაქვს ესეთ სურათს ჩვენს ქვეყანაში არასდროს აღარ შევხვდები. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 15% შშმ-ა. უკვე წლებია შშმ პირთა დღეს აღნიშნავენ 3 დეკემბერს. საქართველოში კი კვლავაც პრობლემაა შშმ პირთა უფლებების რეალიზაცია, საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათი საზოგადოებრივ სიკეთეებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, საზოგადოებრივი ცნობიერება და ინფორმირებულობის ხარისხი.  არის ჯგუფები ამ ადამიანების დასახმარებლად. არის საბჭოები რომლებსაც უნდა მიმართოთ კონკრეტული პრობლემით და ისინი ან მოაგვარებენ ამ პრობლემას ან არა. ოღონდ ეს სიმართლეა და დღეს მე ვიხილე ამის მაგალითი.
ამ ადამიანებს სჭირდებათ ადაპტირებული შენობა თუ ნაგებობები! ამ ადამიანებს სჭირდებათ გადასაადგილებლად ტრანსპორტი! ამ ადამიანებს სამუშაო ადგილები სჭირდებათ! ამ ადამიანებს ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ და არა რამე განსხვავებულ ჯგუფად გაწევრიანება და მჯერა რომ ეს ყველა ჩვენგანს ესმის. (რავქნა ოვტიმისტი ვარ?!)სიმართლე გითხრათ დიდამ მეუხერხულება, როცა მათ შშმ პირებს ვუწოდებ. ეს უბრალოდ მათი ცხოვრებაა და ჩვენ ადამიანებს გვევალება ცხოვრებაში ერთმანეთზე ვიზრუნოთ. მადლობა შენ ყურადღებისთვის და მოგიწოდებ: მსგავსი ფაქტის შემთხვევაში, ან ფაქტამდე, მიმართე საბჭოს, ან შენი ქალაქის სოფლის გამგეობას პრობლემის მოგვარების მიზნით .❤
#ტექნოლოგიები
#მეცნიერება
#ბიზნესი
#ჯანსაღიცხოვრება
#მოგზაურობა
#ხელოვნება
#პოლიტიკა
#ახალიამბები
0